4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

ქარ­თუ­ლი ჩოგ­ბურ­თის ლე­გენ­და

spot_img

1944 წლის 2 ნო­ემ­ბერს, თბი­ლი­სის ძირ­ძ­ველ უბან­ში, სო­ლო­ლაკ­ში, და­ი­ბა­და სპორ­ტ­ს­მე­ნი, რო­მელ­მაც მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩოგ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რია – ეს პი­როვ­ნე­ბა ალექ­სან­დ­რე მეტ­რე­ვე­ლი გახ­ლავთ. 8 წლის ალექ­სან­დ­რე უფ­როს­მა ძმამ, პეტ­რემ, დი­ნა­მოს კორ­ტებ­ზე მი­იყ­ვა­ნა ცნო­ბილ მწვრთნელ­თან, არამ ხან­გუ­ლი­ან­თან, რომ­ლის შემ­დეგ ორი ათე­უ­ლი წე­ლი ის აქა­უ­რო­ბის მას­პინ­ძე­ლი და ლი­დე­რი იყო. აღი­ა­რე­ბუ­ლი ოს­ტა­ტი ეპი­თე­ტებს არ იშუ­რებ­და თა­ვის მწვრთნელ­ზე: „სპორ­ტის გარ­და, ფას­და­უ­დე­ბე­ლი რჩე­ვე­ბი მომ­ცა, რა­მაც გან­საზღ­ვ­რა ჩე­მი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა და მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა“.

ალექ­სან­დ­რე მეტ­რე­ვე­ლი ად­რე­ულ ასაკ­ში იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი თა­ნა­ტო­ლებ­ში, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე თა­მა­ში იყო. ასე ჩა­მო­ყა­ლიბ­და იგი ამო­მა­ვალ ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვად, მის გვერ­დით ხვეწ­დ­ნენ ოს­ტა­ტო­ბას თა­ნა­ტო­ლე­ბი: გი­ვი ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლი, გუ­რამ კა­პა­ნა­ძე, ვახ­ტანგ გოგ­ლი­ძე, პეტ­რე მეტ­რე­ვე­ლი, რე­ნე აბ­ჟან­და­ძე და სხვე­ბი. მას­თან მე­გობ­რო­ბა ყვე­ლას სა­ა­მა­ყოდ მი­აჩ­ნ­და, მის სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლოდ თბი­ლისს ხში­რად სტუმ­რობ­დ­ნენ იმ პე­რი­ო­დის სა­უ­კე­თე­სო ჩოგ­ბურ­თე­ლე­ბი, „დი­ნა­მოს“ ჩოგ­ბურ­თის კორ­ტე­ბი ყო­ველ­თ­ვის სავ­სე იყო მა­ყუ­რებ­ლე­ბით.

„ჩოგ­ბურ­თე­ლი ღვთი­სა­გან“ – ეს სიტყ­ვე­ბი ცნო­ბილ რუს კო­მენ­ტა­ტორს, თა­ვის დრო­ზე წარ­მა­ტე­ბულ ჩოგ­ბურ­თელს, 24-გზის ჩემ­პი­ონს, ნი­კო­ლაი ოზე­როვს ეკუთ­ვ­ნის. მან კარ­გად იცო­და ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. რო­ცა ალექ­სან­დ­რე მეტ­რე­ვე­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე ლა­პა­რა­კობ, უპირ­ვე­ლე­სად, მის სპორ­ტულ ბი­ოგ­რა­ფი­ას უნ­და გა­და­ავ­ლო თვა­ლი, ჩა­მო­ნათ­ვა­ლი მარ­თ­ლაც შთამ­ბეჭ­და­ვია: უიმ­ბ­ლ­დო­ნის ტურ­ნი­რის სამ­გ­ზის ფი­ნა­ლის­ტი, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის 29-გზის ჩემ­პი­ო­ნი (ერ­თე­ულ­თა და წყვი­ლებს შო­რის), 1 ჩოგ­ბურ­თე­ლი (1972-1974 წლებ­ში) მოყ­ვა­რულ­თა შო­რის, მსოფ­ლიო ჩოგ­ბურ­თის რე­ი­ტინ­გის მეცხ­რე ნო­მე­რი (1974წ), დე­ვი­სის თა­სის გა­თა­მა­შე­ბა­ში 105 ჩა­ტა­რე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რი­დან 78 მო­გე­ბუ­ლი.

მი­უ­ხე­და­ვად სრუ­ლი ფან­ტას­ტი­კუ­რი შე­დე­გე­ბი­სა, საბ­ჭო­თა სის­ტე­მა არ აძ­ლევ­და მას პრეს­ტი­ჟულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, მთა­ვა­რი დაბ­რ­კო­ლე­ბა ფი­ნან­სე­ბი იყო. ალექ­სან­დ­რე მეტ­რე­ველს არ ჰქონ­და ფუ­ლი, მაგ­რამ ჰქონ­და უსაზღ­ვ­რო ფა­ნა­ტიზ­მი და სიყ­ვა­რუ­ლი ჩოგ­ბურ­თის სამ­ყა­რო­სად­მი. მის­და­მი სიყ­ვა­რუ­ლი და და­ფა­სე­ბა არა­ვის გაკ­ვირ­ვე­ბია, რო­ცა თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი „HTB+“-ის სპორ­ტულ რე­დაქ­ცი­ა­ში მი­იწ­ვია ყო­ფილ­მა ჩოგ­ბურ­თელ­მა და დი­რექ­ტორ­მა, ანა დი­მიტ­რი­ე­ვამ. აქ, მის გვერ­დით, სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი კო­მენ­ტა­ტო­რე­ბი: მას­ლა­ჩენ­კო, მა­ი­ო­რო­ვი და უტ­კი­ნი საქ­მი­ა­ნობ­დ­ნენ. სხვა­დას­ხ­ვა დროს, იყო სსრკ ჩოგ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სპორ­ტ­კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის მო­ად­გი­ლე.

2015 წლის უიმ­ბ­ლ­დო­ნის ტურ­ნი­რის მსვლე­ლო­ბი­სას, ალექ­სან­დ­რე მეტ­რე­ვე­ლი „დე­ვი­სის თა­სის“ სპე­ცი­ა­ლუ­რი მედ­ლით და­ა­ჯილ­დო­ვა ჩოგ­ბურ­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტ­მა, ფრან­ჩეს­კო რი­კი ბიტ­მა.

დი­დი ოჯა­ხის მთა­ვა­რი წევ­რი და „მა­რა­დი­უ­ლი მგზავ­რი“ ალექ­სან­დ­რე მეტ­რე­ვე­ლი, ამ­ჟა­მად მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს და საქ­მი­ა­ნობს მე­უღ­ლეს­თან – ნა­ნა ვარ­დო­სა­ნი­ძეს­თან, შვი­ლებ­თან და შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად – და­კა­ვე­ბუ­ლია სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კით.

2024 წლის 2 ნო­ემ­ბერს, ჩვენ სა­ხე­ლო­ვან ჩოგ­ბურ­თის ლე­გენ­დას, ალექ­სან­დ­რე მეტ­რე­ველს, და­ბა­დე­ბი­დან 80 წე­ლი შე­უს­რულ­და. ღრმა პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მოვ­ხა­ტავ მის მი­მართ და ვუ­ლო­ცავ სა­ხე­ლო­ვან იუბი­ლეს!

 ბეჟან ჩხეიძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები