9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

ყველაზე ჩქარი ნიჩბოსნები

spot_img

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ნიკოლოზ იორდანიშვილმა და გიორგი კაპანაძემ, მიმდინარე სპორტული სეზონი გამარჯვებით დაიწყეს – 6-7 აპრილს ზაგრებში იასპარეზეს ძალიან წარმომადგენლობით ტურნირში Croatia open, სადაც მთელი მსოფლიოდან 500-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. აკადემიურ ნიჩბოსნობში, ჭაბუკთა შორის, 2-ადგილიანი ნავებით რბოლაში კი, სადაც ჩვენებმა გაიმარჯვეს, 26 წყვილი გამოდიოდა.

ჩვენი ნაკრები ხორვატიაში 5-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა, ყველაზე უმცროსები სწორედ კაპანაძე და იორდანიშვილი იყვნენ (ისინი თანაკლასელები არიან და წლებია, ერთად გამოდიან), თუმცა ყველაზე დიდი წარმატება მათ მოიპოვეს.

როგორც გითხარით, ჩვენებმა ჭაბუკებში იასპარეზეს 2-ადგილიანი ნავებით სრბოლაში და გვარიანი უპირატესობითაც ჩამოიტოვეს მდევრები. ორივე სპორტსმენი მცხეთის ნიჩბოსნობის აკადემიის აღზრდილია, მათ დიმა ლოლუა და გენადი პატარაია ავარჯიშებენ.

ხორვატიის ტურნირი მნიშვნელოვანი იმ მხრივაც იყო, რომ დიდწილად განსაზღვრავდა საერთაშორისო კალენდარს – წავიდოდა თუ არა ნიკოლოზ იორდანიშვილისა და გიორგი კაპანაძის წყვილი სხვა უცხოურ ტურნირებზე. ახლა უკვე დაგეგმილია, რომ 29 აპრილს აზერბაიჯანშიც იასპარეზებენ იქაურ შეჯიბრებაში.

აზერბაიჯანი მათთვის უცხო არაა – წინა წლებში იქ რამდენჯერმე იასპარეზეს და ყოველთვის წარმატებით, ჩემპიონებიც გამხდარან და ბრინჯაოც მოუპოვებიათ, იორდანიშვილმა ერთადგილიანებშიც გაიმარჯვა.

ერთი სიტყვით, ამ ნიჭიერი წყვილის წინაშე ახალი ასპარეზია და წარმატებებს ვუსურვებთ ახალგაზრდებს.

ირაკლი თავაძე

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები