27 ივლისი, შაბათი, 2024

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) კიბერუსაფრთხოების ტრენერების ტრენინგ პროგრამას იწყებს

spot_img

პროექტი  დაფინანსებულია – „USAID-ის ხუთწლიანი პროგრამა დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში და  მიზნად ისახავს კიბერუსაფრთხოების დარგში კვალიფიციური და ეკონომიკურად  კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მომზადებას.

ტრენინგებში  ჩართვას შეძლებენ უმაღლესი განათლების ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაციის მქონე პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის კრიტერიუმებს და მზად არიან მომავალში ტრენინგები ჩაატარონ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

ახალი პროგრამის ფარგლებში იგეგმება 40-მდე ტრენერის შერჩევა. სასწავლო პროცესს საერთაშორისო ექსპერტები და ტრენერები გაუძღვებიან. ტრენინგში მონაწილე წარმატებულ ტრენერებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ტრენერის პოზიციას შესთავაზებს.

შერჩეული კანდიდატები/ტრენერები დამატებით გაივლიან 40-საათიან ტრენერთა ტრენინგის (ToT) ჰიბრიდულ კურსს კიბერუსაფრთხოებასა და სწავლების მეთოდებში. ToT-ის  მეშვეობით ისინი შეიძენენ სიღრმისეულ ცოდნას და პრაქტიკულ უნარებს. ტრენინგი სრულად დაფინანსებულია. ტრენინგი ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში და პირისპირ ჩატარებული კურსების დროს მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა განთავსდნენ KIU-ს საცხოვრებლებში.

კანდიდატების შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ იმ პირებს, რომლებსაც უკვე აქვთ გარკვეული გამოცდილება კიბერუსაფრთხოების სფეროში ან გავლილი აქვთ შესაბამისი კურსი და ტრენინგები. კიბერუსაფრთხოების დარგში კვალიფიკაცია და სერთიფიკატის ქონა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2023 წლის 19 ივნისამდე უნდა წარმოადგინონ საბუთები (ინგლისურ ენაზე) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@kiu.edu.ge

დეტალები იხ. https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=464727• CV (რომელიც ასახავს შესაბამის კვალიფიკაციას და გამოცდილებას)

√ სამოტივაციო წერილი

წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ შემდეგი ბმული: https://www.kiu.edu.ge/index.php?m=205&news_id=290&lng=eng

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ტელ.: *0197

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები