ღია გაკ­ვე­თი­ლი ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში – ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი საგ­ზა­ლი სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბულ­თათ­ვის

2863
მაია მენ­თე­შაშ­ვი­ლი
ვლა­დი­მირ კო­მა­რო­ვის თბი­ლი­სის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის 199-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

ჩე­მო საყ­ვა­რე­ლო კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბო, მინ­და, მო­გო­ნე­ბა სკო­ლა­ზე გულ­ში სით­ბოს გიღ­ვ­რი­დეთ, ბედ­ნი­ერ წუ­თებ­თან ასო­ცირ­დე­ბო­დეს. ის ცხოვ­რე­ბის წიგ­ნი­დან ამოგ­ლე­ჯილ ფურ­ც­ლებს კი არა, ათა­სი თავ­გა­და­სავ­ლით გა­ხა­ლი­სე­ბულ პე­რი­ოდს უნ­და ჰგავ­დეს. იმე­დი მაქვს, ეს ასეც იქ­ნე­ბა… მა­შინ, რო­ცა ეს დღე დად­გა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, სა­კუ­თარ თავს და­ვუს­ვი კითხ­ვა — ახ­ლა რა იქ­ნე­ბა? მე­გო­ნა, ჩე­მი თა­ვის ბა­ტონ-პატ­რო­ნი გავ­ხ­დი-მეთ­ქი, ახ­ლა აღა­რა­ვინ მეტყ­ვის, რა დროს შენს ჭკუ­ა­ზე სი­ა­რუ­ლია, ჯერ პა­ტა­რა ხარ, არ იც­ნობ ცხოვ­რე­ბა­სო და ა.შ… ჩემს თა­ო­ბას უფ­რო გვტუქ­სავ­დ­ნენ, ვიდ­რე გვა­რი­გებ­დ­ნენ, რა­ღაც­ნა­ი­რად ჩარ­ჩო­ებ­ში იყო მოქ­ცე­უ­ლი ჩვე­ნი და უფ­რო­სი თა­ო­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, ცო­ტა ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლიც; ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან მეჩ­ვე­ნე­ბა, ცხოვ­რე­ბას ნაკ­ლე­ბად ან არას­წო­რად გვას­წავ­ლიდ­ნენ, ან რო­გორ უნ­და ეს­წავ­ლე­ბი­ნათ?! ყვე­ლას გა­სავ­ლე­ლი გზა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. ის სხვა დრო იყო, რა­დი­კა­ლუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი დღე­ვან­დე­ლო­ბის­გან — აზ­როვ­ნე­ბი­თაც, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­თაც… მოკ­ლედ, ამის გახ­სე­ნე­ბით იმის თქმა მინ­და, რომ სკო­ლამ, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ის უნ­და გას­წავ­ლოს, თუ რო­გორ იცხოვ­რო. მა­კე­დო­ნე­ლი­სა არ იყოს, ჩვე­ნი მშობ­ლე­ბი გვა­ნი­ჭე­ბენ სი­ცოცხ­ლეს და გა­ნათ­ლე­ბა გვაძ­ლევს იმას, რაც ცხოვ­რე­ბას აზრს ანი­ჭებს.

ლი­ტე­რა­ტუ­რა რომ თავ­შე­სა­ფა­რია, მგო­ნი, ამის ახ­ს­ნა აღარ გჭირ­დე­ბათ. მე კი მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლად მინ­და გზა და­გი­ლო­ცოთ ცხოვ­რე­ბის დიდ და სა­ინ­ტე­რე­სო გზა­ზე ლი­ტე­რა­ტუ­რის დახ­მა­რე­ბით; დი­ახ, რა­ო­დენ უჩ­ვე­უ­ლოც არ უნ­და იყოს, გავ­კად­ნი­ერ­დე­ბი და ქარ­თ­ველ მწერ­ლებ­თან ერ­თად მინ­და თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის გა­აზ­რე­ბა­ში კი­დევ ერ­თხელ „ჩა­გი­ტა­როთ“ ღია გაკ­ვე­თი­ლი… მაშ ასე, ჩე­მო მოს­წავ­ლე­ე­ბო, და არა მარ­ტო ჩე­მო მოს­წავ­ლე­ე­ბო! არა­სო­დეს და­გა­ვიწყ­დეთ, რომ „ესე ყო­ვე­ლი ცხო­რე­ბაი, ვი­თარ­ცა ყვა­ვი­ლი ველ­თაი წარ­მა­ვალ არს და და­უდ­გ­რო­მელ“; არა­სო­დეს და­ი­ვიწყოთ ის, რომ ამ წუ­თი­სოფ­ლის გამ­ლა­მა­ზებ­ლად ვართ ჩვენ მოვ­ლე­ნი­ლი და არა წუ­თი­სოფ­ლის და­საპყ­რო­ბად. ამას მა­ინც ვერ მო­ვა­ხერ­ხებთ; „რად­გა­ნაც კაც­ნი გვქვი­ან, შვილ­ნი სოფ­ლი­სა,

უნ­და კი­დე­ცა მივ­ს­დი­ოთ მას, გვეს­მას მშობ­ლი­სა,

არც კა­ცი ვარ­გა, რომ სო­ფელ­ში მკვდარ­სა ემ­ს­გავ­სოს,

იყოს სო­ფელ­ში და სოფ­ლის­თ­ვის არა იზ­რუ­ნოს“.

ლი­ტე­რა­ტუ­რამ გვას­წავ­ლა, რომ უნ­და გვიყ­ვარ­დეს მოყ­ვა­სი, კე­თილს მი­ვუ­გებ­დეთ მას, თუ მტერს ვერ შე­ვიყ­ვა­რებთ, ბო­როტს მა­ინც ნუ ვუ­სურ­ვებთ. კა­ე­ნის ცოდ­ვა ნუ გაგ­ვი­თე­ლავს ღირ­სე­ბას და ავ­მაღ­ლ­დეთ სა­კუ­თარ მერ­კან­ტი­ლურ სურ­ვი­ლებ­ზე. არ და­გა­ვიწყ­დეთ, „ცა მი­წი­დან იწყე­ბა“. ეს მი­წა ჯილ­დოდ გად­მოგ­ვე­ცა. „პა­ტარ­ძალ­სა­ვით მორ­თუ­ლი“ სამ­შობ­ლო გვაქვს და „ქარ­თ­ლად ფრი­ა­დი ქუ­ე­ყა­ნაი აღი­რაცხე­ბის, რო­მელ­სა­ცა ში­ნა, ქარ­თუ­ლი­თა ენი­თა, ჟა­მი შე­ი­წირ­ვის და ლოც­ვაი ყო­ვე­ლი აღეს­რუ­ლე­ბის“. რუს­თა­ვე­ლი აქ და­ი­ბა­და და ქარ­თულ ენას სი­ა­მა­ყე და ძა­ლა მის­ცა. გახ­სოვთ, რამ­დე­ნი რამ გვას­წავ­ლა?! რო­მე­ლი ერ­თი გა­ვიხ­სე­ნოთ?! „კა­ცი არ ყვე­ლა სწო­რია, დი­დი ძეს კა­ცით კა­ცამ­დის“, და გვითხ­რა, სა­ხე­ლო­ვა­ნი სიკ­ვ­დი­ლი გერ­ჩი­ოს უგ­ვან სი­ცოცხ­ლე­სო; ან სხვას და­ეხ­მა­რე, ან ცოცხალ-მკვდარს და­ემ­ს­გავ­სე­ბიო, გაგ­ვახ­სე­ნა: „სიყ­ვა­რუ­ლი აღ­გ­ვა­მაღ­ლებს“, ცხოვ­რე­ბას არ გა­ე­თე­ლი­ნო­თო. სა­ხე­ლის მოხ­ვე­ჭის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე, დიდ სიყ­ვა­რულ­ზე, თავ­და­დე­ბა­ზე, პატ­რი­ო­ტო­ბა­ზე, სინ­დის-ნა­მუს­ზე, გუ­ლუხ­ვო­ბა­ზე ისე­თი გაკ­ვე­თი­ლი ჩაგ­ვი­ტა­რა, ყვე­ლამ ჩვე­ნი სკო­ლის­კენ, „რუს­თ­ვე­ლის სკო­ლის­კენ“, გა­მო­ი­ხე­და. ამ სულ­მ­ნათ­მა ან­გა­რიშ­გა­სა­წევ ერად გვაქ­ცია. მას მე­რე არა­ერ­თ­მა არ­წივ­მა შე­მოჰ­კ­რა ხე­ლოვ­ნე­ბის ჯა­დოს­ნუ­რი ფრთე­ბი. და­ვით გუ­რა­მიშ­ვილ­მა შო­რე­ულ სა­ნა­ხებ­ში გულ­ში შე­ი­ნა­ხა ქარ­თუ­ლი ენა და შო­რე­ულ სტე­პებ­ში მყოფ­მა არ და­ი­ვიწყა. ამ ენით სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი შე­მოგ­ვით­ვა­ლა, ურ­თი­ერ­თ­შუღ­ლის შე­დე­გე­ბის მწა­რე გაკ­ვე­თი­ლი ჩაგ­ვი­ტა­რა და სწავ­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე თხოვ­ნა-შე­გო­ნე­ბის ბრწყინ­ვა­ლე უს­ტა­რიც გვი­ბო­ძა. სიბ­რიყ­ვე თავს რომ და­გა­კარ­გ­ვი­ნებს და სა­კუ­თა­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით თავს წა­აწყ­ვე­ტი­ნებ ცრუ მოძღ­ვ­რებს, „თავ­ტა­ფი­ა­ნე­ბი“ რომ მრავ­ლ­დე­ბი­ან ქვე­ყა­ნა­ზე და ღირ­სე­ბა და მო­რა­ლი სან­თ­ლით არის სა­ძებ­ნე­ლი, ეს სულ­ხან-სა­ბას დახ­მა­რე­ბით ვის­წავ­ლეთ…

მე­რე იყო გლე­ჯა და წეწ­ვა ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა. გა­დარ­ჩე­ნა-არ­გა­დარ­ჩე­ნის ზღვარ­ზე მყო­ფი ერი მა­ინც ახერ­ხებ­და შე­მოქ­მე­დე­ბი­თად თა­ვის გა­მო­ჩე­ნას. მე­ფის რუ­სეთ­მა „ნათ­რევ ლომ­სა­ვით“ აქ­ცია „უთ­ვა­ლა­ვის ფე­რით“ მორ­თუ­ლი ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ჩინ-მედ­ლე­ბი­თა და მათ­რა­ხით იმ­დ­რო­ინ­დელ ქარ­თ­ვე­ლებს სა­კუ­თა­რი­ვე ხე­ლით აკ­მე­ვი­ნა იმ­პე­რი­ის სა­დი­დე­ბე­ლი გუნდ­რუ­კი და იმ დროს, „რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბნე­ლო­და, გა­უ­ვა­ლი წყვდი­ა­დი იდ­გა, მყა­რად არა­ბუ­ნებ­რი­ვი, მაგ­რამ უკ­ვე ძვალ-რბილ­ში გამ­ჯ­და­რი“, ჯერ ისევ პა­ტა­რა ტა­ტომ, „ბედ­ნი­ერ­მა ტან­ჯულ­მა“, გა­ლა­ხუ­ლი თა­ო­ბა მე­რან­ზე# შე­მოს­ვა და, ებ­რა­ელ­თა უდაბ­ნო­ში ხე­ტი­ა­ლის და­რად, ცხრა მთა და ცხრა ზღვა გა­და­ა­ტა­რა, გა­ბე­ჩა­ვე­ბუ­ლი ერი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მა­მას ჩა­ა­ბა­რა სა­პატ­რო­ნოდ, სა­დი­აგ­ნო­ზოდ, სამ­კურ­ნა­ლოდ… აი, იმან კი უმ­კურ­ნა­ლა და მო­უ­ა­რა… ანამ­ნე­ზი ერი­სა ძა­ლი­ან არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო იყო: „ყვე­ლა ცრუი, ყვე­ლა ყრუი“… „გა­რეთ მხდა­ლი, შინ ძლი­ე­რი“… სწავ­ლის მი­მართ ლუ­არ­სა­ბუ­ლად გან­წყო­ბი­ლი, მო­კოტ­რი­ა­ლე, არ­ხე­ი­ნი, თვით­კ­მა­ყო­ფი­ლი, „უვი­ცო­ბის ფსკერ­ზე“ მყო­ფი. ილი­ამ, რო­გორც ერის მა­მამ, სა­ღა­თას ძი­ლით და­ძი­ნე­ბულ ქარ­თ­ვე­ლო­ბას ან­დერ­ძი­ვით და­უ­ტო­ვა: მოძ­რა­ო­ბა და მარ­ტო მოძ­რა­ო­ბა გა­და­გარ­ჩენს, სა­კუ­თა­რი ად­გი­ლის დამ­კ­ვიდ­რე­ბა შე­ძე­ლი და „პად­პა­რუ­ჩი­კებს“ და „იამ­შ­ჩი­კებს“ ნუ გა­მო­ადღ­ვე­ბი­ნებ გულ-მუ­ცელ­სა და გო­ნე­ბა­სო. ილი­ამ გა­ნათ­ლე­ბის ტა­ძარ­ში ჩამ­ქ­რა­ლი ცეცხ­ლი გა­აღ­ვი­ვა და ოლიმ­პი­ე­ლი­ვით ეს­ტა­ფე­ტა ვა­ჟას გა­და­უ­ლო­ცა. მა­შინ იყო, რომ ქარ­თუ­ლად ამო­იდ­გეს ენა ყვა­ვი­ლებ­მა, მთებ­მა, ქვებ­მა, მდი­ნა­რე­ებ­მა, ფრინ­ვე­ლებ­მა თუ ცხო­ვე­ლებ­მა და აქამ­დე დაგ­რო­ვი­ლი ყვე­ლა სა­ი­დუმ­ლო ერ­თი­ა­ნად გაცხად­და. მით­ში, ზღა­პარ­ში, ლექ­ს­ში, პო­ე­ზი­ა­ში ხე­ტი­ალ­მა ენა­ში ენა და­ბა­და, გა­ა­ცოცხ­ლა; აკა­კიმ საყ­ვარ­ლის საფ­ლა­ვის ძებ­ნა­ში პო­ე­ზია ისე გა­ამ­დიდ­რა, ყვე­ლა ჩვენ შე­მოგ­ვ­ნატ­რო­და, მგოს­ნის ტი­ტუ­ლი და გვირ­გ­ვი­ნიც მო­იხ­დი­ნა და სამ­შობ­ლოს ცა ფი­რუზ­სა და ხმე­ლეთ ზურ­მუხტს პო­ე­ზი­ის ხელ­თუქ­მ­ნი ძეგ­ლი და­უდ­გა.

ჩე­მო დაფ­რ­თი­ა­ნე­ბუ­ლო სა­მოთხის ჩი­ტე­ბო, ილია გუ­ლით გიყ­ვარ­დეთ და არა სიტყ­ვით; ვა­ჟას­თან ერ­თად გა­იტ­რუ­ნეთ და ყუ­რი მი­უგ­დეთ მშობ­ლი­ურ მთებ­სა და ლე­ლი­ანს, ყვა­ვი­ლებ­თან ერ­თად შე­იყ­ვა­რეთ სამ­ყა­რო და და­ფიქ­რ­დით, რა უკე­თე­სია, ბა­ლა­ხი იყოთ თუ ცე­ლი, ცხვა­რი თუ მგე­ლი?! არ და­გა­ვიწყ­დეთ: „რაც არ იწ­ვის, არ ანა­თებს“. ადა­მი­ა­ნის­თ­ვის დან­თე­ბულ სან­თელს თვა­ლი ააყო­ლეთ ზე­მოთ და მთი­დან ყაზ­ბე­გის ხმა შე­გახ­სე­ნებთ მა­რა­დი­ულ შე­გო­ნე­ბას: „გახ­სოვ­დეს, ვი­სი გო­რი­სა ხარ…“.

მე­რე მიღ­მი­ე­რი სამ­ყა­რო­დან მოფ­რინ­დ­ნენ მო­ლა­ღუ­რე­ბი, ჯა­დოს­ნუ­რი ფას­კუნ­ჯე­ბი, სა­მოთხის ჩი­ტე­ბი, რო­მელ­თაც ახა­ლი, უც­ნა­უ­რი ამ­ბე­ბის მო­ყო­ლა და­იწყეს პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის, ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის, გოგ­ლა ლე­ო­ნი­ძის, ვა­ლე­რი­ან გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის, ნი­კო სა­მა­დაშ­ვი­ლის ენით… მე­რე უც­ნა­უ­რი ფე­რის თოვ­ლ­მა და­იწყო ცი­დან ფე­ნა, ქა­რი ამო­ვარ­და და ღრუბ­ლე­ბი­დან თვით შო­თა რუს­თა­ვე­ლის ხე­ლით შექ­მ­ნილ პო­ეტ­თა სა­მე­ფო ტახ­ტ­ზე დაბ­რ­ძა­ნე­ბუ­ლი გა­ლაკ­ტი­ონ ტა­ბი­ძე მი­წა­ზე მე­ფუ­რად და­ეშ­ვა. თქვე­ნე­ბურ სიზ­მ­რებს ვერ ვხე­და­ვო, ან­კი რო­გორ და­ი­ნა­ხავ­და?… ვარ­დის­ფე­რი გზით გა­ე­შუ­რა სიკ­ვ­დი­ლის ბი­ლი­კე­ბის­კენ; გა­ლაკ­ტი­ო­ნი, ლოც­ვად გრა­ალს დამ­ს­გავ­სე­ბუ­ლი, ამ სას­ტიკ სამ­ყა­რო­ში სი­ლა­ში ვარ­დად მოგ­ვევ­ლი­ნა, ჩვენ­და სა­ნუ­გე­შოდ და სა­ბედ­ნი­ე­როდ, თუმ­ცა თვი­თონ ტა­ტო­სა­ვით მარ­ტო იყო, სულ, სულ მარ­ტო…

რო­ცა ცხოვ­რე­ბის ორომ­ტ­რი­ა­ლი­სა­გან და­იღ­ლე­ბით, გა­ლაკ­ტი­ონს მი­მარ­თეთ, ის და­გეხ­მა­რე­ბათ — ფრთებს შე­გას­ხამთ და გა­მოგ­ზა­უ­რებთ იის­ფე­რი თოვ­ლის ქალ­წუ­ლებ­რივ ლიც­ლიც­ში. მი­ენ­დეთ… მას ხომ მკერდს ქნა­რი ისე აქვს მი­დე­ბუ­ლი, რო­გორც უნ­და…

წი­ნაპ­რე­ბიც ამას ჰქვია: და­ვით კლდი­აშ­ვი­ლი, მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია, ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი, გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი, გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი, ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძე, თა­მაზ და ოთარ ჭი­ლა­ძე­ე­ბი… მა­თი თი­თო­ე­უ­ლი გე­ნი­ა­ლუ­რი ფრა­ზა ცხოვ­რე­ბა­ში წა­მოჭ­რილ კითხ­ვებ­ზე პა­სუხს გაგ­ცემთ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ყო­ველ­თ­ვის შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­კუ­თარ საქ­მეს თა­ვად უნ­და მი­ხე­დოთ, თქვე­ნი ღირ­სე­ბა არა­ვის უნ­და გა­ა­თე­ლი­ნოთ. ქარ­თ­ვე­ლო­ბა შე­ნი უბე­დუ­რე­ბის მი­ზე­ზად არა­ნა­ი­რად არ შე­იძ­ლე­ბა მი­იჩ­ნიო. შე­ნი მარ­გო (სა­ქარ­თ­ვე­ლო) სი­ცოცხ­ლის ფა­სად უნ­და და­იც­ვა და ჯა­ყოს­ნა­ირ ყე­ყე­ჩებს ფეხ­ქ­ვეშ არ უნ­და გა­ა­თე­ლი­ნო. თე­ი­მუ­რაზ ხე­ვის­თა­ვი­ვით ლე­ში­ვით აკი­დე­ბულ შერ­ცხ­ვე­ნილ სი­ცოცხ­ლეს სა­კუ­თარ თავ­ში რწმე­ნის უქონ­ლო­ბა იწ­ვევს. ქარ­თუ­ლი კალ­მით, რო­მე­ლიც გოლ­გო­თის გზის მსგავ­სია, ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა ნა­კაც­რო­ბის უარ­ყო­ფა წარ­მოგ­ვი­ჩი­ნა ისე­ვე, რო­გორც ილი­ამ „არაფ­რო­ბის უარ­ყო­ფა“ გა­აკ­რი­ტი­კა ლუ­არ­სა­ბის სა­ხის შექ­მ­ნი­სას. გამ­სა­ხურ­დია? თვა­ლებ­ში ჩაგ­ხე­დავთ და სა­კუ­თარ ნა­მუს­ში ჩა­გა­ხე­დებთ; „ბედ­ნი­ე­რი ერის“ წარ­მო­მად­გენ­ლებს გვახ­სე­ნებს, რომ „თუ მთელ­მა ერ­მა არ მო­ინ­დო­მა, მა­კე­დო­ნე­ლიც ვერ უშ­ვე­ლის“ იმ ერის სი­ბე­ჩა­ვე­სა და მო­ნო­ბას. „ჩვე­ნი უბე­დუ­რე­ბა ეგაა: სხვის ფან­დურ­ზე ბუქ­ნა­ო­ბა გვიყ­ვარს“, არ­ჩე­ულ საქ­მე­ზე გუ­ლის სის­ხ­ლის გა­ღე­ბა გვი­ჭირს და გვე­ზარ­მა­ცე­ბა. არ დაგ­ვა­ვიწყ­დეს ჩვე­ნი სე­ნი: „დი­დი კა­ცი თუ გა­მოგ­ვე­რია, მას ისე დავ­კორ­ტ­ნით, რო­გორც და­კო­დილ ძე­რას ყვა­ვე­ბი…“; ეს რო­გორ­მე გა­მო­ას­წო­რე­თო, დაგ­ვი­ბა­რა ან­დერ­ძი­ვით. თუ და­უ­ჯე­რებთ, სა­კუ­თარ თავ­ში სვე­ტიცხო­ვე­ლი­ვით ძლი­ერ, მა­რა­დი­ულ, ბო­რო­ტე­ბის გა­მა­ნე­იტ­რა­ლე­ბელ ტა­ძარს აგა­გე­ბი­ნებთ. ჭა­ბუა, ერ­თი კა­ცის მა­გა­ლით­ზე, ცხოვ­რე­ბას გას­წავ­ლით და ისე დაგ­მოძღ­ვ­რავთ, რომ ამ ცოდ­ნას ვე­რა­ფე­რი შე­ე­ხე­ბა, სა­ი­მე­დოდ გა­იდ­გამს ფეს­ვებს. რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი თა­ვი­სი გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი, ექ­ს­ცენ­ტ­რი­კუ­ლი, არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი წე­რის მა­ნე­რი­თა თუ სათ­ქ­მე­ლით და­გი­მე­გობ­რებთ და თავ­გან­წირ­ვის სი­კე­თე­ზე და­გე­ლა­პა­რა­კე­ბათ. „სა­მო­სე­ლი პირ­ვე­ლით“ შე­ი­მო­სე­ბით, რო­ცა დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის სამ­ყა­რო­ში შე­ა­ბი­ჯებთ და ნამ­დ­ვილ, მა­რა­დი­ულ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე და­ფიქ­რ­დე­ბით. დე­და­მი­წას რომ სიყ­ვა­რუ­ლი ატ­რი­ა­ლებს, ადა­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის დღე რომ არის, კი­დევ ერ­თხელ შე­გახ­სე­ნებთ კა­ცი, რო­მელ­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა ასე ძლი­ერ უყ­ვარს. ქარ­ჩხა­ძე ადა­მი­ა­ნად ყოფ­ნის თავ­გან­წირ­ვა­ზე მო­გიყ­ვე­ბათ, და­გამ­შ­ვი­დებთ და და­გა­ი­მე­დებთ, რომ წელ­ში გას­წო­რე­ბი­სას ტკი­ვი­ლი დრო­ე­ბი­თია, ფიქ­რი — ადა­მი­ა­ნის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­ზე — მთა­ვა­რი; ოთარ ჭი­ლა­ძე? ის სამ­ყა­როს სხვა თვა­ლით შე­გა­ხე­დებთ, ფიქ­რის უნარს გას­წავ­ლით, მის სამ­ყა­რო­ში თუ იმოგ­ზა­უ­რებთ, მე­სა­მე თვა­ლი აგე­ხი­ლე­ბათ, ცხოვ­რე­ბის სწავ­ლის გაკ­ვე­თი­ლე­ბი ეგ იქ­ნე­ბა, თუ იქ­ნე­ბა. მას „მთე­ლი ქვე­ყა­ნა, ბა­ლა­ხის ფეს­ვი­დან ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვამ­დე, წიგ­ნი­ვით ედო წინ“; გვითხ­რა, რომ თა­ვად არის „ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ფერ­ში დამ­ნა­შა­ვე, თა­ვად არის სა­კუ­თა­რი თა­ვის მტე­რი, იმი­ტომ, რომ მთე­ლი სი­ცოცხ­ლე გა­ო­რე­ბუ­ლია, გა­ო­რე­ბუ­ლი კი არ არის, ყვე­ლა­ფე­რი ორი აქვს მო­მად­ლე­ბუ­ლი ბუ­ნე­ბი­სა­გან, არა მარ­ტო ხე­ლი, ფე­ხი, თვა­ლი თუ ყუ­რი — ფიქ­რიც, მი­ზა­ნიც, თვალ­საზ­რი­სიც, სურ­ვი­ლიც…“ და­რი­გე­ბაც ამას ჰქვია: „არა­სო­დეს არ მი­ით­ვი­სო, რი­სი მით­ვი­სე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა — სხვი­სი აკ­ვა­ნი, ან­და სხვი­სი საფ­ლა­ვი, სხვი­სი წუ­ხი­ლი, ან­და სხვი­სი სა­გო­დე­ბე­ლი“… „სი­ცოცხ­ლეც ისე­ვე ძნე­ლია, რო­გორც სიკ­ვ­დი­ლი; ერ­თი რა­ღა­ცის ამოხ­ს­ნას გა­ვალ­დე­ბუ­ლებს, მე­ო­რე კი, რა­ღა­ცის დაძ­ლე­ვას. ერ­თი­ცა და მე­ო­რეც ძნე­ლია, მაგ­რამ მა­ინც უნ­და შეს­ძ­ლო ერ­თი­ცა და მე­ო­რეც…“ ქა­ი­ხოს­რო მა­კა­ბე­ლი­ვით სიკ­ვ­დილ­და­სუნ­თ­ქ­მულ­მა შენს ეგო­იზმს არ უნ­და გა­და­ა­ყო­ლო სამ­ყა­რო. ადა­მი­ა­ნი ისე უნ­და შე­იყ­ვა­რო, რომ ოთახ­ში შენს სა­სი­ცოცხ­ლოდ არ­სე­ბულ ჰა­ერ­ზე მე­ტი იყოს…

ცხოვ­რე­ბა­ში რო­ცა გა­გი­ჭირ­დე­ბათ, ლი­ტე­რა­ტუ­რას შე­ა­ფა­რეთ თა­ვი, ის გა­და­გარ­ჩენთ! „ღა­მე­ნა­თე­ვი და ნამ­თ­ვ­რა­ლე­ვი“ თუ­კი ცხოვ­რე­ბი­სა­გან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბით, გახ­სოვ­დეთ, ეს მარ­ტო თქვენ არ დაგ­მარ­თ­ნი­ათ. თქვენ უკან უამ­რა­ვი პერ­სო­ნა­ჟია; მათ ეს პრობ­ლე­მა ავად თუ კარ­გად გა­დაწყ­ვი­ტეს. ისი­ნი შე­გეშ­ვე­ლე­ბი­ან, და­გაკ­ვა­ლი­ა­ნე­ბენ. თით­ქ­მის თქვენ­ხე­ლა ტა­ტო მე­რანს შე­გაშ­ვე­ლებთ, სევ­დის მდი­ნა­რი­დან გა­მო­გიყ­ვანთ.

გი­ლო­ცავთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პის დას­რუ­ლე­ბას და ში­ნა­არ­სი­ან, სის­ხ­ლ­სავ­სე, სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლე­ბით აღ­სავ­სე მო­მა­ვალს გი­სურ­ვებთ თქვე­ნი მო­ნა-მორ­ჩი­ლი მაია მენ­თე­შაშ­ვი­ლი.

დატოვეთ კომენტარი