9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

ქარ­თუ­ლი ენის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შე­სა­ხებ

spot_img

13-14 აპ­რილს, ბა­თუ­მის სკო­ლა „ევ­რო 2000“-ში, ქარ­თუ­ლი ენის დღი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­და. ეს იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბი­სა და სექ­ტო­რე­ბის მოს­წავ­ლე­თა და მას­წავ­ლე­ბელ­თა კონ­ფე­რენ­ცია თე­მა­ზე „სა­ქარ­თ­ვე­ლო – კულ­ტუ­რა­თა გზაჯ­ვა­რე­დი­ნი“.

კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე პე­და­გო­გებ­მა, რომ­ლე­ბიც წლე­ბია „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის პე­და­გოგ­თა მხარ­დაჭ­რის პროგ­რა­მით“ სა­ხელ­მ­წი­ფო ენას ას­წავ­ლი­ან ჩვე­ნი ქვეყ­ნის არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბით მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბულ სკო­ლებ­ში, სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რეს კო­ლე­გებს, მო­უს­მი­ნეს მოს­წავ­ლე­ებ­საც.

„ახალ გა­ნათ­ლე­ბა­ში“ და­ი­ბეჭ­და კი­დეც, პროგ­რა­მის ყო­ფი­ლი მო­ნა­წი­ლი­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის, ინ­გა ბაგ­რა­ტი­ო­ნის, ვრცე­ლი ინ­ფორ­მა­ცია კონ­ფე­რენ­ცი­ის შე­სა­ხებ. ამ­ჯე­რად, ამა­ვე პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლის, სსიპ ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ძვე­ლი ქვე­შის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლებ­ლი­სა და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ერთ-ერ­თი ავ­ტო­რის, გი­ორ­გი ჭა­უ­ჭი­ძის გა­მოს­ვ­ლას გთა­ვა­ზობთ.

 

სა­ნამ უშუ­ა­ლოდ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შე­სა­ხებ და­ვიწყებთ სა­უ­ბარს, მა­ნამ­დე მოკ­ლედ მი­მო­ვი­ხი­ლოთ ად­რე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა.

საბ­ჭო­თა ეპო­ქა­ში, ერ­თი მხრივ, მცი­რე დრო და ყუ­რადღე­ბა ეთ­მო­ბო­და ქარ­თუ­ლის შეს­წავ­ლას ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით და­სახ­ლე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში, მე­ო­რე მხრივ, ადეკ­ვა­ტუ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბიც არ არ­სე­ბობ­და. ამის მი­ზე­ზებ­ზე სა­უ­ბა­რი შორს წაგ­ვიყ­ვანს, ერ­თი აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ მა­შინ მთლი­ა­ნად ენის სწავ­ლე­ბის მე­თო­დო­ლო­გი­აც არ იყო ეფექ­ტი­ა­ნი. მას შემ­დეგ ბევ­რად წინ წა­ვი­და ეს პე­და­გო­გი­კა.

შე­და­რე­ბით ახა­ლი სიტყ­ვა იყო 2006 წლი­დან ახა­ლი ტი­პის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა (სამ­დო­ნი­ა­ნი „თავ­თა­ვი“), სწავ­ლე­ბის ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ის და­ნერ­გ­ვა. 2011 წლი­დან სკო­ლებ­ში და­ი­ნერ­გა თორ­მეტ­დო­ნი­ა­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი. 2018 წლი­დან კვლავ და­იწყო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბის პრო­ცე­სი, რაც ამ­ჟა­მა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს (გა­ნახ­ლე­ბუ­ლია 1, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11 კლა­სე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი. მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წელს სრუ­ლად უნ­და მომ­ხ­და­რი­ყო გა­ნახ­ლე­ბა, მაგ­რამ პრო­ცე­სი შე­ჩერ­და). დღეს სკო­ლებ­ში მოქ­მე­დებს ორი სა­ავ­ტო­რო ჯგუ­ფის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი: გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტის“ – ეთერ მეს­ტ­ვი­რიშ­ვი­ლი­სა და მაია ოღ­რა­პიშ­ვი­ლის ავ­ტო­რო­ბით და „სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბის“, ანუ ჩვე­ნი სა­ავ­ტო­რო ჯგუ­ფი­სა.

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ზე მუ­შა­ო­ბა 2020 წლი­დან და­ვიწყეთ, რო­დე­საც ჩვენ­მა კო­ლე­გამ, ნი­ნო ჭან­კ­ვე­ტა­ძემ შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა და შე­იკ­რა სა­ავ­ტო­რო ჯგუ­ფი მი­სი­ვე ლი­დე­რო­ბით. ჩემ გარ­და ამ ჯგუფ­ში გახ­ლ­დათ ნო­ნა არე­ვა­ძე-კო­ტო­რაშ­ვი­ლი, ზე­ი­ნაბ ბე­რა­ძე, ნა­თია მა­ნია, ნო­ნა მი­ქე­ლა­ძე, ია რო­ბა­ქი­ძე. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ზე სა­უბ­რი­სას, პირ­ველ რიგ­ში, აღ­ვ­ნიშ­ნავ, რომ იგი მო­ი­ცავს მრა­ვალ­ფე­რო­ვან თე­მა­ტი­კას, რაც შე­ე­სა­ბა­მე­ბა მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სებს ასა­კობ­რი­ვი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ამას­თან, საგ­ნობ­რი­ვი ში­ნა­არ­სი შევ­სე­ბუ­ლია თვი­თონ მოს­წავ­ლე­თა კულ­ტუ­რუ­ლი და ყო­ფი­თი რე­ა­ლი­ე­ბით.

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის კომ­პ­ლექ­ტი შედ­გე­ბა მოს­წავ­ლის წიგ­ნის­გან, სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის რვე­უ­ლის­გან, მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნის­გან და მო­სას­მე­ნი მა­სა­ლის­გან. ყვე­ლა ეს კომ­პო­ნენ­ტი ემ­სა­ხუ­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებ­ში ოთხი­ვე ენობ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბით (მოს­მე­ნა, კითხ­ვა, ლა­პა­რა­კი, წე­რა) სა­თა­ნა­დო უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, მოს­წავ­ლე­ე­ბის მდი­და­რი ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გით აღ­ჭურ­ვა­სა და სა­ჭი­რო გრა­მა­ტი­კუ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ით შე­ი­ა­რა­ღე­ბას. ამ ამო­ცა­ნე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი და­ვა­ლე­ბე­ბი (მოს­წავ­ლის წიგ­ნ­ში) და სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი (მოს­წავ­ლის რვე­ულ­ში). ამას­თან, ეს და­ვა­ლე­ბე­ბი და სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის მიმ­დევ­რო­ბი­თაა და­ნომ­რი­ლი და მას­წავ­ლე­ბელს სულ ად­ვი­ლად შე­უძ­ლია სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მე­თო­დი­კუ­რად გა­მარ­თუ­ლად წაყ­ვა­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, მას აღარ სჭირ­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნის გზამ­კ­ვ­ლე­ვე­ბის ხში­რი გა­მო­ყე­ნე­ბა იმის­თ­ვის, რა­თა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის თან­მიმ­დევ­რუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა მო­ა­ხერ­ხოს. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას­წავ­ლე­ბელ­მა არ შეც­ვა­ლოს ჩვენ მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის რო­გორც მიმ­დევ­რო­ბა, ასე­ვე თა­ვად აქ­ტი­ვო­ბაც. მე­ტიც, თა­ვა­დაც ჩა­ა­მა­ტოს და და­მა­ტე­ბი­თი სა­ვარ­ჯი­შო/და­ვა­ლე­ბა შეს­თა­ვა­ზოს მოს­წავ­ლე­ებს მა­თი სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ასე­თი რე­კო­მენ­და­ცია ჩა­წე­რი­ლია კი­დეც მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნებ­შიც.

მოკ­ლედ მი­მო­ვი­ხი­ლოთ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი კომ­პო­ნენ­ტი ენობ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით.

მოს­მე­ნა (რე­ცეფ­ცია/მი­ღე­ბა)

მო­სას­მე­ნად შერ­ჩე­უ­ლია, რო­გორც ავ­თენ­ტი­კუ­რი ვი­დეო-აუდიო მა­სა­ლა, ასე­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რად სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს­თ­ვის და­წე­რი­ლი და ჩა­წე­რი­ლი აუდი­ო­მა­სა­ლა. ისი­ნი და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია სა­თა­ნა­დო მე­თო­დო­ლო­გი­ით და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლია სა­ჭი­რო და­ვა­ლე­ბე­ბი (მოს­წავ­ლის წიგ­ნ­ში) და სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი (სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის რვე­ულ­ში). ეს აქ­ტი­ვო­ბე­ბი გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლია იმის­და მი­ხედ­ვით, თუ რა უნ­და შეს­რულ­დეს მოს­მე­ნამ­დე, რა უნ­და შეს­რულ­დეს უშუ­ა­ლოდ მოს­მე­ნის პრო­ცეს­ში და რა — მოს­მე­ნის შემ­დეგ. უნ­და აღი­ნიშ­ნოს ისიც, რომ მოს­მე­ნის კომ­პო­ნენ­ტი ჯერ კი­დევ რჩე­ბა მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ტექ­ნი­კუ­რი გა­უ­მარ­თა­ო­ბის ხშირ შემ­თხ­ვე­ვებ­თა­ნაც.

არა­და, მოს­მე­ნის კომ­პო­ნენ­ტი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია პირ­ვე­ლი­ვე კლა­სი­დან — სწო­რედ მოს­მე­ნა­ში სწო­რად და­მუ­შა­ვე­ბულ ში­ნა­არსს უნ­და და­ეყ­რ­დ­ნოს კითხ­ვაც, ლა­პა­რა­კიც და წე­რაც კი. აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ ქარ­თუ­ლი ენის სპე­ცი­ფი­კუ­რი ბგე­რე­ბის სწო­რად წარ­მოთ­ქ­მა­ზე, რად­გან ეს სირ­თუ­ლეც არას­წორ აღ­ქ­მას, გა­გო­ნე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

 

კითხ­ვა (რე­ცეფ­ცია/მი­ღე­ბა)

სა­კითხა­ვი მა­სა­ლაც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და წარ­მოდ­გე­ნი­ლია ავ­თენ­ტი­კუ­რი ქარ­თუ­ლი და მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ნი­მუ­შე­ბით, ასე­ვე ჩვენ მი­ერ შექ­მ­ნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ს­ტე­ბით, რო­გორც სა­ინ­ფორ­მა­ციო, ასე­ვე მხატ­ვ­რუ­ლი ჟან­რე­ბი­დან.

სა­კითხა­ვი მა­სა­ლაც სამ­ფა­ზი­ა­ნი მო­დე­ლე­ბი­თაა და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი (მოს­წავ­ლის წიგ­ნის და­ვა­ლე­ბე­ბი და სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის რვე­უ­ლის სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი) ით­ვა­ლის­წი­ნებს წა­კითხ­ვამ­დე, კითხ­ვის დროს და წა­კითხ­ვის შემ­დეგ შე­სას­რუ­ლე­ბელ მა­სა­ლას. აქ­ტი­ვო­ბე­ბი აქაც, ისე­ვე, რო­გორც მოს­მე­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ით­ვა­ლის­წი­ნებს გა­გე­ბის სხვა­დას­ხ­ვა დო­ნის (გლო­ბა­ლუ­რი, სე­ლექ­ცი­უ­რი და დე­ტა­ლუ­რი) ამო­ცა­ნე­ბის გა­დაჭ­რას.

სა­კითხა­ვი ტექ­ს­ტე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის დროს უნ­და აღი­ნიშ­ნოს ერ­თი პრობ­ლე­მაც, რო­მელ­საც ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი აწყ­დე­ბი­ან სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­თა ენობ­რი­ვად და­ბა­ლი დო­ნის გა­მო. ზო­გი­ერ­თი ტექ­ს­ტის სირ­თუ­ლე აღე­მა­ტე­ბა მათ ენობ­რივ კომ­პე­ტენ­ცი­ას, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მოს­წავ­ლე­თა არ­ც­თუ მცი­რე ნა­წი­ლი ჩა­მორ­ჩე­ბა სტან­დარ­ტის იმ მაჩ­ვე­ნებ­ლებს, რომ­ლე­ბიც ამა თუ იმ კლა­სის მი­ხედ­ვი­თაა გან­საზღ­ვ­რუ­ლი. ამ დროს მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და მი­მარ­თოს რამ­დე­ნი­მე სტრა­ტე­გი­ას:

♦ ტექ­ს­ტის ადაპ­ტი­რე­ბა;

♦ და­ვა­ლე­ბე­ბის ადაპ­ტი­რე­ბა;

♦ ტექ­ს­ტი­დან შე­საძ­ლე­ბე­ლი ინ­ფ­რო­მა­ცი­ის ამოკ­რე­ფა და არა მი­სი დე­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბა.

ტექ­ს­ტე­ბი, რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, გა­მო­ირ­ჩე­ვა ჟან­რობ­რი­ვი და თე­მა­ტუ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით და სა­თა­ნა­დო აქ­ცენ­ტია დას­მუ­ლი პრაგ­მა­ტუ­ლი ხა­სი­ა­თის ტექ­ს­ტე­ბის წა­კითხ­ვა­ზე, რად­გა­ნაც სა­მიზ­ნე კომ­პე­ტენ­ცია სწო­რე­დაც რომ პრაგ­მა­ტუ­ლი ხა­სი­ა­თის პრო­დუ­ცი­რე­ბაა. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც სა­მიზ­ნე კომ­პე­ტენ­ცი­ად შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი გვაქვს ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ის და­წე­რა, მოს­წავ­ლე­ე­ბი მა­ნამ­დე რო­მე­ლი­მე ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ას კითხუ­ლო­ბენ და სა­თა­ნა­დოდ ამუ­შა­ვე­ბენ.

ლა­პა­რა­კი (პრო­დუ­ცი­რე­ბა/შექ­მ­ნა)

შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ჩვე­ნი, ენის მას­წავ­ლებ­ლე­ბის მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე მოს­წავ­ლე­ებ­ში ლა­პა­რა­კის უნა­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბაა, გა­მარ­თ­ვაა. არა­ფე­რი ისე თვალ­სა­ჩი­ნოდ და ხელ­შე­სა­ხე­ბად არ წარ­მო­ა­ჩენს ენის ცოდ­ნას, რო­გორც ლა­პა­რა­კი. ამას­თან ეს პრო­დუ­ცი­რე­ბა­დია და გარ­კ­ვე­ულ ბა­რი­ე­რებ­თა­ნაც არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, სხვა­თა შო­რის, უფ­რო მგრძნო­ბი­ა­რე ბა­რი­ე­რებ­თან, ვიდ­რე მე­ო­რე პრო­დუ­ცი­რე­ბა­დი უნა­რი – წე­რა.

ჩვე­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი გა­ჯე­რე­ბუ­ლია ლა­პა­რა­კის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბით. ამას­თან, მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა უნ­და წა­რი­მარ­თოს ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კის კონ­ტექ­ს­ტ­ში, რად­გან ხში­რად ეს ქარ­თუ­ლი ინ­ტე­რაქ­ცია უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ხოლ­მე, ვიდ­რე კონ­კ­რე­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბა.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში გვხვდე­ბა სპე­ცი­ფი­კუ­რად ლა­პა­რაკ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი (ისა­უბ­რე, გა­ი­თა­მა­შე, აღ­წე­რე…). აგ­რეთ­ვე ლა­პა­რაკს მო­ითხოვს სხვა ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბიც, რო­დე­საც, მა­გა­ლი­თად, მოს­წავ­ლემ უნ­და ისა­უბ­როს სა­კუ­თარ ნა­მუ­შე­ვარ­ზე და წა­რად­გი­ნოს იგი საკ­ლა­სო ოთახ­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ერ­თიც: რაც არ უნ­და ორი­გი­ნა­ლუ­რად, ორ­გა­ნუ­ლად და და­ხუნ­ძ­ლუ­ლად იყოს დატ­ვირ­თუ­ლი ენის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, მთა­ვა­რი აქ­ტო­რი ამ კომ­პო­ნენ­ტის ეფექ­ტოვ­ნად (ეფე­ტი­ა­ნა­დაც და ეფექ­ტუ­რა­დაც) წარ­მარ­თ­ვა­ში არის მას­წავ­ლე­ბე­ლი და მას­ზეა ბევ­რი და მთა­ვა­რი რამ და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

წე­რა (პრო­დუ­ცი­რე­ბა/შექ­მ­ნა)

„მაჩ­ვე­ნე შე­ნი ნა­წე­რი და გეტყ­ვი, რო­გორ იცი ენა…“ – ხში­რად ამ­ბო­ბენ ხოლ­მე ასე გა­მოც­დი­ლი ენის მას­წავ­ლებ­ლე­ბი. ეს მარ­თ­ლაც ასეა: წე­რი­ლო­ბი­თი კო­მუ­ნი­კა­ცია თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში სულ უფ­რო და უფ­რო ფარ­თოდ იკი­დებს ფეხს. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბა, სა­თა­ნა­დო დო­ზით, აუცი­ლე­ბე­ლია პირ­ვე­ლი­ვე კლა­სი­დან. ამას­თან, წე­რი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი უნ­და მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს კონ­ტექ­ს­ტუ­რად (და არა გან­ყე­ნე­ბუ­ლად), ში­ნა­არ­სობ­რი­ვად (და არა ხე­ლოვ­ნუ­რად), ავ­თენ­ტი­კუ­რად (და არა არა­ბუ­ნებ­რი­ვად), ხა­ლი­სით (და არა ძალ­და­ტა­ნე­ბით).

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი გუ­ლის­ხ­მობს და ენის შემ­ს­წავ­ლე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან მო­ითხოვს რო­გორც წე­რი­ლო­ბი­თი ნა­მუ­შევ­რის (მა­გა­ლი­თად, წე­რი­ლის, ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ის, სხვა­დას­ხ­ვა თე­მა­ზე ჩა­თის მი­მო­წე­რის, ამ­ბის, ესეს და სხვა პრო­დუქ­ტის) შექ­მ­ნას, ასე­ვე წე­რა აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სხვა კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის (კითხ­ვა, ლა­პა­რა­კი, მოს­მე­ნა, ლექ­სი­კა, გრა­მა­ტი­კა) გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვი­საც. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ჩვე­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით სულ კა­ლამ და ფან­ქარ­მო­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლებ­მა უნ­და ის­წავ­ლონ მოს­წავ­ლე­ებ­მა.

ლექ­სი­კა და გრა­მა­ტი­კა

ოთხი­ვე ენობ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბა სა­თა­ნა­დოდ გამ­ჭო­ლა­დაა მხარ­და­ჭე­რი­ლი იმ ლექ­სი­კუ­რი და გრა­მა­ტი­კუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბით, რო­მე­ლიც აუცი­ლე­ბე­ლია ამა თუ იმ თე­მის ფარ­გ­ლებ­ში სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ­ქ­მუ­ლის სა­ი­ლუს­ტ­რა­ცი­ოდ ქვე­მოთ შე­მოგ­თა­ვა­ზებთ ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი თე­მა­ტუ­რი ერ­თე­უ­ლის ფრაგ­მენ­ტებს, რო­მელ­შიც წარ­მოდ­გე­ნი­ლია მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი სვლა კონ­კ­რე­ტუ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე.

სახელმძღვანელოს ყველა ზემოდასახელებული მიზნის მისაღწევად გათვალისწინებულია დავალებათა და სავარჯიშოთა ადაპტირების, ჩანაცვლების შესაძლებლობა ისე, რომ საშუალებას იძლეოდეს დიფერენცირებული და განმავითარებელი შეფასებით მხარდაჭერილი სასწავლო პროცესის წარსამართად. მასწავლებლის წიგნში უხვადაა შეთავაზებული შეფასების რუბრიკები, რომელთა გამოყენება მასწავლებელს შეუძლია როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასებისთვის. ამასთან ერთად, სახელმძღვანელო მხარდაჭერილია სათანადო ილუსტრაციებითა და შესაბამისი რუბრიკებით, რაც მის გამოყენებას აიოლებს, საინტერესოსა და სახალისოს ხდის.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები