4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

„ქართველოლოგია ვიკიპედიაში“  – კონკურსი ქართველოლოგიით დაინტერესებული პირებისთვის

spot_img

ქართველოლოგიისა და ქართული მეცნიერების ინტერნეტ სივრცეში ცნობადობის გაზრდის მიზნით, 1 ივლისიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ერთად, პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში, აცხადებს კონკურსს – „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“, რომელში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, მოსწავლეებს.

კონკურსი რამდენიმე ნომინაციისგან შედგება და ქართველოლოგიის დარგებისა და მიღწევების, ქართველოლოგ მეცნიერთა და  ქართულ ხელნაწერთა შესახებ საუკეთესო სტატიების გამოვლენას ითვალისწინებს. სამინისტროს მხარდაჭერით, კონკურსს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი განახორციელებს, სადაც უნიკალური ქართველოლოგიური მასალაა თავმოყრილი.

სტატიების მიღება 1 ივლისიდან დაიწყება და 15 აგვისტომდე გასტანს. 16 აგვისტოდან 16 სექტემბერამდე მათი შეფასება მოხდება, ხოლო 24 სექტემბერს გამარჯვებულები გამოვლინდებიან. თითოეულ ნომინაციას სამი გამარჯვებული ეყოლება, რომლებიც ფულად ჯილდოს მიიღებენ: I ადგილზე გასული – 1000 ლარის ოდენობით, II ადგილზე – 800, III ადგილზე გასული – 500.

კონკურსი „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“  ერთ-ერთია იმ ღონისძიებებს შორის, რომლებსაც სამინისტრო მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით განახორციელებს. შედეგად, საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა – ვიკიპედია ქართველოლოგიის, ქართველოლოგ მეცნიერთა, ქართულ ხელნაწერთა, საქართველოს მეცნიერების, მისი დარგებისა და თვალსაჩინო წარმომადგენლების შესახებ სანდო წყაროზე დაფუძნებული მასალებით შეივსება და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.

კონკურსის „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“ შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3AkvhnB

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები