27 ივლისი, შაბათი, 2024

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის პარტნიორთა რიცხვი იზრდება

spot_img

KIU-ს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ჩხენკელი, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი და ამავე ფონდის პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი ესპანეთში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა მსოფლიო რანგის იტალიელ მეცნიერს, GSI Helmholtz Center for Heavy Ion research-ის ბიოფიზიკის დეპარტამენტის დირექტორსა და PTCOG-ის პრეზიდენტს – მარკო დურანტეს. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ადრონული თერაპიის ცენტრის განვითარების მიმდინარე ეტაპი და დასახეს ევროკავშირის სამეცნიერო საგრანტო პროგრამებში ერთობლივი  მონაწილეობის გეგმა. KIU-ს ადრონული თერაპიის ცენტრი, უახლოეს პერიოდში, გახდება PTCOG-ის სრულფასოვანი წევრი და მიიღებს ხმის უფლებას აღნიშნული ასოციაციის გამგეობის საბჭოში.

ესპანეთში ვიზიტისას ქართული მხარე ასევე შეხვდა ჰარვარდის მედიცინის სკოლის პროფესორ ტომას ბორტფელდს, წამყვანი ესპანური ონკოლოგიური კლინიკის,  Quironsalud-ის სამედიცინო დირეტორს – რეიმონდ მირალბელსა და იტალიაში მოქმედი წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, CNAO-ს გენერალურ დირექტორს – სანდრო როსსის. შედეგად, სამივე მეცნიერმა გამოთქვა მზაობა, რომ აღნიშნული წამყვანი  ცენტრები უზრუნველყოფენ ადრონული თერაპიის ცენტრის მეცნიერთა სტაჟირებასა და გადამზადებას.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრში ციკლოტრონის ტიპის ორი ზეგამტარული ამაჩქარებელი განთავსდება. სამეცნიერო კვლევებისათვის განკუთვნილ ციკლოტრონზე განხორციელდება თანამედროვე კვლევები ბირთვულ ექსპერიმენტულ ფიზიკაში, რადიაციულ ბიოფიზიკასა და ქიმიაში. სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი ციკლოტრონის ბაზაზე დაარსდება პროტონული თერაპიის კლინიკა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროს მეგა-პროექტებია. უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები