25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

ყვე­ლა­ზე მოკ­ლე გზა წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის

spot_img
დღე­ვან­დე­ლი რუბ­რი­კის სტუმ­რე­ბი მხო­ლოდ პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან, მოკ­ლედ, კო­ლე­ჯის შე­სა­ხე­ბაც მო­გიყ­ვე­ბით. ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, სტუ­დენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რის მო­ლო­დინ­ში მყოფ­მა, „სპექ­ტ­რის“ დი­რექ­ტორ­თან, მა­თე ტა­კი­ძეს­თან გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ, მი­ვი­ღე. ის იმ სი­ახ­ლე­ებს გვაც­ნობს, რაც მი­სი დი­რექ­ტო­რო­ბის 7-წლი­ან პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და.

იწყებს იმით, რომ კო­ლე­ჯი ად­რე მრა­ვალ­პ­რო­ფი­ლუ­რი იყო და ბევრ სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მას ახორ­ცი­ე­ლებ­და. „სჯობს გა­ნა­ვი­თა­რო სის­ტე­მა ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით და კარ­გად, თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ვიდ­რე მრა­ვა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით სუს­ტად და უხა­რის­ხოდ“. ამ მარ­ტი­ვი, მაგ­რამ ვფიქ­რობ, სწო­რი ლო­გი­კით იხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლეს კო­ლე­ჯის მეს­ვე­უ­რებ­მა, რო­ცა გან­ვი­თა­რე­ბა ინ­ჟი­ნე­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დაწყ­ვი­ტეს.

მე­ო­რე და წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბელ პი­რო­ბად დი­რექ­ტო­რი ბიზ­ნეს­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას მი­იჩ­ნევს. ამ­ბობს, რომ ყვე­ლა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა, რო­მელ­საც კო­ლე­ჯი ახორ­ცი­ე­ლებს, შე­სა­ბა­მის კომ­პა­ნი­ებ­თან ერ­თად მუ­შავ­დე­ბა, სა­ინ­ჟინ­რო მი­მარ­თუ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი­სა და ექ­ს­პერ­ტე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გა­დის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას. „ჩვე­ნი კო­ლე­ჯი, რო­გორც სხვა კო­ლე­ჯე­ბი, გრძელ­ვა­დი­ან პროგ­რა­მებ­თან ერ­თად, მოკ­ლე­ვა­დი­ან საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მებ­საც ახორ­ცი­ე­ლებს. ახ­ლა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად ვმუ­შა­ობთ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მსხვილ ჰოლ­დინ­გ­თან, „პირ­სონ­თან“, იმის­თ­ვის, რომ ჩვენ­მა მოკ­ლე­ვა­დი­ან­მა პროგ­რა­მებ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვოს და შე­სა­ბა­მი­სი სერ­ტი­ფი­კა­ტის გა­ცე­მა შევ­ძ­ლოთ ისე, რო­გორც გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­რა­მე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში. ეს ძა­ლი­ან კარ­გი პრე­ცე­დენ­ტი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის.

მე­ო­რე, ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც მო­მა­ვა­ლი წლი­დან და­იწყე­ბა, კომ­პა­ნია „ევ­რო­მას­ტერ­თან“ გრძელ­ვა­დი­ა­ნი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბაა, რაც გუ­ლის­ხ­მობს კომ­პა­ნი­ის მი­ერ შე­ნო­ბის სრულ აღ­ჭურ­ვას, ცვე­თი­სა და კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სახ­ადე­ბის სრუ­ლად და­ფარ­ვას, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სტუ­დენ­ტე­ბის (ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით) სწავ­ლე­ბის დუ­ა­ლურ სის­ტე­მა­ში ჩარ­თ­ვას, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი, კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა 50%-იან და­საქ­მე­ბას. რო­გორც გითხა­რით, ვალ­დე­ბუ­ლე­ბის აღ­ს­რუ­ლე­ბა მო­მა­ვა­ლი წლი­დან და­იწყე­ბა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის, წყა­ლა­რი­ნე­ბის და სან­ტექ­ნი­კო­სის პრო­ფე­სი­ულ პროგ­რა­მებ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა; ანა­ლო­გი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გვაქვს კი­დევ ერთ კომ­პა­ნი­ას­თან, რო­მე­ლიც, იმა­ვე პი­რო­ბე­ბით, ხის და­მუ­შა­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბებს მო­ი­ცავს. იმის თქმა მინ­და, რომ კო­ლე­ჯის გან­ვი­თა­რე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ბიზ­ნეს­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გა­რე­შე, მხო­ლოდ მა­თი სა­ჭი­რო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, ჩვენ მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კად­რე­ბი სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნებს. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით კი, მოთხოვ­ნა­სა და მი­წო­დე­ბას შო­რის, სამ­წუ­ხა­როდ, დის­ბა­ლან­სია, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბით ვერ უზ­რუნ­ველ­ვ­ყოფთ შრო­მის ბა­ზარს. ერ­თა­დერ­თი გზა ამ ვი­თა­რე­ბი­დან გა­მო­სას­ვ­ლე­ლად ბიზ­ნე­სის ფარ­თოდ ჩარ­თუ­ლო­ბაა პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში. ყო­ველ­გ­ვა­რი გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის, ინ­ვეს­ტო­რე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბის ყვე­ლა­ზე მოკ­ლე და წარ­მა­ტე­ბუ­ლი გზა სწო­რედ ყო­ველ­მ­ხ­რივ გა­მარ­თუ­ლი პრო­ფე­სი­ულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მაა“.

ვფიქ­რობ, სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო სას­წავ­ლე­ბელ­მა, რო­ცა აქ­ცენ­ტი არა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მოთხოვ­ნად, ე.წ. „მო­დურ“ პრო­ფე­სი­ებ­ზე, არა­მედ კვლე­ვე­ბით და­დას­ტუ­რე­ბულ, შრო­მის ბა­ზარ­ზე მოთხოვ­ნად მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე შე­ა­ჩე­რა — ინ­ჟი­ნე­რია, შრო­მის უსაფ­რ­თხო­ე­ბა, სამ­შე­ნებ­ლო სფე­რო, აიტი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, სა­ექ­თ­ნო საქ­მე, ფარ­მა­ცია, ტუ­რიზ­მი, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა. აი, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად უკ­ვე დაწყე­ბუ­ლია გა­და­ი­ა­რა­ღე­ბა, მოქ­მე­დებს სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის უნი­კა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია. „აღ­ჭურ­ვის კუთხით, იმა­ვე დო­ნე­ზე ვართ, რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის წამ­ყ­ვა­ნი ქვეყ­ნე­ბი. აუცი­ლებ­ლად უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ჩვენს კო­ლეჯს კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს შშმ პირ­თა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში სრულ­ფა­სოვ­ნად ჩარ­თ­ვი­სა და სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ბიზ­ნე­სის მხარ­და­ჭე­რით, მა­თი და­საქ­მე­ბის. ამ მხრივ გა­მო­ნაკ­ლი­სი არც მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წე­ლია, ამ სტა­ტუ­სის მქო­ნე სტუ­დენ­ტე­ბიც გვყავს,“ — ამ­ბობს ბა­ტო­ნი მა­თე და სის­ტე­მის ნო­მერ პირ­ველ პრობ­ლე­მად კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი პე­და­გო­გის სა­კითხს ასა­ხე­ლებს. ამ­ბობს, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო სხვა­დას­ხ­ვა კომ­პა­ნი­ებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არი­ან. თუ სას­წავ­ლებ­ლე­ბი მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი პე­და­გო­გე­ბით არ და­კომ­პ­ლექ­ტ­და, ბუ­ნებ­რი­ვია, ვერც სა­თა­ნა­დო ხა­რისხს მი­ვი­ღებთ, ამი­ტომ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი პე­და­გო­გი სის­ტე­მის­თ­ვის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა.

♦♦♦

წელს ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა სამ პრო­ფე­სი­ა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და: სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბა, ენერ­გე­ტი­კა და კონ­დი­ცი­რე­ბის სის­ტე­მე­ბი. კონ­კურ­სი სა­მი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე იყო და, სა­ერ­თო ჯამ­ში, „სპექ­ტ­რ­მა“ 45 ცხრაკ­ლას­დამ­თავ­რე­ბუ­ლი მი­ი­ღო, სულ 300-ზე მე­ტი სტუ­დენ­ტი ჩა­ი­რიცხა გრძელ­ვა­დი­ან პროგ­რა­მებ­ზე.

➡️ ნი­კო­ლოზ ბე­რია 82-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო, რო­ცა სას­წავ­ლებ­ლის შე­სა­ხებ გაიგო, და­ინ­ტე­რეს­და და კოლეჯის საიტი ყუ­რად­ღებით დაათვალიერა. „რო­ცა გა­ვი­გე, რომ მქონ­და უნი­კა­ლუ­რი შან­სი, სრუ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ატეს­ტა­ტი ამე­ღო და თან პრო­ფე­სია შე­მეს­წავ­ლა, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მა­შინ­ვე კო­ლე­ჯის სა­სარ­გებ­ლოდ მი­ვი­ღე, გა­მოც­დე­ბი ჩა­ვა­ბა­რე და ზუს­ტად ვი­ცი, რომ არ შევ­მ­ც­დარ­ვარ. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სია ავირ­ჩიე — ჰა­ე­რის კონ­დი­ცი­რე­ბა, ამას ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ჩას­ვ­ლის­თა­ნა­ვე მივ­ხ­ვ­დი, სა­დაც ამ­დე­ნი ხელ­საწყო და თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბაა. ჯერ­ჯე­რო­ბით, ძი­რი­თა­დად, თე­ო­რი­უ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბი გვაქვს. რო­ცა ყვე­ლა მო­დულს კარ­გად ჩა­ვა­ბა­რებ, რაც გა­ვი­ა­რეთ და მას­წავ­ლე­ბე­ლი დარ­წ­მუნ­დე­ბა, რომ უკ­ვე სა­თა­ნა­დო ცოდ­ნა მაქვს, მე­რე და­იწყე­ბა ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო პე­რი­ო­დი, პრაქ­ტი­კუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბი. გარ­და ამი­სა, ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საგ­ნებ­საც ვსწავ­ლობთ და რაც გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­წონს და ვი­ცი, რომ გა­მო­მად­გე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში, მე­წარ­მე­ო­ბა­შიც გვი­ტარ­დე­ბა ლექ­ცი­ე­ბი, გვას­წავ­ლი­ან რო­გორ და­იწყო სა­კუ­თა­რი საქ­მე და რო­გორ მარ­თო ბიზ­ნე­სი“.

ჯერ მხო­ლოდ ორი თვეა, რაც ნი­კა პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტია და მი­სი შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბი მხო­ლოდ პირ­ველ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ემ­ყა­რე­ბა, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რო­მელ­მაც არ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბის სურ­ვი­ლი კი­დევ უფ­რო გა­უღ­ვი­ვა და, რაც მთა­ვა­რია, მო­მავ­ლის გეგ­მებ­ზე და­ა­ფიქ­რა. ამ­ბობს, რომ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პე­და­გო­გე­ბი ჰყავს, იმე­დი აქვს ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად შე­ის­წავ­ლის საქ­მეს და მხო­ლოდ კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბის შე­კე­თე­ბი­თა თუ და­ყე­ნე­ბით არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა, სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის დაწყე­ბა­ზეც იფიქ­რებს.

ნი­კას­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ➡️  ხა­ტია ცხვე­და­ძეს თსუ-ს ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის მა­გის­ტ­რა­ტუ­რა აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი და სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში პრო­ფე­სი­ით  სპეცპედაგოგად მუ­შა­ობს. რო­ცა „სპექ­ტ­რის“ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს გა­ეც­ნო, რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სოდ მო­ეჩ­ვე­ნა, რომ გა­დაწყ­ვი­ტა, რო­მე­ლი­მე აერ­ჩია და, მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, კი­დევ ერთ პრო­ფე­სი­ას და­უფ­ლე­ბო­და. ჩე­მი აზ­რით, ხა­ტი­ამ საკ­მა­ოდ პრაგ­მა­ტუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, რო­ცა შრო­მის უსაფ­რ­თხო­ე­ბა და გა­რე­მოს დაც­ვის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი აირ­ჩია. ერ­თი შე­ხედ­ვით, სპეც­პე­და­გო­გო­ბას­თან სრუ­ლი­ად შე­უ­სა­ბა­მო სფე­რო. თუმ­ცა, თვი­თონ მი­აჩ­ნია, რომ ეს მხო­ლოდ ერ­თი შე­ხედ­ვი­თაა ასე, თო­რემ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში შრო­მის უსაფ­რ­თხო­ე­ბა­სა და გა­რე­მოს დაც­ვას უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, მით უფ­რო, ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. „გა­რე­მოს დაც­ვა, ბო­ლო წლე­ბია, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მაა მთელ მსოფ­ლი­ო­ში და ამას­თა­ნა­ვე, პრობ­ლე­მუ­რიც, რაც შე­ე­ხე­ბა შრო­მის უსაფ­რ­თხო­ე­ბის ინ­ს­პექ­ტორს, ასე­ვე სა­ჭი­რო პრო­ფე­სიაა, რო­მე­ლიც კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით ყვე­ლა სა­წარ­მოს ევა­ლე­ბა, რომ ჰყავ­დეს. სწო­რედ ეს ორი პი­რო­ბა იყო ჩემ­თ­ვის ამ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვის მო­ტი­ვა­ცია. მი­ხა­რია, რომ არ შევ­ც­დი, ძა­ლი­ან ბევრ ახალ, ჩემ­თ­ვის უც­ნობ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვი­ღებ ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც სხვებ­საც შე­მიძ­ლია გა­ვუ­ზი­ა­რო, რჩე­ვა მივ­ცე, ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გა­მო­ვი­ყე­ნო. თე­ო­რი­უ­ლი ნა­წი­ლი ონ­ლა­ინ გა­ვი­ა­რეთ. რო­გორც კი სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცა, ღია სივ­რ­ცე­ში გა­ვე­დით და კო­ლეჯ­ში არ­სე­ბუ­ლი ხელ­საწყო­ე­ბით ჰა­ე­რის, ტემ­პე­რა­ტუ­რის, წყლის და­ბინ­ძუ­რე­ბის გა­ზომ­ვა ვის­წავ­ლეთ; ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თ­ვის ქარ­ხა­ნა­შიც ვი­ყა­ვით, რა­მაც ჩემ­ზე დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა, წარ­მოდ­გე­ნაც არ მქონ­და აქ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცეს­ზე და ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. შრო­მის უსაფ­რ­თხო­ე­ბის კუთხით აწი გვექ­ნე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბი, პროგ­რა­მა 18-თვი­ა­ნია და წინ კი­დევ 7 თვე გვაქვს იმის­თ­ვის, რომ თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბით შე­ვივ­სოთ; კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი­დევ ერ­თი ეტა­პი მექ­ნე­ბა გა­სავ­ლე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტის ასა­ღე­ბად (კო­ლეჯ­დამ­თავ­რე­ბუ­ლის­თ­ვის უფა­სოა) და რო­გორც სრულ­ფა­სო­ვან სპე­ცი­ა­ლისტს, ნე­ბის­მი­ერ სა­წარ­მო­ში შე­მეძ­ლე­ბა მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბა, კვა­ლი­ფი­ცი­ურ კად­რ­ზე ყო­ველ­თ­ვის იქ­ნე­ბა მოთხოვ­ნა. ჯერ­ჯე­რო­ბით, ეს იქ­ნე­ბა ჩე­მი მე­ო­რე პრო­ფე­სია; ვნა­ხოთ, მო­მა­ვალ­ში იქ­ნებ სამ­კერ­ვა­ლო წარ­მო­ე­ბის სტუ­დენ­ტიც გავ­ხ­დე, „სპექ­ტ­რ­ში“ არის ამის სა­შუ­ა­ლე­ბა“.

➡️  სა­ბა ცერ­ც­ვა­ძე 145-ე სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მო­ვი­და „სპექ­ტ­რ­ში“. არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა­ში დე­და და­ეხ­მა­რა, ერ­თად მო­ვიდ­ნენ კო­ლეჯ­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­ეც­ნენ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს და ერ­თობ­ლი­ვი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს — სა­ბამ მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ად ხის მხატ­ვ­რუ­ლი კვე­თა აირ­ჩია. ეს მის­თ­ვის სრუ­ლი­ად უცხო სფე­რო იყო, მაგ­რამ გა­მოც­დი­ლი პე­და­გო­გის და გუ­ლის­ხ­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის, ვა­ლე­რი­ან გაგ­ნი­აშ­ვი­ლის ძა­ლის­ხ­მე­ვით, დღეს მთე­ლი გუ­ლის­ყუ­რი მხო­ლოდ სწავ­ლის­კენ, პრო­ფე­სი­ის ზედ­მი­წევ­ნით შეს­წავ­ლის­კენ აქვს, არც აგ­ვი­ა­ნებს და არც აც­დენს ლექ­ცი­ებს, სა­ხე­ლოს­ნო­ში ყოფ­ნით არას­დ­როს იღ­ლე­ბა, რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია უკ­ვე შე­ის­წავ­ლა და სრულ­ფა­სო­ვა­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბიც შექ­მ­ნა, სახ­ლ­შიც ვმუ­შა­ო­ბო გვითხ­რა, ჩუ­ქურ­თ­მებ­საც ვა­კე­თებ, გე­ო­მეტ­რი­ულ ვარ­ს­კ­ვ­ლავს და ბორ­ჯღა­ლო­სა­ცო, ჯვა­რიც გა­უ­კე­თე­ბია. ვა­ლე­რი­ან მას­წავ­ლე­ბე­ლი რომ არა, არა­ფე­რიც არ გა­მო­მი­ვი­დო­დაო, მას­წავ­ლე­ბე­ლი კი ბრწყინ­ვა­ლე მოს­წავ­ლედ მო­იხ­სე­ნი­ებს სა­ბას. სა­უ­ბარ­ში გა­მოტყ­და, რომ სამ­შე­ნებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან თა­ბა­შირ-მუ­ყა­ოს კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბის მე­მონ­ტა­ჟის პრო­ფე­სი­ის ათ­ვი­სე­ბა­საც ფიქ­რობს, თუმ­ცა, მი­სი უახ­ლე­სი გეგ­მე­ბი, რო­გორც ჩანს, პირ­ვე­ლად პრო­ფე­სი­ას უფ­რო უკავ­შირ­დე­ბა. „მა­ლე დიპ­ლომს ავი­ღებ, სახ­ლ­ში რე­მონ­ტი მინ­და გა­ვა­კე­თო და ჩე­მი სა­მუ­შაო სივ­რ­ცეც მო­ვიწყო. რო­ცა გუ­ლით აკე­თებ იმ საქ­მეს, რაც გიყ­ვარს და არ ზარ­მა­ცობ, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­გი­ვა, სა­იტს შევ­ქ­მ­ნი და ჩემს ნა­მუ­შევ­რებს შევ­თა­ვა­ზებ ხალხს, იმე­დია, მო­ე­წო­ნე­ბათ და შე­ი­ძე­ნენ“.

რა თქმა უნ­და, ასეც იქ­ნე­ბა. სა­ბას მონ­დო­მე­ბას, გახ­დეს კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტი და ჰქონ­დეს სა­კუ­თა­რი საქ­მე, რო­მელ­საც სიყ­ვა­რუ­ლით გა­ა­კე­თებს, ერ­თობ­ლი­ვი მხარ­და­ჭე­რა აქვს ოჯა­ხი­სა და კო­ლე­ჯი­სა­გან.

წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებთ მას.

ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები