ქე­თე­ვან ლო­სა­ბე­რი­ძე – ერ­თა­დერ­თი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ქა­ლი მშვილ­დოს­ნო­ბა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან, ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან და ევ­რო­პი­დან!

0
264
ირაკ­ლი თა­ვა­ძე

 

ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნო­ბა სპორ­ტ­ში მწვერ­ვა­ლია, უმაღ­ლე­სი მიღ­წე­ვა, რად­გან ამა­ზე უფ­რო მე­ტი ტი­ტუ­ლი არ არ­სე­ბობს, და თით­ქოს მე­ტი გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბა რა­ღა გინ­დათ, მაგ­რამ მათ შო­რი­საც არი­ან გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი: ვინ ორი, სა­მი ან სუ­ლაც მრა­ვალ­გ­ზის ჩემ­პი­ო­ნია, ვინ – ამა თუ იმ სა­ხე­ო­ბა­შია პირ­ვე­ლი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი, ვინ – თა­ვი­სი ქვეყ­ნი­და­ნაა ამ ტი­ტუ­ლის მომ­პო­ვე­ბე­ლი პირ­ვე­ლი ათ­ლე­ტი… მშვილ­დო­სა­ნი ქე­თე­ვან ლო­სა­ბე­რი­ძე კი იმი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ ევ­რო­პი­დან დღემ­დე ერ­თა­დერ­თი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნია ქალ­თა შო­რის. მარ­თა­ლია, სპორ­ტის ამ უძ­ვე­ლეს და ერ­თ­გ­ვა­რად რო­მან­ტი­კულ სა­ხე­ო­ბა­ში, უძ­ვე­ლეს დრო­ში კა­ცობ­რი­ო­ბა შიმ­ში­ლის­გან რომ იხ­ს­ნა და მის პროგ­რეს­ში დი­დი წვლი­ლი და­ი­დო, ტონს აზი­ე­ლე­ბი იძ­ლე­ვი­ან, უპირ­ვე­ლე­სად – სამ­ხ­რეთ კო­რე­ე­ლე­ბი, შემ­დეგ – ჩი­ნე­ლე­ბი, თუმ­ცა მშვილ­დოს­ნო­ბა უძ­ვე­ლეს ევ­რო­პე­ლებ­შიც (ასე­ვე – ამე­რი­კე­ლებ­შიც) უძ­ვე­ლე­სი სა­მო­ნა­დი­რეო-სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო იარა­ღი იყო (იქა­უ­რე­ბიც ზუს­ტად და­ნარ­ჩე­ნე­ბი­ვით იხ­ს­ნა შიმ­ში­ლის­გან) და სპორ­ტულ მშვილ­დოს­ნო­ბა­ში მა­თაც უდი­დე­სი სკო­ლა შექ­მ­ნეს, მაგ­რამ ქალ­თა­გან, ლო­სა­ბე­რი­ძის გარ­და, ვე­რა­ვინ და­ლაშ­ქ­რა ოლიმ­პი­უ­რი მწვერ­ვა­ლი. არა­და, ვა­ჟებ­ში ეს ამ­ბა­ვი ევ­რო­პის­თ­ვის სუ­ლაც არაა „უცხო ხი­ლი“. ვერ გეტყ­ვით, რა­ტომ ხდე­ბა ეს, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ასეა: ლო­სა­ბე­რი­ძე 1980 წლის მოს­კო­ვის ოლიმ­პი­ა­დის გმი­რი გახ­და. დი­ახ – გმი­რი, არა­ფერს ვა­ჭარ­ბებ, რა­საც ისიც ადას­ტუ­რებს, რომ იმა­ვე 1980 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტ­ს­მე­ნად და­ა­სა­ხე­ლეს. მა­შინ მომ­დევ­ნო ად­გი­ლებ­ზე იმა­ვე ლიმ­პი­ა­დის ჩემ­პი­ო­ნე­ბი – ბერ­ძ­ნულ-რო­მა­უ­ლად მო­ჭი­და­ვე ვახ­ტანგ ბლა­გი­ძე და ძი­უ­დო­ის­ტი შო­თა ხა­ბა­რე­ლი გა­ვიდ­ნენ, მაგ­რამ ჩვენ­ში ძი­უ­დოს ან ჭი­და­ო­ბის­გან წარ­მა­ტე­ბა ვის უკ­ვირს, მშვილ­დო­ს­ნის ეგ­ზომ მიღ­წე­ვამ კი არა­თუ სა­ქარ­თ­ვე­ლო, ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და მთე­ლი ევ­რო­პა გა­ა­ხა­რა.

დღეს ძნე­ლი სათ­ქ­მე­ლია, თა­ვი­დან სად, დე­და­მი­წის რო­მელ კუთხე­ში, რო­მელ­მა ტომ­მა თუ ადა­მის მოდ­გ­მამ გა­მო­ი­გო­ნა მშვილდ-ისა­რი – ვის მო­უ­ვი­და თავ­ში აზ­რად, მო­ე­ღუ­ნა ხის ტო­ტი, ზედ დღე­ვან­დე­ლი ლა­რის წი­ნა­პა­რი რა­ღაც თო­კის­მაგ­ვა­რი გა­ე­ბა, მე­რე წა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი ისა­რიც გა­ე­კე­თე­ბი­ნა და იმით ენა­დი­რა, ანუ და­ზუს­ტე­ბით არა­ვინ იცის მი­სი წარ­მო­შო­ბის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მრის­ხა­ნე საბ­რ­ძო­ლო იარა­ღა­დაც იქ­ცა. სა­მა­გი­ე­როდ, და­ზუს­ტე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი, რომ სპორ­ტის სა­ხე­ო­ბად XV სა­უ­კუ­ნე­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და შვე­ი­ცა­რი­ა­ში. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს მის­მა როლ­მა გა­ნა­პი­რო­ბა, რაც სავ­სე­ბით რე­ა­ლუ­რია – კა­ცობ­რი­ო­ბა ხომ მას ხარკს უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან უხ­დი­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ოდებ­საც უძღ­ვ­ნი­და. მა­გა­ლი­თად, მშვილ­დოს­ნო­ბის სცე­ნე­ბი მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია გე­ნი­ა­ლუ­რი ჰო­მე­რო­სის გე­ნი­ა­ლურ პო­ე­მებ­ში – „ილი­ა­და“ და ოდი­სეა“.

მშვილ­დოს­ნო­ბამ ოლიმ­პი­ა­დე­ბის ის­ტო­რი­ა­შიც უძ­ვე­ლე­სი თა­მა­შე­ბი­დან­ვე და­იმ­კ­ვიდ­რა ად­გი­ლი – ის შე­დი­ო­და ზაფხუ­ლის II, 1900 წელს პა­რიზ­ში ჩა­ტა­რე­ბულ თა­მა­შებ­ში (ამ დროს ჯერ კი­დევ ცოცხალ სა­მიზ­ნე­ებს – ფრინ­ვე­ლებს იყე­ნებ­დ­ნენ, რაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ სა­ხე­ო­ბის ოლიმ­პი­ა­დი­დან ამო­ღე­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი გახ­და) და მომ­დევ­ნო ორ­შიც, ანუ III-IV თა­მა­შებ­ში (ამე­რი­კულ სენტ ლუ­ის­ში გა­მარ­თულ III ოლიმ­პი­ა­და­ზე ქა­ლე­ბიც და­უშ­ვეს). შემ­დეგ მცი­რე პა­უ­ზა ჰქონ­და – მომ­დევ­ნო 3-ში არ იყო და ისევ გა­მოჩ­ნ­და 1924 წელს, კვლა­ვაც პა­რიზ­ში გა­მარ­თულ VIII თა­მა­შებ­ში. ამას ყვე­ლა­ზე ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი უარ­ყო­ფა მოჰ­ყ­ვა – ისევ ამო­ი­ღეს ოლიმ­პი­ა­დი­დან და მხო­ლოდ 1972 წელს, მი­უნ­ხენ­ში და­აბ­რუ­ნეს, მას შემ­დეგ კი ოლიმ­პი­უ­რი ოჯა­ხის იმ­დე­ნად ღირ­სე­უ­ლი წევ­რია, მი­სი ამოგ­დე­ბა არა­ვის უფიქ­რია. ამ პე­რი­ოდ­ში ტარ­დე­ბო­და მხო­ლოდ პი­რა­დი პირ­ვე­ლო­ბა, 1988 წლი­დან კი გუნ­დუ­რიც და­ე­მა­ტა. მშვილ­დოს­ნო­ბას ქა­ლებ­ში ჰყავს ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბი ამე­რი­კი­დან, ხო­ლო აზი­ე­ლებ­მა რე­კორ­დე­ბი და­ამ­ყა­რეს, რაც ძი­რი­თა­დად კო­რე­ე­ლებ­ზე მო­დის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მათ 1984 წლის ლოს ან­ჟე­ლე­სის თა­მა­შე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ქა­ლებ­ში ზე­დი­ზედ 7 ოლიმ­პი­ა­და­ზე გა­ი­მარ­ჯ­ვეს, ამ პე­რი­ოდ­ში ორ­ჯერ კი სა­მი­ვე მე­და­ლი მო­ი­პო­ვეს. ეს – პი­რად­ში და ის­ტო­რი­ა­ში 9-ჯერ მო­ი­გეს გუნ­დუ­რი პირ­ვე­ლო­ბა! აი, ასეთ გი­გან­ტებ­თან ჭი­დილ­ში ევ­რო­პას ნა­მუ­სი ქარ­თ­ველ­მა მშვილ­დო­სან­მა ქე­თე­ვან ლო­სა­ბე­რი­ძემ მოწ­მინ­და. ერ­თი ცი­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ისე­თი მიღ­წე­ვით შე­უძ­ლია იამა­ყოს, რაც გა­ცი­ლე­ბით დიდ და მა­ღალ­გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებს არ ძა­ლუძთ.

თუმ­ცა იმ დრო­ში და იმ ქვე­ყა­ნა­ში ქარ­თ­ვე­ლე­ბი (ზო­გა­დად – არა­რუ­სე­ბი) იოლად ვე­რა­ფერს აღ­წევ­დ­ნენ და ლო­სა­ბე­რი­ძე­საც ცო­ტა და­აკ­ლ­და, კი­ნა­ღამ მოს­კო­ვის ოლიმ­პი­ა­დის მიღ­მა დარ­ჩა – იქ წა­სას­ვ­ლე­ლად სა­კონ­ტ­რო­ლო შეხ­ვედ­რა და­უ­ნიშ­ნეს უზ­ბეკ ოლ­გა რო­გო­ვას­თან! თან, მა­შინ­დე­ლი წე­სე­ბით, ტურ­ნი­რი 4 დღეს გრძელ­დე­ბო­და, ანუ ასე­თი მა­რა­თო­ნი მო­უწყ­ვეს! არა­და, ქალ­მა ამ თა­მა­შე­ბის­თ­ვის მო­სამ­ზა­დე­ბელ ციკლ­ში გა­ი­მარ­ჯ­ვა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის გუნ­დურ ჩათ­ვ­ლა­ში, გახ­და ყო­ფი­ლი სსრკ-ს ჩემ­პი­ო­ნი, თა­სის მფლო­ბე­ლი და ხალ­ხ­თა VII სპარ­ტა­კი­ა­დის ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნი, გა­ი­მარ­ჯ­ვა მი­ლა­ნი­სა და კი­ოლ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რებ­ში… თუმ­ცა მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი ხომ მა­რი­ფათ­სა და იმა­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ვინ უფ­რო „დიდ პატ­რონს“ გა­მო­ძებ­ნი­და კრემ­ლ­ში. ჰო­და, უზ­ბე­კებ­მაც გა­მო­ძებ­ნეს ასე­თი პატ­რო­ნი და სა­კონ­ტ­რო­ლო შეხ­ვედ­რაც და­ა­ნიშ­ნი­ნეს. ისე, ეს კია, რომ იმა­ვე წელს რო­გო­ვამ პო­ლო­ნე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ზე გა­ი­მარ­ჯ­ვა და თა­ნაც ერთ დის­ციპ­ლი­ნა­ში – 30 მეტ­რ­ზე სრო­ლა­ში მსოფ­ლი­ოს რე­კორ­დიც და­ამ­ყა­რა. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ახ­ლო­საც ვერ მი­ვა ლო­სა­ბე­რი­ძის შე­დე­გებ­თან, მაგ­რამ ის ქვე­ყა­ნა ისე­თი იყო და „ქარ­თ­ვე­ლი ამორ­ძა­ლიც“ ჩა­ე­ბა ამ 4-დღი­ან მა­რა­თონ­ში. თუმ­ცა ვინ მი­იყ­ვა­ნა მე­ოთხე დღემ­დე: ტურ­ნირ­ში, რო­მელ­შიც სა­კავ­ში­რო ნაკ­რე­ბის სხვა წევ­რე­ბიც გა­მო­დი­ოდ­ნენ, ოღონდ – უკონ­კურ­სოდ, ერ­თ­გ­ვარ ბუ­ტა­ფო­რი­ად, იმ ორი კან­დი­და­ტის­თ­ვის სა­შე­ჯიბ­რო ატ­მოს­ფე­რო რომ შე­ექ­მ­ნათ, ლო­სა­ბე­რი­ძე ისარს ისარ­ში „აჯენ­და“ (აქ ბრჭყა­ლებს კი ვი­ყე­ნებ, მაგ­რამ მშვილ­დოს­ნო­ბა­ში, შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თად, მარ­თ­ლაც ხდე­ბა მსგავ­სი რამ და ლო­სა­ბე­რი­ძის კა­რი­ე­რა­შიც იყო ასე­თი მა­გა­ლი­თე­ბი), შე­დე­გად კი, უკ­ვე მე­სა­მე დღეს, რო­გო­ვამ ისა­რი და­უშ­ვა და ქარ­თ­ველ მე­ტო­ქე-მე­გო­ბარს მი­მარ­თა, შევ­წყ­ვი­ტოთ ბრძო­ლა, ჩემ­ზე ძლი­ე­რი ხარ და გუნ­დ­შიც შენ უნ­და იყოო. ჩანს, რო­გო­ვა მარ­თ­ლაც წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო და რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ლო­სა­ბე­რი­ძე იხ­სე­ნებ­და, მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში ისიც უთ­ქ­ვამს ჩვე­ნე­ბუ­რის­თ­ვის, და­მა­ვა­ლეს, თო­რემ არა­ფერ­ში მჭირ­დე­ბო­და ეს სა­კონ­ტ­რო­ლოო.

თუმ­ცა ბრძო­ლის აზარ­ტ­ში შე­სულ­მა ქე­თე­ვან­მა იქით სთხო­ვა რო­გო­ვას, გა­ვაგ­რ­ძე­ლო­თო, ოღონდ ეს გა­ა­კე­თა სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მოც­დის სურ­ვი­ლით და არა – მე­ტო­ქის ბო­ლომ­დე „ჩა­წიხ­ვ­ლის“ წა­დი­ლით. გა­აგ­რ­ძე­ლეს და ლო­სა­ბე­რი­ძემ მარ­თ­ლაც კარ­გი შე­დე­გი – 2569 ქუ­ლა და­აგ­რო­ვა. მარ­თა­ლია, ოლიმ­პი­ა­და­ზე ამ­დე­ნი ვერ გა­ა­კე­თა, მაგ­რამ ოქ­როს კი გა­არ­ტყა.

ამ სა­კონ­ტ­რო­ლო შეხ­ვედ­რის ეპი­ზოდ­ში კარ­გად ჩანს თა­ვად ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის ხა­სი­ა­თი. ლო­სა­ბე­რი­ძეს, რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ისე­ნებ­და, თა­ვი­დან ეწყი­ნა ეს გა­მოწ­ვე­ვა, რა­ტომ არ მენ­დო­ბი­ა­ნო, მაგ­რამ ბო­ლოს გუ­ლი მო­ულ­ბა – რო­ცა შე­ნი სიძ­ლი­ე­რის დამ­ტ­კი­ცე­ბას გთხო­ვენ, ადე­ქი და და­უმ­ტ­კი­ცეო. ისიც ად­გა და და­უმ­ტ­კი­ცა. თან, ამ ერ­თ­გ­ვარ­მა „საქ­მის გარ­ჩე­ვამ“ მას­ზე დო­პინ­გი­ვით იმოქ­მე­და და მოს­კოვ­ში ისე კარ­გად ის­რო­ლა, ვაჟ­თა ტურ­ნი­რის გა­მარ­ჯ­ვე­ბულ ფი­ნელ ტო­მი ჰა­ი­კო­ლა­ი­ნენ­ზე უფ­რო მე­ტი ქუ­ლაც კი და­აგ­რო­ვა.

თუმ­ცა გა­მარ­ჯ­ვე­ბა იოლად არც ოლიმ­პი­ა­და­ზე მო­სუ­ლა, რად­გან „უზ­ბე­კუ­რი აჩ­რ­დი­ლი“ იქაც დევ­და: მი­უ­ხე­და­ვად იმ ოლიმ­პი­ურ ციკ­ლ­ში ზე­მო­ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი­სა, რა­საც მა­ნამ­დე, ანუ წი­ნა ოლიმ­პი­ურ ციკ­ლ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს პი­რად-გუნ­დუ­რი ჩემ­პი­ო­ნო­ბა და კი­დევ უამ­რა­ვი წარ­მა­ტე­ბა ემა­ტე­ბო­და, მოს­კოვ­ში ფა­ვო­რი­ტად მა­ინც მე­ო­რე უზ­ბე­კი – ნა­ტა­ლია ბუ­ტუ­ზო­ვა მი­იჩ­ნე­ო­და… ამას წი­ნა თა­მა­შე­ბის – 1972 წლის მი­უნ­ხე­ნის ოლიმ­პი­ა­დის – მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბაც ემა­ტე­ბო­და, რო­ცა საწყი­სი 3 დღე ლი­დერ­თა შო­რის იყო, მაგ­რამ მე­ოთხე დღეს 22 წლის გო­გო გა­მო­უც­დე­ლო­ბამ და­ა­ღა­ლა­ტა, თა­ვი ვერ მო­თო­კა, ნერ­ვე­ბი ვერ გა­ა­კონ­ტ­რო­ლა და მე­ოთხე ად­გილ­ზე დარ­ჩა – მხო­ლოდ 1 ქუ­ლა წა­ა­გო მე­სა­მე­ზე გა­სულ თა­ნა­გუნ­დელ ემა გაპ­ჩენ­კოს­თან. მა­შინ ლა­მის ის­ტე­რი­კა და­ე­მარ­თა – და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი ემო­ცი­ე­ბი ჰქონ­და, რო­გო­რიც შარ­შან, პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­დის ძი­უ­დო­ისტ ქალ­თა ტურ­ნირ­ში – იაპო­ნელ უტა აბეს.

თუმ­ცა მი­უნ­ხენ­ში ლო­სა­ბე­რი­ძე 22 წლის გა­მო­უც­დე­ლი გო­გო იყო, მოს­კოვ­ში კი ზურგს დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა უმაგ­რებ­და. მარ­თა­ლია, გა­მოც­დი­ლე­ბა არც ბუ­ტუ­ზო­ვას აკ­ლ­და, მაგ­რამ აქ უკ­ვე თა­ვი­სი სიტყ­ვა კლას­მა თქვა, რა­შიც ქარ­თ­ველ­მა ულა­პა­რა­კოდ აჯო­ბა უზ­ბეკს. ლო­სა­ბე­რი­ძეს პირ­ვე­ლი ფა­რი შეხ­ვ­და, ბუ­ტუ­ზო­ვას – მე­ო­რე და თურ­მე ქარ­თ­ველ­მა, რომელიც სუ­ლაც არ იყო ცრუ­მორ­წ­მუ­ნე, ერ­თი კი გა­ი­ფიქ­რა – რა­კი პირ­ვე­ლი ფა­რი მხვდა, პირ­ვე­ლიც მე უნ­და ვი­ყოო. პირ­ვე­ლი 3 დღის შემ­დეგ ლო­სა­ბე­რი­ძე მარ­თ­ლაც და­მა­ჯე­რებ­ლად ლი­დე­რობ­და, თუმ­ცა ბე­დი აქაც უწყობ­და გა­მოც­დას: მე­ოთხე დღეს მოს­კოვ­ში კო­კის­პი­რუ­ლად გაწ­ვიმ­და, ძლი­ე­რი ქა­რიც ამო­ვარ­და და „კრი­ლატ­ს­კო­ე­ში“, მშვილ­დო­სან­თა ტურ­ნი­რის მას­პინ­ძელ არე­ნა­ზე, მშვილ­დოს­ნო­ბა კი არა, ლა­მის ჯო­ჯო­ხე­თი დატ­რი­ალ­და – ძლი­ე­რი ქა­რი და წვი­მა სა­ხე­ში სცემ­და ერ­თი­ა­ნად გა­ლუმ­პულ სპორ­ტ­ს­მე­ნებს, ის­რებს კი სე­რი­ო­ზუ­ლად უც­ვ­ლი­და მი­მარ­თუ­ლე­ბას. ბევ­რ­მა ლი­დერ­მა ვერ გა­უძ­ლო ასეთ პი­რო­ბებს, თუმ­ცა ქარ­თ­ვე­ლი ჩუ­ბი­ნი სხვა იყო – ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე გა­ჭირ­ვე­ბას და სიძ­ნე­ლე­ებ­თან ბრძო­ლას შეჩ­ვე­უ­ლი. ამი­ტომ, რო­გორც მშვილ­დოს­ნე­ბი იტყ­ვი­ან, ქა­რიც მო­არ­ჯუ­ლა და ისევ ათი­ა­ნებ­ში არ­ტყამ­და ის­რებს – 30-დან 29 ქუ­ლა და­აგ­რო­ვა, თან, 30-მეტ­რი­ან დის­ტან­ცი­ა­ზე ოლიმ­პი­უ­რი რე­კორ­დიც და­ამ­ყა­რა და ჩემ­პი­ო­ნი გახ­და, ბუ­ტუ­ზო­ვა კი მე­ო­რე­ზე გა­ვი­და. სხვა­თა შო­რის, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მთე­ლი გუ­ლით ქო­მა­გობ­და ბუ­ტუ­ზო­ვას – ოლიმ­პი­ა­და­ზე ვერ გა­ი­მარ­ჯ­ვა, მაგ­რამ აქ მა­ინც მო­ი­გო­სო და მე­რე უზ­ბეკს პირ­ველ­მა მი­უ­ლო­ცა ოქ­როს მე­და­ლი. ზო­გა­დად, ქალ­თა სპორ­ტ­ში ხში­რია კვან­ტის და­დე­ბე­ბი და კონ­ფ­ლიქ­ტე­ბი, მაგ­რამ ლო­სა­ბე­რი­ძეს ყვე­ლას­თან – მე­ტო­ქეს­თან, კონ­კუ­რენ­ტ­თან, თა­ნა­გუნ­დელ­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, ყო­ფი­ლი სსრკ-ს ნაკ­რე­ბის წევ­რებ­თან სპორ­ტ­მე­ნო­ბი­სა­საც მე­გობ­რობ­და და – იმის მე­რეც.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით სამ­სა­ხურ­ში მი­სი უფ­რო­სი (თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ზო­გა­დი მა­თე­მა­ტი­კის კურსს კითხუ­ლობ­და), მა­თე­მა­ტი­კის კა­თედ­რის გამ­გე პო­ლი­კარ­პე ზე­რა­კია ხუმ­რობ­და, ქე­თე­ვანს გლდა­ნი­დან ვა­კე­ში უნ­დო­და გად­მოს­ვ­ლა, იქ ბი­ნას უმიზ­ნებ­და და რო­გორ ააცი­ლებ­დაო.

ამ ბი­ნა­ზე ლე­გენ­და­რუ­ლი ვიქ­ტორ სა­ნე­ე­ვიც ეხუმ­რე­ბო­და, მე თბი­ლის­ში დიღ­მის მა­სი­ვი­დან შე­მო­ვი­პა­რე, შენ კი – გლდა­ნი­და­ნო. ტყი­ბუ­ლე­ლი სპორ­ტ­ს­მე­ნი, თბი­ლის­ში გად­მოს­ვ­ლის შემ­დეგ, გლდან­ში ცხოვ­რობ­და, ის ბი­ნა კი ვა­კე­ში ოლიმ­პი­ა­და­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­დეგ მის­ცეს, თუმ­ცა მა­ნამ­დე – 1978 წელს, სპორ­ტ­ში დაბ­რუ­ნე­ბის სა­ნაც­ვ­ლოდ შე­პირ­დ­ნენ. სა­ქარ­თ­ვე­ლოს სპორ­ტ­კო­მი­ტე­ტის მა­შინ­დე­ლი თავ­მ­ჯ­დო­მა­რე და­ვით პერ­ტე­ნა­ვა, სპარ­ტა­კი­ა­და­ზე გა­მოს­ვ­ლის სა­ნაც­ვ­ლოდ, ორო­თა­ხი­ან ბი­ნას დაჰ­პირ­და, ოლიმ­პი­ა­და­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­დეგ კი, ლო­სა­ბე­რი­ძის ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბის სა­ნაც­ვ­ლოდ, ერ­თი ოთა­ხიც და­უ­მა­ტეს. ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე იქ ცხოვ­რობ­და – ვა­კის სა­ცუ­რაო აუზის გვერ­დით, ეგ­რეთ წო­დე­ბულ სპორ­ტ­ს­მენ­თა სახ­ლ­ში, სა­დაც ბევ­რი ტი­ტუ­ლო­ვა­ნი ათ­ლე­ტი და­ბი­ნავ­და. უკა­ნას­კ­ნელ გზა­ზეც იქე­დან გა­ა­ცი­ლეს – 2022 წელს, რო­ცა კო­რო­ნა­ვი­რუ­სის შემ­დ­გო­მი გარ­თუ­ლე­ბე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

ამ ბი­ნამ ერ­თ­გ­ვა­რად გა­ნა­პი­რო­ბა მოს­კო­ვუ­რი წარ­მა­ტე­ბაც. საქ­მე ისაა, რომ 1973 წელს გათხოვ­და, 2 წე­ლი­წად­ში კი, ფორ­მის პიკ­ში მყოფ­მა სა­კავ­ში­რო სპორ­ტ­კო­მი­ტეტს ნაკ­რე­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა, მი­ზე­ზად კი ოჯა­ხუ­რი პი­რო­ბე­ბი და­ა­სა­ხე­ლა… თურ­მე სპორ­ტ­კო­მი­ტეტ­ში მშვილ­დოს­ნო­ბის კუ­რა­ტო­რი, ვინ­მე გორ­დი­ენ­კო, გა­ო­ცე­ბუ­ლი ამ­ბობ­და, ხალ­ხი ნაკ­რებ­ში მო­სახ­ვედ­რად თავს იკ­ლავს, ლო­სა­ბე­რი­ძემ კი რა გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა, მსგავ­სი არც კი მსმე­ნიაო… თურ­მე ის გან­ცხა­დე­ბა კე­დელ­ზეც კი გა­აკ­რა ყვე­ლას საჩ­ვე­ნებ­ლად.

მი­სი ეს მკვეთ­რი ნა­ბი­ჯი ძი­რი­თა­დად ორ­მა მი­ზეზ­მა გა­ნა­პი­რო­ბა: მე­უღ­ლე, ფი­ლო­სო­ფო­სი ნო­დარ გვე­ტა­ძე დი­დად ვერ ურიგ­დე­ბო­და მის ხშირ მოგ­ზა­უ­რო­ბას და თა­ვად ქე­თე­ვან­საც ძა­ლი­ან უნ­დო­და შვი­ლი. მე­უღ­ლე დი­დად არ იყო სტე­რე­ო­ტი­პე­ბის მიმ­დე­ვა­რი და არც – სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვად აქ­ტი­უ­რი ქა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დე­გი, თუმ­ცა ცო­ლის ხშირ მოგ­ზა­უ­რო­ბას ვერ ეგუ­ე­ბო­და. თან, ვერცხლ-ბრინ­ჯა­ო­საც ყო­ველ­თ­ვის უწუ­ნებ­და, ამის­თ­ვის და­დი­ხარ შე­ჯიბ­რე­ბებ­ზეო. ის თურ­მე მხო­ლოდ ერ­თხელ დახ­ვ­და ცოლს ყვა­ვი­ლე­ბის თა­ი­გუ­ლით, ერ­თხელ კი, სპორ­ტ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ სპარ­ტა­კი­ა­და­ზე გაჰ­ყო­ლია და რო­ცა იქ მშვილ­დო­სან­თა ჯა­ფა უნა­ხავს, მო­ბო­დი­შე­ბა­სა­ვით გა­მოს­ვ­ლია ცო­ლის წი­ნა­შე – აწი აღარ გაგ­კი­ლავ სხვა სინ­ჯის მედ­ლე­ბის­თ­ვი­სო. დე­დო­ბა კი ის ფე­ნო­მე­ნია, რა­ზეც ყვე­ლა ქა­ლი ოც­ნე­ბობს და გა­მო­ნაკ­ლი­სი არც ლო­სა­ბე­რი­ძე იყო. ოც­ნე­ბობ­და, რო­გორ წა­ვი­დო­და შვილ­თან ერ­თად შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე – სწო­რედ ისე, რო­გორც მის კო­ლე­გებს დაჰ­ყავ­დათ შვი­ლე­ბი ტურ­ნი­რებ­ზე; რო­გორ უყიდ­და მათ­სა­ვით თა­ვის შვილ­საც სა­ბავ­შ­ვო მშვილდს, მაგ­რამ მის ოც­ნე­ბებს ას­რუ­ლე­ბა არ ეწე­რა – დე­დო­ბის ოც­ნე­ბა კი აუს­რულ­და, მაგ­რამ ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი მოს­კო­ვის ოლიმ­პი­ა­დის შემ­დეგ შე­ე­ძი­ნა, მა­ლე კი სა­ქარ­თ­ვე­ლომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ი­პო­ვა და აქ რა ჯო­ჯო­ხე­თიც დატ­რი­ალ­და, ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით – მშვილ­დოს­ნო­ბა და სპორ­ტი კი არა, თა­ვი გვქონ­და გა­და­სარ­ჩე­ნი.

თუმ­ცა ლო­სა­ბე­რი­ძე დი­დი ძა­ლა იყო და 1978 წლის სპარ­ტა­კი­ა­დის­თ­ვის მი­სი დაბ­რუ­ნე­ბა გა­ნიზ­რა­ხეს. ოღონდ ცო­ტა შო­რი­დან მო­უ­ა­რეს – მის ქმარს შე­უჩ­ნ­დ­ნენ, რო­გორ­მე ცო­ლი სპორ­ტ­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე და­ე­ყო­ლი­ე­ბი­ნა და სა­ნაც­ვ­ლოდ, იმ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლ 2-ოთა­ხი­ა­ნ ბი­ნასაც მა­შინ შეჰ­პირ­დ­ნენ. ვერ ვიტყ­ვით, რომ ლო­სა­ბე­რი­ძე მხო­ლოდ სა­ბი­ნაო პრობ­ლე­მის გა­მო დაბ­რუნ­და — სპორ­ტუ­ლი ჟი­ნი გა­ცი­ლე­ბით მე­ტი ჰქონ­და, რად­გან ოლიმ­პი­ურ მე­დალ­ზე ოც­ნე­ბობ­და და მი­სი და­ყო­ლი­ე­ბა არ გას­ჭირ­ვე­ბი­ათ. მით უფ­რო, მა­ნამ­დე ქმა­რიც და­ი­თან­ხ­მეს.

მოს­კო­ვის ოლიმ­პი­ა­და­ზე სა­უბ­რი­სას ვთქვით, რომ ლო­სა­ბე­რი­ძე გა­ჭირ­ვე­ბას ბავ­შ­ვო­ბი­დან იყო მიჩ­ვე­უ­ლი – 5 წლი­სას დე­და გარ­და­ეც­ვა­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის სი­ნა­ნუ­ლით ამ­ბობ­და, ქა­ლაქ­ში რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, სას­წ­რა­ფოს მან­ქა­ნა მო­უს­­წრებ­და და გა­და­არ­ჩენ­დაო, მაგ­რამ სოფ­ლის ოღ­რო-ჩოღ­რო გზებ­ზე მო­ჯაყ­ჯა­ყე მან­ქა­ნამ სიკ­ვ­დილს ვერ გა­ას­წ­რო… სწო­რედ მა­შინ გა­დაწყ­ვი­ტა, ექი­მი გამ­ხ­და­რი­ყო, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, ძმე­ბის ზე­გავ­ლე­ნით, გა­ნათ­ლე­ბის გზა­ზე სხვა­გან გა­და­უხ­ვია… ოჯა­ხი იმ­ხა­ნად ტყი­ბუ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლე­ყე­რეთ­ში ცხოვ­რობ­და და 9 შვილს ზრდი­და, ქე­თე­ვა­ნი კი ბო­ლოს­წი­ნა, მერ­ვე შვი­ლი იყო. მა­მა რა­ი­ონ­ში ცნო­ბი­ლი კა­ცი იყო, ტყი­ბუ­ლე­ლი კა­ცი კი რა პრო­ფე­სი­ის იქ­ნე­ბო­და, აბა, რა და­ფიქ­რე­ბა უნ­და – მო­წი­ნა­ვე მე­შახ­ტე იყო, ლე­ნი­ნის ორ­დე­ნო­სა­ნი, რაც იმ ქვე­ყა­ნა­ში უმაღ­ლე­სი ჯილ­დო გახ­ლ­დათ. დეს­პო­ტი მა­მა არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ცო­ტა სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი კი იყო, „ქა­ლი ვი­ცი კუხ­ნა­ში“ ყა­ი­დი­სა, მაგ­რამ შვი­ლის სპორ­ტ­ს­მე­ნო­ბის­თ­ვის ხე­ლი არ შე­უშ­ლია. პი­რი­ქით – მოგ­ვი­ა­ნე­ბით მის ყო­ველ წარ­მა­ტე­ბას სო­ფელ­ში სა­ყო­ველ­თაო ნა­დი­მით აღ­ნიშ­ნავ­და, ეს ნა­დი­მი კი ოლიმ­პი­ა­და­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­დეგ რა მას­შ­ტაბს მი­აღ­წევ­და, იოლად წარ­მო­იდ­გენთ. მშობ­ლე­ბი გამ­რ­ჯე ხალ­ხი კი იყ­ვ­ნენ და არც ღა­რი­ბად ცხოვ­რობ­დ­ნენ, თუმ­ცა დიდ ოჯახს ბევ­რიც სჭირ­დე­ბო­და და ქე­თე­ვა­ნიც ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე მი­ეჩ­ვია შრო­მას. შვი­ლე­ბის უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თ­ვის ოჯა­ხი ქუ­თა­ის­ში გა­და­სახ­ლ­და, მა­მამ კი რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში მე­ო­რე ცო­ლი მო­იყ­ვა­ნა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, დე­დი­ნაც­ვა­ლი კარ­გი ქა­ლი გა­მოდ­გა – ზღაპ­რუ­ლი დე­დი­ნაც­ვ­ლე­ბის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და იმ­დე­ნად კარ­გი, ერ­თხელ ქე­თე­ვა­ნის შვილ­მა, პა­ტა­რა­ო­ბი­სას, თურ­მე ისიც კი უთხ­რა, მეც მინ­და შენ­ნა­ი­რი დე­დი­ნაც­ვა­ლი მყავ­დე­სო.

ბავ­შ­ვო­ბა­ში მო­მა­ვა­ლი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ექი­მო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, მა­თე­მა­ტი­კა­ში სა­ო­ცარ ნიჭს ავ­ლენ­და, მოს­წავ­ლე­ო­ბი­სას კი ჩოგ­ბურ­თე­ლო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, რად­გან მი­სი კლა­სე­ლი და­დი­ო­და ამ სა­ხე­ო­ბა­ზე, ხო­ლო მშვილ­დოს­ნო­ბა მის ფიქ­რ­შიც არ იყო. იმ­დე­ნად არ იყო, რო­ცა სტუ­დენ­ტო­ბი­სას აუდი­ტო­რი­ა­ში შე­სუ­ლი თა­ვი­სი მო­მა­ვა­ლი მწვრთნე­ლი შალ­ვა ჯა­ში­აშ­ვი­ლი და­ი­ნა­ხა მშვილდ-ის­რით ხელ­ში, ეს იარა­ღი მო­ღუ­ნუ­ლი ჯო­ხი და წკეპ­ლა ეგო­ნა. მას და მის თა­ნაკ­ლა­სე­ლებს სა­სა­ცი­ლოდ არ ეყოთ, რო­ცა ამ სამ­ხედ­რო­ფორ­მი­ან­მა კაც­მა ხელ­ში ისა­რი მის­ცა და მას­ზე თვა­ლის გა­ყო­ლე­ბა სთხო­ვა – ამით მათ მზე­რა­საც ამოწ­მებ­და და ცდი­ლობ­და, და­ედ­გი­ნა, რო­მე­ლი იყო „სა­მუ­შაო თვა­ლი“. ჯა­ში­აშ­ვილ­მა, სა­ბო­ლო­ოდ, 10 მოს­წავ­ლე შე­არ­ჩია, მათ შო­რის – ლო­სა­ბე­რი­ძეც და სკო­ლის ლა­მის მი­ტო­ვე­ბულ სარ­დაფ­ში უკ­რა თა­ვი, რომ­ლის არ­სე­ბო­ბაც ბავ­შ­ვ­თა უმე­ტე­სო­ბამ მხო­ლოდ მა­შინ გა­ი­გო. სწო­რედ იმ ნა­ხევ­რად დან­გ­რე­უ­ლი სარ­და­ფი­დან და­იწყო გზა ლე­გენ­დო­ბის­კენ, თუმ­ცა იოლი არც ეს ყო­ფი­ლა – მშვილ­დოს­ნო­ბის ინ­ვენ­ტა­რი საკ­მა­ოდ ძვი­რი ფუ­ფუ­ნე­ბაა, თუმ­ცა იმ დროს სად ჰქონ­დათ ინ­ვენ­ტა­რი – სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­ში სულ რამ­დე­ნი­მე ენ­თუ­ზი­ას­ტი ვარ­ჯი­შობ­და, ჯა­ში­აშ­ვი­ლი კი ინ­და­უ­რის ფრთებს იყე­ნებ­და. მათ მო­სა­პო­ვებ­ლად თურ­მე ქუ­თა­ი­სის ბა­ზარ­ში და­დი­ო­და, ხში­რად – მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად და სა­დაც მო­ა­ხერ­ხებ­დ­ნენ, ინ­და­უ­რებს ფრთებს აჭ­რიდ­ნენ. ესეც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ბუმ­ბუ­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, ყვე­ლა არ გა­მოდ­გე­ბო­დაო, ლო­სა­ბე­რი­ძის ინ­ტერ­ვი­უ­დან ვი­ცი. გამ­ყიდ­ველ­მა ქა­ლებ­მა ეს რომ გაგ­ვი­გეს, მე­რე ინ­და­უ­რებს ხან დახ­ლის და ხან კა­ბის ქვეშ გვი­მა­ლავ­დ­ნე­ნო, ესეც ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის სიტყ­ვე­ბია, ჯა­ში­აშ­ვი­ლი კი ასე დახ­ვ­და ბე­დის­წე­რას სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო ად­გილ­ზე – აბა, მთელ ქუ­თა­ის­ში რა­ღა მა­ინ­ც­და­მა­ინც იმ სკო­ლა­ში მი­ვი­და და იმ­დენ ბავ­შ­ვ­ში რა­ღა მა­ინ­ც­და­მა­ინც ლო­სა­ბე­რი­ძე ამო­არ­ჩია.

არა­და, თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბო­და, მწვრთნე­ლი და მოს­წავ­ლე ერ­თ­მა­ნეთს ცხოვ­რე­ბის გზა­ზე აც­დე­ნოდ­ნენ. ეს მა­შინ, ლო­სა­ბე­რი­ძე თბი­ლის­ში თუ ჩა­ა­ბა­რებ­და სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ს­ტი­ტუტ­ში, რა­ზეც ბავ­შ­ვო­ბი­დან ოც­ნე­ბობ­და, მაგ­რამ ძმებ­მა და­უ­შა­ლეს, თბი­ლის­ში ვერ მოგ­ხე­დავ­თო. მა­თი­ვე რჩე­ვით, ქუ­თა­ი­სის ინ­ს­ტი­ტუტ­ში ჩა­ა­ბა­რა, პრო­ფე­სი­ა­ზე კი დიდ­ხანს არც უფიქ­რია – მა­თე­მა­ტი­კა ხომ ბავ­შ­ვო­ბი­დან უხ­მობ­და თა­ვის­კენ.

ამ­ხე­ლა წარ­მა­ტე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ქე­თე­ვან ლო­სა­ბე­რი­ძე მა­ინც და­უ­ფა­სე­ბე­ლი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი მგო­ნია. ის სხვებ­ზე ნაკ­ლე­ბად ჩნდე­ბო­და პრე­სა­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით – ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში. მოს­კო­ვის ოლიმ­პი­ა­და ბავ­შ­ვო­ბა­ში უფ­რო დე­და­ჩე­მის­გან ვი­ცო­დი – იმ დროს სკო­ლა­შიც არ ვი­ყა­ვი შე­სუ­ლი. ვერ ვიტყ­ვი, რომ დე­და სპორ­ტის თავ­გა­დაკ­ლუ­ლი ქო­მა­გი იყო, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ამ­ბებს აქ­ტი­უ­რად ადევ­ნებ­და თვალს და სწო­რედ ის მი­ამ­ბობ­და ლო­სა­ბე­რი­ძის, ბლა­გი­ძის, ხა­ბა­რე­ლის თუ სხვა­თა შე­სა­ხებ. ბავ­შ­ვო­ბა­ში სულ მიკ­ვირ­და, რომ ლო­სა­ბე­რი­ძე არ ჩან­და ტე­ლე­ეკ­რა­ნებ­ზე, რო­ცა სხვებს ხში­რად ვხე­დავ­დი. ესეც მი­სი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობ­და – კე­თი­ლი ქა­ლი, შეხ­ვედ­რი­სას აუცი­ლებ­ლად ღი­მილს რომ შე­მო­გა­გე­ბებ­და, კარ­გი მე­გო­ბა­რი და კო­ლე­გა; მი­სი ყო­ფი­ლი სტუ­დენ­ტე­ბი ძა­ლი­ან ემად­ლი­ე­რე­ბოდ­ნენ რო­გორც კარგ ლექ­ტორს, თა­ვი­სი საქ­მის უბრა­ლოდ მცოდ­ნე მა­თე­მა­ტი­კოსს და შე­სა­ნიშ­ნავ პი­როვ­ნე­ბას, მაგ­რამ – ძა­ლი­ან მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი, ნაკ­ლე­ბად ამ­ბი­ცი­უ­რი იყო. პირ­ვე­ლად, მას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ზე გა­ზეთ „სარ­ბი­ე­ლი­დან“ თსუ-ს მე­ო­რე კორ­პუს­ში მა­თე­მა­ტი­კის კა­თედ­რა­ზე რომ მი­ვე­დი, გა­მიკ­ვირ­და, იმ­დე­ნად უბ­რა­ლო აუდი­ტო­რი­ა­ში დამ­ხ­ვ­და. არა­და, მე­გო­ნა, ამ­ხე­ლა ლე­გენ­და სა­თა­ნა­დო კა­ბი­ნეტ­ში იქ­ნე­ბო­და… სწო­რედ მა­შინ ჩა­მო­ვუგ­დე სიტყ­ვა, იშ­ვი­ა­თად ჩან­ხართ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში-მეთ­ქი… ცო­ტა შე­ყოყ­მან­და და მე­რე მითხ­რა, წლე­ბის წინ, ოლიმ­პი­ა­და­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­დეგ, ქარ­თუ­ლი სპორ­ტის ერთ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს რა­ღაც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო სა­კითხ­ზე დახ­მა­რე­ბა ვთხო­ვე და ყუ­რადღე­ბა რომ არ გა­მო­ი­ჩი­ნა, ცო­ტა გავ­ბ­რაზ­დი და იმის მე­რე არ­სად ვჩნდე­ბო­დიო. სა­მა­გი­ე­როდ, აქ­ტი­უ­რად გა­მოჩ­ნ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მშვილ­დოს­ნო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის ამუ­შა­ვე­ბის შემ­დეგ, სა­დაც აქ­ტი­უ­რად საქ­მი­ა­ნობ­და, 2002-2005 წლებ­ში კი მი­სი პრე­ზი­დენ­ტიც იყო… იქაც ბევ­რ­ჯერ ატ­კი­ნეს გუ­ლი, თუმ­ცა მთა­ვა­რი უც­ნა­უ­რო­ბა: რო­ცა გარ­და­იც­ვა­ლა, ზუს­ტად იმ დღე­ებ­ში ფე­დე­რა­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატს ატა­რებ­და ბა­თუმ­ში, მაგ­რამ არც გა­და­დეს, თუნ­დაც ერ­თი დღით და მის დაკ­რ­ძალ­ვას მშვილ­დოს­ნე­ბი­დან სულ რამ­დე­ნი­მე კა­ცი ეს­წ­რე­ბო­და. არა­და, მთე­ლი ის სამ­ყა­რო ჭი­რი­სუფ­ლად უნ­და დად­გო­მო­და ლე­გენ­დას, რო­მე­ლიც ვინ იცის, რო­დის გან­მე­ორ­დე­ბა ან გან­მე­ორ­დე­ბა კი სა­ერ­თოდ? არც სპორ­ტის მმარ­თ­ველ სტრუქ­ტუ­რებს მო­უწყ­ვი­ათ დაკ­რ­ძალ­ვის გა­მორ­ჩე­უ­ლი ცე­რე­მო­ნი­ა­ლი, თუმ­ცა ამას კო­ვიდ­პან­დე­მი­ის გა­მო და­წე­სე­ბუ­ლი შეზღუდ­ვე­ბიც უშ­ლი­და ხელს. ერ­თი კია, თბი­ლის­ში მი­სი სა­ხე­ლი რო­მე­ლი­ღაც ქუ­ჩას მი­ე­კუთ­ვ­ნა, რა­შიც დი­დი რო­ლი ჩვენს კო­ლე­გა ელე­ნე ბი­ლი­ხო­ძეს მი­უძღ­ვის.

ლე­გენ­და­რუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი კი მშობ­ლი­უ­რი ტყი­ბუ­ლის მი­წა­ში გა­ნის­ვე­ნებს. ერ­თა­დერ­თი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ქა­ლი მშვილ­დოს­ნო­ბა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან, ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან და ევ­რო­პი­დან!

 

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ