22 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024

ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სას­კო­ლო ნა­წარ­მო­ებ­თა შერ­ჩე­ვა ფსი­ქო­ლო­გი­ის თვალ­საზ­რი­სით

spot_img
ზუ­რაბ ვა­ხა­ნია
ფსი­ქო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­კო­სი, მა­თე­მა­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტი;  წმ. ან­დ­რია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის სახ. ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი; დ. უზ­ნა­ძის სახ. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფსი­ქო­ლოგ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის მო­ად­გი­ლე; ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის ექ­ს­პერტ-კონ­სულ­ტან­ტი; 4 მო­ნოგ­რა­ფი­ის, 38 სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­სა და 90 სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტი­ის ავ­ტო­რი; USAID-ის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექტ GPried-ის ყო­ფი­ლი ექ­ს­პერ­ტი; სკო­ლის დი­რექ­ტო­რად და მას­წავ­ლებ­ლად  მუ­შა­ო­ბის 22-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით; მა­ღა­ლი (80%-ზე მე­ტი) შე­დე­გე­ბით ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვს 10 სა­ხელ­მ­წი­ფო სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­და: ქარ­თუ­ლი ენა-ლი­ტე­რა­ტუ­რა, მა­თე­მა­ტი­კა, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა, რუ­სუ­ლი ენა, ინ­გ­ლი­სუ­რი ენა, დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ უნარ­თა ტეს­ტი, სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის ტეს­ტი, კომ­პი­უ­ტე­რის ტეს­ტი, უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის ტეს­ტი.

 

ამ­ჟა­მად სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სტან­დარ­ტე­ბის გა­ნახ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ექ­ს­პერ­ტებს შო­რი­საც და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც ცხა­რე კა­მა­თია ატე­ხი­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის პირ­ველ და მთა­ვარ პრინ­ცი­პად ოფი­ცი­ა­ლუ­რა­დაა და­კა­ნო­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბა. ეს ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ მი­სი ნამ­დ­ვი­ლი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­გან ძა­ლი­ან შორს ვართ. უფ­რო­სე­ბი ბავ­შ­ვის თვა­ლით უნ­და აფა­სებ­დ­ნენ სა­კითხებს – და არა სა­კუ­თა­რი დარ­გის ვიწ­რო ეგო­ცენ­ტ­რუ­ლი ხედ­ვით. სა­ზო­გა­დოდ, მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ფსი­ქო­ლო­გიზ­მია, პე­და­გო­გი­კუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­ის კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტის გა­რე­შე ის ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი ძა­ლი­ან ეუცხო­ე­ბა ამ­გ­ვა­რი მიდ­გო­მა.

ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბის უზე­ნა­ე­სი მი­ზა­ნი ისაა, რომ მოს­წავ­ლეს მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, ზო­გა­დად წიგ­ნის კითხ­ვა შე­ვაყ­ვა­როთ; მოს­წავ­ლე ეს­თე­ტი­კუ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბას მი­ეჩ­ვი­ოს [ზ. ვა­ხა­ნია 2003:121-122]. სა­ა­მი­სოდ აუცი­ლე­ბე­ლია, რომ მის­თ­ვის ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვა სი­ა­მოვ­ნე­ბას­თან იყოს შე­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ხო­ლო თუ­კი ტექ­ს­ტე­ბის წა­კითხ­ვა მოს­წავ­ლის­თ­ვის უსი­ა­მოვ­ნოა, მა­შინ ლი­ტე­რა­ტუ­რა, მწერ­ლო­ბა და თვით მწერ­ლე­ბიც კი შეს­ჯავ­რ­დე­ბა.

ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მძაფ­რად სა­ჭირ­ბო­რო­ტო ამ­ჟა­მა­დაა – რო­დე­საც წიგნს, ტექსტს მძლავ­რი და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მტე­რი გა­მო­უჩ­ნ­და – ყველ­გან­მ­ყო­ფი ეკ­რა­ნი [ზ. ვა­ხა­ნია 2002:41-45].

ყო­ვე­ლი­ვე აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სას­წავ­ლო პროგ­რა­მის ნა­წარ­მო­ებ­თა შერ­ჩე­ვი­სას მთა­ვა­რია ნა­წარ­მო­ე­ბის შე­სა­ფე­რი­სო­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი ასა­კის ბავ­შ­ვის­თ­ვის. უფ­რო მე­ტიც, მა­ღა­ლი დო­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დი­კა მოს­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­საც კი ით­ვა­ლის­წი­ნებს – მოს­წავ­ლის მზა­ო­ბის დო­ნეს, აგ­რეთ­ვე ინ­ტე­რე­სებ­სა და სას­წავ­ლო პრო­ფილს (დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კა, რომ­ლის კონ­კ­რე­ტუ­ლი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ნი­მუ­ში ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თ­ვის ჩვენ შედ­გე­ნი­ლი გვაქვს პრო­ექტ „ჯიპ­რა­ი­დის“ ფარ­გ­ლებ­ში). სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის ეს მა­ღა­ლი დო­ნე ჯერ ნა­ად­რე­ვია. ამ­ჟა­მად ის მა­ინც უნ­და შევ­ძ­ლოთ, რომ ნა­წარ­მო­ე­ბი ასა­კობ­რი­ვად მა­ინც იყოს შე­სა­ფე­რი­სი სა­თა­ნა­დო კლა­სის ტი­პუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის­თ­ვის.

ასა­კობ­რი­ვი შე­სა­ფე­რი­სო­ბა მო­ი­ცავს შემ­დეგ კრი­ტე­რი­უ­მებს:

I. ტექ­ს­ტის ენა (ლექ­სი­კა და გრა­მა­ტი­კუ­ლი ფორ­მე­ბი) მი­საწ­ვ­დო­მია ზო­მი­ე­რი შემ­ზა­დე­ბის შემ­დეგ;

II. ტექ­ს­ტის ის­ტო­რი­უ­ლი, ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი, ბუ­ნე­ბის­მ­ცოდ­ნე­ო­ბი­თი ში­ნა­არ­სი მი­საწ­ვ­დო­მია ზო­მი­ე­რი შემ­ზა­დე­ბის შემ­დეგ;

III. ნა­წარ­მო­ე­ბის მხატ­ვ­რულ-გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი სა­შუ­ა­ლე­ბა­ნი მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ „გა­მო­კირ­კი­ტე­ბი­სა და გა­და­ღეჭ­ვის“ გა­რე­შე აღ­ძ­რავს შე­სა­ბა­მის გრძნო­ბებს ბავ­შ­ვის გულ­ში;

IV. ნა­წარ­მო­ე­ბის ში­ნა­არ­სი სა­ინ­ტე­რე­სოა, ეხ­მი­ა­ნე­ბა ბავ­შ­ვის ში­ნა­გან სამ­ყა­როს; ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვის პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რია ბავ­შ­ვის წარ­მო­სახ­ვა;

V. ნა­წარ­მო­ე­ბის წა­კითხ­ვის შემ­დეგ ბავშვს სა­სი­ა­მოვ­ნო გან­ც­და რჩე­ბა;

VI. ნა­წარ­მო­ე­ბი ხელს უწყობს ბავ­შ­ვის ეს­თე­ტი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას.

I-V კრი­ტე­რი­უ­მე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა პირ­და­პირ იწ­ვევს მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლო­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო პრინ­ცი­პის დარ­ღ­ვე­ვას. ამის უფ­ლე­ბა კი არა­ვის არ აქვს. ლი­ტე­რა­ტუ­რა უნ­და იყოს ბავ­შ­ვის­თ­ვის და არა ბავ­შ­ვი – ლი­ტე­რა­ტუ­რის­თ­ვის.

ამ თვალ­საზ­რი­სით ჩვენს სკო­ლებ­ში სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბაა. იმ ბავ­შ­ვებ­საც კი, რომ­ლებ­საც უყ­ვართ მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კითხ­ვა (ში­ნა­გა­ნი მიდ­რე­კი­ლე­ბი­სა თუ ოჯა­ხის წყა­ლო­ბით), ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა არ უყ­ვართ, ხში­რად კი, სამ­წუ­ხა­როდ, ეჯავ­რე­ბათ. ამას ჩვენ მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე სა­გან­გე­ბო გა­მო­კითხ­ვა ადას­ტუ­რებს. ეს ზო­გა­დი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბაა: მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლო­ბის პრინ­ცი­პის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის გა­მო ბავ­შ­ვებს ეჯავ­რე­ბათ გრა­მა­ტი­კა, მა­თე­მა­ტი­კა, ფი­ზი­კა, გე­ოგ­რა­ფია თუ ის­ტო­რია [ზ. ვა­ხა­ნია 2012:§5].

ტრა­დი­ცი­ულ სას­წავ­ლო პროგ­რა­მებ­ში ნა­წარ­მო­ებ­თა უდი­დე­სი უმ­რავ­ლე­სო­ბა არ­ღ­ვევს I-III კრი­ტე­რი­უ­მებს. უმ­ცი­რე­სო­ბა ამ I-III კრი­ტე­რი­უ­მებს არ არ­ღ­ვევს, მაგ­რამ მა­თი უდი­დე­სი უმ­რავ­ლე­სო­ბა IV და V კრი­ტე­რი­უ­მებს არ­ღ­ვევს. ნა­წარ­მო­ებს მო­ზარ­დის ცნო­ბი­ე­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით უნ­და შევ­ხე­დოთ. ნა­წარ­მო­ე­ბის ტექ­ს­ტი რომც სრუ­ლი­ად მი­საწ­ვ­დო­მი იყოს, მო­ზარდს არ აინ­ტე­რე­სებს ის ში­ნა­არ­სი, რო­მელ­შიც მო­წი­ფუ­ლი ასა­კის ზრდას­რულ­თა პრობ­ლე­მე­ბია მთა­ვა­რი. 40 წლის ადა­მი­ა­ნი მო­ზარ­დის­თ­ვის უკ­ვე „ბე­ბე­რია“. მო­ზარ­დის აზ­რ­თა მსვლე­ლო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თია: „გე­თან­ხ­მე­ბით – რო­ცა მეც დავ­ბერ­დე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ეს პრობ­ლე­მე­ბი მეც გა­მიჩ­ნ­დეს; მაგ­რამ ეს პრობ­ლე­მე­ბი მე­რეც მე­ყო­ფა. ახ­ლა კი ბებ­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბი არ მა­ღელ­ვებს და არ მა­ინ­ტე­რე­სებს; ვერ გა­მი­გია, თავს რა­ტომ მახ­ვევთ თქვენს პრობ­ლე­მებს…“

მო­ზარ­დე­ბის დიდ უმ­რავ­ლე­სო­ბას ჰყოფ­ნის ზრდი­ლო­ბა, ხათ­რი და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა, რა­თა ამ­გ­ვა­რი აზ­რე­ბი უფ­როს­თა გა­სა­გო­ნად არ გა­მო­ხა­ტოს; მრა­ვა­ლი მათ­გა­ნი ამ­გ­ვარ აზ­რებს თა­ვის თავ­საც კი უმა­ლავს და ქვეც­ნო­ბი­ერ­ში გან­დევ­ნის (ცნო­ბი­ე­რე­ბის ცენ­ზუ­რის მოქ­მე­დე­ბაა). მაგ­რამ ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­ჯავ­რე­ბა (თუ სუ­ლაც შე­ძუ­ლე­ბა) მა­ინც გარ­და­უ­ვა­ლია.

მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, სხვა საგ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, მეტ, უფ­რო ფარ­თო ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს მოს­წავ­ლე­ზე, უშუ­ა­ლოდ ეხე­ბა რა მის პი­როვ­ნუ­ლო­ბას. ამის გა­მო, ერ­თი მხრივ, ლი­ტე­რა­ტუ­რას უდი­დე­სი აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი ძა­ლა აქვს. ის არა­მარ­ტო ეს­თე­ტი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და წიგ­ნი­ე­რე­ბის უნარ­ჩ­ვე­ვა­თა გან­ვი­თა­რე­ბას უნ­და ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს, არა­მედ აგ­რეთ­ვე პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, მის ზნე­ობ­რივ, პატ­რი­ო­ტულ, ეკო­ლო­გი­ურ აღ­ზ­რ­დას და შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, თუ­კი მოს­წავ­ლეს უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უყა­ლიბ­დე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­მართ, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ და სა­უ­ბე­დუ­როდ, მხო­ლოდ ლი­ტე­რა­ტუ­რით არ იფარ­გ­ლე­ბა – ის იმ მა­ღალ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზეც ვრცელ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც ნას­წავლ ნა­წარ­მო­ე­ბებ­შია.

ეს ყო­ვე­ლი­ვე ყვე­ლა­ზე მწვა­ვედ VII-IX კლა­სებ­ში იჩენს თავს. ესაა გარ­და­ტე­ხის ასა­კის ყვე­ლა­ზე მწვა­ვე და რთუ­ლი ხა­ნა, რო­დე­საც მო­ზარდს ყვე­ლა­ზე მე­ტად ეზა­რე­ბა სწავ­ლა; რო­დე­საც უაზ­როდ ჭირ­ვე­უ­ლობს და ჯი­უ­ტობს; მი­სი სუ­ლი მა­ჭა­რი­ვით დუღს და გო­ნე­ბა­ში ფიქ­რე­ბის, ოც­ნე­ბე­ბის, ში­შე­ბი­სა და ეჭ­ვე­ბის კო­რი­ან­ტე­ლი უტ­რი­ა­ლებს; მი­სი მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბია: თვით­დამ­კ­ვიდ­რე­ბა, ამ­ბო­ხი, მე­გობ­რო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი, სექ­სი, სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სა­ვა­ლი, გამ­ბე­და­ო­ბა, ცხოვ­რე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბა და ავ­ტო­რი­ტე­ტი, სი­ცოცხ­ლის სი­ხა­რუ­ლი… (ჯან­საღ შემ­თხ­ვე­ვა­ში!) [ზ. ვა­ხა­ნია 2012:§11].

ამ მხრივ ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბაა. რომც მო­ხერ­ხ­დეს ასა­კობ­რი­ვად მი­საწ­ვ­დო­მი ტექ­ს­ტე­ბის შერ­ჩე­ვა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­უ­ლი ბე­დუ­კუღ­მარ­თო­ბის გა­მო, ნა­წარ­მო­ებ­თა უდი­დე­სი უმ­რავ­ლე­სო­ბა მო­ზარ­დის­თ­ვის შავ­ბ­ნე­ლია: ტან­ჯ­ვა, ვა­ე­ბა, სევ­და, მარ­ტ­ვი­ლო­ბა, ტრა­გე­დია, სიკ­ვ­დი­ლი, სიკ­ვ­დი­ლი, სიკ­ვ­დი­ლი, სიკ­ვ­დი­ლი, სიკ­ვ­დი­ლი… მაგ­რამ ის­ტო­რი­უ­ლი ბე­დუ­კუღ­მარ­თო­ბის სიმ­ძი­მე და სიმ­წა­რე ბავშვს რა­ტომ უნ­და ვაზღ­ვე­ვი­ნოთ?!

შე­დე­გე­ბი სა­ვა­ლა­ლოა: მოს­წავ­ლე­ებს უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უყა­ლიბ­დე­ბათ სწო­რედ იმ ფა­სე­უ­ლო­ბა­თა მი­მართ, რო­მელ­თა პა­ტი­ვის­ცე­მა­საც უნ­და წე­სით ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა: ზნე­ობ­რი­ო­ბა, უან­გა­რო­ბა, პატ­რი­ო­ტიზ­მი, სა­ზო­გა­დოდ მა­ღა­ლი იდე­ა­ლე­ბის ერ­თ­გუ­ლე­ბა…

მარ­თ­ლაც, რა შეგ­ნე­ბას ვუ­ნერ­გავთ მო­ზარდს? მას ღრმად გა­უჯ­დე­ბა მა­ხინ­ჯუ­რი ასო­ცი­ა­ცი­უ­რი წრე: „ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა – ტრა­გე­დია – უბე­დუ­რე­ბა – ზნე­ობ­რი­ო­ბა – ტან­ჯ­ვა – მარ­ტ­ვი­ლო­ბა – პატ­რი­ო­ტიზ­მი – სევ­და – სუ­ლის გა­მარ­ჯ­ვე­ბა – სიკ­ვ­დი­ლი – ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა“. მოკ­ლედ და მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ: „მა­ღა­ლი იდე­ა­ლე­ბის ერ­თ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნი, თუმ­ცა გა­ი­ტან­ჯე­ბა და და­ი­ღუ­პე­ბა, მაგ­რამ სუ­ლით მა­ინც გა­ი­მარ­ჯ­ვებს, რად­გან … …“.  მაგ­რამ მო­ზარ­დი, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე გო­ნი­ე­რი მო­ზარ­დიც კი, ფიქ­რობს: „რას მთა­ვა­ზობთ? ცხოვ­რე­ბა­ში მარ­ტ­ვი­ლო­ბის გზის არ­ჩე­ვას? არა, ბა­ტო­ნო, მარ­ტ­ვი­ლო­ბა, ზნე­ო­ბა, პატ­რი­ო­ტიზ­მი და მა­ღა­ლი იდე­ა­ლე­ბი თქვენ­თ­ვის და­ი­ტო­ვეთ, მე კი სა­ხა­რუ­ლით აღ­სავ­სე ცხოვ­რე­ბა მირ­ჩევ­ნია…“

ის ხომ ჯერ ბავ­შ­ვია და კი­დევ 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა ბავ­შ­ვი. ტა­ნით დი­დიც რომ იყოს და ზრდას­რუ­ლი­ვით რომ იქ­ცე­ო­დეს და სა­უბ­რობ­დეს, 18 წლამ­დე ის მა­ინც ბავ­შ­ვია. სა­ქარ­თ­ვე­ლოს დი­დი უბე­დუ­რე­ბა ორი უკი­დუ­რე­სო­ბის აბ­სურ­დუ­ლი რკა­ლია: ერ­თი მხრივ, ავიწყ­დე­ბათ, რომ 15-17 წლის მო­ზარ­დი სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ჯერ კი­დევ ბავ­შ­ვია; მე­ო­რე მხრივ კი 25-30 წლის ახალ­გაზ­რ­დას „ბავ­შ­ვად“ მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ და ბავ­შ­ვი­ვით ეპყ­რო­ბი­ან („გა­მოც­დე­ბი კარ­გად ჩა­ვა­ბა­რეთ“, „მკურ­ნა­ლო­ბას ვიწყებთ“…). მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მა­მა­კა­ცე­ბის უნ­დი­ლო­ბა (ინ­ფან­ტი­ლიზ­მი) სა­ქარ­თ­ვე­ლოს ერ­თ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი უბე­დუ­რე­ბაა. ამა­ში მთა­ვა­რი დამ­ნა­შა­ვე ოჯა­ხია, სკო­ლა კი ცეცხ­ლ­ზე ნავთს ას­ხამს. გა­დატ­ვირ­თუ­ლი და გა­დარ­თუ­ლე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბით თრგუ­ნავს ბავშვს, მას არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის ღრმა გრძნო­ბას უმ­კ­ვიდ­რებს (ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში ამას „დას­წავ­ლი­ლი უმ­წე­ო­ბა“ ეწო­დე­ბა); წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის გა­ბე­დუ­ლი და მედ­გა­რი გა­და­ლახ­ვის ნაც­ვ­ლად გა­ყალ­ბე­ბა­სა და, არ­სე­ბი­თად, კო­რუფ­ცი­ას აჩ­ვევს (ვი­თომ ნიშ­ნებს რომ იღებს და ვი­თომ გა­მოც­დებს რომ აბა­რებს); ნამ­დ­ვი­ლი საქ­მის კე­თე­ბის ნაც­ვ­ლად პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის­გან გაძ­რო­მის ხრი­კებ­ში წა­ფავს; პი­რა­დი ღირ­სე­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო და პატ­რი­ო­ტუ­ლი შეგ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ნაც­ვ­ლად ად­ვი­ლი ცუღ­ლუ­ტუ­რი გზე­ბით გა­იძ­ვე­რო­ბას აჩ­ვევს [ზ. ვა­ხა­ნია 2012:§12].

სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ში და­უშ­ვე­ბე­ლია ისე­თი ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მე­ლიც I-III კრი­ტე­რი­უ­მებს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს. კლა­სი­კურ თუ ახალ ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში არ­ც­თუ ისე მრავ­ლად გვაქვს მო­ზარ­დის­თ­ვის ასა­კობ­რი­ვად შე­სა­ფე­რი­სი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, ამი­ტომ ში­გა­და­შიგ შე­იძ­ლე­ბა ვას­წავ­ლოთ ისე­თი ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მე­ლიც IV-V კრი­ტე­რი­უ­მებს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს – მე­ტი გზა არაა. მაგ­რამ ასეთ ნა­წარ­მო­ებ­თა წი­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს არა­უ­მე­ტეს 25-30%-ისა. თა­ნაც ისი­ნი ერ­თ­მა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით არ უნ­და ვას­წავ­ლოთ.

და­ბო­ლოს, ფსი­ქო­ლო­გი­ის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლა­დაც, თვით ჩვე­ნი სა­სა­ხე­ლო წი­ნაპ­რე­ბის­თ­ვის რომ გვე­კითხა, 12-15 წლის ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის თუ წერ­დ­ნენ ისი­ნი თა­ვი­ანთ შე­დევ­რებს, რას გვი­პა­სუ­ხებ­დ­ნენ?

დას­კ­ვ­ნა

სკო­ლა­ში ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს მო­ზარ­დის თვალ­საზ­რისს. ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა მო­ზარ­დის­თ­ვის ტრა­გე­დი­ა­სა და სიკ­ვ­დილ­თა­ნაა ასო­ცი­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ მოს­წავ­ლე­ებს უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უყა­ლიბ­დე­ბათ არა­მარ­ტო ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­მართ, არა­მედ აგ­რეთ­ვე იმ მა­ღალ ფა­სე­უ­ლო­ბა­თა მი­მართ, რომ­ლე­ბიც ლი­ტე­რა­ტუ­რის ნა­წარ­მო­ე­ბებ­შია. ამის გა­მო­სას­წო­რებ­ლად აუცი­ლე­ბე­ლია, რომ პროგ­რა­მულ ნა­წარ­მო­ებ­თა შერ­ჩე­ვის მთა­ვარ კრი­ტე­რი­უ­მად დად­გინ­დეს: მო­ზარდს ზო­მი­ე­რი და­ძაბ­ვით, გა­აზ­რე­ბი­თა და სი­ა­მოვ­ნე­ბით შე­ეძ­ლოს ამ ნა­წარ­მო­ებ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის წა­კითხ­ვა.

 

და­მოწ­მე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სია

  1. ზ. ვა­ხა­ნია 2009 – ზ. ვა­ხა­ნია, კ. გა­ბუ­ნია, თ. მა­ხა­რა­ძე, ქარ­თუ­ლი ფი­ლო­ლო­გია, ტ. 1., თბ., 2009.
  2. ზ. ვა­ხა­ნია 2003 – ზ. ვა­ხა­ნია, ქარ­თუ­ლი ენის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სწავ­ლე­ბა, თბ., 2003.
  3. ზ. ვა­ხა­ნია 2012 – ზ. ვა­ხა­ნია, გა­ნათ­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გია, თბ., 2012.
  4. ზ. ვა­ხა­ნია 2002 – Ваханиа З. Современное образование: Книга и Экран. – “Журнал Евроазиатских исследований”, Москва-2002, №3.

 

 

 

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები