13 აპრილი, შაბათი, 2024

ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტი – KIU სტუდენტების მიღებას აგრძელებს

spot_img

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) აგრძელებს სტუდენტების მიღებას საბაკალავრო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლისთვის. საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველ აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 3 აპრილის (18:00 საათამდე), ხოლო საგნის შეცვლა ან დამატება 13 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ.  პირველად რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანა (მათ შორის, უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო პროგრამის ცვლილება) იწარმოებს ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ბოლომდე.

ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ლიდერი სახელმწიფო უნივერსიტეტი – KIU  2023-2024 სასწავლო წლისთვის სტუდენტების მიღებას ბაკალავრიატის შემდეგ ინგლისურენოვან პროგრამებზე აგრძელებს:

1970101 – 
მათემატიკა

ძირითადი მიმართულებები: ანალიზი; წრფივი ალგებრა; ალბათობა და სტატისტიკა; რიცხვითი მეთოდები; ოპტიმიზაციის მეთოდები. სპეციალიზაცია შესაძლებელია არჩევითი კურსების ხარჯზე.

1970102 – კომპიუტერული მეცნიერება

პროგრამული კონცენტრაციები: ენებზე დაფუძნებული ტექნოლოგიები; სისტემის არქიტექტურა; ციფრული სისტემები; მონაცემთა ბაზები; ლოგიკა და ავტომატური დასკვნები; პროგრამული ინჟინერია; განაწილებული სისტემები; ხელოვნური ინტელექტი.

1970103 – მენეჯმენტი

პროგრამული კონცენტრაციები: ოპერაციების და მიწოდების ჯაჭვის მართვა; მარკეტინგი, სტრატეგია და ლიდერობა; ეკონომიკა და პოლიტიკა; ფინანსები და ბუღალტრული აღრიცხვა; ინოვაციები და მეწარმეობა.

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) რეიტინგში ლიდერ პოზიციას იკავებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციის თანახმად, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, 14 სახელმწიფო უნივერსიტეტსა და  53 ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, KIU პირველ ადგილზეა.  

გასულ წელს TUM International-ისა და ევროპელი ექსპერტების მიერ KIU დასახელდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მზარდი, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრესული საგანმანათლებლო ჰაბი ამიერკავკასიის რეგიონში.

KIU-ს შესახებ:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ევროპული სტანდარტის საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც შემუშავებულია მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან – მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) თანამშრომლობით. სწავლა ხორციელდება ქართველი და უცხოელი პროფესორების მიერ და მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.

KIU-ში სტუდენტებს ელოდებათ 180 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშლილი ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ულტრათანამედროვე კამპუსი, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი და სასწავლო კორპუსები, თანამედროვე ლაბორატორიები და ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურა, მრავალფეროვანი სტუდენტური პროგრამები, სტუდენტური პროექტებისა და სტარტაპების მხარდამჭერი პროგრამა, კონკურსები, ოლიმპიადები, პროფესიული კლუბები, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები, სამეცნიერო სემინარები და ვორქშოფები. წარჩინებულ სტუდენტებს KIU სთავაზობს სხვადასხვა სახის სტიპენდიას, სტაჟირებასა და გაცვლით პროგრამას.

გრანტებისა და სტიპენდიების შესახებ დეტალები იხილეთ KIU სტუდენტური გრანტების ფონდის სახელმძღვანელოში.

KIU-ს ბაკალავრიატის პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და ამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ვებგვერდზე განთავსებულ აბიტურიენტთა ცნობარში. 

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სარეგისტრაციო კოდია – 197.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები