23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დასრულდა

spot_img

3 ივლისს 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. პირველ დღეს, პირველ სესიაზე განაწილებულ აბიტურიენტთაგან, გამოცხადდა 93%-ზე მეტი. საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მუდმივად ახსენებს აბიტურიენტებს ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას – ცენტრის მისამართსა და გამოცხადების დროს, იყო დაგვიანების შემთხვევა.

მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14 საათზე დაიწყო და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ცენტრებში განაწილებული აბიტურიენტებიდან მეორე სესიაზე  93%-მდე გამოსაცდელი გამოცხადდა. სამწუხაროდ, მეორე სესიაზეც დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა. გამოცდა 3 საათის განმავლობაში გრძელდება.

4 ივლისს, გამოცდების მეორე დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ისევ ორ სესიად ჩატარდა. პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 94%-მდე გამოსაცდელი. გამოცდაზე არავის დაუგვიანია.

მეორე სესიისათვის რეგისტრაცია, ტრადიციულად, ყველა საგამოცდო ცენტრში, 14 საათზე დაიწყო. გამოცხადდა აბიტურიენტთა 93%-ზე მეტი. დაგვიანების შემთხვევა არ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ პირველი სესიიდან მოიხსნა ერთი აბიტურიენტი, დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობის გამო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული კიდევ ერთხელ სთხოვს გამოსაცდელებს დაიცვან საგამოცდო წესები.

5 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ბოლო დღეს, ბოლო სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 93%-მეტი. არ იყო დაგვიანების არც ერთი შემთხვევა.

ამავე დღეს გამოცდებში პედაგოგები და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებიც ჩაერთვნენ. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველი სესიის დასრულების შემდეგ, 14 საათზე, მეორე სესიისათვის რეგისტრაცია მასწავლებლის გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებმა გაიარეს.

მასწავლებლის გამოცდაზე გამოცხადდა 87%-მდე აპლიკანტი, საგრანტო კონკურსზე კი 71%-ზე მეტი სტუდენტი. დაგვიანების არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა.

საგამოცდო პროცესი 8 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით გაგრძელდება. აბიტურიენტები ინგლისური ენის გამოცდას ორ სესიად ჩააბარებენ.

გისურვებთ წარმატებას.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები