23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ყველაზე მნიშვნელოვანი უპირობო სიყვარული და მოთმინების უნარია

spot_img

ნი­ნო ზამ­ბა­ხი­ძე №92 სა­ჯა­რო სკო­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

🔎პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში

ჩე­მი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვის დღი­დან­ვე და­იწყო, რო­გორც კი ჩა­ვა­ბა­რე ფსი­ქო­ლო­გი­ურ ფა­კულ­ტეტ­ზე. პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, უფ­რო და უფ­რო ძლი­ერ­დე­ბო­და სურ­ვი­ლი, რომ სიღ­რ­მი­სე­უ­ლად შე­მეს­წავ­ლა და მე­ტი და მე­ტი გა­მე­გო ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ. უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ  გა­ვი­ა­რე არა­ერ­თი ტრე­ნინ­გი და პრაქ­ტი­კა.

ვფიქ­რობ, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ის მთა­ვა­რი ბერ­კე­ტია, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს, გა­ნურ­ჩევ­ლად შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა, შე­უძ­ლია გახ­დეს პრო­ცე­სის სრულ­ფა­სო­ვა­ნი მო­ნა­წი­ლე, ეს კი გან­სა­კუთ­რე­ბით მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლია ჩემ­თ­ვის. მოს­წავ­ლე­თათ­ვის სტი­მუ­ლის მი­ცე­მა, მშობ­ლე­ბის­თ­ვის სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა­ში დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა — ჩემ­თ­ვის ძალ­ზე დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბის მომ­ტა­ნია. თი­თო­ე­ულ ქე­ის­ზე მუ­შა­ო­ბა, რაც, თა­ვის მხრივ ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია, გა­მოწ­ვე­ვაა, რო­მელ­საც აუცი­ლებ­ლად მოს­დევს ხოლ­მე სა­კუ­თარ თავ­ზე დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის აღე­ბა, რად­გან რო­ცა ასეთ გა­მოწ­ვე­ვას ეჭი­დე­ბი, აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­და­ლა­ხო ყვე­ლა სირ­თუ­ლე. მოს­წავ­ლის სულ მცი­რე წინ­ს­ვ­ლა­საც კი დი­დი ენ­თუ­ზი­აზ­მით ვხვდე­ბი, მათ მი­ერ წინ გა­დად­გ­მუ­ლი ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი მარ­თ­ლაც რომ დი­დი სი­ხა­რუ­ლის მომ­ნი­ჭე­ბე­ლია.

🔎 სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის ერ­თი დღე საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლია

დი­ლა იწყე­ბა ბავ­შ­ვებ­თან შეხ­ვედ­რით, ვცდი­ლობ, ხში­რად და­ვეს­წ­რო სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცესს, მო­ვი­ნა­ხუ­ლო ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი, გა­და­ვა­მოწ­მო თუ რო­გორ არი­ან გაკ­ვე­თილ­ზე ჩარ­თუ­ლე­ბი, ხომ არ სჭირ­დე­ბათ ჩე­მი დახ­მა­რე­ბა, რო­გორც ბავშვს ასე­ვე ასის­ტენ­ტ­სა და მას­წავ­ლე­ბელს. ყო­ვე­ლი­ვე ამის შემ­დეგ ვემ­ზა­დე­ბი უკ­ვე რე­სურ­სო­თახ­ში სა­მუ­შა­ოს გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად. ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ვამ­ზა­დებ მოს­წავ­ლე­ზე მორ­გე­ბულ მრა­ვალ­ფე­რო­ვან მა­სა­ლას,  სწავ­ლის და­გეგ­მ­ვის დროს აუცი­ლებ­ლად ვით­ვა­ლის­წი­ნებ თი­თო­ე­ული ბავ­შ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და ინ­ტე­რე­სებს, დას­წავ­ლის დო­ნე­სა და ემო­ცი­ურ მზა­ო­ბას. სწავ­ლის პრო­ცეს­ში ვაძ­ლევ შე­საძ­ლებ­ლო­ბას მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გზით მი­ი­ღონ ამა თუ იმ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. რე­სურ­სო­თახ­ში ბავ­შ­ვებს აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა თვი­თონ აკე­თონ, იკ­ვ­ლი­ონ და მო­ი­ძი­ონ მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია. ვცდი­ლობ, სწავ­ლის პრო­ცე­სი სა­სი­ა­მოვ­ნო იყოს. სწო­რედ ამი­ტომ რე­სურ­სო­თახ­ში ვახ­ვედ­რებ კე­თილ­გან­წყო­ბილ გა­რე­მოს.

მი­მაჩ­ნია, რომ თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს­თან მუ­შა­ო­ბა სრუ­ლი­ად ორ­მ­ხ­რი­ვი პრო­ცე­სია, რად­გან ჩვენ ერ­თ­მა­ნე­თის­გან ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობთ და შე­ვი­მეც­ნებთ, ამ პრო­ცესს თან სდევს და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბის ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის გა­და­ცე­მა, ემო­ცი­უ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა კი, ცოდ­ნის გა­და­ცე­მის პა­რა­ლე­ლუ­რად, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია.

იმი­სათ­ვის, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის მუ­შა­ო­ბა ეფექ­ტუ­რი იყოს, სა­ჭი­როა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში სხვა­დას­ხ­ვა რგოლ­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა. სწო­რედ ამი­ტომ ხში­რად ვხვდე­ბი მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლებ­თა­ნაც გან­ვი­ხი­ლავ ბავ­შ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბებს, რა­ზეც უნ­და და­ვა­ფუძ­ნოთ შემ­დ­გომ­ში მათ­თან მუ­შა­ო­ბის გეგ­მე­ბი და სტრა­ტე­გი­ე­ბი. სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ სკო­ლის დი­რექ­ცია მუდ­მი­ვად არის მზად ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის. გუნ­დი გრძნობს სრულ მხარ­და­ჭე­რას, რაც, თა­ვის მხრივ, აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა ეფექ­ტი­ა­ნი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად.

🔎 ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მიდ­გო­მა – პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კი­დან

ჩე­მი პრაქ­ტი­კი­დან და გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ბავ­შ­ვ­თან მუ­შა­ო­ბის დროს უპი­რო­ბო სიყ­ვა­რუ­ლია და მოთ­მი­ნე­ბის უნა­რი, მას­წავ­ლე­ბელს უნ­და შე­გეძ­ლოს, დრო­უ­ლად უპა­სუ­ხო მათ სა­ჭი­რო­ე­ბებს, იყო მათ გვერ­დით რო­დე­საც ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ, ირ­წ­მუ­ნო  მა­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის,  ამის შემ­დ­გომ კი აუმაღ­ლო თვით­შე­ფა­სე­ბა და და­არ­წ­მუ­ნო სა­კუ­თარ სიძ­ლი­ე­რე­ში.

მი­მაჩ­ნია, რომ ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბის დროს, ნა­ბი­ჯე­ბის თან­მიმ­დევ­რუ­ლად გა­დად­გ­მა, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია. მე რო­ცა ბავ­შ­ვ­თან მუ­შა­ო­ბას ვიწყებ, პირ­ველ რიგ­ში, ვა­ფა­სებ მის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, ვე­ძებ იმ ძლი­ერ მხა­რეს, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შევ­ძ­ლებ მის წინ­ს­ვ­ლის გზა­ზე და­ყე­ნე­ბას. ყვე­ლა ბავშვს აქვს თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი უნა­რი, შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ძა­ლა, რო­მე­ლიც ჩვენ უფ­რო მე­ტად უნდა გან­ვა­ვი­თა­როთ და გა­მო­ვი­ტა­ნოთ დღის სი­ნათ­ლე­ზე. ცხა­დია, ეს  უდი­დეს შრო­მას, მოთ­მი­ნე­ბა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას მო­ითხოვს, ამი­ტო­მაც აუცი­ლე­ბე­ლია სწო­რად და­გეგ­მი­ლი და შერ­ჩე­უ­ლი სტრა­ტე­გი­ე­ბი, რო­მელ­საც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მივ­ყა­ვართ და­სა­ხულ მიზ­ნამ­დე.

🔎 რო­ცა კლას­ში სსსმ ან შშმ მოს­წავ­ლე გყავს

ჩემს კო­ლე­გებს, რო­მელ­თაც კლას­ში ეყო­ლე­ბათ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე, ვურ­ჩევ, შე­უქ­მ­ნან მიმ­ღებ­ლუ­რი და თბი­ლი გა­რე­მო, არ ჰქონ­დეთ გა­და­მე­ტე­ბუ­ლი და შე­უ­თავ­სე­ბე­ლი მოთხოვ­ნე­ბი, არ იყ­ვ­ნენ გულ­გ­რილ­ნი არც ერ­თი წა­მი­თაც კი. მთა­ვა­რი მა­ინც ის არის, რომ ბავ­შ­ვებს თა­ვი­ანთ გა­რე­მოს­თან ჰქონ­დეთ მი­კუთ­ვ­ნებუ­ლო­ბის გან­ც­და, მოს­წავ­ლეს უნ­და აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნოთ რომ კლა­სის ისე­თი­ვე სრულ­ფა­სო­ვა­ნი ნა­წი­ლია, რო­გორც სხვა მი­სი თა­ნა­ტო­ლე­ბი. აგ­რეთ­ვე, აუცი­ლე­ბე­ლია, რომ მათ კარ­გად შე­ა­ფა­სონ მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, წა­ა­ხა­ლი­სონ მა­თი მცი­რე მცდე­ლო­ბაც კი და სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში და­უბ­რუ­ნონ უკუ­კავ­ში­რი. ეცა­დონ, არას­დ­როს და­ტო­ვონ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის მიღ­მა და არ აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნონ თა­ვი გან­რი­დე­ბუ­ლად. მას­წავ­ლებ­ლებს ძა­ლი­ან დი­დი შრო­მა უწევთ თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ცოდ­ნის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად. თუმ­ცა აუცი­ლებ­ლად უნ­და ეცა­დონ მთე­ლი თა­ვი­ან­თი ძა­ლით ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მი­უდ­გ­ნენ მათ სა­ჭი­რო­ე­ბებს. ვურ­ჩევ, არ შე­უ­შინ­დ­ნენ იმ სირ­თუ­ლე­ებს, რა­საც მუ­შა­ო­ბის დროს წა­აწყ­დე­ბი­ან.

🔎 დღეს ბევ­რი ახალ­გაზ­რ­და ფიქ­რობს, გახ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

სპეც­მას­წავ­ლებ­ლის დე­ფი­ცი­ტი ად­რე უფ­რო იყო სკო­ლებ­ში, ვიდ­რე ახ­ლაა. ქვე­ყა­ნა­ში ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბამ და ამ პრო­ფე­სი­ის სა­ჭი­რო­ე­ბამ ნამ­დ­ვი­ლად შეც­ვა­ლა ეს მდგო­მა­რე­ო­ბა და მი­ხა­რია, რომ, დღეს უკ­ვე ბევ­რი ახალ­გაზ­რ­და ფიქ­რობს, გახ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი. რო­გორც იცით, ფსი­ქო­ლო­გებ­საც მი­ე­ცათ სა­შუ­ა­ლე­ბა და­საქ­მ­დ­ნენ, სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლე­ბად. ბევ­რი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი უერ­თ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლე­ბელ­თა გუნდს და, ვფიქ­რობ, ეს გარ­კ­ვე­ულ წვლილს შე­ი­ტანს რო­გორც კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტის აღ­მოფხ­ვ­რის, ისე ზო­გა­დად, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები