25 მაისი, შაბათი, 2024

ღია კარის დღე მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის

spot_img

21 ივნისს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის ონლაინ ღია კარის დღეს გამართავს. ცენტრის სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელები გამოსაცდელებს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას ტესტური დავალებების სპეციფიკასთან, საგამოცდო წესებთან და  სხვა მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით.

შეხვედრა Microsoft Teams-ის პროგრამის დახმარებით ჩატარდება.

დასწრება შესაძლებელია  21 ივნისს, 12:00 საათიდან 13:30 საათამდე,  სპეციალური ბმულის მეშვეობით.

შეგახსენებთ, რომ საგამოცდო პროცესი საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულებისათვის 6 ივლისიდან იწყება. დეტალური განრიგი იხილეთ ბმულზე. 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები