23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ის­ტო­რი­ის ღირ­სე­უ­ლი ეპი­ზო­დი

spot_img

ნი­ნო გამ­რე­კე­ლი-თო­რე­ლი ჩვე­ნი რუბ­რი­კის კი­დევ ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო, მაგ­რამ სხვა­თა­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი ქალ­ბა­ტო­ნია. გა­მორ­ჩე­უ­ლი იმით, რომ მთე­ლი თა­ვი­სი ხან­მოკ­ლე სი­ცოცხ­ლე ქარ­თ­ვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის გა­ნათ­ლე­ბის, მა­თი იდენ­ტო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თ­ვის იღ­ვა­წა, რო­გორც მსა­ხი­ობ­მა და რე­ჟი­სორ­მა.

ნი­ნო გამ­რე­კე­ლი 1882 წლის 11 იან­ვარს ქუ­თა­ის­ში და­ი­ბა­და, ალექ­სან­დ­რე გამ­რე­კე­ლი­სა და მა­რი­ამ მეს­ხის ოჯახ­ში. მა­რი­ამ მეს­ხი კი ცნო­ბი­ლი ქარ­თ­ვე­ლი მოღ­ვა­წე­ე­ბის: სერ­გი, კო­ტე, და­ვით და ეფე­მია მეს­ხე­ბის და იყო. ნი­ნო გამ­რე­კელ­მა დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა ოჯახ­ში მი­ი­ღო, სწავ­ლა ქუ­თა­ი­სის ქალ­თა გიმ­ნა­ზი­ა­ში გა­აგ­რ­ძე­ლა, რო­მე­ლიც 1900 წელს და­ამ­თავ­რა. გამ­რეკ­ლე­ბის ოჯა­ხის ბა­ქო­ში საცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვ­ლის შემ­დეგ კი იქ გა­აგ­რ­ძე­ლა სწავ­ლა და იქ­ვე იპო­ვა გზა, რო­მელ­საც მთე­ლი შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა მი­უძღ­ვ­ნა. ამ გზის სა­თა­ვეს­თან მი­სი დე­ი­და, ეფე­მია მეს­ხი იდ­გა, რო­მე­ლიც, მეს­ხე­ბის ოჯა­ხი­დან პირ­ვე­ლი, ჩა­ვი­და ბა­ქო­ში 1898 წელს. სწო­რედ მან მო­უ­ყა­რა თა­ვი სცე­ნის მოყ­ვა­რე თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს, ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა და­სი, რო­მე­ლიც უან­გა­როდ, უსას­ყიდ­ლოდ მარ­თავ­და სპექ­ტაკ­ლებს, რა­თა ასო­ბით თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს­თან მი­ე­ტა­ნათ ქარ­თუ­ლი სიტყ­ვა. ბა­ქოს ქარ­თულ დასს და­უ­კავ­ში­რა მთე­ლი თა­ვი­სი სი­ცოცხ­ლე ნი­ნო გამ­რე­კელ­მაც, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი წე­ლი აწ­ვ­დი­და იქა­ურ ქარ­თ­ვე­ლებს სუ­ლი­ერ საზ­რ­დოს. სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ ამ დრო­ის­თ­ვის ბა­ქო­ში 1000-მდე ქარ­თ­ვე­ლი ცხოვ­რობ­და და 1895 წლი­დან ქარ­თ­ველ­თა სათ­ვის­ტო­მოც არ­სე­ბობ­და. ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რ­და ქა­ლის­თ­ვის რე­ჟი­სორ კო­ტე მეს­ხის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით მუ­შა­ო­ბა ჩი­ნე­ბუ­ლი სკო­ლა იყო. აქ­ვე გა­უჩ­ნ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის სურ­ვი­ლი და 1904 წელს, მოს­კოვ­ში, მსა­ხი­ობ პო­ლონ­ს­კა­ი­ას დრა­მა­ტულ კურ­სებ­ზე, ის­წავ­ლა ერ­თი წე­ლი. ბა­ქო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ჯერ ქარ­თუ­ლი დრა­მა­ტუ­ლი წრის მსა­ხი­ო­ბი გახ­და, ხო­ლო კო­ტე მეს­ხის ბა­ქო­დან წას­ვ­ლის შემ­დეგ რე­ჟი­სო­რად და­ი­ნიშ­ნა, თუმ­ცა, პა­რა­ლე­ლუ­რად, სპექ­ტაკ­ლებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. 1900-1909 წლებ­ში ბა­ქოს ქარ­თულ­მა დას­მა, ნი­ნოს რე­ჟი­სო­რო­ბით, მა­ყუ­რე­ბელს 65 პი­ე­სა უჩ­ვე­ნა, აქე­დან 28 – გად­მო­ქარ­თუ­ლე­ბუ­ლი: „თა­მარ ცბი­ე­რი“, „პა­ტა­რა კა­ხი“, „ქოჩ­რი­ა­ნი ტო­რო­ლა“, „კა­ცია ადა­მი­ა­ნი“, „ხა­თა­ბა­ლა“ და სხვ. მი­სი პირ­ვე­ლი რე­ჟი­სო­რუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი იყო „ბა­ტო­ნი და ყმა“, რო­მე­ლიც ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ხსოვ­ნას მი­უძღ­ვ­ნა. ნი­ნო გამ­რე­კე­ლი იყო პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლი, რო­მელ­მაც მოღ­ვა­წე­ო­ბა სა­რე­ჟი­სო­რო ას­პა­რეზ­ზე და­იწყო.

ქარ­თუ­ლი სათ­ვის­ტო­მოს თავ­შეყ­რის ად­გი­ლი, ერ­თ­გ­ვა­რი კულ­ტუ­რის კე­რა, ნა­რი­მა­ნო­ვის სამ­კითხ­ვე­ლო ყო­ფი­ლა, სა­დაც ჩა­ი­სა­ხა ქარ­თუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბის გა­მარ­თ­ვის ტრა­დი­ცია – იდ­გ­მე­ბო­და ქარ­თუ­ლი პი­ე­სე­ბი, პა­ტარ-პა­ტა­რა სცე­ნე­ბი ქარ­თ­ველ­თა ცხოვ­რე­ბი­დან, ქარ­თუ­ლი ყო­ფის, ის­ტო­რი­ის ამ­სახ­ვე­ლი სუ­რა­თე­ბი, იმარ­თე­ბო­და კონ­ცერ­ტე­ბი; ამას კი უდი­დე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და ემიგ­რან­ტი ქარ­თ­ვე­ლე­ბის­თ­ვის. ნი­ნო გამ­რე­კელ­საც კარ­გად ეს­მო­და, რომ ქარ­თუ­ლი ენის არ­და­ვიწყე­ბა აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა იდენ­ტო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, ამი­ტო­მაც პი­ე­სის შერ­ჩე­ვი­სას სწო­რედ ამ ფაქ­ტორს ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭებ­და პი­ე­სის ში­ნა­არსს, მის აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას. „30-ს ქარ­თუ­ლი სა­ღა­მოა. რა­მე პი­ე­სა უნ­და და­იდ­გას ერ­თ­მოქ­მე­დე­ბი­ა­ნი. არ ვი­ცი რა მო­ვი­ფიქ­რო. ნუ­თუ ჭა­მა-სმა, ხან­ჯ­ლის ტრი­ა­ლი და ჰა­რი-არა­ლე უნ­და ვაჩ­ვე­ნო ხალხს? თბი­ლის­ში ახა­ლი პი­ე­სა გა­მო­ჩე­ნი­ლა ნ. ში­უ­კაშ­ვი­ლის „მე­გობ­რო­ბა“ და გა­მო­მიგ­ზავ­ნეთ,“ – სთხოვ­და იგი კო­ტე მეს­ხის მე­უღ­ლეს.

ქარ­თუ­ლი და­სი ხელ­მოკ­ლე­ო­ბას და უბი­ნა­ო­ბას გა­ნიც­დი­და, რე­პე­ტი­ცი­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ბი­ნა­ზე ტარ­დე­ბო­და, მაგ­რამ ნი­ნო გამ­რე­კე­ლი ყო­ველ­თ­ვის ახერ­ხებ­და ახალ-ახა­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბის დად­გ­მას, ზოგ მათ­გან­ში თა­ვა­დაც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ერ­თ­გან წერს კი­დეც: წარ­მოდ­გე­ნებს რომ სხვა დგამ­დეს, უკეთ ვი­თა­მა­შებ­დიო. თუმ­ცა ცნო­ბი­ლია, რომ იგი შე­სა­ნიშ­ნა­ვად უთავ­სებ­და ერ­თ­მა­ნეთს რე­ჟი­სო­რო­ბა­სა და მსა­ხი­ო­ბო­ბას. სწო­რედ მი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბით იყო ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი ის ტრი­ბუ­ნა, სა­ი­და­ნაც ის­მო­და მშობ­ლი­უ­რი ენა, „გო­ნე­ბის გამ­ხ­ს­ნე­ლი, გრძნო­ბის გა­მა­ფა­ქი­ზე­ბე­ლი იმე­დი­ა­ნი სიტყ­ვა“. და მა­ინც, მი­უ­ხე­და­ვად ქარ­თუ­ლი და­სის დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვი­სა, მხო­ლოდ თე­ატ­რი ვერ იქ­ნე­ბო­და საკ­მა­რი­სი ქარ­თ­ვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის­თ­ვის, მშობ­ლი­უ­რი კულ­ტუ­რის გაც­ნო­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის. სა­ჭი­რო იყო ელე­მენ­ტა­რუ­ლი დაწყე­ბი­თი სკო­ლის გახ­ს­ნა. სათ­ვის­ტო­მო­სა და „ქარ­თ­ველ­თა შო­რის წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხ­მე­ვით, 1912 წლის დე­კემ­ბერს, ბა­ქო­ში, იაკობ მან­ს­ვე­ტაშ­ვი­ლის ხარ­ჯით აგე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის სახ­ლის პირ­ველ სარ­თულ­ზე, გა­იხ­ს­ნა დაწყე­ბი­თი სკო­ლა – ნი­ნო გამ­რე­კე­ლი ამ სკო­ლის პირ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, ხო­ლო დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი – ბა­ქოს ქარ­თუ­ლი და­სი. წარ­მოდ­გე­ნე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა სკო­ლის შე­ნახ­ვას ხმარ­დე­ბო­და, ეს თან­ხა ხში­რად გა­ჭირ­ვე­ბულ­თა დახ­მა­რე­ბის­თ­ვი­საც ნა­წილ­დე­ბო­და. შე­ნო­ბა­ში ასე­ვე გახ­ს­ნი­ლი იყო ჭრა-კერ­ვის, ქარ­გ­ვი­სა და სხვა ხელ­საქ­მის კურ­სე­ბი ქარ­თ­ველ ემიგ­რანტ ქალ­თა და­სახ­მა­რებ­ლად. ნი­ნოს ინი­ცი­ა­ტი­ვით, სკო­ლა­ში ეწყო­ბო­და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი და სა­ბავ­შ­ვო წარ­მოდ­გე­ნე­ბი. სკო­ლის არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, რომ­ლებ­შიც, ად­გი­ლობ­რი­ვი ქარ­თ­ვე­ლო­ბის გარ­და, თბი­ლი­სი­დან ჩა­სუ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ. ერთ-ერ­თი ასე­თი საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ ვი­გებთ: „კვი­რას, 1909 წლის ქ.შ.წ.კ. გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ბა­ქოს ფი­ლი­ა­ლუ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის მი­ერ გა­ი­მარ­თე­ბა ქარ­თუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა ახ­ლად და­არ­სე­ბუ­ლი სკო­ლის სა­სარ­გებ­ლოდ; დრა­მა­ტუ­ლი და­სის მი­ერ სე­ზო­ნის და­საწყი­სად წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა აკა­კი წე­რეთ­ლის „პა­ტა­რა კა­ხი“. პა­ტა­რა კა­ხის რო­ლის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი და რე­ჟი­სო­რი ნი­ნო გამ­რე­კე­ლი-თო­რე­ლი იყო.

ბა­ქოს ოთხ­წ­ლი­ან­მა ქარ­თულ­მა სკო­ლამ თორ­მე­ტი წე­ლი, 1909-1921 წწ, იარ­სე­ბა. 1918 წლის­თ­ვის აზერ­ბა­ი­ჯან­ში არ­სე­ბულ­მა არას­ტა­ბი­ლურ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ვი­თა­რე­ბამ ქარ­თ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. ბა­ქო­ში საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის დამ­ყა­რე­ბის შემ­დეგ, 1921 წელს, სკო­ლამ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა შეწყ­ვი­ტა, შე­ნო­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მთავ­რო­ბას გა­და­ე­ცა.

ნი­ნო გამ­რე­კე­ლი ამ მოვ­ლე­ნე­ბამ­დე დაბ­რუნ­და თბი­ლის­ში და მსა­ხი­ო­ბად და­იწყო მუ­შა­ო­ბა ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლის სა­ხალ­ხო სახ­ლ­თან არ­სე­ბულ დრამ­წ­რე­ში. ერ­თი წლის შემ­დეგ ქუ­თა­ი­სის თე­ატ­რი იწ­ვევს მსა­ხი­ო­ბად და რე­ჟი­სო­რად, ხო­ლო 1920-21 წლებ­ში თბი­ლი­სის დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია; პა­რა­ლე­ლუ­რად, სწავ­ლობ­და ა. ფა­ღა­ვას დრა­მა­ტულ სტუ­დი­ა­ში; მსა­ხი­ო­ბად და რე­ჟი­სო­რად მუ­შა­ობ­და ბა­თუმ­ში, ქუ­თა­ის­ში, ჭი­ა­თუ­რა­ში. მი­სი დად­გ­მე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ნი­ნო ნა­კა­ში­ძის „კო­ტეს და­ნა­შა­უ­ლი“, ბო­რის ლავ­რე­ნი­ო­ვის „რღვე­ვა“, ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას პო­ე­მის მი­ხედ­ვით დად­გ­მუ­ლი „სტუ­მარ-მას­პინ­ძე­ლი“ და სხვ.

ნი­ნო გამ­რე­კე­ლი 53 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა 1935 წლის 27 მარტს. მი­სი სამ­სა­ხი­ო­ბო და რე­ჟი­სო­რუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბა, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვო­ბა, ქველ­მოქ­მე­დე­ბა და ქვეყ­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ გა­წე­უ­ლი ღვაწ­ლი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ის­ტო­რი­ის ერთ-ერ­თი ღირ­სე­უ­ლი ეპი­ზო­დია, რომ­ლის შე­სა­ხებ მომ­ვალ­მა თა­ო­ბებ­მა აუცი­ლებ­ლად უნ­და იცოდ­ნენ.

მა­სა­ლა მომ­ზა­დე­ბუ­ლია ლე­ლა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის სა­ავ­ტო­რო პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით 

განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები (webbreeze.net)

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები