ერთიანი ეროვნული გამოცდების მესამე საგამოცდო დღეს აბიტურიენტები ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე 96%-ზე მეტი გამოსაცდელი გამოცხადდა და მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა დაიგვიანა.
მეორე სესიაზე მასწავლებლები უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდას ჩააბარებენ, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეები კი გრანტის მოპოვების ან გაუმჯობესების მიზნით გაივლიან ტესტირებას.
მეორე სესიაზე გამსვლელმა გამოსაცდელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაცია საგამოცდო ცენტრებში 14:00 საათზე დაიწყება, გამოცდა კი – 15:00 საათზე. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს გამოცდების ყველა მონაწილეს, რომ არ დაიგვიანონ და გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ. საგამოცდო ბარათი, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, არის აპლიკანტის საშვი მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში.
დღეს აბიტურიენტები გამოცდას მხოლოდ პირველ სესიად აბარებენ.