18 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

ქარ­თუ­ლი სუ­ლი – მო­გო­ნი­ლი ზღა­პა­რი თუ ჭო­რი

spot_img

ნინო დოლენჯაშვილი
სსიპ გო­გი­ტა კიკ­ნა­ძის სახ. თბი­ლი­სის №182 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის წამ­ყ­ვა­ნი პე­და­გო­გი

 

 

„ათ­ სის­ხ­ლი­ან მე­ტისს არც წარ­სუ­ლი აქვს და არც მო­მა­ვა­ლი“

მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის „ჯა­ყოს ხიზ­ნე­ბი“

მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის „ჯა­ყოს ხიზ­ნე­ბი“ ნამ­დ­ვი­ლად სუ­ლის გმინ­ვად იქ­ცა არა მხო­ლოდ მწერ­ლის­თ­ვის, არა­მედ მთე­ლი ქარ­თ­ვე­ლი ერის­თ­ვის, რო­მელ­საც სამ­ხე­ლად უნ­და მი­ე­ღო ეს გრო­ტეს­კუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი. და­სა­ფიქ­რე­ბე­ლია ის ფაქ­ტი, ორ დიდ ქარ­თ­ველს რა­ტომ ჰქონ­და ასე­თი და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა – ილი­ას ლუ­არ­საბ თათ­ქა­რი­ძე, მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვილს კი თე­ი­მუ­რაზ ხე­ვის­თა­ვი გა­მო­ეცხა­დე­ბი­ნათ ალ­ტერ ეგოდ. ორი­ვე ქარ­თ­ვე­ლო­ბას აკ­რი­ტი­კებს და და­უ­ფა­რა­ვად აშიშ­ვ­ლებს შე­უს­რუ­ლე­ბელ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს ერი­სას, რომ­ლის ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ას ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მხო­ლოდ ტვირ­თად აწევს. სამ­წუ­ხა­როდ, პრი­ვი­ლე­გი­ე­ბის­კენ სწრაფ­ვა თვით­მიზ­ნად ექ­ცა „ათ სის­ხ­ლი­ა­ნი მე­ტი­სის“ ძი­რი­თად ნა­წილს, რო­მელ­საც არა­სა­თა­ნა­დოდ ეს­მის სტა­ტუ­სის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, ვერ იაზ­რებს პა­ტი­ვის და­ნიშ­ნუ­ლე­ბას, რაც უდი­დეს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას­თან უნ­და იყოს წილ­ნა­ყა­რი. დი­დი ქარ­თ­ვე­ლო­ბა ბევ­რად უფ­რო მეტს ნიშ­ნავს, ვიდ­რე მარ­თ­ლის თქმას, სიტყ­ვის საქ­მედ ქცე­ვას. მა­ღა­ლი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი შეგ­ნე­ბის გა­მო­ძა­ხი­ლია, ერის და­ცე­მულ ხატ­ზე ისე ისა­უბ­რო, არ გა­ე­მიჯ­ნო ეროვ­ნულ ტრა­გე­დი­ას და სა­კუ­თა­რი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბაც და­ი­ნა­ხო, თუნ­დაც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო.

თე­ი­მუ­რაზ ხე­ვის­თა­ვი ნა­წარ­მო­ე­ბის მთა­ვა­რი პრო­ტა­გო­ნის­ტია, ერ­თი ადა­მი­ა­ნის ხვედ­რით კონ­კ­რე­ტულ გა­რე­მო­ში, ის­ტო­რი­უ­ლი რაგ­ვა­რო­ბით, რო­გორც ქარ­თ­ვე­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი სა­ხე და უნი­ვერ­სა­ლუ­რი ხვედ­რით, ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნი­სა, რო­გორც კა­ცობ­რი­ო­ბის ნა­წი­ლის. თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, რამ­დე­ნად რთუ­ლია ამ პერ­სო­ნაჟ­ში მო­ძებ­ნო და­დე­ბი­თი თვი­სე­ბა იმის ფონ­ზე, რო­ცა ის ნა­კა­ცა­რო­ბამ­დე გა­წი­რა მწე­რალ­მა. მთე­ლი ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბა ხომ კა­ცებ­რი­ვი საწყი­სის ძი­ე­ბაა, რუს­თა­ვე­ლი ამ­ბობს: „კა­ცი არ ყვე­ლა სწო­რია, დი­დი ძეს კა­ცით კა­ცამ­დის“. სა­ინ­ტე­რე­სოა, რას უნ­და მი­ეყ­ვა­ნა დი­დი გო­ნის ადა­მი­ა­ნი – თე­ი­მუ­რა­ზი ასეთ დე­მო­რა­ლი­ზე­ბამ­დე. მის­თ­ვის „ხიზ­ნო­ბა“ ცხოვ­რე­ბის ხვედ­რად იქ­ცა. ზედ­მეტ ადა­მი­ა­ნად, ემიგ­რან­ტად მი­იჩ­ნევს სა­კუ­თარ თავს. ახა­ლი დრო­ე­ბა და თე­ი­მუ­რა­ზი ერ­თ­მა­ნეთს ისე იძუ­ლე­ბენ, „რო­გორც კერ­პი მა­მა უძღებ შვილს“. პი­როვ­ნე­ბის და­ცე­მის მი­ზე­ზი გა­რე­მო­ე­ბაა, ეპო­ქაა თუ სო­ცი­უ­მი? თე­ი­მუ­რაზ ხე­ვის­თა­ვი სა­მი­ვეს მი­იჩ­ნევს. მე­ტიც, იმა­საც კი ნა­ნობს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რომ და­ი­ბა­და. საკ­მა­ოდ და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია მი­სი დი­ა­ლო­გი ივა­ნე ნა­ხუ­ცარ­თან, რო­მე­ლიც, ერ­თი შე­ხედ­ვით, ტი­პუ­რი მედ­რო­ვეა, თვით­გა­დარ­ჩე­ნის ინ­ს­ტინ­ქ­ტით ამოქ­მე­დე­ბუ­ლი, რწმე­ნას გა­ა­ყო­ლოს მნა­თე ოქ­რო­პი­რი­ვით ანა­ფო­რა იმის გა­მო, რომ ეს მდგო­მა­რე­ო­ბა და­ღუ­პავს. სა­მა­გი­ე­როდ, ხე­ვის­თა­ვი არ ჩა­მოჯ­დე­ბა სხვის სკამ­ზე, ბავ­შ­ვებს იმას არ ას­წავ­ლის, რი­სიც თვი­თონ არ სჯე­რა. რა სჯობ­და — გა­დარ­ჩე­ნის­თ­ვის ბრძო­ლა სხვა რე­ა­ლო­ბა­ზე მორ­გე­ბით თუ და­ღუპ­ვა, პრინ­ცი­პე­ბის ერ­თ­გუ­ლე­ბის სა­ნაც­ვ­ლოდ? თე­ი­მუ­რაზ ხე­ვის­თა­ვის მო­ნო­ლო­გებ­ში სა­მარ­თ­ლი­ა­ნი შე­ნიშ­ვ­ნე­ბი ის­მის იმ ერის მი­სა­მარ­თით, რო­მელ­შიც რე­ა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ამ­ბი­ცია სჭარ­ბობს, ინ­ტე­ლი­გენ­ცია, რო­მე­ლიც „ქვეყ­ნის მა­რი­ლის“ ფუნ­ქ­ცი­ას ვერ ას­რუ­ლებს, ერის სა­თა­ვე­ში მოქ­ცე­უ­ლი, მხო­ლოდ ლხინ­ში რომ მი­უძღ­ვე­ბა წინ, ჭირ­ში კი კუდ­ში ძლივს მის­დევს. მკა­ფიო დაქ­ვე­ი­თე­ბის სუ­რა­თი აში­ნებს ხე­ვის­თავს, რო­მე­ლიც მთა­ვარ ბრა­ლე­უ­ლო­ბას მა­ღალ წო­დე­ბა­ში ხე­დავს: „თევ­ზი თა­ვი­დან აყ­როლ­დე­ბაო“. ის, რო­გორც ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის ნა­წი­ლი, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას არ გა­ურ­ბის მა­შინ, თუ აღი­ა­რე­ბა სა­ყო­ველ­თაო იქ­ნე­ბა – „პირ­ვე­ლი ქვა იმან მეს­რო­ლოს, ვინც უდა­ნა­შა­უ­ლო იქ­ნე­ბა“, მაგ­რამ ზუს­ტად იცის, რომ ასე­თი მის სო­ცი­უმ­ში არ მო­ი­ძებ­ნე­ბა. ბევ­რად უფ­რო მძი­მეა „რკი­ნის დრო­ე­ბა­ში“ ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ მე­ტად და­სა­ფა­სე­ბე­ლი იმ კა­ცის პრინ­ცი­პუ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს კარ­გავს, მაგ­რამ ქრის­ტი­ა­ნულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს არ ღა­ლა­ტობს. კაცს, რო­მელ­საც რწმე­ნა არ შერ­ჩა იმ ეპო­ქა­ში, სა­დაც ღმერ­თიც კი გა­ტი­კინ­და, სა­მარ­თ­ლი­ან შუ­რის­გე­ბას არ აღას­რუ­ლებს მი­ზან­თ­რო­პი ჯა­ყოს მი­მართ, რა­თა „არა კაც კლა“ — ეს მცნე­ბა არ და­ირ­ღ­ვეს. მით უმე­ტეს, „ვინც მახ­ვი­ლი აღ­მარ­თოს, მახ­ვი­ლით­ვე გა­ნიგ­მი­როს“ ეს კარ­გად ეს­მის. თვით­ჩაღ­რ­მა­ვე­ბის გზა­ზე შემ­დ­გარ პერ­სო­ნაჟს სა­კუ­თარ შეც­დო­მა­თა გან­ჭ­ვ­რე­ტა ეხ­მა­რე­ბა, და­იც­ვას ის ჭეშ­მა­რი­ტე­ბაც: „ნუ გა­ნი­კითხავთ, რა­თა არ გა­ნი­კითხ­ნეთ“. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა მი­ტე­ვე­ბის უნა­რი იმ ცოდ­ნის აღ­მო­ჩე­ნის ფონ­ზე, სა­დაც მგლუ­რი კა­ნო­ნი მოქ­მე­დებს, რომ ცხვრებ­თა­ნაც და მგლებ­თა­ნაც მგლო­ბაა სა­ჭი­რო. უმ­წეო ალ­ტ­რუ­ის­ტის­გან მა­ინც ორ­სა­ხო­ვა­ნი პერ­სო­ნა­ჟი იბა­დე­ბა, იმავ­დ­რო­უ­ლად, ცხოვ­რე­ბა­ზე გა­ნაწყე­ნე­ბულ­მა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი კა­ნო­ნი გა­ამ­კაც­როს, უარ­ყოს ბატ­კ­ნე­ბი­სა და თევ­ზე­ბის რე­ლი­გია, რად­გან ქვე­ყა­ნას სუს­ტე­ბის­თ­ვის ნამ­დ­ვი­ლად არ სცა­ლია. სუს­ტი კა­ცის გა­მო­ძა­ხი­ლია პა­სუხ­გა­უ­ცემ­ლო­ბა მტრის­თ­ვის „ბე­დი მდე­ვარს“ და­ა­კის­როს, ისევ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მო­რა­ლით რომ მარ­თ­ლ­დე­ბა „კბი­ლი კბი­ლის წილ და თვა­ლი თვა­ლის წილ“. უდა­ვოა, რომ „ბე­დი მდე­ვარ­საც“ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ირ­ჩევს ხე­ვის­თა­ვი, რა­თა სუ­ლი მა­ინც გა­და­ირ­ჩი­ნოს, რად­გან მო­რა­ლუ­რა­დაც და ფი­ზი­კუ­რა­დაც მკვდა­რია. მარ­თა­ლია, შე­უ­ფა­რა­ვად ამ­ხელს „ათ სის­ხ­ლი­ან მე­ტისს“, რო­მელ­საც გა­თი­შუ­ლო­ბის სე­ნი კლავ­და, რომ მხო­ლოდ ერ­თი მე­რა­ნი იყო შებ­მუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის ეტ­ლ­ში და გა­ნა­პი­რე­ბის მო­სურ­ნე უფ­რო მე­ტი, ვიდ­რე ერ­თ­გუ­ლი. რა­ტომ უწო­დებს ხე­ვის­თა­ვი ქარ­თულ სულს ზღა­პარს, ქარ­თულ კულ­ტუ­რას – ჭორს. პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია, რად­გან „ათ სის­ხ­ლი­ან მე­ტის­ში“ ერ­თი­ა­ნო­ბის პრობ­ლე­მაა, რე­ლი­გი­ა­საც მხო­ლოდ ფა­რის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ჰქონ­და, აწ­მ­ყო­ში კი ის ერ­თი მე­რა­ნიც არ ეგუ­ლე­ბა ხე­ვის­თავს, რო­მე­ლიც ჯორ­ცხე­ნად გა­დაქ­ცე­უ­ლა. მა­შინ „გზა ხსნი­სა“ აღარ არ­სე­ბობს? ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის ფსი­ქო­ლო­გი­ის და­უნ­დო­ბელ­მა მხი­ლე­ბამ ხსნის გზა გა­მო­ა­ჩი­ნა, „შრო­მაა ახა­ლი დრო­ის ახა­ლი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა“, მაგ­რამ ამას ძა­ლა უნ­და, რად­გან მი­წას სი­ყალ­ბე და თვალ­თ­მაქ­ცო­ბა არ შეშ­ვე­ნის, ძვალ­სა და რბილ­ში გამ­ჯ­და­რი ეს მან­კი­ე­რე­ბა კი სა­ერ­თო ქარ­თუ­ლი თვი­სე­ბაა, რად­გან ყვე­ლა ქარ­თ­ვე­ლი სუ­ლით აზ­ნა­უ­რია, შრო­მა­სა და მი­წას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა რომ ეუხერ­ხუ­ლე­ბა. მთა­ვა­რი კი ავიწყ­დე­ბა დი­დი ის­ტო­რი­ის მქო­ნე მე­ტისს, რომ წარ­სულს თუ არ გა­აგ­რ­ძე­ლებ, ის აწ­მ­ყო­საც კლავს და მო­მა­ვალ­საც. მარ­თა­ლია, გოლ­გო­თის გზა­ზე მი­მა­ვალ­მა მწე­რალ­მა ბო­ლომ­დე მა­ინც არ გა­წი­რა ხე­ვის­თავ­თა უკა­ნას­კ­ნე­ლი შთა­მო­მა­ვა­ლი, ისევ და­ე­ლო­დოს და­ყუ­დე­ბუ­ლი შიო მღვი­მე­ლი­ვით ნაქ­მა­რე­ვი ნა­ცო­ლევს, თუმ­ცა უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ ერ­საც და ბერ­საც, აზ­ნა­ურ­საც და უაზ­ნო­საც ნე­ბის­ყო­ფა სჭირ­დე­ბა, და­იც­ვას წარ­სუ­ლი და სა­თა­ნა­დოდ გა­აგ­რ­ძე­ლოს ის­ტო­რი­უ­ლი ხა­ზი. გულ­წ­რ­ფე­ლი აღი­ა­რე­ბა იგი­ვე აღსა­რე­ბაა და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი პრინ­ცი­პით უნ­და მი­ვუ­ტე­ვოთ მა­ინც „ძე შეც­დო­მილს“, რად­გან ერის ხსნა პი­როვ­ნე­ბით იწყე­ბა და შეც­დო­მებ­ზე ამაღ­ლე­ბუ­ლი ხე­ვის­თა­ვიც უნ­და გა­დარ­ჩეს, თვით­მ­ხი­ლე­ბა და მარ­თ­ლ­მ­ხი­ლე­ბა კი – ორი­ვე აუცი­ლე­ბე­ლია.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები