ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიაზე დარეგისტრირებულ აბიტურიენტთაგან გამოცდაზე გამოცხადდა 94%-ზე მეტი გამოსაცდელი.
წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნა რაჭაში, სადაც გამოცდას 120-მდე აბიტურიენტი აბარებს.
4 ივლისს გამოცდები ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდება.
‼️📢 შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს, არ დააგვიანონ და ბარათზე მითითებულ დროს გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრში.
გისურვებთ წარმატებას!