24 ივნისი, ორშაბათი, 2024

ქართული ენისა და ლიტერატურის სამიზნე ცნებები და ქვეცნებები საშუალო საფეხურზე

spot_img

თამარ ალადაშვილი
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. არბოშიკის საჯ. სკოლის უფროსი მასწავლებელი

 

ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო კურსი საშუალო საფეხურზე გულისხმობს ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებულად და არა ერთმანეთისგან იზოლირებულ სწავლებას.

ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტში, შედეგებისა და სამიზნე ცნებების სახით, განსაზღვრულია გრძელვადიანი მიზნები. საშუალო საფეხურზე, ქართულ ენასა და ლიტერატურაში სასწავლო ცნებების რაოდენობა ოთხია და საფეხურის შედეგები კი შვიდი ერთეულით განისაზღვრა.
ამჯერად წარმოგიდგენთ მხოლოდ სამიზნე ცნებებსა და ქვეცნებს, რომლებიც მუშავდება საშუალო საფეხურზე. საორიენტაციოდ მივუთითებ სავალდებულო ნაწარმოებებს (ქართული მწერლობის კლასიკოსთა თხზულებები), რომელთა საშუალებითაც ეუფლება მოსწავლე ყველა სასწავლო ცნებას.
1. იაკობ ხუცესი – „შუშანიკის წამება“;
2. იოვანე საბანისძე – „აბოს წამება“ (I-III თავები);
3. გიორგი მერჩულე – „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ (მითითებული სახით. იხ. დანართი);
სულ მცირე, ორი ჰაგიოგრაფიული თხზულება.
4. შოთა რუსთველი – „ვეფხისტყაოსანი“: „დასაწყისიდან“ „ტარიელის თათბირის“ ჩათვლით; „დასასრული“;
5. სულხან-საბა ორბელიანი – „წიგნი სიბრძნე სიცრუისა“: ლეონის თავგადასავალი;
6. დავით გურამიშვილი – „დავითიანი“: ,,ქართლის ჭირი“ (ისტორიული ნარატივი);
7. გრიგოლ ორბელიანი – „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“;
8. ნიკოლოზ ბარათაშვილი – „მერანი“, „შემოღამება მთაწმინდაზედ“;
9. ილია ჭავჭავაძე – „მგზავრის წერილები“, „ოთარაანთ ქვრივი“, „კაცია-ადამიანი?!“;
10. აკაკი წერეთელი – „გამზრდელი“;
11. ვაჟა-ფშაველა – „ალუდა ქეთელაური“, „სტუმარ-მასპინძელი“;
12. დავით კლდიაშვილი – „სამანიშვილის დედინაცვალი“;
13. ტიციან ტაბიძე – „ლექსი მეწყერი“, „ანანურთან“;
14. მიხეილ ჯავახიშვილი – სულ მცირე, ერთი მოთხრობა;
15. ნიკო ლორთქიფანიძე – „შელოცვა რადიოთი“;
16. ლეო ქიაჩელი – „ჰაკი აძბა“;
17. გალაკტიონ ტაბიძე – „თოვლი“, „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“, „შერიგება“, „მე და ღამე“, „მთაწმინდის მთვარე“, „ქებათა-ქება ნიკორწმინდას“;
18. გიორგი ლეონიძე – „ყივჩაღის პაემანი“;
19. კონსტანტინე გამსახურდია – „დიდოსტატის მარჯვენა“;
20. გურამ რჩეულიშვილი – სულ მცირე, ერთი თხზულება;
21. ჯემალ ქარჩხაძე – სულ მცირე, ერთი თხზულება;
22. ოთარ ჭილაძე – სულ მცირე, ერთი თხზულება;
23. გურამ დოჩანაშვილი – სულ მცირე, ერთი თხზულება.

ჟანრი, როგორც ცნება, საშუალო საფეხურზე ისევ რჩება გრძელვადიან მიზნად.
ჟანრის ცნება მოიცავს მხატვრულ და არამხატვრულ ნაწარმოებებს.
♦ მხატვრული: ლექსი, მოთხრობა, ნოველა, პოემა, რომანი, ეპოსი, დრამატურგიული ნაწარმოებები (კომედია, დრამა, ტრაგედია), ალეგორიული ჟანრის ლიტერატურა (მაგ., იგავ-არაკი);
♦ არამხატვრული: ბიოგრაფიული ტექსტები, მემუარული ლიტერატურა; სამეცნიერო (სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული სტატია); საგაზეთო სტატია, სხვადასხვა პერიოდის პუბლიცისტიკა; სხვადასხვა სახის ესე, რეფერატი.

კომპოზიცია

შინაარსობრივი მხარე:

⇒ თემა, დედააზრი/მთავარი იდეა, მთავარი/ძირითადი საკითხი; ქვეტექსტური ინფორმაცია;
ავტორი, პერსონაჟი, ლირიკული გმირი; პერსონაჟთა სახეები; ხედვის კუთხე (ავტორის, მთხრობლის, პერსონაჟის);
⇒ მონოლოგი, მისი სტრუქტურული და სტილისტური თავისებურებანი; მონოლოგის სახეები;
დიალოგი, პოლილოგი და მათი ფუნქციები;
⇒ პეიზაჟი, ინტერიერი და მათი ფუნქციები; განწყობა;
⇒ ავტორისეული ჩანართები; ლირიკული გადახვევა;
⇒ ტექსტის სტრუქტურული ელემენტები (სათაური, აბზაცი, სტროფი, ტაეპი, თავი, ქვეთავი, პარაგრაფი, ეპიგრაფი);
⇒ წინადადებათა გადაბმის სახეები (ჯაჭვური, პარალელური);
⇒ მხატვრული კონფლიქტის განვითარების საფეხურები (პროლოგი, ექსპოზიცია, კვანძის შეკვრა, ⇒მოქმედების განვითარება, კულმინაცია, კვანძის გახსნა, ეპილოგი);

სტრუქტურა-ორგანიზება:

⇒ ტექსტის სტრუქტურული ელემენტები (სათაური, აბზაცი, სტროფი, ტაეპი, ეპიგრაფი, პარაგრაფი, თავი, ქვეთავი); რითმა, მეტრი;
⇒ სხვადასხვა სახის საორგანიზაციო ყალიბები (მაგ., შედარება-შეპირისპირება, ქრონოლოგიური თანამიმდევრობა, მიზეზშედეგობრიობა, ახსნა-განმარტებითობა, პრობლემა და მისი გადაწყვეტა).

ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები
ფუნქციური სტილი – სასაუბრო, მწიგნობრული; სამეცნიერო, ოფიციალურ-საქმიანი, პუბლიცისტური, მხატვრული;
ენობრივი ფიგურები – ფონოლოგიური ფიგურები (ალიტერაცია, ევფონია), სემანტიკური ფიგურები (მაგ., იდიომები, ევფემიზმი); სტილისტური ფიგურები (ელიფსისი, გამეორება, ანაფორა);
ინტერტექსტუალური მიმართებები და მათი გამოხატვის საშუალებები – ალუზია, ციტატა;
ენობრივ-გრამატიკული ფორმები – დროით-სივრცული და ლოგიკური მიმართებების გამომხატველი სინტაქსური კონსტრუქციები თხრობითი, მსჯელობითი და აღწერითი ხასიათის ტექსტებში; ჩართული სიტყვები და გამონათქვამები, ანაფორული ნაცვალსახელები და ზმნიზედები, სინონიმური და ანტონიმური ჩანაცვლებები, დამხმარე ზმნების სტრუქტურა და ფუნქციები;
მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები – ალეგორია, გაპიროვნება, ეპითეტი, მეტაფორა, შედარება, ჰიპერბოლა, სიმბოლო და სხვ.; ირონია, იუმორი, სატირა);
ლექსიკისა და სტილის საკითხები – არქაიზმი; სინონიმური და ანტონიმური ჩანაცვლებები;  ტავტოლოგია; კალკი, ატროფია; პარონიმები; ბარბარიზმი, ჟარგონი, სლენგი; კლიშე;
რიტორიკის ელემენტები – თეზისი, არგუმენტი, კონტრარგუმენტი, რიტორიკული ხერხები (მაგ., რიტორიკული შეკითხვა); რიტორიკული სტილის მახასიათებლები.
საკომუნიკაციო სიტუაცია – თემა, მიზანი, აუდიტორია, კომუნიკაციის სახეები, არხები, ფორმები; სოციოკულტურული გარემო.

კონტექსტი
ისტორიული და სოციოკულტურული – ქართული ლიტერატურის პერიოდები; თხზულების თანადროული ეპოქის ისტორიული ვითარება/ისტორიული რეალიები, საზოგადოებრივი ცხოვრების რეალიები; ეპოქისთვის დამახასიათებელი თემატიკა/პრობლემატიკა, ღირებულებები; წარმოდგენები სამყაროზე, ადამიანზე, დამოკიდებულებები, შეხედულებები განათლებაზე/სწავლა-აღზრდაზე; მსოფლმხედველობრივი და მორალურ-ეთიკური ორიენტირები; ლიტერატურული მიმდინარეობები.
ბიოგრაფიული კონტექსტი – მწერლის ბიოგრაფიის კონკრეტული ფაქტები, მოვლენები, სოციალური გარემო, განათლება, სულიერი გამოცდილება; კულტურათა დიალოგი.

ახლო მომავალში წარმოგიდგენთ თემატური ერთეულის ფარგლებში ოთხივე ცნების დამუშავების ნიმუშს, რომელიც წარმოაჩენს საფეხურის შედეგზე ორიენტირებას.

გამოყენებული ლიტერატურა: ესგ, მუხლი 58.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები