7 აპრილს, 15:00 საათიდან 16:30 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ონლაინ ღია კარის დღეს ელექტრონულ ფორმატში ამჯერად მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის გამართავს.
შეხვედრა ტრადიციულად Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდება. მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველები ცენტრის საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებისგან მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას რეგისტრაციის პროცედურებთან და ტესტების შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებით.
დაინტერესებულ პირებს 7 აპრილს შესაძლებლობა ექნებათ დასვან კითხვები შემდეგ საგამოცდო საგნებთან დაკავშირებით: ქართული ენა და ლიტერატურა; ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორებისთვის; ისტორია; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; სამოქალაქო განათლება; მუსიკა; გეოგრაფია.
იხილეთ შეხვედრაზე დასასწრები ბმული.
მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის ღია კარის დღეები სხვა საგნებთან დაკავშირებით ეტაპობრივად გაიმართება.