27 ივლისი, შაბათი, 2024

ქრესტომათიული სასწავლო რესურსი

spot_img

ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის დო­კუ­მენ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ამო­ცა­ნებს, მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის სა­კითხებს, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბუ­ნებ­რი­ო­ბით უპა­სუ­ხებს და მი­ე­სა­და­გე­ბა რე­ჟი­სორ ზუ­რაბ ინაშ­ვი­ლის /1948-2021/ კი­ნო­დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი­კა, რო­მე­ლიც გულ­წ­რ­ფელ და­ინ­ტე­რე­სე­ბას გა­მო­ხა­ტავს ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი­სად­მი, რომ­ლე­ბიც ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ძი­რი­თა­დი თე­მა­ტუ­რი ბლო­კე­ბი­თა და მა­სა­ლი­თაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ზუ­რაბ ინაშ­ვი­ლი ის ხე­ლო­ვა­ნია, რო­მე­ლიც შე­ლა­მა­ზე­ბის გა­რე­შე, ჩუ­მი პატ­რი­ო­ტიზ­მით ას­წავ­ლის ადა­მი­ა­ნებს, უხ­მოდ მი­უ­თუ­თებს სი­კე­თი­სა­კენ, აკე­თებს უნა­ტი­ფეს აქ­ცენ­ტებს, გა­და­ჭარ­ბე­ბი­სა და პომ­პე­ზუ­რო­ბის, პა­თე­ტი­კუ­რი ინ­ტო­ნა­ცი­ე­ბი­სა და სწრა­ფი ეფექ­ტე­ბის გა­რე­შე.

ზუ­რაბ ინაშ­ვი­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი მთხრო­ბე­ლია, თვით­მ­ყო­ფა­დი, ამი­ტომ მი­სი სტი­ლი და­მა­ჯე­რე­ბე­ლი და მთა­ვარ სათ­ქ­მელ­თან სიღ­რ­მი­სე­უ­ლად და­მა­ახ­ლო­ე­ბე­ლია. სა­ხელ­დობრ, ზგემდ-ის მი­ხედ­ვით, „მო­ზარ­დ­მა უნ­და იცო­დეს, რა ბუ­ნებ­რივ გა­რე­მო­ში ცხოვ­რობს, რა ზი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა მი­ა­ყე­ნოს გა­რე­მოს ადა­მი­ა­ნის ამა თუ იმ მოქ­მე­დე­ბამ, რო­გორ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს და და­იც­ვას ბუ­ნებ­რი­ვი გა­რე­მო“. ამ ცნო­ბი­ე­რე­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბას ხელს უწყობს ფილ­მი „პუ­რი და სა­ნა­ხა­ო­ბა“ /2015/, რო­მე­ლიც კულ­ტუ­რი­სა და ნა­ტუ­რის თავ­სე­ბა­დო­ბის პრობ­ლე­მის, ცხო­ველ­თა მი­მართ სას­ტი­კი მოპყ­რო­ბი­სა და ან­ტი­ჰუ­მა­ნიზ­მის მხი­ლე­ბის თე­მა­ზე და­წე­რილ ნა­წარ­მო­ებ­თა გან­ხილ­ვი­სას გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ფილ­მია. ვა­ჟას „შვლის ნუკ­რის ნა­ამ­ბო­ბის“, „იასა“ და „მთის წყა­როს“ მთა­ვა­რი სათ­ქ­მე­ლი თა­ნად­რო­უ­ლი ცხოვ­რე­ბის მა­გა­ლით­ზეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ადა­მი­ა­ნე­ბი არ ერი­დე­ბი­ან, სხვი­სი ჩაგ­ვ­რი­სა და სი­ცოცხ­ლის ხელ­ყო­ფის ხარ­ჯ­ზე შე­იქ­მ­ნან კე­თილ­დღე­ო­ბა, და­გეგ­მონ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი მო­მა­ვა­ლი, თა­ვი მოჰ­ქონ­დეთ სხვი­სი წა­მე­ბი­თა და ტან­ჯ­ვით. ტყვე­ო­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის ამ­სახ­ვე­ლი სიმ­ბო­ლუ­რი, კონ­ტ­რას­ტუ­ლი კად­რე­ბის მო­ნაც­ვ­ლე­ო­ბით ჩვე­ნე­ბა, სა­თა­ნა­დო სიმ­ღე­რის ფონ­ზე, ირო­ნი­უ­ლი გა­კიცხ­ვაა ჰე­დო­ნიზ­მი­სა, ეროვ­ნუ­ლი ხა­სი­ა­თის ნაკ­ლო­ვა­ნი თვი­სე­ბი­სა, მო­ნუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­ი­სა, ცრუ­პატ­რი­ო­ტიზ­მი­სა /კავ­შირ­შია გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის „ალა­ვერ­დო­ბას­თან“/, ჩვე­ნე­ბაა თა­ნა­მედ­რო­ვე თათ­ქა­რი­ძე­ო­ბი­სა. ლი­ტე­რა­ტუ­რა და ხე­ლოვ­ნე­ბა ადა­მი­ან­თ­მ­ცოდ­ნე­ო­ბაა, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნუ­რი მოვ­ლე­ნი­სა და გა­მოვ­ლი­ნე­ბის ასახ­ვაა, გუ­ლის­ხ­მი­ე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეხ­სე­ნე­ბაა.

„გურ­ჯი ვარ სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან“ /2012/ — წარ­მოგ­ვიდ­გენს დრა­მა­ტულ ვი­თა­რე­ბას, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ურ­თუ­ლეს მხა­რეს, რო­ცა ადა­მი­ა­ნებს სა­არ­სე­ბო სახ­ს­რის­თ­ვის ქვეყ­ნი­დან წას­ვ­ლა და მძი­მე შრო­მა უხ­დე­ბათ. ფილ­მი იწყე­ბა სოფ­ლე­ლის ჩი­ვი­ლით: „არა­ვინ არაა სო­ფელ­ში, გა­დახ­ვე­წი­ლია ყვე­ლა“. ზუ­რაბ ინაშ­ვი­ლი ამ ტკი­ვი­ლე­ბის მიღ­მა ხე­დავს ადა­მი­ა­ნად ყოფ­ნის სევ­და­საც და ღვთა­ებ­რივ მშვე­ნი­ე­რე­ბა­საც /„ზოგს თა­ვი­სე­ბუ­რი მეტყ­ვე­ლე­ბა აქვს, ზოგს კბი­ლი აკ­ლია, მაგ­რამ ეს ასეა ლა­მა­ზი… ის ასეა მშვე­ნი­ე­რი…“/. მთა­ვა­რია, ადა­მი­ა­ნებ­მა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ მშვე­ნი­ე­რე­ბის და­ფა­სე­ბის უნა­რი, სხვი­სი ტვირ­თის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის ამო­ცა­ნა. დავ­ძ­ლი­ოთ ეგო­ცენ­ტ­რიზ­მი, შე­ვით­ვი­სოთ ალ­ტ­რუ­იზ­მი, ემ­პა­თი­ის უნა­რი. ეროვ­ნუ­ლი თვით­გა­დარ­ჩე­ნის ქვა­კუთხე­დი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­თა გა­სა­ჭი­რის მი­ყუ­რა­დე­ბაა. მოს­წავ­ლე­ებს ფილმს ვთა­ვა­ზობთ და­ვით კლდი­აშ­ვი­ლი­სა და ნი­კო ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძის მოთხ­რო­ბებ­თან /„კე­რი­ა­სათ­ვის“, „შე­ლოც­ვა რა­დი­ო­თი“/ მიმართებაში. უშუ­ა­ლო­ბით მო­პო­ვე­ბუ­ლი ნდო­ბის სწავ­ლაც ამა­ვე ფილ­მის დი­ა­ლო­გე­ბით შე­იძ­ლე­ბა. „რა­ტომ უნ­და ვშრო­მობ­დე სხვა­გან, ვამ­შ­ვე­ნებ­დე სხვა ქვე­ყა­ნას და არა — ჩემს სამ­შობ­ლოს?!“ — გულ­წ­რ­ფე­ლად დას­მუ­ლი შე­კითხ­ვა და­ა­ფიქ­რებს მო­მა­ვალ თა­ო­ბას. ბე­სიკ ხა­რა­ნა­უ­ლის ლექ­ს­ზე სა­უბ­რი­სას /„სად არი­ან შვი­ლე­ბი?“/, ემიგ­რან­ტო­ბის, იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სა და სამ­შობ­ლოს და­ტო­ვე­ბის ნაღ­ვ­ლი­ან თე­მას არა­ერ­თი ტექ­ს­ტი ეხე­ბა და ყო­ვე­ლი მათ­გა­ნის ახ­ს­ნი­სას სა­უ­კე­თე­სო დამ­ხ­მა­რე მა­სა­ლაა დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი. რო­გორც ბუ­ბა ხო­ტი­ვა­რი ამ­ბობ­და: „ეს არის ქარ­თ­ვე­ლი რე­ჟი­სო­რის ქარ­თუ­ლი ტკი­ვი­ლი, რომ­ლის სი­ნაღ­დით თით­ქოს ით­რ­გუ­ნე­ბი, მაგ­რამ ძლი­ე­რი ოპ­ტი­მიზ­მია მა­ინც, შე­ნი ხა­სი­ა­თია ეს“.

„გემ­ღე­რე­ბო­დეს, დე­დაო“ /2008/ დე­დაშ­ვი­ლო­ბის, ტრა­დი­ცი­ე­ბის, გა­და­ფა­სე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის, უტ­რი­რე­ბუ­ლი გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის თე­მებს წარ­მო­ა­ჩენს. ფილ­მი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა კუთხის „ნა­ნე­ბის“ ფონ­ზე გვაც­ნობს/ვუ­კავ­ში­რებთ ტექ­ს­ტებს: ბე­სიკ ხა­რა­ნა­უ­ლის „ნა­ნა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­წავ!“, აკა­კის „იმე­რუ­ლი ნა­ნი­ნა“, ილი­ას „ნა­ნა“/. წარ­მო­ჩე­ნი­ლია ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი, ცხოვ­რე­ბის მსგავ­სი და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლი. თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბი­სა და პატ­რი­არ­ქა­ლუ­რი ყო­ფის კონ­ტ­რას­ტი. მოს­წავ­ლე­ე­ბი ყუ­რადღე­ბას აქ­ცე­ვენ ან­ტი­ნო­მი­ურ ფრა­ზას — „საქ­ვეყ­ნო ჭი­რი ლხი­ნია“ — გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი, ყვე­ლას­გან გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი და თა­ნაბ­რად გან­ც­დი­ლი გა­სა­ჭი­რი უფ­რო ად­ვი­ლად და­საძ­ლე­ვად მი­უჩ­ნე­ვია ხალხს და ასე­თი ფრა­ზე­ო­ლო­გიზ­მიც შექ­მ­ნი­ლა. აქ­ვე ჩნდე­ბა ნოს­ტალ­გი­უ­რი ინ­ტო­ნა­ცი­ე­ბიც /ილი­ა­სე­უ­ლი ფრა­ზის — „მით იყ­ვის უკედ…“ მსგავ­სად/. და­საყ­რ­დე­ნი მა­სა­ლაა ვა­ჟა­სე­უ­ლი „პატ­რი­ო­ტიზ­მი­სა და კოს­მო­პო­ლი­ტიზ­მის“ ახალ დის­კურ­ს­ში გა­სა­აზ­რებ­ლად. სა­ზო­გა­დოდ, ეს ფილ­მიც შთა­მა­გო­ნე­ბე­ლია მრა­ვა­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტის და­სა­გეგ­მად და გა­სამ­დიდ­რებ­ლად.

მხატ­ვ­რუ­ლი ფილ­მი „მა­ი­სის თოვ­ლი“ /1989/ მო­ზარ­დო­ბის თე­მა­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი, მა­თი მიზ­ნე­ბის აღ­ს­რუ­ლე­ბა­სა და უსაფ­რ­თხო გა­რე­მოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე. დი­დი და პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, მათ შო­რის კავ­ში­რე­ბის ძებ­ნა­ზე. გუ­რამ გე­გე­ში­ძის „შუ­რის­ძი­ე­ბას“ კარ­გად ეთა­ნა­დე­ბა ზუ­რაბ ინაშ­ვი­ლი­სე­უ­ლი აქ­ცენ­ტე­ბი. ბავ­შ­ვებს ბრძო­ლა უხ­დე­ბათ თვით­დამ­კ­ვიდ­რე­ბი­სა და თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სათ­ვის. მოწყ­ვ­ლა­დი ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი მხარ­და­ჭე­რა­სა და გან­მ­ტ­კი­ცე­ბას სა­ჭი­რო­ებს. ჭეშ­მა­რი­ტი აღ­მ­ზ­რ­დე­ლი და და­მაკ­ვა­ლი­ა­ნე­ბე­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს. სან­დ­რო შეხ­ვ­და ასეთ აღ­მ­ზ­რ­დელს, გზის მიმ­თი­თე­ბელს, მტკი­ცე და ქა­რიზ­მა­ტულ პი­როვ­ნე­ბას. ბავ­შ­ვებს აინ­ტე­რე­სებთ ეგ­ზო­ტი­კა, ახა­ლი სივ­რ­ცე­ე­ბი, სტაგ­ნა­ცია და იზო­ლა­ცია ზღუ­დავს მათ სა­მო­მავ­ლო ხედ­ვებს. ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე ჩანს ახა­ლი ჰო­რი­ზონ­ტი, პერ­ს­პექ­ტი­ვა, სავ­სე­ბით რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი არ­წ­მუ­ნებს ბიჭს, რომ სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის ახ­დე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია პი­რო­ბი­თაც და უპი­რო­ბო­დაც. ესაა გამ­ხ­ნე­ვე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბი­ან ბავ­შ­ვე­ბი უფ­რო­სე­ბის მსგავ­ს­ნი, და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თე­ბი იქ­ნე­ბი­ან თუ უკე­თე­სე­ბი? მხატ­ვ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის სა­თა­უ­რის გა­აზ­რე­ბა, ამ ტექ­ს­ტის სიმ­ბო­ლუ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­სა და ემო­ცი­უ­რი ხა­ზის მი­ხედ­ვით, სა­უ­კე­თე­სოდ ის­წავ­ლე­ბა. მა­ი­სი ცხოვ­რე­ბის უმ­შ­ვე­ნი­ე­რეს ხა­ნას ასა­ხავს, თოვ­ლი კი — მო­უ­ლოდ­ნე­ლი და უდ­როო სუს­ხი, ოღონდ რო­მან­ტი­კუ­ლი ასა­კის გა­მო ყო­ვე­ლი­ვე მა­ინც ლა­მა­ზად აღიქ­მე­ბა. მა­ინც ხა­რობს პი­რიმ­ზე, ეს ცხოვ­რე­ბაც „მა­ინც კი ლა­მა­ზი არის, მა­ინც სი­ტურ­ფით ჰყვა­ვი­სა“. პი­რიმ­ზე — პირ­ნა­თე­ლი ადა­მი­ა­ნი — ზუ­რაბ ინაშ­ვი­ლის იდე­ა­ლი­ცაა. ეს ფილ­მი გაგ­ვახ­სე­ნებს დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის „საქ­მე­სა“ და გა­ლაკ­ტი­ო­ნის „თოვ­ლი“.

„მი­უ­სა­ფა­რი“ /2017/ — ამ ფილ­მით რე­ჟი­სორ­მა გვერ­დით მცხოვ­რებ ადა­მი­ან­ზე ზრუნ­ვის პი­რა­დი მა­გა­ლი­თიც მოგ­ვ­ცა. ძა­ლა­დო­ბის წილ ზრუნ­ვა, აგ­რე­სი­ის წილ სათ­ნო­ე­ბა, უხე­შო­ბის წილ სით­ბო — ესაა ავ­ტო­რი­სე­უ­ლი მო­წო­დე­ბა და მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი ფილ­მი­დან, რო­მელ­საც საკ­ლა­სო გან­ხილ­ვი­სას მოს­წავ­ლე­ე­ბი უკავ­ში­რე­ბენ კლა­სი­კურ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ტექ­ს­ტებს — ნი­კო ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძის „და­დი­ა­ნის ასუ­ლი და მათხო­ვა­რი“, აკა მორ­ჩი­ლა­ძის „მოგ­ზა­უ­რო­ბა ყა­რა­ბაღ­ში“… მარ­გი­ნა­ლი­ზა­ცი­ის, პი­როვ­ნე­ბის დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ი­სა და დე­ვალ­ვა­ცი­ის პრობ­ლე­მა­ზე და­წე­რილ თხზუ­ლე­ბებს. თუმ­ცა, ზუ­რაბ ინაშ­ვი­ლის სტი­ლი არ არის მხო­ლოდ მხი­ლე­ბა და მი­ნიშ­ნე­ბა, რე­ჟი­სო­რი ყო­ველ­თ­ვის პო­უ­ლობს საშ­ველს და სა­ხავს ხსნის გზას. ამ­დე­ნად, მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ლუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბა მა­ო­რი­ენ­ტი­რე­ბე­ლია, გზის გამ­კ­ვა­ლა­ვია, ნა­თე­ლი მო­მავ­ლის­კენ მომ­წო­დე­ბე­ლი და პერ­ს­პექ­ტი­უ­ლია. დას­კ­ვ­ნა შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ პო­ზი­ტი­უ­რი იყოს: ცხოვ­რე­ბა რთუ­ლია, „ესაა ცხოვ­რე­ბა!“, მაგ­რამ ის მშვე­ნი­ე­რია, რო­ცა არ­სე­ბობს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კულ­ტუ­რა, ყავ­ლ­გა­უს­ვ­ლე­ლი გა­ლან­ტუ­რო­ბა. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ეს­თე­ტი­კა და ჩა­მოქ­ნი­ლი სტი­ლის­ტი­კა, კად­რის კულ­ტუ­რა და კადრს მიღ­მა ან კად­რებს შო­რის და­ტე­უ­ლი სათ­ქ­მე­ლი მო­ზარდ თა­ო­ბას ფუნ­ქ­ცი­უ­რი ცოდ­ნის მო­პო­ვე­ბა­სა და მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში ეხ­მა­რე­ბა. რა­ო­დენ მთლი­ა­ნია ცხოვ­რე­ბა, რა­ო­დენ დი­ა­დია ეს პა­ტა­რა სამ­ყა­რო? რა არის სა­ზო­გა­დო­ე­ბა და რამ­დე­ნად დგას ბრბოდ ქცე­ვის რის­კის წი­ნა­შე? ცოცხა­ლი არ­სე­ბი­სად­მი მოპყ­რო­ბით რამ­დე­ნად ვლინ­დე­ბა ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო? — აი, კითხ­ვე­ბი, რო­მელ­თა პა­სუ­ხებ­საც ეძე­ბენ ბავ­შ­ვე­ბი, სხვაგ­ვა­რად აში­ნა­არ­სე­ბენ მი­უ­სა­ფარ­თა მძი­მე ყო­ფას, თა­ვი­ანთ არ­ჩე­ვანს აკე­თილ­შო­ბი­ლე­ბენ. ზუ­რაბ ინაშ­ვი­ლის მა­ღალ­ზ­ნე­ობ­რი­ვი შე­მოქ­მე­დე­ბი­დან ის­წავ­ლე­ბა, რომ დის­ტო­პი­უ­რი გა­რე­მო­დან ფუ­ფუ­ნე­ბით ყო­ფამ­დე ერ­თი ნა­ბი­ჯია, ხო­ლო ზნე­ობ­რი­ვი სი­მაღ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა თვით ყვე­ლა­ზე უპო­ვარ და შე­საბ­რა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც ძა­ლუძთ ნამ­დ­ვილ პი­როვ­ნე­ბებს. ცხოვ­რე­ბის ან­ტი­ნო­მიაა, რომ და­ცე­მულ პი­რო­ბებ­ში მყო­ფი არ­სე­ბა გმი­რია, ავ­ტო­რის­თ­ვის ის ყვე­ლა ვი­თა­რე­ბა­ში წარ­მო­ა­ჩენს მა­ღალ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს. სა­სურ­ვე­ლია, ესო­დენ ამაღ­ლე­ბულ ხედ­ვას ამ­ჟ­ღავ­ნებ­დ­ნენ „ძლი­ერ­ნი ამა ქვეყ­ნი­სა­ნი“, სა­წუთ­როს სუფ­რა­ზე მოლ­ხე­ნი­ლი შთამ­ბეჭ­და­ვი ფი­გუ­რან­ტე­ბი /ფილ­მე­ბი­დან „პუ­რი და სა­ნა­ხა­ო­ბა“, „სხვა ქა­ლა­ქი“/.

„სხვა ქა­ლა­ქი“ /2014/ – გა­უცხო­ე­ბის, მარ­ტო­ო­ბი­სა და მი­ტო­ვე­ბუ­ლი სევ­დი­ა­ნი სოფ­ლი­სა და ცრუ ურ­ბა­ნი­ზა­ცი­ის თე­მა. ქა­ლა­ქი იზ­რ­დე­ბა, მაგ­რამ რის ხარ­ჯ­ზე? ფილ­მი ერ­თობ­ლი­ვად ეხ­მი­ა­ნე­ბა პროგ­რა­მულ ნა­წარ­მო­ე­ბებს: ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ,,ბედ­ნი­ე­რი ერი“; აკაკი წე­რეთ­ლის „ავად­მ­ყო­ფი“, იოსებ გრი­შაშ­ვი­ლის „გა­მოთხო­ვე­ბა ძველ თბი­ლის­თან“, პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის „წე­რი­ლი დე­დას“, გი­ვი გე­გეჭ­კო­რის „მუ­ხა სა­ბურ­თა­ლოს მო­ე­დან­ზე“, რომ­ლებ­შიც ეროვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, ავ­თენ­ტუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ამო­ცა­ნაა დას­მუ­ლი. მყის­ვე გახ­მი­ან­დე­ბა აკა­კი­სე­უ­ლი ფრა­ზა „თორ­ნი­კე ერის­თა­ვი­დან“: „ჩვე­ნი ლხი­ნი რომ ენა­ხათ, სირ­ცხ­ვი­ლი­თაც და­იწ­ვოდ­ნენ“. ზუ­რაბ ინაშ­ვილს სტკი­ვა მი­ტო­ვე­ბუ­ლი სო­ფე­ლიც და მი­უ­ხე­და­ვი ქა­ლა­ქიც, მე­გობ­რებ­თან ერ­თად ასუფ­თა­ვებს ვა­კის პარკს და კონ­კ­რე­ტუ­ლი ქმე­დე­ბით გა­მოვ­ლე­ნი­ლი პატ­რი­ო­ტიზ­მის მა­გა­ლითს აძ­ლევს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს, მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბას. მი­სი სიტყ­ვით, პატ­რი­ო­ტიზ­მი უნ­და იყოს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ყო­ველ­დღი­უ­რი რამ.

ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და სა­ხე­ლოვ­ნე­ბო საგ­ნე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბი­სას გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ინაშ­ვი­ლი­სე­უ­ლი ფილ­მე­ბი: „ქარ­თ­ვე­ლე­ბი მა­რი­ას თე­ატ­რ­ში“ /2002/, „მა­ეს­ტ­რო“ /1985/, „გა­მოთხო­ვე­ბა დონ კი­ხოტ­თან“ /2002/. ზუ­რაბ ინაშ­ვილ­მა ჩვე­უ­ლი პუნ­ქ­ტუ­ა­ლო­ბით შე­ას­რუ­ლა სა­პა­ტიო დაკ­ვე­თა. ვირ­ტუ­ო­ზი შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი ჩე­ლის­ტი რას­ტ­რო­პო­ვი­ჩი უკა­ნას­კ­ნე­ლად ას­რუ­ლებს ამ პარ­ტი­ას თა­ვის დიდ მე­გო­ბარ იაპო­ნელ დი­რი­ჟორ ოძა­ვას­თან, ასეთ სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო საქ­მე­ზე ქარ­თ­ვე­ლი დი­რი­ჟო­რის მიწ­ვე­ვა, უდი­დე­სი, ეპო­ქა­ლუ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მი­ერ, მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბის დას­ტუ­რია.

ცნო­ბილ­მა მუ­სი­კო­ლოგ­მა ქალ­ბა­ტონ­მა დო­დო გო­გუ­ამ ფილმს „გა­მოთხო­ვე­ბა დონ კი­ხოტ­თან“, მუ­სი­კათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბი­თი თვალ­საზ­რი­სით, უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა მის­ცა და აღ­ნიშ­ნა, რომ დი­დია კი­ნოპ­რო­დუქ­ტის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა მხატ­ვ­რუ­ლი და შე­მეც­ნე­ბი­თი თვალ­საზ­რი­სით, რამ­დე­ნა­დაც ის სცილ­დე­ბა ეროვ­ნუ­ლი, ლო­კა­ლუ­რი კულ­ტუ­რის ფარ­გ­ლებს და სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას იძენს. გა­ო­ცე­ბას იწ­ვევს რე­ჟი­სო­რის მი­ერ მა­ღა­ლი ხე­ლოვ­ნე­ბი­თა და სი­ზუს­ტით „ამო­კითხუ­ლი“ და კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­უ­ლად ტრან­ს­ფორ­მი­რე­ბუ­ლი პარ­ტი­ტუ­რა“ /დო­დო გო­გუა/. ფილ­მი შთამ­ბეჭ­და­ვი იქ­ნე­ბა საკ­ლა­სო ოთახ­ში ჩვე­ნე­ბი­სას, რად­გან მოს­წავ­ლე­ე­ბი მრა­ვალ­მ­ხ­რივ ისარ­გებ­ლე­ბენ რო­გორც სა­ნა­ხა­ო­ბი­თი, ეს­თე­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ასე­ვე ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და სა­ხე­ლოვ­ნე­ბო დარ­გებ­ში გათ­ვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბის მიზ­ნით. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი კი, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბი­სა და ამაღ­ლე­ბუ­ლი იდე­ა­ლე­ბის წვდო­მის რო­მან­ტი­კუ­ლი მო­წა­დი­ნე­ბის ილუს­ტ­რი­რე­ბა იქ­ნე­ბა. ან­ტი­სა­ო­მა­რი ტექ­ს­ტე­ბის /რე­ზო ჭე­იშ­ვი­ლის „მუ­სი­კა ქარ­ში“, გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის „სადღეგ­რ­ძე­ლო“ — „ამ მშვე­ნი­ერ­სა დი­ლა­სა“…/ სწავ­ლე­ბი­სას, მოს­წავ­ლე­ებს აუცი­ლებ­ლად ვეტყ­ვით, რომ ფილ­მ­ში სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კეს­ტ­რის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მუ­სი­კა ან­ტი­მი­ლი­ტა­რის­ტუ­ლი ჟღე­რა­დო­ბი­საა, რად­გან ის კომ­პო­ზი­ტორ­მა რი­ჰარდ შტრა­უს­მა და­წე­რა, რო­გორც ომის გა­მო სირ­ცხ­ვი­ლის გან­ც­და, დან­გ­რე­უ­ლი გერ­მა­ნი­ის, გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის და­ტი­რე­ბა. მუ­სი­კა, ტრა­გიზ­მი­სა და ელე­გი­უ­რი ინ­ტო­ნა­ცი­ის გარ­და, დონ-კი­ხო­ტურ ჩა­ნა­ფიქ­რებ­საც მო­ი­ტანს ჩვე­ნამ­დე და სი­კე­თის თე­მის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ი­სათ­ვის მოგ­ვამ­ზა­დებს. ზუ­რაბ ინაშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში სის­ტე­მა­ტუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა და დაკ­ვირ­ვე­ბა ცხად­ყოფს, დი­დია რე­ჟი­სო­რის კომ­პე­ტენ­ცია მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად, იდე­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. ღრმა ფსი­ქო­ლო­გიზ­მის გარ­და, მოს­წავ­ლე­ე­ბი შეძ­ლე­ბენ, თვა­ლი გა­ა­დევ­ნონ სო­ცი­ო­ლო­გი­ურ და დე­მოგ­რა­ფი­ულ ხედ­ვებს, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­მო­ქა­ლა­ქო და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საგ­ნე­ბის შეს­წავ­ლი­სას. პი­როვ­ნე­ბის სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის, კულ­ტუ­რი­სა და ბი­ო­ე­თი­კის დი­ლე­მე­ბის ჩვე­ნე­ბი­სას. სი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი გა­მოდ­გე­ბა სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფის — ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო და სა­ხე­ლოვ­ნე­ბო დის­ციპ­ლი­ნე­ბის — და­სა­ახ­ლო­ებ­ლად.

ზუ­რაბ ინაშ­ვი­ლის მი­ერ შერ­ჩე­უ­ლი ლი­რი­კუ­ლი მუ­სი­კა ზო­მი­ე­რი დრა­მა­ტიზ­მით, სევ­დით ან სა­ნუ­გე­შო აკორ­დე­ბის პე­და­ლი­რე­ბით გა­ნივ­რ­ცო­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ს­ტის თა­ნაჟ­ღე­რა­დო­ბა­ზე. იქ­მ­ნე­ბა კონ­ტექ­ს­ტი, ცხოვ­რე­ბის მთლი­ა­ნო­ბი­სა და ავ­კარ­გი­ა­ნო­ბის კვალ­დაკ­ვალ, იდი­ლი­უ­რი ან­ტუ­რა­ჟი, ხა­სი­ა­თის ამა­მაღ­ლე­ბე­ლი ფო­ნი, რო­მე­ლიც თა­ვის­თა­ვად იწ­ვევს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გან­ც­და­სა და ეროვ­ნუ­ლი ნი­ჰი­ლიზ­მის დამ­ძ­ლევ მო­ტი­ვა­ცი­ას. გვას­წავ­ლის ინ­ფან­ტი­ლიზ­მის წილ კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბას, ინ­დი­ფე­რენ­ტიზ­მის წილ შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბას, ახალ კონ­ტექ­ს­ტ­ში აცოცხ­ლებს ილი­ას „აჩ­რ­დი­ლი­სე­ულ“ კონ­ცეპ­ტებს. ზუ­რაბ ინაშ­ვილს სურ­და ყო­ვე­ლი ღირ­ს­სახ­სო­ვა­რი ფე­ნო­მე­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა კულ­ტუ­რულ-ის­ტო­რი­ულ მეხ­სი­ე­რე­ბა­ში, რად­გან მის­თ­ვის მე­ტად ფა­სობ­და სი­ნამ­დ­ვი­ლე და მუ­დამ ენა­ნე­ბო­და მას­თან და­შო­რე­ბა.

მი­სი ფილ­მე­ბი სი­კე­თი­სა და ამაღ­ლე­ბუ­ლი იდე­ა­ლე­ბის და­მამ­კ­ვიდ­რე­ბე­ლია. რე­ჟი­სო­რი მხო­ლოდ იმ­დე­ნად შე­ჩერ­დე­ბა ნე­გა­ტივ­ზე, რამ­დე­ნა­დაც მი­სი დაძ­ლე­ვის გზე­ბის პოვ­ნაა აუცი­ლე­ბე­ლი. მი­სი სი­ახ­ლო­ვე სას­კო­ლო სას­წავ­ლო მა­სა­ლა­სა და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტის თი­თო­ე­ულ პუნ­ქ­ტ­თან, ინ­ფორ­მა­ცი­ის სან­დო­ო­ბა და ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ში­ნა­არ­სი, ცოდ­ნის ფუნ­ქ­ცი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბის რე­ა­ლუ­რი სფე­რო­ე­ბის მო­ნიშ­ვ­ნა, ჰუ­მა­ნის­ტუ­რი იდე­ე­ბის ხაზ­გას­მა და რაც კი­დევ უფ­რო მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბის მი­ერ მი­სი მი­ღე­ბა, მო­წო­ნე­ბა, აღი­ა­რე­ბა და მოთხოვ­ნა სავ­სე­ბით უხ­ს­ნის გზას ზუ­რაბ ინაშ­ვი­ლის, რო­გორც კლა­სი­კო­სი­სა და მა­რად თა­ნა­მედ­რო­ვე შე­მოქ­მე­დის, მთელ კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბას სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში და­სამ­კ­ვიდ­რებ­ლად.

 

ნი­ნო ტო­ნია

ა/ა/იპ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სამ­ტ­რე­დი­ის მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლა და ლი­ტე­რა­ტუ­რა:

♦ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის დო­კუ­მენ­ტი;

♦ დო­დო გო­გუა, მუ­სი­კო­ლო­გი­უ­რი ნარ­კ­ვე­ვე­ბი/ხელ­ნა­წე­რის უფ­ლე­ბით, 2018/;

♦ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა

http://ncp.ge/ge/curriculum/satesto-seqtsia/akhali-sastsavlo-gegmebi-2018-2024/sabazo-safekhuri-vi-ix-klasebi-proeqti-sadjaro-gankhilvistvis-;

♦ ბუ­ბა ხო­ტი­ვა­რი, „კი­ნო­ა­ნა­ტო­მია“ https://www.youtube.com/watch?v=vR_QkERE0uc

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები