ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ბოლო სესია დასრულდა. დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მესამე დღე იყო. პირველ სესიაზე დარეგისტრირებულ გამოსაცდელთა 95%-მდე გამოცხადდა, ოთხმა დაიგვიანა.
3 საათზე მეორე სესიაზე შევიდნენ და ამ სესიით დასრულდა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა.
საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24-ვე საგამოცდო ცენტრში გამოცდა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. პროცესის მსვლელობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე და მისი მოადგილე ლევან საბაური სხვადასხვა საგამოცდო ცენტრში აკვირდებოდნენ.
ხვალ, 6 ივლისს, აბიტურიენტები დაისვენებენ და საგამოცდო პროცესში უკვე მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან.
ერთიანი ეროვნული გამოცდები კი 7 ივლისს, მათემატიკის გამოცდით, გაგრძელდება.
‼️ შეგახსენებთ ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგს ⤵️⤵️⤵️
📢 გისურვებთ წარმატებას!