13 ივნისი, ხუთშაბათი, 2024

ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის უან­გა­რო მსა­ხუ­რი აფხა­ზეთ­ში

spot_img

მა­რი­ამ და­დი­ა­ნი-ან­ჩა­ბა­ძე

(1870-1959)

 

 

 

სა­ხალ­ხო გა­ნათ­ლე­ბის ცნო­ბილ მუ­შაკ­თა და ქველ­მოქ­მედ ქარ­თ­ველ ქალ­თა რი­გებ­ში მა­რი­ამ და­დი­ა­ნი-ან­ჩა­ბა­ძი­სა უთუ­ოდ გა­მორ­ჩე­უ­ლი ფი­გუ­რაა. იგი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ სა­ხალ­ხო გა­ნათ­ლე­ბის თავ­გა­მო­დე­ბუ­ლი მუ­შა­კი იყო; მას არც არა­ვი­თა­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მი­უ­ღია, მაგ­რამ გა­ნათ­ლე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბის­თ­ვის ნა­ყო­ფი­ე­რი მებ­რ­ძო­ლი იყო; არც პე­და­გო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ჰქო­ნია, მაგ­რამ ბავ­შ­ვის შე­სა­ნიშ­ნა­ვი აღ­მ­ზ­რ­დე­ლი და მო­ა­მა­გე დე­და იყო; იგი არც მწე­რა­ლი ყო­ფი­ლა, არც პუბ­ლი­ცის­ტი, მაგ­რამ მის სა­ხელს ხში­რად ვხვდე­ბით ქარ­თულ პრე­სა­ში. მთე­ლი თა­ვი­სი შეგ­ნე­ბუ­ლი სი­ცოცხ­ლე პრო­ვინ­ცი­ა­ში გა­ა­ტა­რა, მაგ­რამ ერის სუ­ლის­კ­ვე­თე­ბი­სა და ზრახ­ვე­ბის წრის გა­რეთ ერ­თი წუ­თი­თაც არ მდგა­რა. ამ მხრივ, იგი წარ­სუ­ლი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თ­ველ მოღ­ვა­წე ქალ­თა ტრა­დი­ცი­ის გამ­გ­რ­ძე­ლე­ბე­ლი იყო.

მა­რი­ამ და­დი­ა­ნი და­ი­ბა­და 1870 წლის 6 (18) დე­კემ­ბერს, სო­ფელ სვირ­ში (იმე­რეთ­ში), აბა­ში­ძის ოჯახ­ში, სა­დაც, 26 წლით ად­რე, და­ბა­დე­ბუ­ლა მი­სი სა­ხე­ლო­ვა­ნი მა­მა – მწე­რა­ლი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ნი­კო ტა­რი­ე­ლის ძე და­დი­ა­ნი. სა­მი თვის მა­შო მშობ­ლებს სა­კუ­თარ სო­ფელ ბორ­თემ­ში წა­უყ­ვა­ნი­ათ, სა­დაც გა­ა­ტა­რა ბავ­შ­ვო­ბა. მა­ლე მას უმ­ც­რო­სი ძმა შალ­ვაც (სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი მწე­რა­ლი შალ­ვა და­დი­ა­ნი) ამო­უდ­გა გვერ­დით. დე­დის ად­რე გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­მო, შვი­ლებს წე­რა-კითხ­ვა და ერი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი მა­მამ ას­წავ­ლა. მა­შო და­დი­ანს მა­მა-მას­წავ­ლებ­ლის­გან, ისე­ვე რო­გორც შალ­ვას, ერ­თ­გ­ვა­რი ან­დერ­ძიც კი მი­უ­ღია, თუ რო­გო­რი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო იგი, რო­გორც ქა­ლი. აი, სა­გუ­ლის­ხ­მო სტრი­ქო­ნე­ბი:

„სიტყ­ვა­ში – სიტ­კ­ბო,

ხელ­ში – საქ­ნა­რი,

ჭკუ­ა­ში – ცოდ­ნა მარ­თე­ბუ­ლი­სა,

ქცე­ვა­ში – სიბ­რ­ძ­ნე, წყნარ-უკ­ვე­ხა­ა­რი,

გულ­ში – წა­მე­ბა წმი­დის სჯუ­ლი­სა,

აზ­რ­ში – მა­მუ­ლი, სახ­ლი და შვი­ლი,

გან­ს­ჯა­ში – რწმე­ნა წარ­მა­ტე­ბი­სა,

ფიქ­რ­ში – ერის სვე, ერის წა­დი­ლი,

ხელ­ში – ბე­ჭე­დი ღვთის ხა­ტე­ბი­სა.“

 

მა­რი­ა­მი, მე­უღ­ლეს­თან, ტა­რას ან­ჩა­ბა­ძეს­თან ერ­თად, სო­ხუმ­ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო ქა­ლა­ქის კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ქარ­თ­ველ და აფხაზ მოღ­ვა­წე­ებ­თან (გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე, გრი­გოლ შარ­ვა­ში­ძე, პ. ჭა­რაია, ნი­კო ჯა­ნა­შია, ნ. თავ­დ­გი­რი­ძე, თე­დო სა­ხო­კია, ან­თი­მოზ ჯუ­ღე­ლი, დეს­პი­ნე გე­ლო­ვა­ნი­სა, ა. ავა­ლიშ­ვი­ლი­სა, ვ. ადა­მია, ლ. ალ­ში­ბაია, ივა­ნე ბურ­ჭუ­ლა­ძე, გრი­გოლ და­დი­ა­ნი, ნ. ემუხ­ვა­რი­სა, ზ. და ნ. თურ­ქი­ე­ბი, ა. ინა­ლი­ფა, ა. შარ­ვა­ში­ძი­სა, ტ. შარ­ვა­ში­ძი­სა, ალ. შარ­ვა­ში­ძე, კ. შარ­ვა­ში­ძე, პ. ან­ჩა­ბა­ძე, სპი­რი­დონ ნო­რა­კი­ძე, ივა­ნე გე­გია და სხვ.) ერ­თად. მათ მძი­მე ბრძო­ლე­ბი გა­და­ი­ტა­ნეს თვით­მ­პყ­რო­ბე­ლო­ბის აღ­ვი­რახ­ს­ნი­ლი მო­ხე­ლე­ე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ.

მა­შო და­დი­ა­ნი-ან­ჩა­ბა­ძი­სა აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე იყო იმ კულ­ტუ­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა, რომ­ლის შე­დე­გად აფხა­ზეთ­ში, კერ­ძოდ სო­ხუმ­ში, ფე­ხი მო­ი­კი­და სკო­ლებ­მა, რომ­ლებ­შიც გლე­ხის შვი­ლებს და, რაც მთა­ვა­რია, ად­გი­ლობ­რივ მკვიდრთ არ ეკ­რ­ძა­ლე­ბო­დათ შეს­ვ­ლა. 1900 წლი­დან, ად­გი­ლობ­რივ მო­წი­ნა­ვე სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა და­ჟი­ნე­ბუ­ლი მოთხოვ­ნით, სო­ხუ­მის სა­მო­ქა­ლა­ქო სას­წავ­ლე­ბელ­ში შე­მო­ი­ღეს ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბა. ქა­ლაქ­ში და­არ­ს­და სა­ა­ვად­მ­ყო­ფო. იმა­ვე ხა­ნებ­ში, სო­ხუმ­ში მო­ეწყო სცე­ნა, სა­დაც თბი­ლი­სი­დან და ქუ­თა­ი­სი­დან ჩა­მო­სუ­ლი და­სე­ბი  ქარ­თულ ენა­ზე მარ­თავ­დ­ნენ სპექ­ტაკ­ლებს. ად­გი­ლობ­რი­ვი ძა­ლე­ბით გა­მარ­თუ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხე­ბი სხვა­დას­ხ­ვა კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მუ­შა­ო­ბას ხმარ­დე­ბო­და – სამ­კითხ­ვე­ლოს და­არ­სე­ბა, ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბის გა­მო­წე­რა და სხვ. ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა ერთ-ერ­თი სუ­ლის ჩამ­დ­გ­მე­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლად გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი იყო მა­რი­ამ და­დი­ა­ნი.

მი­სი სა­მოქ­მე­დო ას­პა­რე­ზი უფ­რო გან­მ­ტ­კიც­და და გა­ფარ­თოვ­და მას შემ­დეგ, რაც, მი­სი­ვე ინი­ცი­ა­ტი­ვით, სო­ხუმ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და „ქარ­თ­ველ­თა შო­რის წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ (1903წ). გამ­გე­ო­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რედ არ­ჩე­ულ იქ­ნა მა­რი­ამ და­დი­ა­ნი, რო­მელ­მაც, პირ­ველ რიგ­ში, და­ა­ყე­ნა სა­კითხი სო­ხუმ­ში ქარ­თუ­ლი სკო­ლის და­არ­სე­ბის შე­სა­ხებ. ცენ­ტ­რა­ლურ­მა გამ­გე­ო­ბამ ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა მო­ი­წო­ნა, და­მუ­შავ­და სკო­ლის პრო­ფი­ლის პრო­ექ­ტი. გამ­გედ და მას­წავ­ლებ­ლად მო­იწ­ვი­ეს ძვე­ლი სე­ნა­კის ქარ­თულ სკო­ლა­ში მო­მუ­შა­ვე ნი­კო ჯა­ნა­შია, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რი წევ­რი და მდი­ვა­ნი გახ­და წკგს-ის სო­ხუ­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის. და­იწყო ზრუნ­ვა სკო­ლის­თ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­ნო­ბის ასა­გე­ბად. მა­რი­ამ­მა ყვე­ლა ღო­ნე იხ­მა­რა სა­ჭი­რო თან­ხე­ბის შე­საგ­რო­ვებ­ლად და მშე­ნებ­ლო­ბაც და­იწყო. 1910 წელს საქ­მე ბრწყინ­ვა­ლედ დაგ­ვირ­გ­ვინ­და, რაც სა­თა­ნა­დოდ შე­ა­ფა­სა წკგს-მ, 1911 წლის ან­გა­რიშ­ში. მი­სი­ვე ინი­ცი­ა­ტი­ვით, ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბი და ქარ­თუ­ლი ენის შემ­ს­წავ­ლე­ლი კურ­სე­ბი აფხა­ზე­თის რე­გი­ო­ნებ­შიც გა­იხ­ს­ნა.

1912 წლის 1 იან­ვ­რის­თ­ვის წკგს-ის სო­ხუ­მის გან­ყო­ფი­ლე­ბას ჰყავ­და 200-მდე წევ­რი და გა­და­ხა­ლი­სე­ბუ­ლი გამ­გე­ო­ბა, რომ­ლის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე კვლავ მა­რი­ამ და­დი­ა­ნი იყო. გამ­გე­ო­ბას­თან ჩა­მო­ყა­ლიბ­და, 6 კა­ცის­გან შემ­დ­გა­რი, სამ­შე­ნებ­ლო კო­მი­სია, რო­მელ­საც სკო­ლე­ბის, ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის, კლუ­ბე­ბი­სა და სხვა კულ­ტუ­რუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის შე­ნო­ბე­ბის აგე­ბა და სა­თა­ნა­დო ხარ­ჯ­თაღ­რიცხ­ვის წარ­მო­ე­ბა ევა­ლე­ბო­და. ამ დრო­ის­თ­ვის, კი­დევ უფ­რო გა­ფარ­თოვ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა, ორ­გან­ყო­ფი­ლე­ბი­ა­ნი სკო­ლის სამ­გან­ყო­ფი­ლე­ბი­ა­ნად გა­და­სა­კე­თებ­ლად შე­ნო­ბას ახა­ლი საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი და­ე­მა­ტა. „გამ­გე­ო­ბას გა­და­უწყ­ვე­ტია, იმა­ვე შე­ნო­ბა­ში მო­ეწყოს ბიბ­ლი­ო­თე­კა-სამ­კითხ­ვე­ლო და საკ­ვი­რაო სკო­ლა“ (1912 წლის ან­გა­რი­ში­დან).

სა­ან­გა­რი­შო წელს სკო­ლა­ში 87 მოს­წავ­ლე ყო­ფი­ლა. სკო­ლა და­უთ­ვა­ლი­ე­რე­ბია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცენ­ტ­რა­ლუ­რი გამ­გე­ო­ბის წევრს, ლუ­არ­საბ ბოც­ვა­ძეს, რო­მე­ლიც მა­ღალ შე­ფა­სე­ბას აძ­ლევ­და მას­წავ­ლებ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბა­სა და მოს­წავ­ლე­თა მომ­ზა­დე­ბას. მი­სი დას­კ­ვ­ნით:

„მოს­წავ­ლე­ე­ბი ყვე­ლა სა­გან­ში კარ­გად იყ­ვ­ნენ მომ­ზა­დე­ბუ­ლი, პა­სუ­ხობ­დ­ნენ შეგ­ნე­ბუ­ლად და ყუ­რადღე­ბით. გან­წყო­ბი­ლე­ბა მას­წავ­ლებ­ლებ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შო­რის ჩი­ნე­ბუ­ლია“.

დას­კ­ვ­ნა­ში ხაზ­გას­მუ­ლია მას­წავ­ლებ­ლებ­სა და მოს­წავ­ლე­ებს შო­რის ნამ­დ­ვი­ლი მე­გობ­რუ­ლი გან­წყო­ბი­ლე­ბა და ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მა.

გა­წე­უ­ლი ნა­ყო­ფი­ე­რი საქ­მი­ა­ნო­ბა უფ­ლე­ბას აძ­ლევ­და სო­ხუ­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე­ო­ბას, ცენ­ტ­რა­ლუ­რი გამ­გე­ო­ბი­დან, სეს­ხის სა­ხით, 10 000 მა­ნე­თი გა­მო­ეთხო­ვა სკო­ლის შე­ნო­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად, სა­დაც უნ­და გან­თავ­სე­ბუ­ლი­ყო რო­გორც დაწყე­ბი­თი, ისე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა, წიგ­ნ­თ­სა­ცა­ვი, სამ­კითხ­ვე­ლო, სცე­ნა, კლუ­ბი, საკ­რე­ბუ­ლო დარ­ბა­ზი და სხვ. მა­რი­ამ და­დი­ა­ნის და­უცხ­რო­მე­ლი ზრუნ­ვის წყა­ლო­ბით, ეს მშე­ნებ­ლო­ბა დას­რულ­და და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სწო­რედ ამ შე­ნო­ბა­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და ჯერ სო­ხუ­მის პე­და­გო­გი­უ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტი, შემ­დეგ კი უნი­ვერ­სი­ტე­ტი.

სო­ხუ­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის მუ­შა­ო­ბამ, მა­რი­ამ და­დი­ა­ნის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, იმ­დე­ნად დი­დი ავ­ტო­რი­ტე­ტი მო­უ­პო­ვა წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ მი­სი ფი­ლი­ა­ლე­ბი გა­იხ­ს­ნა ოჩამ­ჩი­რე­სა და გუ­და­უთ­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­შინ­დე­ლი სო­ხუ­მის ოლ­ქის ქარ­თ­ვე­ლი და აფხა­ზი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის უდი­დე­სი ნა­წი­ლი აქ­ტი­უ­რად იყო ჩაბ­მუ­ლი ეროვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რის დაც­ვის საქ­მე­ში. გაჩ­ნ­და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის არა­ერ­თი კე­რა, ხში­რად ჩა­მო­დი­ოდ­ნენ ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლე­ბი – აკა­კი წე­რე­თე­ლი, ირო­დი­ონ ევ­დოშ­ვი­ლი და სხვე­ბი, ეწყო­ბო­და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი, კითხუ­ლობ­დ­ნენ ლექ­ცი­ებს და ა.შ.

ვიდ­რე არ­სე­ბობ­და ქარ­თ­ველ­თა შო­რის წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მა­შო და­დი­ა­ნი სო­ხუ­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე­ო­ბის უც­ვ­ლე­ლი თავ­მ­ჯ­დო­მა­რე იყო. მი­სი ხელ­შეწყო­ბით არ­ს­დე­ბო­და ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბი, არა­ქარ­თულ სკო­ლებ­ში ის­წავ­ლე­ბო­და ქარ­თუ­ლი ენა (გა­ლის სკო­ლა).

ცნო­ბილ პე­და­გო­გებ­თან (პ. ჭა­რაია, ნი­კო ჯა­ნა­შია, ან­თი­მოზ ჯუ­ღე­ლი, ვ. ადა­მია, ივა­ნე გე­გია, ალ. ჯო­ჯუა და სხვ.) ერ­თად, იგი იყო ამ მხა­რე­ში ქარ­თუ­ლი წიგ­ნის მო­ა­მა­გე-გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი, სამ­კითხ­ვე­ლო­ე­ბი­სა და სხვა კულ­ტუ­რუ­ლი დაქ­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის და­მა­არ­სე­ბე­ლი.

მა­რი­ამ და­დი­ა­ნის დი­დი ამა­გი სო­ხუ­მელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სა­თა­ნა­დოდ და­ა­ფა­სა – 1929 წელს, „ქარ­თ­ველ­თა შო­რის წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ სო­ხუ­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე­ო­ბის უც­ვ­ლელ თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს, უან­გა­რო მოღ­ვა­წე­ო­ბის 25 წლის იუბი­ლე გა­და­უ­ხა­და, სა­დაც შე­ა­ჯა­მეს მი­სი ღვაწ­ლი და ის დი­დი წვლი­ლი, რო­მე­ლიც მა­რი­ამ და­დი­ან­მა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ა­ში შე­ი­ტა­ნა.

მა­რი­ამ და­დი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა 1959 წელს.

ავ­ტო­რი: სო­ლო­მონ ცა­იშ­ვი­ლი

წყა­რო: სა­ხალ­ხო გა­ნათ­ლე­ბის ქარ­თ­ვე­ლი მოღ­ვა­წე­ე­ბი და სა­ხალ­ხო მას­წავ­ლებ­ლე­ბი. კრე­ბუ­ლი III, თბი­ლი­სი 1968.

 

სიტყ­ვა თქმუ­ლი მა­რი­ამ ან­ჩა­ბა­ძის მი­ერ ქ. თბი­ლის­ში, სა­კა­თა­ლი­კო­სო კრე­ბა­ზე, 15 სექ­ტემ­ბერს, 1917 წელს

„უზე­ნა­ე­სის გან­გე­ბი­სა­გან ჩვენს სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა­ში უდი­დე­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს ქალს.

ღვთის მშო­ბე­ლი ქა­ლი იყო. ხო­ლო, რო­დე­საც პა­ტა­რა იყო ეს ქა­ლი, მის­მა მშობ­ლებ­მა ტაძ­რად მი­იყ­ვა­ნეს და იქ კი ეს პა­ტა­რა მა­რი­ა­მი მღვდელ­მ­თა­ვარ­მა შე­იყ­ვა­ნა წმინ­და­თა-წმინ­და­ში, სა­დაც გარ­და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი­სა იმ დრო­ში თვით მა­მა კაც­საც ა­კ­რ­ძა­ლუ­ლი ჰქონ­დათ შეს­ვ­ლა.

ღვთის­მ­შობ­ლის ესე­თი ამ­ბა­ვი სწამს მთელს საქ­რის­ტი­ა­ნოს, მაგ­რამ ჩვენ ქარ­თ­ვე­ლებს კი­დევ გვწამს ის თქმუ­ლე­ბაც, რომ თვით ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სწო­რედ ამავ ღვთის­მ­შობ­ლის წილ-ხვდო­მი­ლია.

და მარ­თა­ლია ღვთის მშო­ბელ­მა მის­და მა­გი­ე­რათ წარ­მოგ­ზავ­ნა ან­დ­რია მო­ცი­ქუ­ლი აფხა­ზე­თი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­საქ­რის­ტი­ა­ნებ­ლად, მაგ­რამ რო­გორც გად­მო­ცე­მა გვე­უბ­ნე­ბა და ჩვენ­ცა გვწამს, სრუ­ლი ჩვე­ნი გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი იყო მო­ცი­ქულ­თა სწო­რი ნი­ნო კა­ბა­დო­კი­ის ქვეყ­ნი­დან, რო­მელ­მაც გა­ი­გო თუ არა, რომ სადღაც მდე­ბა­რე­ობს კეკ­ლუ­ცი ქვე­ყა­ნა ივე­რი­ი­სა, ღვთის­მ­შობ­ლის წილ-ხვდო­მი­ლიო, გა­მო­ე­შუ­რა ჩვენ­ს­კენ.

ქარ­თუ­ლი მე­მა­ტი­ა­ნე კი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აღ­სავ­სეა ქარ­თ­ველ ქალ­თა ღვაწ­ლ­თა აღ­წე­რით სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის საქ­მე­ში. ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლი პირ­ვე­ლი დამ­ც­ვე­ლი იყო ქრის­ტეს რჯუ­ლი­სა. იგი აშე­ნებ­და ეკ­ლე­სი­ას, მო­ნას­ტ­რებს ას­წავ­ლი­და ყრმებს და უნერ­გავ­და ქრის­ტეს სარ­წ­მუ­ნო­ე­ბას და ძა­ლი­ან ხში­რად ამ სარ­წმუ­ნო­ე­ბი­სათ­ვის მი­ი­ღებ­და ხოლ­მე მო­წა­მე­ო­ბის გვირ­გ­ვინს. იმას ხომ აღარ უნ­და მტკი­ცე­ბა, რომ ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლი უღ­რ­მე­სი მცოდ­ნე იყო საღ­მ­რ­თო რჯუ­ლი­სა.

უახ­ლო­ეს დრო­ში მე თვი­თონ მახ­სოვს ჩე­მი მახ­ლო­ბე­ლი პი­რი, გან­ს­ვე­ნე­ბუ­ლი ბე­ბია ჩე­მი მა­რი­ამ აბა­ში­ძის ქა­ლი, რო­მელ­მაც ისე კარ­გად იცო­და ტი­ბი­კო­ნი, რომ ღვთის მსა­ხუ­რე­ბის დროს თვით მღვდლებ­საც ეკ­რ­ძა­ლე­ბო­დათ მი­სი, რომ არა შეშ­ლო­დათ-რა.

ამ გვა­რათ ქა­ლის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის საქ­მე­ში მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვია და ის­ტო­რი­ულ ფაქ­ტე­ბი­თაც გან­მ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი.

დღეს კი, თვით ეხ­ლან­დე­ლი რე­ვო­ლუ­ცი­აც რომ არ მომ­ხ­და­რი­ყო და სხვა­თა შო­რის მას ქალ­თა გა­თა­ნას­წო­რე­ბის ლო­ზუნ­გიც არ გა­მო­ე­ტა­ნა, სჯუ­ლი ქრის­ტე­სი გვას­წავ­ლი­და ამას. ამი­სათ­ვის ქა­ლე­ბი უსა­თუ­ოდ მო­ვითხოვთ სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის საქ­მე­ში, სა­სუ­ლი­ე­რო უწყე­ბა­ში სა­თა­ნა­დო ად­გი­ლის და­ჭე­რას და მე პი­რა­დათ, რო­გორც სო­ხუ­მელ ქარ­თ­ველ ქალ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე, უსა­თუ­ოდ ვი­ცავ გა­თა­ნას­წო­რე­ბის პრინ­ციპს და მო­ვითხოვ, რომ სა­სუ­ლი­ე­რო უწყე­ბა­ში ქა­ლებს მი­ე­ნი­ჭოს არამც თუ მარ­ტო მე­და­ვით­ნე­ო­ბა, არა­მედ მი­ე­ცეთ უფ­ლე­ბა ეკ­ლე­სი­ა­ში ქა­და­გე­ბი­სა და სა­ზო­გა­დოთ სა­მი­სი­ო­ნე­რო მო­ვა­ლე­ო­ბათ აღ­ს­რუ­ლე­ბი­სა, მხო­ლოდ, რო­გორც მორ­წ­მუ­ნე ქალს, ტრა­დი­ცი­ით, შე­უძ­ლებ­ლად მი­მაჩ­ნია ქა­ლი ეკურ­თხოს მღვდლათ, ან ხელ­დას­ხ­მუ­ლი იქ­მ­ნეს მღვდელ­მ­თავ­რად და სა­ზო­გა­დოთ აღას­რუ­ლოს ღვთის მსა­ხუ­რე­ბა, რად­გან დღე­ვან­დე­ლი ჩვე­ნი რწმე­ნის მი­ხედ­ვით მღვდე­ლი და მღვდელ­მ­თა­ვარ­ნი არი­ან ქრის­ტე­სა და მო­ცი­ქუ­ლე­ბის მა­გი­ერ­ნი და მა­მა­კაცთ უფ­რო შეჰ­ფე­რით მა­თი მო­ად­გი­ლე­ო­ბა.“

გა­ზე­თი „ხმა ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლი­სა“, №27, 19 ოქ­ტომ­ბე­რი, 1917

მა­სა­ლა მომ­ზა­დე­ბუ­ლია ლე­ლა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის სა­ავ­ტო­რო პრო­ექ­ტის –  

„გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოში: იდე­ე­ბი და მოღ­ვა­წე­ე­ბი“ – მი­ხედ­ვით

ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია (feminism-boell.org)

ერთიანი ეროვნული გამოცდები

აბიტურიენტის გვერდი

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები