27 ივლისი, შაბათი, 2024

ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია – ხშირად დასმული კითხვები და პასუხები

spot_img

⇒ ფიზიკა

♦ ფიზიკის ღია დავალებებში ამოხსნისას ყველა მოქმედება უნდა ჩანდეს?
პასუხების ფურცელზე მოკლედ, თუმცა ნათლად უნდა აისახოს ამოცანის ამოხსნის თითოეული ეტაპი, ანუ ამოხსნის  თანმიმდევრული ლოგიკური ჯაჭვი, რომელიც გამსწორებელმა მკაფიოდ უნდა დაინახოს. მხოლოდ პასუხის მითითება არ არის საკმარისი, ასეთი პასუხი არ შეფასდება.
♦ ფიზიკაში რომელი ფორმულები უნდა ვიცოდეთ?
ფორმულების დაზეპირება საჭირო არ არის. ფიზიკურ სიდიდეთა შორის ურთიერთდამოკიდებულება გააზრებული უნდა გქონდეთ. სწორედ ეს დაგეხმარებათ მაღალი ქულის მიღებაში.

⇒ ქიმია

♦ შეიცვალა თუ არა ქიმიის ტესტის ფორმატი? 
ქიმიის ტესტის ფორმატი არსებითად უცვლელია. მცირედი ცვლილება შეეხო   ე. წ. შესაბამისობების დავალებებს, რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია მოცემულია კრებულში „როგორ მოვემზადოთ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – ქიმია“.  კერძოდ, შეიცვალა  არჩევითპასუხებიანი ანუ დახურული დავალებების გადანაწილება. ეს მოხდა ე. წ. შესაბამისობების დავალებების  ხარჯზე, რომლებიც, ფაქტობრივად, რამდენიმე დახურული დავალების ერთობლიობას წარმოადგენდა. მათ ნაცვლად იქნება ცალკეული დახურული კითხვები. ტესტის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა იგივეა, რაც წინა წლებში იყო. ასევე არ შეცვლილა საგამოცდო პროგრამა. გარდა ამისა, კრებულში შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორი იქნებოდა შარშანდელი ტესტი, ამ ფორმატით რომ ყოფილიყო შედგენილი.
 
♦ ქიმიაში რეაქციების ტოლობის შედგენისას რას მივაქციოთ ყურადღება?
ყურადღება მიაქციეთ ნივთიერებათა ფორმულების სწორად წერას და რეაქციის ტოლობის გათანაბრებას. ასევე გაითვალისწინეთ, რა შემთხვევაში წარიმართება რეაქცია და რა შემთხვევაში – არა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იონური მიმოცვლის რეაქციათა ტოლობების შედგენისას.
♦ არითმეტიკული შეცდომების შემთხვევაში ქიმიაში ქულა დაგვაკლდება?
დიახ, ქულა დაგაკლდებათ. ამიტომ გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ გამოთვლებს. საერთოდ ამოცანებში რთული გამოთვლები არაა ხოლმე შესასრულებელი. აქვე აღვნიშნავთ, რომ თუ ამოცანის ამოხსნის გზა სწორია და არითმეტიკული გამოთვლისას დაშვებულია ერთი შეცდომა, რომელმაც არასწორი პასუხების მიღება გამოიწვია, მხოლოდ ერთი ქულა დაგაკლდებათ. შეფასების ასეთ დეტალებს შეგიძლიათ დაწვრილებით გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეფასების სქემებში.
⇒ ბიოლოგია
♦ რომელია ბიოლოგიაში ხშირად დაშვებული შეცდომები?
ბიოლოგიაში დავალების შესრულებისას დაშვებული შეცდომები რიგ შემთხვევებში გამოწვეულია უყურადღებობითა და ინსტრუქციების გაუთვალისწინებლობით. მაგალითად:
გენეტიკურ დავალებას თან ახლავს მითითება – „პირველ შეკითხვაზე არასწორი პასუხის გაცემის ან სხვა სიმბოლოების გამოყენების შემთხვევაში დანარჩენი პასუხები არ შეფასდება“. სამწუხაროდ, ამ მითითებას აბიტურიენტები ხანდახან არ აქცევენ ყურადღებას და თვითნებურად ცვლიან სიმბოლოებს.
აბიტურიენტებს ზოგჯერ უძნელდებათ პროგრამული თეორიული მასალიდან მაგალითების შერჩევა, ურთიერთდაკავშირება (ანალიზი – სინთეზი) და შესაბამისი დასკვნების გამოტანა. ინტეგრირებული დავალების შესასრულებლად საჭიროა როგორც თეორიული მასალის საფუძვლიანი ცოდნა, ისე მათი განზოგადება და მართებული დასკვნის გაკეთება.
გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ დავალებაში შეკითხვა ისეა დასმული, რომ  კონკრეტულ, ამომწურავ პასუხს მოითხოვს. არასრული ან ნახევრად სწორად გაცემული პასუხი დადებითად არ შეფასდება.
♦ ბიოლოგიაში პასუხები სჯობს ვრცლად დავწეროთ თუ მოკლედ? მოკლედ დაწერილი პასუხი სრულად ჩაითვლება?
პასუხის მოცულობას მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, სწორი იყოს და დავალების პირობას შეესაბამებოდეს.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები