29 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2023

ქე­ი­სე­ბით სწავ­ლე­ბა და მი­სი შე­დე­გე­ბი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში

spot_img

 

 

ჯილ­და ლო­მი­ძე

სსიპ ნი­კო ნი­კო­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის ხა­შუ­რის მუ­ნი­ვი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ფლე­ვის სა­ჯა­რო სკო­ლის (ში­და ქარ­თ­ლი) მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი

საგ­ნის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბი­სას მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რაქ­ცია საკ­ლა­სო ოთახ­ში, რაც, თა­ვის მხრივ, და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმ რე­სურ­სებ­ზე, რო­მელ­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი სთა­ვა­ზობს მოს­წავ­ლე­ებს. წარ­სულ­ში დარ­ჩა ლექ­ცი­უ­რი ტი­პის გაკ­ვე­თი­ლე­ბი, სა­დაც დო­მი­ნან­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო და მოს­წავ­ლე­ე­ბი მხო­ლოდ მსმე­ნე­ლის როლს ას­რუ­ლებ­დ­ნენ. დღეს არ­სე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, დავ­გეგ­მოთ მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი,მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ მოს­წავ­ლე, გავ­ზარ­დოთ მი­სი მო­ტი­ვა­ცია და ჩავ­რ­თოთ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თი­თო­ე­ულ სა­განს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის სხვა­დას­ხ­ვა მიზ­ნე­ბი აქვს. მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის მიზ­ნე­ბი­დან ამ­ჯე­რად შევ­ჩერ­დე­ბი მხო­ლოდ შემ­დეგ­ზე:

♦ მოს­წავ­ლეს გა­მო­უ­მუ­შა­ოს მო­ქა­ლა­ქის­თ­ვის სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბი (თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის, კონ­ფ­ლიქ­ტის მარ­თ­ვის, სა­მე­წარ­მეო და ფი­ნან­სუ­რი);

♦ მოს­წავ­ლეს გა­მო­უ­მუ­შა­ოს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი/და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი (ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის პა­ტი­ვის­ცე­მა, ტო­ლე­რან­ტო­ბა).

ამ მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა ქე­ი­სე­ბით სწავ­ლე­ბა და მი­სი ეფექ­ტუ­რად და­ნერ­გ­ვა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში.

ქე­ი­სე­ბი შე­და­რე­ბით ახა­ლი სტრა­ტე­გიაა. ეს არის მოთხ­რო­ბე­ბი, სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი ან გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­ებს სთა­ვა­ზობს გა­და­უჭ­რელ და პრო­ვო­კა­ცი­ულ სა­კითხებს, სი­ტუ­ა­ცი­ებს ან კითხ­ვებს (ინ­დი­ა­ნას უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სას­წავ­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, 2005). ქე­ი­სე­ბით სწავ­ლე­ბის მე­თო­დი არის სწავ­ლა მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, დის­კუ­სი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გზა, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბი იძე­ნენ კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და ჯგუ­ფუ­რი დი­ნა­მი­კის უნა­რებს. ეს არის პრობ­ლე­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლის ტი­პი, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მოს­წავ­ლე­ებს სი­ტუ­ა­ცი­უ­რი მა­გა­ლი­თი გა­ნი­ხი­ლონ, რო­გორც სა­ერ­თო საკ­ლა­სო, ისე მცი­რე ჯგუ­ფებ­ში.

ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­მარ­ტე­ბის გარ­და სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ეს მე­თო­დი:

არის პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­გორც მოს­წავ­ლე­სა და მას­წავ­ლე­ბელს, ასე­ვე მოს­წავ­ლე­ებს შო­რის;

ხელს უწყობს უფ­რო ეფექ­ტურ კონ­ტექ­ს­ტუ­ა­ლურ სწავ­ლე­ბას და გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვას;

იგი პა­სუ­ხობს კითხ­ვებს: „როგორ“ და „რატომ“, რაც, თა­ვის მხრივ, ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­ებ­ში კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას;

აძ­ლევს მოს­წავ­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას „მიმო­ი­ხე­დონ გარ­შე­მო“ და და­ი­ნა­ხონ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბი.

ბრუ­ნე­რი აცხა­დებს, რომ ქე­ი­სე­ბით სწავ­ლე­ბის მე­თო­დი ეფექ­ტუ­რია. ის იყე­ნებს აქ­ტი­ურ სწავ­ლე­ბას, გუ­ლის­ხ­მობს სა­კუ­თა­რი თა­ვის აღ­მო­ჩე­ნას, სა­დაც მას­წავ­ლე­ბე­ლი მხო­ლოდ ფა­სი­ლი­ტა­ტო­რის როლ­შია. გარ­და ამი­სა, ამ მე­თო­დის სა­შუ­ა­ლე­ბით, მოს­წავ­ლე­ებ­მა უნ­და შე­ი­მუ­შა­ონ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის უნა­რი. იგი აყა­ლი­ბებს სას­წავ­ლო გა­რე­მოს იდე­ე­ბის გაც­ვ­ლით, რაც ნდო­ბას და პა­ტი­ვის­ცე­მას ნერ­გავს მოს­წავ­ლე­ებ­ში.

რო­გორც სწავ­ლე­ბის ყვე­ლა მე­თოდს, ქე­ი­სე­ბით სწავ­ლე­ბა­საც აქვს თა­ვი­სი უარ­ყო­ფი­თი მხა­რე. რო­გორც ვი­ცით, თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს აქვს სა­კუ­თა­რი არაც­ნო­ბი­ე­რი მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლო­ბა, რაც აიძუ­ლებს მას, მი­ი­ღოს სუ­ბი­ექ­ტუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი „კულ­ტუ­რის სათ­ვა­ლი­დან“ შე­ხე­დოს, აღიქ­ვას და გა­ი­აზ­როს სი­ტუ­ა­ცია. ქე­ი­სე­ბის სწავ­ლე­ბის ერთ-ერ­თი მი­ზა­ნი სწო­რედ  ამ მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლო­ბის გავ­ლე­ნის შე­ზღუდ­ვაა და თუ ამ აქ­ტი­ვო­ბას სწო­რად და გო­ნივ­რუ­ლად წარ­ვ­მარ­თავთ, ზე­მოხ­სე­ნე­ბულ უარ­ყო­ფით ფაქ­ტორ­საც იოლად გა­დავ­ლა­ხავთ. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­ჭი­როა, მას­წავ­ლე­ბელ­მა მოს­წავ­ლე­თა ყუ­რადღე­ბა  ფაქ­ტე­ბის­კენ  მი­აპყ­როს და  ფაქ­ტებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბით მოს­წავ­ლე უკ­ვე თა­ვად გან­საზღ­ვ­რავს სწო­რად, რა არის ფაქ­ტი და რა მო­საზ­რე­ბა, რომ შე­საძ­ლოა მის მი­ერ და­ნა­ხუ­ლი პრობ­ლე­მა სუ­ლაც არ იყოს ის, რი­სი და­ნახ­ვაც მას სურს. შე­სა­ბა­მი­სად, მოს­წავ­ლე დაძ­ლევს ქვეც­ნო­ბი­ერს და, სა­ვა­რა­უ­დოდ, სწორ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს.

ქე­ი­სე­ბით სწავ­ლე­ბა რომ ეფექ­ტუ­რი იყოს და შე­დეგ­ზე გაგ­ვიყ­ვა­ნოს, აუცი­ლე­ბე­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ:

♦ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ქე­ი­სი იყოს მცი­რე ზო­მის, რა­თა მოხ­დეს პრობ­ლე­მის ეფექ­ტუ­რი გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა;

♦ თე­მა უნ­და იყოს ნაც­ნო­ბი. თუ სი­ტუ­ა­ცი­უ­რი ამო­ცა­ნა შე­ი­ცავს სხვა­დას­ხ­ვა დე­მოგ­რა­ფი­ულ მო­ნა­ცე­მებ­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებს, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის უც­ნო­ბია და შეს­წავ­ლას სა­ჭი­რო­ებს, ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ქე­ი­სე­ბით სწავ­ლე­ბის მე­თო­დი იქ­ნე­ბა არა­ე­ფექ­ტუ­რი;

♦ მას­წავ­ლე­ბელ­მა სწო­რად შე­არ­ჩი­ოს თე­მა, რო­მელ­შიც კონ­კ­რე­ტუ­ლად იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრობ­ლე­მა. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მოს­წავ­ლე­ებს ყუ­რადღე­ბის კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ უშუ­ა­ლოდ პრობ­ლე­მა­სა და მი­სი გა­დაჭ­რის გზებ­ზე;

♦ გან­სა­ხილ­ვე­ლი ქე­ი­სი უნ­და შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ მიზ­ნებს და შე­დე­გებს, სას­წავ­ლო თე­მას, სა­მიზ­ნე აუდი­ტო­რი­ის ასა­კობ­რივ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს;

♦ არ უნ­და შე­ი­ცავ­დეს დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ულ ელე­მენ­ტებს, მი­სა­ღე­ბი უნ­და იყოს  ნე­ბის­მი­ე­რი ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლი­სა თუ რე­ლი­გი­უ­რი აღ­მ­სა­რებ­ლო­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის­თ­ვის. არ უნ­და ლა­ხავ­დეს მათ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, ფა­სე­უ­ლო­ბებს და ეჭ­ვ­ქ­ვეშ არ უნ­და აყე­ნებ­დეს მათ კულ­ტუ­რა­ში მი­ღე­ბულ ცხოვ­რე­ბის წე­სებს.

ასე რომ, ქე­ი­სე­ბით სწავ­ლე­ბის მე­თოდს აქვს ბევ­რად მე­ტი უპი­რა­ტე­სო­ბა, ვიდ­რე უარ­ყო­ფი­თი მხა­რე. თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი სწო­რად გან­საზღ­ვ­რავს და და­გეგ­მავს, შე­დე­გიც სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დი სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს პე­და­გოგს, გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს მოს­წავ­ლე­თა ჩა­ნა­წე­რე­ბი და ანა­ლი­ზის შე­დე­გად გა­ი­გოს პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის რო­გო­რი უნარ-ჩვე­ვე­ბი აქვს თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს, რის შემ­დე­გაც მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლეს მის­ცემს შე­სა­ბა­მის უკუ­კავ­შირს, რაც და­ეხ­მა­რე­ბა მას, ჩა­უღ­რ­მავ­დეს სა­კუ­თარ შეც­დო­მას და კონ­ტ­რო­ლი გა­უ­წი­ოს პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის პრო­ცესს.

აღ­ნიშ­ნულ მე­თოდს ჩემს პრაქ­ტი­კა­ში სის­ტე­მა­ტუ­რად და  ეფექ­ტუ­რად ვი­ყე­ნებ. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში არ­სე­ბულ ქე­ი­სებ­თან ერ­თად მოს­წავ­ლე­ებ­თან შე­მაქვს ჩემ მი­ერ შედ­გე­ნი­ლი, პრობ­ლე­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­უ­რი მა­გა­ლი­თე­ბი, რომ­ლე­ბიც სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ პრი­ო­რი­ტე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დი და­მეხ­მა­რა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში  აქ­ტი­უ­რად ჩა­მერ­თო ისე­თი მოს­წავ­ლე­ე­ბი, რო­მ­ლე­ბიც ვერ ახერ­ხე­ბენ თე­ო­რი­უ­ლი მა­სა­ლის შეს­წავ­ლას. ამ მე­თოდ­მა სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა, მო­მეხ­დი­ნა და­ბა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ინ­ტე­რაქ­ცია. ჩემს მოს­წავ­ლე­ებს მოს­წონთ, რო­დე­საც თა­ვად პო­უ­ლო­ბენ პრობ­ლე­მას, მსჯე­ლო­ბენ და ეძე­ბენ მი­სი გა­დაჭ­რის გზებს, რაც, თა­ვის მხრივ, ხელს უწყობს კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის, პრობ­ლე­მის ამოც­ნო­ბის, კვლე­ვა-ძი­ე­ბის, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის და სხვი­სი აზ­რის პა­ტი­ვის­ცე­მის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

წარ­მო­გიდ­გენთ ჩემ მი­ერ შექ­მ­ნილ ერთ-ერთ ქე­ისს, რო­მე­ლიც შე­ე­სა­ბა­მე­ბა მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ პრი­ო­რი­ტე­ტულ თე­მას, კერ­ძოდ, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს.

„ჩვენს ქუ­ჩა­ზე მრა­ვალ­შ­ვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი ცხოვ­რობს. მათ საცხოვ­რე­ბელს სახ­ლ­საც ვერ უწო­დებ, სად­გო­მი უფ­როა: ფარ­ღა­ლა­ლა კედ­ლე­ბი და დამ­ტ­ვ­რე­უ­ლი სა­ხუ­რა­ვი აქვს. არც არა­ვინ ცდი­ლობს მის შე­კე­თე­ბას. ქა­რი და წვი­მა, ალ­ბათ, ოჯა­ხის ხში­რი სტუ­მა­რია. ამი­ტო­მაა, რომ მა­თი ეზო­დან ხში­რად ხვე­ლე­ბა ის­მის. ალ­ბათ ბავ­შ­ვე­ბი გა­ცი­ე­ბუ­ლი არი­ან. ექი­მი და წა­მა­ლი თვა­ლით არ უნა­ხავთ, თა­ვად­ვე გა­მო­კეთ­დე­ბი­ან ხოლ­მე. თუმ­ცა მა­თი უმ­ც­რო­სი ძმა სუს­ტი და სა­ეჭ­ვოდ ფერ­მ­კ­რ­თა­ლია.

ოჯა­ხის მა­მა ბა­ზარ­ში მტვირ­თა­ვად მუ­შა­ობს. სა­ღა­მო­ო­ბით მთვრა­ლი ბრუნ­დე­ბა და ბაზ­რი­დან მორ­ჩე­ნი­ლი პრო­დუქ­ტი მო­აქვს. ალ­ბათ, გა­დამ­ყიდ­ვე­ლე­ბი რა­საც ვერ ყი­დი­ან, უფა­სოდ აძ­ლე­ვე­ნო, – დე­დამ თქვა.

ხო, იმას ვამ­ბობ­დი, ოჯა­ხის უფ­რო­სი მთვრა­ლი ბრუნ­დე­ბა და აი, მა­შინ იწყე­ბა, რაც იწყე­ბა. ამ დროს მა­მა ამ­ბობს: „დაიწყო უფა­სო კონ­ცერ­ტიო“ და ტე­ლე­ვი­ზორს ხმა­მა­ღალ­ზე აყე­ნებს, რომ მე­ზობ­ლებ­თან ამ­ტყ­დარ­მა ხმა­ურ­მა და გი­ნე­ბის ხმამ ჩვე­ნამ­დე ნაკ­ლე­ბად მო­აღ­წი­ოს.

დე­დამ რამ­დენ­ჯერ­მე სცა­და ჩა­რე­ვა, პატ­რულს და­ვუ­რე­კა­ვო, მაგ­რამ მა­მამ მკაც­რად შე­ა­ჩე­რა: „რაც ჩვე­ნი საქ­მე არ არის, ნუ ერე­ვიო“.

ბავ­შ­ვე­ბის სა­ხე­ლე­ბიც კი არ ვი­ცით. უბ­ნის ბავ­შ­ვებ­თან არას­დ­როს თა­მა­შო­ბენ. რომც მო­ინ­დო­მონ, არც კი ვი­ცი, მოგ­ვინ­დე­ბა თუ არა მათ­თან თა­მა­ში. უფ­რო­სი ძმა მგო­ნი სკო­ლა­შიც არ და­დის.ყო­ველ დი­ლით მა­მა­მის­თან ერ­თად მი­დის და სახ­ლ­შიც მას­თან ერ­თად გვი­ან ბრუნ­დე­ბა. და­ნარ­ჩე­ნე­ბი ჯერ პა­ტა­რე­ბი არი­ან.

ერ­თი სიტყ­ვით, თით­ქოს სხვა სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რო­ბენ,  სა­დაც, რო­გორც მა­მა ამ­ბობს, ჩვენ არა­ფე­რი გვე­საქ­მე­ბა“.

  1. თქვე­ნი აზ­რით, ბავ­შ­ვ­თა რო­მე­ლი უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღ­ვე­ვა ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში?
  2. ვის ეკის­რე­ბა პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა?
  3. გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია თუ არა მთხრო­ბე­ლის ოჯა­ხის პო­ზი­ცია? რა შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყ­ვეს „სხვის საქ­მე­ში არ ვე­რე­ვის“ პო­ლი­ტი­კას?
  4. თქვენ რო­გორ მო­იქ­ცე­ო­დით მთხრო­ბე­ლის ად­გი­ლას?

აღ­ნიშ­ნუ­ლი ქე­ი­სი და­მეხ­მა­რა მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ფიქ­რე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­ზე, უკეთ გა­ი­აზ­რეს რა უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყ­ვეს ადა­მი­ა­ნის გულ­გ­რი­ლო­ბას, გა­ნუ­ვი­თარ­დათ ემ­პა­თი­ის უნა­რი და და­ფიქ­რ­დე­ნენ იმა­ზე, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი შე­საძ­ლე­ბე­ლია თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­დეს და თუ ჩვენც აღ­მოვ­ჩ­ნ­დე­ბით მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა ვიგ­რ­ძ­ნოთ სხვი­სი თა­ნად­გო­მა.

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

Barnes, L. B., Christensen, C. R., & Hansen, A. J. (1994). Teaching and the case method (3rd ed.). Boston: Harvard Business School Press.

Boehrer, J, & Linsky, M. (1990). Teaching with cases: Learning to question. In M. D. Svinicki (Ed.), New Directions for Teaching and Learning: No. 42, The changing face of college teaching. San Francisco: Jossey-Bass.

Bruner, R. (2002). Socrates’ muse: Reflections on effective case discussion leadership. New York: McGraw-Hill.

Christensen, C. R., Garvin, D. A., & Sweet, A. (Eds.). (1991). Education for judgment: The artistry of discussion leadership. Boston: Harvard Business School Press.

Indiana University, Bloomington, Campus Instructional Consulting. (n.d.). Teaching with the case method. In Indiana University Teaching Handbook. Retrieved June 23, 2010, from http://www.teaching.iub.edu/wrapper – big.php? section-id=case

Mitchell, T., & Rosenstiel, T. (2003). Background and tips for case study teaching. Retrieved June 23, 2010, from http://www.journalism.org/node/1757

 

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები