3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

ყვე­ლა­ზე სრულ­ფა­სო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტის­თ­ვის

spot_img

უკ­ვე მე­ო­რე წე­ლია სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლით მუ­შა­ო­ბენ. პე­და­გოგ­თა ძი­რი­თა­დი მა­სის­თ­ვის მი­სი მოხ­მა­რე­ბა სირ­თუ­ლეს აღარ წარ­მო­ად­გენს, რა­საც ხე­ლი და­ნერ­გ­ვის და­საწყის­ში­ვე გა­მარ­თულ­მა ვე­ბი­ნარებ­მაც შე­უწყო. მი­სი ორი­ვე ვა­რი­ან­ტი, რო­გორც ზო­გა­დი, გლო­ბა­ლუ­რი, ისე ცალკეული მო­დუ­ლე­ბის სა­ხით შექ­მ­ნი­ლი ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი, ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი პდფ ფა­ი­ლე­ბი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია პლატფორმაზე EL.ge. ჩვე­ნი გა­ზე­თის დღე­ვან­დელ ნო­მერ­ში გვინ­და პორ­ტა­ლის ერთ-ერ­თ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ფუნ­ქ­ცი­ო­ნალ­ზე ვი­სა­უბ­როთ, რო­მე­ლიც ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გებ­სა და ფსი­ქო­ლო­გებს ეხე­ბათ.

ჩვენ­მა მკითხ­ველ­მა იცის რა­ო­დენ გა­მორ­ჩე­უ­ლად შრო­მა­ტე­ვა­დი და სპე­ცი­ფი­კუ­რია სპეც­მას­წავ­ლებ­ლის ფუნ­ქ­ცია სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში და რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მი­სი სის­ტე­მა­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია მშო­ბელ­თან, სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად; ინ­ტერ­ნეტ­ში ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რე­სურ­სის მო­ძი­ე­ბაც შე­იძ­ლე­ბა, რაც მათ ამ რთულ გზა­ზე და­ეხ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ მა­თი ამო­ბეჭ­დ­ვა ფი­ნან­სებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და რაც მთა­ვა­რია, სპეც­მას­წავ­ლებ­ლებს აქამ­დე არც სას­კო­ლო ჟურ­ნალ­ში უმუ­შა­ვი­ათ და ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლი ხომ მათ­თ­ვის სრუ­ლი­ად უცხოა. მთა­ვა­რი სირ­თუ­ლეც სწო­რედ ესაა. რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­ინფორმაციო სის­ტე­მის პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რი ლა­დო იმე­და­ძე გვარ­წ­მუ­ნებს, ელ­ჟურ­ნალ­ში მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან ად­ვი­ლი ასათ­ვი­სე­ბე­ლია და იგი შე­სამ­ჩ­ნე­ვად შე­ამ­სუ­ბუ­ქებს სპეც­მას­წავ­ლებ­ლის შრო­მას, პირ­ველ რიგ­ში იმით, რომ მას შე­ეძ­ლე­ბა, მუდ­მივ კონ­ტაქ­ტ­ზე იყოს მშო­ბელ­თან/სსსმ მოს­წავ­ლე­სთან და დი­ნა­მი­კა­ში და­აკ­ვირ­დეს მი­სი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცესს. ბა­ტო­ნი ლა­დო ამ­ბობს, რომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლეა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი­სა და ფსი­ქო­ლო­გის რო­ლის ასახ­ვა არა მხო­ლოდ ჟურ­ნალ­ში, არა­მედ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­ინფორმაციო სის­ტე­მაში­, ის­ქულ­ში; ეს ორი სის­ტე­მა სრულ თან­ხ­ვედ­რა­შია — რო­ცა სკო­ლა ის­ქულ­ში და­ა­მა­ტებს პე­და­გოგს/სპეც­პე­და­გოგს, ფსი­ქო­ლოგს, ავ­ტო­მა­ტუ­რად ექ­მ­ნე­ბათ მათ მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი (ტე­ლე­ფო­ნით ეგ­ზავ­ნე­ბათ შეტყო­ბი­ნე­ბა), რომ­ლი­თაც შე­დი­ან ჟურ­ნალ­ში. თუმ­ცა მომ­ხ­მა­რებ­ლის შექ­მ­ნა საკ­მა­რი­სი არ არის, სა­ჭი­როა მი­სი გა­ნა­წი­ლე­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო ბა­დე­ში. ამ პრო­ცე­დუ­რას ის­ქულ­ში სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ტო­რი ას­რუ­ლებს. ცხა­დია, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებს უკავ­ში­რე­ბენ სსსმ ბავ­შ­ვებს, რომ­ლე­ბის­თ­ვი­საც სპეც­პე­და­გო­გე­ბის მიერ შემუშავებული (საჭიროების შემთხვევაში) ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ გეგ­მის მიხედვით, ის­ქულ­ში ცალ­კე კეთ­დე­ბა შესაბამისი სპეციალური გან­რი­გი, რო­მელ­შიც აუცი­ლებ­ლად ჩანს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, მას­წავ­ლე­ბე­ლი თუ ფსი­ქო­ლო­გი. მომ­დევ­ნო 24 სა­ათ­ში, რო­ცა მოხ­დე­ბა სინ­ქ­რო­ნი­ზა­ცია, ყვე­ლა­ფე­რი ეს აისა­ხე­ბა ელექ­ტ­რო­ნულ ჟურ­ნალ­ში.

ფსი­ქო­ლო­გე­ბი­სა და სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბის როლ­სა და ხედ­ვებ­ზე სა­უბ­რი­სას ლა­დო იმე­და­ძე გან­მარ­ტავს, რომ „პირ­ველ რიგ­ში, ეს გუ­ლის­ხ­მობს მათ სპეციფიურ ხედვას/წვდო­მას სსსმ მოს­წავ­ლის სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ზე ზო­გა­დად და არა მხო­ლოდ ინ­დ­გეგ­მით მიმ­დი­ნა­რე გაკ­ვე­თილ­ზე, მათ შე­უძ­ლი­ათ აკონ­ტ­რო­ლონ ბავ­შ­ვის აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა, ნა­ხონ ქუ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც საგ­ნე­ბის პე­და­გო­გე­ბი უწე­რენ სსსმ მოს­წავ­ლეს, ასე­ვე ნა­ხონ რა და­ვა­ლე­ბე­ბი მის­ცეს სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებ­მა. ცხა­დია, ლა­პა­რა­კია დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის რე­ჟიმ­ზე, იმი­ტომ რომ, სპეც­პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სრულ­ფა­სო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია, რა ხდე­ბა მო­ცე­მულ მო­მენ­ტ­ში და რა ცვლი­ლე­ბაა დი­ნა­მი­კა­ში. „რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი, ვფიქ­რობ, რომ ამა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სსსმ მოს­წავ­ლეს­თან მო­მუ­შა­ვის­თ­ვის, არა­ფე­რია. ამი­ტომ, ელ­ჟურ­ნა­ლის მეშ­ვე­ო­ბით, მოს­წავ­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა­ნა­ი­რი ცვლი­ლე­ბა მათ­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია.“

ვე­ბი­ნა­რის კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თე­მაა და­ვა­ლე­ბე­ბი. სხვა პე­და­გო­გე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სპეც­პე­და­გოგს და­ვა­ლე­ბის მხო­ლოდ გა­ცე­მა შე­უძ­ლია. შეს­რუ­ლე­ბულ  და­ვა­ლე­ბას იგი ვერ შე­ა­ფა­სებს. ელ. ­ჟურ­ნა­ლის ერთ-ერ­თი მო­დუ­ლი და­ვა­ლე­ბის მო­დუ­ლია. სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­დის ამ მო­დულ­ში და გა­და­დის დი­რექ­ტო­რი­ა­ში „სსსმ“, სპე­ცი­ა­ლუ­რი ღი­ლა­კით იძა­ხებს ფუნ­ქ­ცი­ო­ნალს, სა­დაც არის შე­სავ­სე­ბი ვე­ლე­ბი, რო­დის რო­მე­ლი გაკ­ვე­თი­ლის დავალებაა, როდის იქნება მისი შესრულების/ჩაბარების ბოლო თარიღი და ა.შ. მას შე­უძ­ლია, და­ვა­ლე­ბის გა­ცე­მის პრო­ცეს­ში მი­ა­წო­დოს მოს­წავ­ლეს რა­ი­მე სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია, აუტ­ვირ­თოს მი­სი აზ­რით სა­ჭი­რო რა­ი­მე ფა­ი­ლე­ბი, და­უ­წე­როს კო­მენ­ტა­რი და ა.შ. რო­გორც ვთქვით, სპეც­პე­და­გო­გი მხო­ლოდ ასე მო­ნა­წი­ლე­ობს „და­ვა­ლე­ბის“ მო­დულ­ში, შე­ფა­სე­ბა და ქუ­ლე­ბის და­წე­რა მი­სი პრე­რო­გა­ტი­ვა არ არის, თუმ­ცა შე­უძ­ლია გა­მოთ­ქ­ვას სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა კონ­კ­რე­ტულ ქუ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, კო­ლე­გას­თან, მაგ­რამ მის გა­ზი­ა­რე­ბა-არ­გა­ზი­ა­რე­ბა­ში საგ­ნის პე­და­გო­გი სრუ­ლი­ად თა­ვი­სუ­ფა­ლია.

„თიმ­ს­ში მო­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი არ ჩანს, ის­ქულ­ში/ჟურნალში“ — ამ ფრა­ზას ხში­რად გა­ი­გებთ პე­და­გო­გე­ბის­გან. ბა­ტო­ნი ლა­დოს გან­მარ­ტე­ბა ამ სა­კითხ­ზე ასე­თია: „ჩვენ­თან მარ­თ­ლაც დამ­კ­ვიდ­რ­და ეს არას­წო­რი აზ­რი. ის­ქულ­ში არ ხდე­ბა და­ვა­ლე­ბე­ბის გა­ცე­მა, და­ვა­ლე­ბე­ბის გა­ცე­მა ხდე­ბა ან თიმ­ს­ის, ან ელ. ­ჟურ­ნალ­ის მეშვეობით (როგორც უფრო მოსახერხებელია პედაგოგისთვის). თიმ­სი და ჟურნალი აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პლატ­ფორ­მე­ბია, თუმ­ცა ერ­თ­მა­ნეთ­თან გარკვეული კავ­ში­რი, რა თქმა უნ­და, აქვთ. გა­სა­გე­ბია, რომ თიმ­სის მეშ­ვე­ო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი, ხო­ლო ელ. ­ჟურ­ნალ­ით — სას­წავ­ლო პრო­ცე­სის სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი მარ­თ­ვა, მაგ­რამ ისინი აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სის­ტე­მე­ბია, შე­სა­ბა­მი­სად, და­ვა­ლე­ბის შექ­მ­ნაც და გა­ცე­მაც, ასე­ვე მათი მი­ღე­ბა ხდე­ბა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.“

ვე­ბი­ნა­რის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თე­მაა ასე­ვე სსსმ მოს­წავ­ლის­თ­ვის გაკ­ვე­თილს მიღ­მა აქ­ტი­ვო­ბე­ბის ჩა­ნიშ­ვ­ნა ელექ­ტ­რო­ნულ ჟურ­ნალ­ში. სპეც­მას­წავ­ლე­ბელს ამის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ჟურ­ნა­ლი და აი, რო­გორ: ჟურ­ნალ­ში არის „კა­ლენ­დ­რის მო­დუ­ლი“, სა­დაც სპე­ცი­ა­ლურ პე­და­გოგს შე­უძ­ლია ჩა­უ­ნიშ­ნოს ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბა არა მარ­ტო სსსმ მოს­წავ­ლეს/მოს­წავ­ლე­ებს, არა­მედ მშო­ბელ­საც, შე­უძ­ლია ერ­თა­დაც მო­იწ­ვი­ოს ისი­ნი. ამისთვის ხდე­ბა კონ­ტექ­ს­ტუ­რი მე­ნი­უს გა­მო­ძა­ხე­ბა, სა­ი­და­ნაც ვირჩევთ კატეგორიას „სხვა“ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­მა თა­ვად იცის რა აქ­ტი­ვო­ბა შეს­თა­ვა­ზოს მოს­წავ­ლე­ებს, ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ში იგი სრუ­ლი­ად თა­ვი­სუ­ფა­ლია, შე­უძ­ლია სა­ხე­ლი და­არ­ქ­ვას, და­ნიშ­ნოს თა­რი­ღი, დრო და ინ­ფორ­მა­ცი­ას მხო­ლოდ ამ კონ­კ­რე­ტულ სპეც­პე­და­გოგ­ზე მიბ­მუ­ლი სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ი­ნა­ხა­ვენ. თუ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ამა­ვე დროს, სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი­ცაა, იგი სპე­ცი­ა­ლუ­რი ღი­ლა­კით გა­და­დის კა­ლენ­დ­რის მო­დუ­ლით „სსსმ“-ზე და, ასე ვთქვათ, გა­ფილ­ტ­ვ­რის შემ­დეგ გა­მო­უჩ­ნ­დე­ბა თა­ვი­სი სსსმ მოს­წავ­ლე/მოს­წავ­ლე­ე­ბის განრიგი. აქ­ვე უნ­და ით­ქ­ვას, რომ რა პე­რი­ო­დუ­ლო­ბით აწარ­მო­ონ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლი სპეც­მას­წავ­ლე­ბელ­მა და ფსი­ქო­ლოგ­მა, ეს დად­გე­ნი­ლი ან გან­საზღ­ვ­რუ­ლი არ არის. მათ არა­ვინ აიძუ­ლებთ ყო­ველ­დღე შე­ას­რუ­ლონ რა­ღაც მოქ­მე­დე­ბე­ბი ჟურ­ნალ­ში, ამის აუცი­ლებ­ლო­ბა, ალ­ბათ, ობი­ექ­ტუ­რა­დაც არ იქ­ნე­ბა სსსმ ბავ­შ­ვებ­თან მი­მარ­თე­ბით. თუმ­ცა, არც არა­ვინ უშ­ლის ამის გა­კე­თე­ბას. იგი­ვეა და­ვა­ლე­ბის გა­ცე­მა-არ­გა­ცე­მის შემ­თხ­ვე­ვა­შიც — ყვე­ლა­ფე­რი ეს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია და და­მო­კი­დე­ბუ­ლია თა­ვად პე­და­გოგ­ზე.

ვიდ­რე მოკ­ლედ შე­ვა­ჯა­მებ­დეთ ზე­მოთ ნათ­ქ­ვამს, მინ­და გითხ­რათ, რომ სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნა ელ­ჟურ­ნალ­ში მუ­შა­ო­ბის­თ­ვის ერ­თ­ნა­ი­რია სპეც­პე­და­გო­გი­სა და ფსი­ქო­ლო­გის­თ­ვის, პრო­ცეს­ში რა­ღაც დი­ფე­რენ­ცი­ა­ცია, ცხა­დია, არის, ფსი­ქო­ლო­გი თა­ვი­სი პე­ცი­ა­ლო­ბის კუთხით მუ­შა­ობს ჟურ­ნალ­ში, მაგ­რამ ხედვა, დაშ­ვე­ბა და რო­ლე­ბი ერ­თი დი იგი­ვეა. მათ შო­რის სხვა­ო­ბა არ არის. მოკ­ლედ კი, სპეც­პე­და­გო­გი ელექ­ტ­რონული ­ჟურ­ნა­ლის მეშ­ვე­ო­ბით თვალ­ყურს ადევ­ნებს:

⇒ კონ­კ­რე­ტუ­ლი სსსმ მოს­წავ­ლის დას­წ­რე­ბას, მოს­წ­რე­ბას, სა­გაკ­ვე­თი­ლო ბა­დეს და გა­ცე­მულ და­ვა­ლე­ბებს თი­თო­ე­ულ სა­გან­ში;

⇒ შე­უძ­ლია თა­ვად გას­ცეს და მი­ი­ღოს კონ­კ­რე­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი ელ­ჟურ­ნა­ლის და­ვა­ლე­ბე­ბის მო­დუ­ლი­დან;

⇒ შე­უძ­ლია ჩა­ნიშ­ნოს ჟურ­ნალ­ში ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის აქ­ტი­ვო­ბა, რო­ცა თა­ვად ჩათ­ვ­ლის სა­ჭი­როდ და მო­იწ­ვი­ოს სსსმ მოს­წავ­ლე ან მშო­ბე­ლი ან ორი­ვე ერ­თად;

⇒ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლისტს აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა ე.წ. „ჩა­ტის“ მო­დუ­ლის მეშ­ვე­ო­ბით, რო­მე­ლიც ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია ელ. ­ჟურ­ნალ­ში, კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქონ­დეს მშო­ბელ­თან, სსსმ მოსწავლესთან და გარკვეულ შემთხვევებში ადმინისტრაციასთანაც. ამის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ პირ­ველ ვე­ბი­ნარ­ზე იყო სა­უ­ბა­რი. მშო­ბელსაც შე­უძ­ლია მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა. ჩატ­ში მი­წე­რი­ლი ინ­ფორ­მა­ცია თავ­ფურ­ცელ­ში­ვე გა­მო­უჩ­ნ­დე­ბა ად­რე­სატს, რო­გორც ახალ­შე­მო­სუ­ლი შტყო­ბი­ნე­ბა.

რა­კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მშობ­ლის რო­ლი ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში, მი­სი სის­ტე­მა­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია პე­და­გოგ­თან და თვალ­ყუ­რის მი­დევ­ნე­ბა შვი­ლის ყო­ველ­დღი­უ­რი წინ­ს­ვ­ლი­სა თუ სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის შე­ფერ­ხე­ბი­სათ­ვის, რამ­დე­ნი­მე მშო­ბელს ვკითხეთ აზ­რი. ერ­თი მშობ­ლის პა­სუ­ხი ასე­თი იყო: „ფაქ­ტობ­რი­ვად, ჟურ­ნალ­ში სტა­ტის­ტი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცია იტ­ვირ­თე­ბა — გან­რი­გი, ცხრი­ლი, დას­წ­რე­ბა, და­ვა­ლე­ბე­ბი, რაც მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ოს კონ­ტ­როლს უფ­რო ჰგავს“; რამ­დე­ნი­მემ კი ჩვენ­გან გა­ი­გო ასე­თი ჟურ­ნა­ლის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ. ბა­ტო­ნი ლა­დოს აზ­რით კი: „მშობ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბის გა­რე­შე ეს მუ­შა­ო­ბა გან­წი­რუ­ლია, ამი­ტომ აუცი­ლე­ბე­ლია მა­თი ინ­ფორ­მი­რე­ბა. რა­კი ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლად ამის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, სა­ჭი­როა თა­ვად სკო­ლა, სპეც­პე­და­გო­გე­ბი და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ, შეხ­ვ­დ­ნენ თა­ვი­ან­თი მოს­წავ­ლე­ე­ბის მშობ­ლებს და გა­არ­კ­ვი­ონ ისი­ნი, რო­გორ ითა­ნამ­შ­რომ­ლონ, ელ­ჟურ­ნა­ლის მეშ­ვე­ო­ბით, რად­გან მხო­ლოდ პე­და­გო­გის ძა­ლის­ხ­მე­ვა, რა­გინდ მა­ღალ­პ­რო­ფე­სი­უ­ლიც უნ­და იყოს, შე­დეგს ვერ გა­მო­ი­ღებს. თა­ვად მშობ­ლებს კი ვეტყ­ვი, რომ ისი­ნიც უნ­და გა­აქ­ტი­ურ­დ­ნენ, ტექ­ნი­კუ­რად აქ არა­ფე­რია რთუ­ლი — პირ­ველ რიგ­ში, სა­ჭი­როა მშო­ბე­ლი (ერთ-ერ­თი მა­ინც) ასახული ­იყოს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მა­ში (ის­ქუ­ლი), ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის მი­თი­თე­ბით, სა­თა­ნა­დო კო­დის მი­ღე­ბის შემ­დეგ კი, პი­რა­დი ნომ­რით და­რე­გის­ტ­რირ­დე­ბა ელ­ჟურ­ნალ­ში, სა­დაც ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იქ­ნე­ბა მი­სი მხა­რე და სა­დაც აისა­ხე­ბა ინ­ფორ­მა­ცია მხო­ლოდ მი­სი შვი­ლის შე­სა­ხებ.

გარ­და ამი­სა, მინ­და და­ვარ­წ­მუ­ნო სსსმ მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლე­ბი, რომ ჩვენ მზად ვართ, მო­ვის­მი­ნოთ ყვე­ლა მა­თი მო­საზ­რე­ბა თუ წი­ნა­და­დე­ბა ამა თუ იმ მო­დულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გან­ვი­ხი­ლოთ პრე­ტენ­ზი­ე­ბი თუ შე­ნიშ­ვ­ნე­ბი. ამას­თან ერ­თად, მინ­და ვთხო­ვო, ნა­ხონ ძვე­ლი ვე­ბი­ნა­რე­ბი, სა­დაც დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღე­ბენ ბევრ, მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­კითხ­ზე.“

ჩვე­ნი მხრივ მხო­ლოდ იმას და­ვა­მა­ტებ, რომ სხვა წყა­რო­ებ­თან ერ­თად, ჩვენს გა­ზეთ­საც შე­უძ­ლია დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ოს ზო­გა­დად, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხით (მათ შო­რის, ელ­ჟურ­ნალ­თან მი­მარ­თე­ბით) და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მშობ­ლებს (და არა მხო­ლოდ მათ) ამ სფე­რო­ში გა­მოც­დი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, მა­თი რჩე­ვე­ბი­თა თუ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით.

ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები