3 თებერვალი, ორშაბათი, 2025

ღირ­სე­უ­ლი თა­ნამ­გ­ზავ­რი და თა­ნამ­ზ­რახ­ვე­ლი

spot_imgspot_img

ოლღა გურამიშვილი

ოლ­ღა გუ­რა­მიშ­ვი­ლი – ამ სა­ხე­ლი­სა და გვა­რის წარ­მოთ­ქ­მი­სას ან წა­კითხ­ვი­სას პირ­ვე­ლი, რაც მა­შინ­ვე გა­გი­ელ­ვებს თავ­ში – ილიაა, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, და ეს ბუ­ნებ­რი­ვია. ბუ­ნებ­რი­ვია იმი­ტომ, რომ ამ გა­მორ­ჩე­ულ­მა წყვილ­მა მთე­ლი მე-19 სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჭირ-ვა­რა­მით იცხოვ­რა, იღ­ვა­წა და შე­ე­წი­რა კი­დეც. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ბი­ოგ­რა­ფი გრ. ყიფ­ში­ძე და­წერს: „მე­უღ­ლე ილი­ა­სი იყო ყოვ­ლად კე­თი­ლი, სათ­ნო ხა­სი­ა­თის ადა­მი­ა­ნი, ქვე­ლის მოქ­მე­დი, ყოვ­ლის კე­თი­ლის თა­ნამ­გ­რ­ძ­ნო­ბი, დი­დად მო­სიყ­ვა­რუ­ლე თა­ვი­სი სა­ხე­ლო­ვა­ნი ქმრი­სა და მაღ­მერ­თე­ბე­ლი მი­სი ნი­ჭი­სა“.

გუ­რა­მიშ­ვი­ლე­ბის ფე­ო­და­ლუ­რი საგ­ვა­რე­უ­ლო კა­ხეთ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და და ის­ტო­რი­ულ დო­კუ­მენ­ტურ წყა­რო­ებ­ში XVI სა­უ­კუ­ნი­დან მო­იხ­სე­ნი­ე­ბა. მა­თი მა­მუ­ლე­ბი უმ­თავ­რე­სად  ავ­ჭა­ლის, სა­გუ­რა­მო­სა და წი­წა­მუ­რის მი­და­მო­ებ­ში მდე­ბა­რე­ობ­და. ოლ­ღა გუ­რა­მიშ­ვი­ლიც ავ­ჭა­ლა­ში, 1842 წელს, და­ბა­დე­ბუ­ლა თა­ვად თა­დე­ოზ გუ­რა­მიშ­ვი­ლის ოჯახ­ში და გა­ნათ­ლე­ბაც აქ­ვე მი­უ­ღია. ილი­ას­თან და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ოლ­ღა მა­ლე­ვე ჩა­ე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, გო­ნი­ე­რი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­და ქა­ლი ად­ვი­ლად პო­უ­ლობ­და სა­ერ­თოს ქმრის გარ­შე­მო შე­მოკ­რე­ბილ მა­შინ­დელ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებ­თან, მწერ­ლებ­თან თუ სა­ქარ­თ­ვე­ლო­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბულ უცხო­ელ აკა­დე­მი­ურ წრე­ებ­თან. სა­გუ­რა­მოს ილი­ა­სე­ულ სახლს ნამ­დ­ვი­ლი სა­დარ­ბა­ზო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და – სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბა-გას­ტუმ­რე­ბას კი ოლ­ღა გუ­რა­მიშ­ვი­ლი-ჭავ­ჭა­ვა­ძე უძღ­ვე­ბო­და. ამი­ტო­მაც წერ­და ილია ოლ­ღას, შე­ნი „ხა­ზე­ი­კო­ბის“ იმე­დი მაქ­ვ­სო, მე­ურ­ნე­ო­ბა­საც კი ოლ­ღა უძღ­ვე­ბო­და; არ­ც­თუ იშ­ვი­ა­თად, ილი­ას მა­გივ­რა­დაც უხ­დე­ბო­და მი­წერ-მო­წე­რა მწერ­ლებ­თან თუ მოღ­ვა­წე­ებ­თან. მა­გა­ლი­თად, 1894 წელს მან იაკობ გო­გე­ბაშ­ვილს მის­წე­რა:

„გერ­მა­ნი­ი­დან ჩა­მო­ვი­და ერ­თი ყმაწ­ვი­ლი მწე­რა­ლი, სა­ხე­ლად ლე­ის­ტი და სურს გა­იც­ნოს ქარ­თ­ვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბა, რის შემ­დეგ უნ­და შე­ე­ცა­დოს თარ­გ­მ­ნოს ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­უნ­ჯე „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“. ამის­თ­ვის ილი­ას სურს გა­აც­ნოს ყმაწ­ვი­ლი ქარ­თ­ველ მწერ­ლებს. თქვენ გთხოვთ 3 სა­ათ­ზე გვეწ­ვი­ოთ, რა­საც ჩემ მხრი­ვაც ვუ­მა­ტებ ჩემს გუ­ლით თხოვ­ნა­საც.

ღრმად პა­ტივ­მ­ცე­მე­ლი ოლ­ღა გუ­რა­მიშ­ვი­ლი“.

ოლ­ღა რომ აქ­ტი­უ­რად იყო ჩაბ­მუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა სა­ზო­გა­დო საქ­მე­ში, ამა­ზე ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ლის ერ­თი წე­რი­ლიც მი­უ­თი­თებს: „ძვირ­ფა­სო ქალ­ბა­ტო­ნო ოლ­ღა! დღეს სა­ღა­მოს მა­ტა­რებ­ლით თბი­ლის­ში ჩა­მო­დის ინ­გ­ლი­სე­ლი ქ-ნი მარ­ჯო­რი უორ­დრო­პი, რო­მელ­საც სურს თარ­გ­მ­ნოს ინ­გ­ლი­სუ­რად „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ და ზო­გი­ერ­თი ქარ­თუ­ლი პო­ე­ზი­ის ნი­მუ­ში. გთხოვთ, ჩვენ­თან ერ­თად წა­მობ­რ­ძან­დეთ მცხე­თის სად­გურ­ზე, უორ­დ­რო­პის შე­სახ­ვედ­რად; თუ ინე­ბებთ წა­მოს­ვ­ლას, სა­ღა­მოს რვის ნა­ხე­ვარ­ზე მობ­რ­ძან­დით ჩვენ­თან და იქი­დან ერ­თად გა­ვემ­გ­ზავ­რე­ბით მცხე­თას“.

ჩვენ­მა მკითხ­ველ­მა კარ­გად იცის, რო­გორ გაგ­რ­ძელ­და არ­ტურ ლა­ის­ტი­სა და უორ­დ­რო­პე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან – იმ­დ­რო­ინ­დე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­სა­ხებ ლა­ის­ტის ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი, სით­ბო­თი და სიყ­ვა­რუ­ლით გამ­თ­ბა­რი წიგ­ნი „სა­ქარ­თ­ვე­ლოს გუ­ლი“ ერ­თ­გ­ვარ დო­კუ­მენ­ტურ მა­ტი­ა­ნე­დაც შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს. რაც შე­ე­ხე­ბა მარ­ჯო­რი უორ­დ­როპს, იგი თვე­ო­ბით ცხოვ­რობ­და სა­გუ­რა­მო­ში სწო­რედ ოლ­ღას მას­პინ­ძ­ლო­ბის წყა­ლო­ბით, რო­მელ­მაც კარ­გად იცო­და, რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ თარ­გ­მ­ნას. იგი ცდი­ლობ­და, ყო­ველ­მ­ხ­რივ შე­სა­ფე­რი­სი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი შე­ექ­მ­ნა მარ­ჯო­რი უორ­დ­რო­პის­თ­ვის. თორ­მე­ტი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მას სის­ტე­მა­ტუ­რი მი­მო­წე­რა ჰქონ­და ოლ­ღას­თან და ილი­ას­თან. ამ წე­რი­ლე­ბის მთა­ვა­რი თე­მა მუ­დამ სა­ქარ­თ­ვე­ლო და მი­სი მო­მა­ვა­ლი იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­ცა ოლ­ღას ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მ­ნა, უორ­დ­როპ­მა თბი­ლი, გუ­ლის­ხ­მი­ე­რე­ბით სავ­სე წე­რი­ლი მის­წე­რა მას: „გუ­ლით ვწუხ­ვარ, რომ ავად­მ­ყო­ფობთ… თქვენ სწერთ იმ­დე­ნად მშვე­ნივ­რად, ძნე­ლია და­ვი­ჯე­რო, რომ კარ­გად ვერ ხე­დავთ. უძ­ვირ­ფა­სე­სო ოლ­გა, ნე­ტა­ვი ჩვენს ძა­ლა­ში იყოს თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა“.

აქ­ვე გეტყ­ვით, რომ სა­გუ­რა­მოს სახ­ლ­მა და მის­მა დი­ა­სახ­ლის­მა სხვა არა­ერთ უცხო­ელ ცნო­ბილ მეც­ნი­ერს უმას­პინ­ძ­ლა, მათ შო­რის იყ­ვ­ნენ: ოქ­ს­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი მორ­ფი­ლი, პა­რი­ზე­ლი პრო­ფე­სო­რი ბერ­ტი­ლო­ნი, რო­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ბის­კო, გრა­ცის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი შუ­ხარ­დ­ტი, ბერ­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის წი­ნა აზი­ის ხალ­ხ­თა ის­ტო­რი­ის პრო­ფე­სო­რი კარლ ლე­მან ჰა­უპ­ტი…

ოლ­ღა გუ­რა­მიშ­ვი­ლი დიდ დახ­მა­რე­ბას უწევ­და თა­ვის თა­ნა­მედ­რო­ვე მწე­რალ ქა­ლებს. სწო­რედ მი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ილი­ას ოჯა­ხის კა­რი მუ­დამ ღია იყო დო­მი­ნი­კა ერის­თა­ვის (გან­დე­გი­ლი), ნი­ნო ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი­სა და სხვა ქარ­თ­ვე­ლი პო­ე­ტი ქა­ლე­ბის­თ­ვის; ახ­ლო მე­გობ­რუ­ლი და საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ცნო­ბილ მწე­რალ­თან, ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვილ­თან. ხელს უწყობ­და და ეხ­მა­რე­ბო­და მას პრო­ფე­სი­უ­ლი სკო­ლის მუ­შა­ო­ბა­ში. ისი­ნი ერ­თად მარ­თავ­დ­ნენ სა­ღა­მო-წარ­მოდ­გე­ნებს, „ალეგ­რა-ლა­ტა­რი­ებს“ და შე­მო­სუ­ლი თან­ხით ქარ­თ­ველ სტუ­დენ­ტებს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ცნო­ბი­ლია, რო­გო­რი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ეს ნი­ჭი­ერ ბე­ლეტ­რისტს, შიო არაგ­ვის­პი­რელს. „მე ძა­ლი­ან მორ­ცხ­ვი, მო­რი­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ოლ­ღა ხში­რად მე­პა­ტი­ჟე­ბო­და გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რო­ცა ამირ­ჩი­ეს „წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ მმარ­თ­ვე­ლო­ბა­ში. მე და ოლ­ღას ერ­თად გვიხ­დე­ბო­და მუ­შა­ო­ბა, რა­მაც კი­დევ უფ­რო დაგ­ვა­ახ­ლო­ვა. რო­ცა ჩვენს სახ­ლ­ში, ჩე­მის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით და­წეს­და ქალ­თა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი სკო­ლა „ქარ­თ­ველ ქალ­თა საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ სა­ხელ­წო­დე­ბით, თავ­მ­ჯ­დო­მა­რედ არ­ჩე­უ­ლი იყო ოლ­ღა ჭავ­ჭა­ვა­ძე“, – იხ­სე­ნებს ეკ. გა­ბაშ­ვი­ლი. მი­სი­ვე მო­გო­ნე­ბი­დან ჩანს, რა­ო­დენ დიდ ან­გა­რიშს უწევ­და მე­უღ­ლის აზრს ილია: „ჩვენ ოლ­ღას მივ­მარ­თავ­დით, რო­ცა ილი­ა­სი გვე­რი­დე­ბო­და და მე­ო­რე დღეს ყვე­ლა­ფე­რი მზად იყო“, – წერს ეკ. გა­ბაშ­ვი­ლი. ამ საქ­მი­ან­მა ურ­თი­ერ­თო­ბამ, სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი­სათ­ვის ღვაწ­ლ­მა და მე­გობ­რო­ბამ ათე­უ­ლი წლე­ბით და­ა­კავ­ში­რა ეს ორი ქალ­ბა­ტო­ნი ერ­თ­მა­ნეთს, გან­სა­კუთ­რე­ბით ინ­ტენ­სი­უ­რი და ნა­ყო­ფი­ე­რი იყო მა­თი ერ­თობ­ლი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა „წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბელ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში“. 1894 წელს ოლ­ღა გუ­რა­მიშ­ვი­ლი ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ქალ­თა ინ­ს­ტი­ტუ­ტის მზრუნ­ველ­თა საბ­ჭოს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ის­ტო­რიო და სა­ეთ­ნოგ­რა­ფო სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რი წევ­რი იყო, ეხ­მა­რე­ბო­და ღა­რიბ მოს­წავ­ლე­თა შემ­წე­ო­ბის თბი­ლი­სის გუ­ბერ­ნი­ის თა­ვად-აზ­ნა­ურ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

თით­ქ­მის 20 წე­ლი იცოცხ­ლა ოლ­ღა გუ­რა­მიშ­ვილ­მა ილი­ას სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ და 85 წლის ასაკ­ში, 1927 წლის 25 აპ­რილს აღეს­რუ­ლა. 29 აპ­რილს, ქარ­თ­ველ­მა ერ­მა მთაწ­მინ­და­ზე, დი­დე­ბუ­ლი მე­უღ­ლის გვერ­დით მი­უ­ჩი­ნა გან­სას­ვე­ნე­ბე­ლი.

მა­ნამ­დე კი ქვეყ­ნის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო კი­დევ ერ­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო ოლ­ღა გუ­რა­მიშ­ვილ­მა – ილი­ას სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ, თბი­ლი­სის ილი­ა­სე­უ­ლი სახ­ლი და სა­გუ­რა­მოს მა­მუ­ლი „წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას“ უსას­ყიდ­ლოდ გა­დას­ცა. ამ უკა­ნას­კ­ნელ­ში კი მა­ლე­ვე, 1908 წელს, დაწყე­ბი­თი სკო­ლა გა­იხ­ს­ნა.

ოლ­ღა გუ­რა­მიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი ვერ იქ­ნე­ბა სრულ­ყო­ფი­ლი, თუ არ გა­ვიხ­სე­ნებთ მი­სი დიდ­ბუ­ნე­ბო­ვა­ნი ხა­სი­ა­თის ერთ, ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­ულ და გა­სა­ო­ცარ, შტრიხს, რო­ცა მან უმაღ­ლეს მთავ­რო­ბას თხოვ­ნით მი­მარ­თა ილი­ას მკვლე­ლე­ბის შეწყა­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე იმი­ტომ, რომ ილია სას­ტი­კი წი­ნა­აღ­მ­დე­გი იქ­ნე­ბო­და სიკ­ვ­დი­ლით დას­ჯი­საო. ცნო­ბილ­მა ქარ­თ­ველ­მა მწე­რალ­მა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წემ, იოსებ იმე­დაშ­ვილ­მა ოლ­ღა გუ­რა­მიშ­ვი­ლი-ჭავ­ჭა­ვა­ძის დაკ­რ­ძალ­ვე­ზე თქვა: „ახ­ლა მი­წას ვა­ბა­რებთ მე-19 სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რის სა­ქარ­თ­ვე­ლოს დი­დი ჭი­რი­სუფ­ლის, ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხის წი­ნამ­ძღო­ლი­სა და სა­ი­მე­დო პატ­რო­ნის, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გ­ზავრს, მის ღირ­სე­ულ მე­უღ­ლე­სა და თა­ნამ­ზ­რახ­ველს, ოლ­ღა თა­დე­ოზ გუ­რა­მიშ­ვი­ლის ასულს, ვი­ნაც მას­თან ერ­თად სწია ქარ­თ­ვე­ლი ერის მძი­მე ჭა­პა­ნი და თა­ვი­სი მე­უღ­ლის ნარ-ეკ­ლით მო­ფე­ნილ ცხოვ­რე­ბა­სა და სის­ხ­ლი­ან სიკ­ვ­დილს უმ­წიკ­ვ­ლო ზვა­რა­კად შე­ე­წი­რა“.

ბო­ლოს მინ­და, ილი­ა­სა და ოლ­ღას შე­უღ­ლე­ბის წი­ნა პე­რი­ოდს და­ვუბ­რუნ­დე, რო­ცა შეყ­ვა­რე­ბულ­მა ილი­ამ თა­დე­ოზ გუ­რა­მიშ­ვი­ლის­გან თან­ხ­მო­ბა ვერ მი­ი­ღო, რის გა­მოც ოლ­ღა ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლა, ილია კი არ­წ­მუ­ნებ­და, რომ არა­ვი­თარ ძა­ლას არ შე­ეძ­ლო მა­თი და­შო­რე­ბა. იგი წერს: „ბედ­ნი­ე­რე­ბა იცი, რო­დის არის, ძვირ­ფა­სო? რო­ცა მას ბრძო­ლით მო­ი­პო­ვებ, ტან­ჯ­ვით იყი­დი, რო­გორც პო­ე­ტე­ბი ამ­ბობ­დ­ნენ ხოლ­მე. ჩვენ ხომ გვიხ­დე­ბა პა­ტარ-პა­ტა­რა წი­ნა­აღ­დ­მე­გო­ბე­ბის დაძ­ლე­ვა, დავ­ძ­ლი­ოთ კი­დეც. ჩე­მო მე­გო­ბა­რო! ღმერ­თ­მა იმი­ტომ მოგ­ვ­ცა გრძნო­ბე­ბი, რომ ჩვე­ნი სი­ცოცხ­ლე გა­ვათ­ბოთ, რომ მის­თ­ვის ვიბ­რ­ძო­ლოთ და გა­ვი­მარ­ჯ­ვოთ. ეს ბრძლა რო­გორც უნ­და დას­რულ­დეს, მა­ინც ადა­მი­ა­ნის­თ­ვის ღირ­სე­ბის მომ­ნი­ჭე­ბე­ლია და თვით და­მარ­ცხე­ბის დრო­საც სა­სა­ხე­ლოა“.

მასალა მომზადებულია

ლელა გაფრინდაშვილის საავტორო პროექტის მიხედვით – განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები.

 

spot_img

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები