4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

ქარ­თ­ვე­ლი მსრო­ლე­ლის 10 ოლიმ­პი­ა­და და 40 წელ­ზე მე­ტი ხნის თავ­ბ­რუ­დამ­ხ­ვე­ვი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა

spot_img

„შვი­ლო, ალ­ბათ, მე ვერ მო­ვეს­წ­რე­ბი, მაგ­რამ იცო­დე – 10 ოლიმ­პი­ა­და­ზე უნ­და იას­პა­რე­ზო – ეს სიტყ­ვე­ბი მა­მამ ერთ კა­ფან­და­რა, გამ­ხ­დარ გო­გოს 1988 წელს, სე­უ­ლის ოლიმ­პი­ა­დის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, უთხ­რა, რო­ცა იმ­ხა­ნად 18 წლის შვილ­მა ჩემ­პი­ო­ნო­ბა იზე­ი­მა. გო­გო­ნა­მაც ისე ჩა­ი­ბეჭ­და თავ­ში „10 ოლიმ­პი­ა­და“, რო­გორც ტყვი­ებს აჭე­დებ­და ფარ­ში, თუმ­ცა მა­შინ ეს მა­ინც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო – 10 ოლიმ­პი­ა­და ხომ მთე­ლი 40-წლი­ა­ნი კა­რი­ე­რაა, რაც სპორ­ტის უმე­ტეს სა­ხე­ო­ბებ­ში მი­უღ­წე­ვე­ლი შე­დე­გია. ზუს­ტად 36 წლის შემ­დეგ, რო­ცა შვილ­მა მარ­თ­ლაც იას­პა­რე­ზა მე-10 ოლიმ­პი­ა­და­ზე და გა­ი­მე­ო­რა მსოფ­ლი­ო­ში ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნის, კა­ნა­დე­ლი ცხე­ნოს­ნის, იან მი­ლა­რის რე­კორ­დი, შვი­ლის მე-10 თა­მა­შებ­ზე გა­მოს­ვ­ლას მა­მა ვე­ღარ მო­ეს­წ­რო – 5-იოდე თვით ად­რე გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ მო­ეს­წ­რო მე-10 ლი­ცენ­ზი­ის მო­პო­ვე­ბას და უბედ­ნი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი იყო…

არა­და, მა­შინ, სე­უ­ლის ოლიმ­პი­ა­და­ზე, იმ კა­ფან­და­რა გო­გო­ნას­გა­ნაც ბევ­რი ვერ წარ­მო­იდ­გენ­და ასეთ რე­კორ­დ­ზე გას­ვ­ლას. კი, იმ გო­გომ მა­ში­ნაც ფუ­რო­რი მო­ახ­დი­ნა, რო­ცა 18 წლი­სამ მო­ი­გო ოლიმ­პი­ა­და; რამ­დე­ნი­მე დღე­ში ისევ ავი­და კვარ­ცხ­ლ­ბეკ­ზე, ოღონდ ამ­ჯე­რად მე­ო­რე ად­გილ­ზე, რად­გან პირ­ვე­ლი, შემ­დ­გომ­ში მის­მა ერთ-ერ­თ­მა უმ­თავ­რეს­მა კონ­კუ­რენ­ტ­მა და სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარ­მა, იმ­ხა­ნად იუგოს­ლა­ვი­ელ­მა, რე­ა­ლო­ბა­ში კი სერ­ბ­მა იას­ნა სე­კა­რიჩ­მა და­ი­კა­ვა, თუმ­ცა 10 ოლიმ­პი­ა­და­ზე ფიქრს მას­ზე ბევ­რად გა­მოც­დი­ლე­ბიც ვერ ბე­დავ­დ­ნენ – რო­გორც გითხა­რით, ეს ხომ მთე­ლი 40-წლი­ა­ნი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რაა, რაც სპორ­ტის ბევრ სა­ხე­ო­ბა­ში, უბ­რა­ლოდ, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. თან, ამ გამ­ხ­დარ­სა და მა­ღალ, შავ­თ­ვა­ლა და შავ­თ­მი­ან მოხ­დე­ნილ გო­გოს, კავ­კა­სი­ურ-ქარ­თუ­ლი სი­ლა­მა­ზეც რომ გა­მო­არ­ჩევ­და, მო­დის პო­დი­უმ­ზე ან ელი­ტუ­რი ჟურ­ნა­ლის ყდა­ზე უფ­რო წარ­მო­იდ­გენ­დით, ვიდ­რე სას­რო­ლეთ­ში, პის­ტო­ლე­ტით ხელ­ში მდგარს.

ამ პის­ტო­ლეტ­მა და სპორ­ტ­მა მას ხა­სი­ა­თიც ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბა – მებ­რ­ძო­ლი, ჟი­ნი­ა­ნი, შემ­ტე­ვი, გამ­ტა­ნი… უდა­ვოა, ჟი­ნი და ყვე­ლა ეს მო­ნა­ცე­მი ბუ­ნე­ბა­მაც და­ა­მად­ლა, მაგ­რამ შრო­მამ და თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა მა­მამ, რო­მე­ლიც კარგ მწვრთნელ­თან ერ­თად, კარ­გი ფსი­ქო­ლო­გიც იყო, ეს თვი­სე­ბე­ბი კი­დევ უფ­რო გა­მო­უკ­ვე­თა და ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბა. ეს რომ არა, ის სე­უ­ლის ოლიმ­პი­ა­და­ზეც ვერ მოხ­ვ­დე­ბო­და, იმ­დე­ნი ბა­რი­ე­რი და­უ­დეს, იმ­დენ­ჯერ გა­და­უ­კე­ტეს იქით მი­მა­ვა­ლი გზა… მა­შინ­დელ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ხომ, რუ­სი თუ არ იყა­ვი, ნაკ­რებ­ში მო­სახ­ვედ­რად, 2-3 თა­ვით მაღ­ლა უნ­და მდგა­რი­ყა­ვი რუს­ზე. მით უფ­რო, ია-ვარ­დე­ბით არა­ვინ ელო­და იქ ამ 17-18 წლის გო­გოს. სა­კავ­ში­რო ნაკ­რე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებს სა­კუთ­რივ მოს­კო­ვე­ლებ­სა და სა­კუთ­რივ რუ­სებს შო­რის, ჰქონ­დათ დი­დი კონ­კუ­რენ­ცია და დი­დი თა­ვის ტკი­ვი­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­სა­კე­თებ­ლად… თუმ­ცა, ეს ბა­რი­ე­რე­ბი, ეს დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბი მას კი­დევ უფ­რო აძ­ლი­ე­რებ­და და მეტ მო­ტი­ვა­ცი­ას სძენ­და, უკეთ ეს­რო­ლა, კი­დევ უფ­რო მო­ე­მა­ტე­ბი­ნა და გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი­ყო. ამი­ტომ, რამ­დე­ნი სა­კონ­ტ­რო­ლოც და­უ­ნიშ­ნეს, რამ­დენ ტურ­ნირ­ზეც გა­უშ­ვეს, თით­ქოს­და ამ მწვრთნე­ლე­ბი­სა და რუ­სე­ბის ჯი­ნა­ზე, ეს პა­ტა­რა, გამ­ხ­და­რი გო­გო­ნა ყვე­ლას უგებ­და, ყვე­ლა რე­კორდს ხსნი­და და ჯი­უ­ტად ამ­ტ­კი­ცებ­და, რომ სე­ულ­ში წაყ­ვა­ნას სხვებ­ზე მე­ტად იმ­სა­ხუ­რებ­და… ბო­ლოს, მწვრთნე­ლებ­საც მე­ტი გზა რომ აღარ დარ­ჩათ, და­ა­ყე­ნეს გუნ­დ­ში და ასე და­იწყო ის თავ­ბ­რუ­დამ­ხ­ვე­ვი კა­რი­ე­რა, რო­მე­ლიც აგერ ახ­ლა, 40-წელ­ზე უფ­რო ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი კა­რი­ე­რის შემ­დეგ, პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე დას­რულ­და…

დად­გა დრო, ვთქვათ, ვინ იყო ეს პა­ტა­რა გო­გო­ნა და მი­სი მწვრთნე­ლი მა­მა, რომ­ლებ­მაც ეპო­ქა შექ­მ­ნეს მსოფ­ლი­ოს ოლიმ­პიზ­მის ის­ტო­რი­ა­ში: ტყვი­ის მსრო­ლე­ლი ნი­ნო სა­ლუქ­ვა­ძე და მი­სი მა­მა, აწ გარ­დაც­ვ­ლი­ლი, ვახ­ტანგ სა­ლუქ­ვა­ძე. დღეს ეს გო­გო­ნა მსოფ­ლი­ოს სპორ­ტის ლე­გენ­დაა, ცოცხა­ლი ლე­გენ­და და შინ თუ გა­რეთ უამ­რა­ვი რე­კორ­დის ავ­ტო­რი. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ის კარ­გა ხნის წინ იქ­ცა, ოლიმ­პი­ა­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მხრივ, რე­კორ­დ­ს­მე­ნად, ახ­ლა კი მსოფ­ლი­ო­შიც ასეა — რო­გორც გითხა­რით, 10 ოლიმ­პი­ა­დის მო­ნა­წი­ლე, აქამ­დე, პლა­ნე­ტა დე­და­მი­წა­ზე, მხო­ლოდ კა­ნა­დე­ლი ცხე­ნო­სა­ნი იან მი­ლა­რი იყო, ახ­ლა კი მის გვერ­დით, ციც­ქ­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოს შვი­ლი ნი­ნო სა­ლუქ­ვა­ძეც დად­გა… მათ­თან ახ­ლოს კი­დევ რამ­დე­ნი­მე ოლიმ­პი­ე­ლია, თუმ­ცა, თუნ­დაც მო­მა­ვალ თა­მა­შებ­ზე, ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ამ რე­კორდს არა­თუ დამ­ხო­ბა, გა­მე­ო­რე­ბაც არ უწე­რია. სა­ლუქ­ვა­ძე იყო სა­მი­ვე ოლიმ­პი­უ­რი მედ­ლის მფლო­ბე­ლი ერ­თა­დერ­თი ქარ­თ­ვე­ლი სპორ­ტ­ს­მე­ნი, ვიდ­რე 2021 წელს, ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­და­ზე, ძი­უ­დო­ის­ტ­მა, ლა­შა შავ­და­თუ­აშ­ვილ­მა, წლე­ულს კი, პა­რიზ­ში თა­ვი­სუ­ფალ სტილ­ში მო­ჭი­და­ვე გე­ნო პეტ­რი­აშ­ვილ­მა არ გა­ი­მე­ო­რეს იგი­ვე… მარ­თა­ლია, თა­ვად სა­ლუქ­ვა­ძე კი ამ­ბობს, მერ­ჩივ­ნა, სა­მი­ვე მე­და­ლი ოქ­რო­სი ყო­ფი­ლი­ყოო, მაგ­რამ ისიც ხომ ის­ტო­რიაა და რა­ღა­ცის ათ­ვ­ლის წერ­ტი­ლი.

თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის კუთხით, სა­ლუქ­ვა­ძე 2016 წელს, რიო დე ჟა­ნე­ი­როს ოლიმ­პი­ა­და­ზე, გა­უ­თა­ნაბ­რ­და ლატ­ვი­ელ ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონ აფა­ნას კუზ­მინსს (ისი­ნი სე­ულ­ში ერ­თად გახ­დ­ნენ ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბი) და ჩა­მო­ი­ტო­ვა სე­კა­რი­ჩი, რო­მელ­მაც ლი­ცენ­ზია კი მო­ი­პო­ვა, მაგ­რამ სერ­ბე­თის სრო­ლის ფე­დე­რა­ცი­ამ, ბრა­ზი­ლი­ა­ში, მის ნაც­ვ­ლად, მი­სი მოს­წავ­ლე ბო­ბა­ნა ვე­ლი­კო­ვიჩ-მომ­ცი­ლო­ვი­ჩი მი­ავ­ლი­ნა; 2021 წელს, ტო­კი­ო­ში, გახ­და სპორ­ტის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბის ქალ­თა შო­რის რე­კორ­დ­ს­მე­ნი, 2024-ში კი ეს რე­კორ­დი უკ­ვე ვა­ჟებს შო­რი­საც გა­ი­მე­ო­რა. ამას­თან, მას კი­დევ ბევ­რი რე­კორ­დი ეკუთ­ვ­ნის: 19-ჯერ და­ამ­ყა­რა მსოფ­ლი­ოს რე­კორ­დი, 9-ჯერ მო­ი­პო­ვა მსოფ­ლი­ოს სუ­პერ­თა­სი (უახ­ლო­ე­სი მდევ­რე­ბი, სე­კა­რი­ჩი და ჩი­ნე­ლი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ტაო ლუ­ნა 6-6 ტრო­ფე­ით არი­ან, თუმ­ცა მათ კარ­გა ხნის წინ და­ას­რუ­ლეს კა­რი­ე­რა); ამას­თან, ეკუთ­ვ­ნის რამ­დე­ნი­მე გა­მორ­ჩე­უ­ლი რე­კორ­დი, მა­გა­ლი­თად, ერ­თხელ, 200-დან 200 ქუ­ლა და­აგ­რო­ვა, მაგ­რამ მა­ლე ის დის­ტან­ცია გა­ა­უქ­მეს და ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ის­ტო­რი­ა­ში მო­უხ­ს­ნელ რე­კორ­დად დარ­ჩა.

ერ­თხე­ლაც, რო­ცა ელექ­ტ­რო­ფა­რე­ბი ჯერ კი­დევ არ იყო შე­მო­სუ­ლი და ძვე­ლე­ბუ­რად ქა­ღალ­დის ფა­რებ­ზე ის­როდ­ნენ, გერ­მა­ნი­ა­ში მსა­ჯე­ბი დიდ­ხანს დას­ჩე­რე­ბოდ­ნენ მის ფარს და ვერ გა­ე­გოთ, ერ­თი გას­რო­ლა კი ჩან­და – 10-იან­ში მოხ­ვედ­რი­ლი, მაგ­რამ და­ნარ­ჩე­ნი 9 სად გაქ­რა… ბო­ლოს მიხ­ვ­დ­ნენ, რა­შიც იყო საქ­მე – და­ნარ­ჩე­ნი 9-ც იმ პირ­ველ­ში იყო მოხ­ვედ­რი­ლი…

მი­სი, ლა­მის ნა­ხე­ვარ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი, კა­რი­ე­რა პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვან შე­ჯიბ­რე­ბებ­ზეც ბევრ მე­დალს მო­ი­ცავს: სა­მი­ვე სინ­ჯის თი­თო ოლიმ­პი­ურ მე­დალ­ზე უკ­ვე გითხა­რით და მსოფ­ლი­ო­ზეც ასე­ვე სა­მი­ვე სინ­ჯის თი­თო მე­და­ლი აქვს, ანუ 3-3 ჯილ­დო ამ ტურ­ნი­რებ­ზე, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ზე კი 17 მე­და­ლი მო­ი­პო­ვა: 7 ოქ­რო, 4 ვერ­ცხ­ლი და 6 ბრინ­ჯაო. თან, აქ სა­უ­ბა­რია მხო­ლოდ პი­რად პირ­ვე­ლო­ბა­ში მო­პო­ვე­ბულ ჯილ­დო­ებ­ზე, თო­რემ გუნ­დუ­რებ­შიც ბევ­რი აქვს. მა­გა­ლი­თად, ყო­ფი­ლი სა­კავ­ში­რო ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, 6-ჯერ გახ­და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი… გუნ­დურ­ში, ერ­თხელ, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხე­ლი­თაც მო­ი­პო­ვა ჯილ­დო, რო­ცა ნი­ნო უჩა­ძე­სა და თა­მი­ლა ასა­თი­ან­თან ერ­თად ევ­რო­პის ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნი გახ­და.

არა­და, იქ­ნებ ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი კა­რი­ე­რა (ყვე­ლა­ფე­რი სრუ­ლად ვერც ჩა­მოვ­თ­ვა­ლეთ) არც ყო­ფი­ლი­ყო, ერ­თი ბედ­ნი­ე­რი შემ­თხ­ვე­ვა რომ არა. გა­რეგ­ნუ­ლად იარა­ღის დამ­ჭერს და მებ­რ­ძოლს რომ არ ჰგავს, უკ­ვე გითხა­რით და ბავ­შ­ვო­ბა­ში სულ სხვა გა­ტა­ცე­ბე­ბი ჰქონ­და. მა­მის მწვრთნე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მსრო­ლე­ლო­ბა­ზე არც უფიქ­რია. თა­ნა­ტო­ლე­ბის მსგავ­სად, მა­საც ჭრა-კერ­ვა და ქარ­გ­ვა იტა­ცებ­და, ჰო­ბიც ჰქონ­და — მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი ნივ­თე­ბის კო­ლექ­ცია, თუმ­ცა ძა­ლი­ან ცელ­ქი იყო, ეზო­ში ბი­ჭებ­თან ერ­თად ფეხ­ბურ­თ­საც თა­მა­შობ­და, სკო­ლა­ში კი, ტან­მა­ღა­ლი გო­გო­ნა, კა­ლათ­ბურ­თ­ზე და­დი­ო­და და თბი­ლი­სის ჩემ­პი­ო­ნიც გახ­და… მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბო­ლომ­დე მა­ინც ვერ იხარ­ჯე­ბო­და, არ იყო რთუ­ლი ბავ­შ­ვი, მშობ­ლე­საც უჯე­რებ­და, არ ანერ­ვი­უ­ლებ­და, მა­ინც ცელ­ქი იყო. ჰო­და, ერთ დღე­საც დე­დამ სთხო­ვა მა­მას, წა­იყ­ვა­ნე შენ­თან სას­რო­ლეთ­ზე, იქ­ნებ იქ მა­ინც გა­ჩერ­დე­სო… მა­შინ ვინ იფიქ­რებ­და, რომ ეს სიტყ­ვე­ბი მსოფ­ლი­ოს სპორ­ტის ის­ტო­რი­ის ერთ გა­მორ­ჩე­ულ მო­ნაკ­ვეთს და­უ­დებ­და სა­თა­ვეს და მთელ ეპო­ქას შექ­მ­ნი­და, მაგ­რამ ასე კი მოხ­და… ერ­თხელ თვი­თონ თქვა, სრო­ლა არაა სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი სპორ­ტიო და ასე­ცაა, მაგ­რამ ტირ­ში მი­სულს კი მო­ე­წო­ნა ეს „დამ­დ­გა­რი“ სპორ­ტი, მი­ზან­ში სრო­ლა და დარ­ჩა კი­დეც იქ… დე­დის გულ­მა ამ­ჯე­რა­დაც ზუს­ტად გა­ი­გო შვი­ლის „წა­მა­ლი“.

თუმ­ცა ამ კა­რი­ე­რა­ში იყო პრობ­ლე­მე­ბიც, ყვე­ლა­ფე­რი ყო­ველ­თ­ვის ისე ლა­მა­ზად მო­ხა­ტუ­ლი არ ყო­ფი­ლა, რო­გორც ამ გა­და­სა­ხე­დი­დან ჩანს. ეს მა­შინ, რო­ცა ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბა და უკი­დუ­რე­სი ძნელ­ბე­დო­ბა იყო. არც და­ფი­ნან­სე­ბა იყო, არც ჰქო­ნია, თუმ­ცა მას მი­სი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი აკ­ლ­და. აქეთ იყო და რაც დარ­ბა­ზი ჰქონ­დათ, იქაც მარ­ტო ვარ­ჯი­შობ­და. ერ­თხელ უცხო­ე­თი­დან შე­ჯიბ­რე­ბი­სას კა­სე­ტა­ზე ჩა­წე­რი­ლი გას­რო­ლის ხმე­ბი ჩა­მო­ი­ტა­ნა და ვარ­ჯი­ში­სას იმას რთავ­და, რომ რო­გორ­მე სა­შე­ჯიბ­რო ატ­მოს­ფე­რო შე­ექ­მ­ნა, თო­რემ ამ სი­ჩუ­მე­ში ნა­ვარ­ჯი­შებს მე­რე იქა­ურ ხმა­ურ­თან შე­გუ­ე­ბა უჭირ­და – სრო­ლა ხომ ნერ­ვე­ბის სპორ­ტია… სწო­რედ მა­შინ მითხ­რა, მე ჩე­მი ხალ­ხის­თ­ვის მინ­და, თო­რემ ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი მო­გე­ბუ­ლი მაქ­ვ­სო. შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე უმე­ტე­სად მწვრთნე­ლის გა­რე­შე, მარ­ტო და­დი­ო­და და ხში­რად ისიც უთ­ქ­ვამს, ჩე­მი­ა­ნი ხმის გამ­ცე­მი არ მყავ­სო. მე­გობ­რის მე­ტი იქ რა ჰყავ­და, ის ხომ „მშვი­დო­ბის მტრე­და­დაა“ ცნო­ბი­ლი და კონ­ფ­ლიქ­ტი არა­სო­დეს არა­ვის­თან უკ­ვე აღარ უდ­გას.

მა­მა-შვილ­მა სა­ლუქ­ვა­ძე­ებ­მა ოლიმ­პიზ­მის ის­ტო­რი­ა­ში ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი ფურ­ცე­ლი მა­შინ შექ­მ­ნეს, რო­ცა 2016 წლის გა­ზაფხულ­ზე, უნ­გ­რულ დი­ორ­ში გა­მარ­თულ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ნი­ნოს შვილ­მა, ცოტ­ნე მა­ჭა­ვა­რი­ან­მა მო­ი­პო­ვა რი­ოს თა­მა­შე­ბის ლი­ცენ­ზია… რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩვენ­მა ასო­კირ­კი­ტა კო­ლე­გებ­მა გა­არ­კ­ვი­ეს, თურ­მე, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვა იყო, რო­ცა დე­და და ვა­ჟი ერ­თად გა­მო­ვი­დოდ­ნენ ოლიმ­პი­ა­და­ზე. დე­და და ქა­ლიშ­ვი­ლი მა­ნამ­დეც ყო­ფი­ლან, მა­მაც ბევ­რ­ჯერ ყო­ფი­ლა ორი­ვე სქე­სის შვი­ლებ­თან ერ­თად, მაგ­რამ დე­და და ვა­ჟიშ­ვი­ლი პირ­ვე­ლად იყ­ვ­ნენ. მა­შინ დი­ო­რის სას­რო­ლეთ­ზე ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში ვახ­ტანგ სა­ლუქ­ვა­ძე მო­ექ­ცა – ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი „მა­ი­სე­ე­ვი­ჩი“, რო­მე­ლიც სი­ხა­რუ­ლის­გან ტი­რო­და… „ღმერ­თო, რა­მე რო­გორ უნ­და გთხო­ვო – რაც გთხო­ვე, ყვე­ლა­ფე­რი ამის­რუ­ლე, მაგ­რამ ამ ერ­თხე­ლაც ის­მი­ნე ჩე­მი თხოვ­ნა და ცოტ­ნეს და­ეხ­მა­რე ლი­ცენ­ზი­ის მო­პო­ვე­ბა­ში,“ – ფი­ნალ­ში ბო­ლო გას­რო­ლის წინ, რო­მე­ლიც საგ­ზუ­რის მო­პო­ვე­ბის ბედს წყვეტ­და, თურ­მე ასე ევედ­რე­ბო­და ღმერთს ბა­ბუა და რო­ცა ღმერ­თ­მაც ის­მი­ნა მი­სი ვედ­რე­ბა, სი­ხა­რუ­ლის ცრემ­ლე­ბი ვერ და­მა­ლა ბედ­ნი­ერ­მა მო­ხუც­მა. ასა­კის გა­მო ის ბრა­ზი­ლი­ა­ში ვე­ღარ გაჰ­ყ­ვა შვილ­სა და შვი­ლიშ­ვილს, თუმ­ცა მა­ინც უბედ­ნი­ე­რე­სი იყო. იმ ფი­ნა­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ხე­ლო­ვან თურქ მსრო­ლელს, ოლიმ­პი­ა­დის ვი­ცე-ჩემ­პი­ონ იუსუფ დი­კეცს უკითხავს ცოტ­ნეს­თ­ვის, ვის­თან ვარ­ჯი­შობ, ასე­თი შე­დე­გე­ბი რომ გაქ­ვ­სო. ნი­ნო სა­ლუქ­ვა­ძის შვი­ლი ვა­რო, უპა­სუ­ხია და თურქს ხე­ლე­ბი აუწე­ვია – ოოო, მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბიაო და გაბ­რუ­ნე­ბუ­ლა…

ცრემ­ლე­ბი ვახ­სე­ნეთ და ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თით გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ლუქ­ვა­ძე სპორ­ტულ­მა სამ­ყა­რომ, კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბამ­დე, ატი­რე­ბუ­ლი მხო­ლოდ ერ­თხელ ნა­ხა – 1996 წელს, ატ­ლან­ტას ოლიმ­პი­ა­და­ზე, რო­ცა, რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კ­ვა, კომ­პი­უ­ტერ­მა ქუ­ლე­ბის და­ჯა­მე­ბი­სას აურია და ფი­ნალ­ში რე­კორ­დით შე­სუ­ლი, სა­ბო­ლო­ოდ, მე-5 ად­გილ­ზე აღ­მოჩ­ნ­და. მე­ო­რედ კი შარ­შან, ივ­ლის­ში, პო­ლო­ნეთ­ში, მე­სა­მე ევ­რო­პულ თა­მა­შებ­ზე იტი­რა, რო­ცა მე­ა­თედ მო­ი­პო­ვა ოლიმ­პი­უ­რი ლი­ცენ­ზია და ან­დერ­ძი­ვით და­ბა­რე­ბუ­ლი მა­მის სიტყ­ვე­ბი –  „ნი­ნო, გახ­სოვ­დეს 10 ოლიმ­პი­ა­და“, აღას­რუ­ლა, თუმ­ცა ეს სი­ხა­რუ­ლის ცრემ­ლე­ბი იყო… მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კი­დევ ერ­თხელ იხი­ლა ატი­რე­ბუ­ლი და დამ­წუხ­რე­ბუ­ლი ნი­ნო სა­ლუქ­ვა­ძე – მა­მის დაკ­რ­ძალ­ვა­ზე, რო­ცა ცხე­დარს ვერ მო­ა­შო­რეს. ვახ­ტანგ სა­ლუქ­ვა­ძე მა­შინ გარ­და­იც­ვა­ლა, რო­ცა ჩვე­ნი ტყვი­ის მსრო­ლელ­თა ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან ბრუნ­დე­ბო­და, სა­დაც ახალ­გაზ­რ­დე­ბი ტრი­უმ­ფა­ლუ­რად გა­მო­ვიდ­ნენ – 4-დან 3 ოქ­რო და 1 ვერ­ცხ­ლი მო­ი­პო­ვეს. გუნ­დის წევ­რებ­მა მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მოფ­რე­ნის წინ გა­ი­გეს, ნი­ნოს კი თბი­ლის­ში ჩა­მოფ­რე­ნის შემ­დეგ უთხ­რეს და დი­დი სი­ხა­რუ­ლიც ჩამ­წარ­და…

არა­და, მე-10 საგ­ზუ­რი ისეთ პი­რო­ბებ­ში მო­ი­პო­ვა და ამას იმ­დე­ნი პი­რა­დუ­ლი პრობ­ლე­მა უძღო­და წინ, ნამ­დ­ვი­ლად სა­სი­ხა­რუ­ლო იყო… მი­სი კა­რი­ე­რა ლა­მა­ზად შე­ფუ­თუ­ლი სუ­რა­თია, მაგ­რამ ის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შვი­ლი, დე­და, ქა­ლი, მე­უღ­ლე, დი­ა­სახ­ლი­სი, მე­გო­ბა­რი, ახ­ლო­ბე­ლი, მო­ქა­ლა­ქეა და მა­საც აქვს ყო­ველ­დღი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც იმ შე­სარ­ჩევ ციკ­ლ­ში გა­ათ­კე­ცე­ბუ­ლად და­ატყ­და თავს. პრობ­ლე­მე­ბი, ჯერ კი­დევ, 2 წლის წინ და­იწყო, რო­ცა გა­ზაფხულ­ზე სლო­ვე­ნია-ხორ­ვა­ტი­ის ტურ­ნი­რებ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. მა­შინ თა­ვის ტკი­ვილ­სა და სხვა სიმ­პტო­მებს დი­დი ყუ­რადღე­ბა არ მი­აქ­ცია, ისე გა­ემ­გ­ზავ­რა ტა­ი­ლან­დ­ში, მსოფ­ლი­ოს თას­ზე. იქ პნევ­მა­ტუ­რი პის­ტო­ლე­ტით კი იას­პა­რე­ზა, 25-იან­ზე ივარ­ჯი­შა, მაგ­რამ ცუ­დად გახ­და და სას­რო­ლე­თი­დან პირ­და­პირ სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში გა­და­აგ­ზავ­ნეს, სა­დაც გა­ჟონ­ვა და­უდ­გი­ნეს… ექი­მე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გამ­გ­ზავ­რე­ბის ნე­ბა­საც კი არ რთავ­დ­ნენ, მაგ­რამ და­ი­ჟი­ნა და წა­მო­ვი­და, რა­საც თურ­ქეთ­ში საკ­მა­ოდ რთუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა მოჰ­ყ­ვა. მა­შინ ექი­მებ­მა ვარ­ჯი­შის ნე­ბა კი დარ­თეს, მაგ­რამ 6 თვით აუკ­რ­ძა­ლეს თვით­მ­ფ­რი­ნა­ვით მგზავ­რო­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მე­უღ­ლეს დას­ჭირ­და ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია, იქით – მო­ხუ­ცი მშობ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ხან კო­ვი­დი შე­ე­ყა­რათ, მა­მამ ფე­ხიც კი მო­ი­ტე­ხა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე­უღ­ლეს უკ­ვე მუხ­ლებ­ზე დას­ჭირ­და ოპე­რა­ცია თურ­ქეთ­ში, სა­დაც თა­ვის ექი­მებ­თა­ნაც და­დი­ო­და… ამას ემა­ტე­ბო­და მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი სამ­სა­ხუ­რი – ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტო­ბა, და­არ­სე­ბის პრო­ცეს­ში მყო­ფი სპორ­ტის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რო­ბა, სა­დაც ყო­ველ დე­ტალ­ზე თავ­ზე ად­გა მუ­შებს, იქით – სრო­ლის ფე­დე­რა­ცი­ის ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტო­ბა, სა­დაც უამ­რა­ვი საქ­მეა. დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე მუდ­მივ გა­დარ­ბე­ნებ­ში იყო – სახ­ლი­დან სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში (აქ დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მეც კი უწევ­და მის­ვ­ლა), იქი­დან – ერთ სამ­სა­ხურ­ში, მე­რე – სამ­სა­ხუ­რი­დან სამ­სა­ხურ­ში, შუ­ა­ლედ­ში მშობ­ლებ­თა­ნაც შე­ირ­ბენ­და ხოლ­მე, სა­ღა­მოს კი ყო­ველ­თ­ვის პო­უ­ლობ­და დროს, ტირ­ში შე­ევ­ლო და 1-1.5 სა­ა­თი ევარ­ჯი­შა. სა­ცო­და­ო­ბა იქ­ნე­ბო­და, არ გა­მარ­თ­ლე­ბო­და, თუმ­ცა, ცუ­დია, რომ გა­მოჩ­ნ­დ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ხე­ლა მიღ­წე­ვას – მე-10 ოლიმ­პი­ა­დას, ღვარ­ძ­ლი­ა­ნად შეხ­ვ­დ­ნენ: თვი­თონ რას და­დის ოლიმ­პი­ა­დებ­ზე, ახალ­გაზ­რ­დე­ბი გა­უშ­ვა­სო. ლა­მის შვი­ლის ტო­ლებს იქით ეხ­ვე­წე­ბა, მო­დით, ვარ­ჯიშს ნუ მიც­დენ­თო, სა­ა­თო­ბით ურ­ჩევს მათ შეც­დო­მებს… თვი­თონ ისეთ პი­რო­ბებ­შიც კი არ აც­დენ­და ვარ­ჯიშს და სხვას და­უთ­მეო… მან კარ­გად იცის შრო­მის ფა­სი და იცის, რომ ამის გა­რე­შე ბევ­რი არა­ფე­რი გა­მო­ვა. ხში­რად უთ­ქ­ვამს, თუ არ იშ­რო­მე, მხო­ლოდ ნი­ჭით 20 პრო­ცენტს მი­აღ­წე­ვო.

ბუ­ნე­ბა­ში ყვე­ლა­ფერს აქვს და­სას­რუ­ლიც და და­საწყი­სიც და მი­სი ბრწყინ­ვა­ლე კა­რი­ე­რაც დას­რულ­და. პა­რი­ზის შემ­დეგ კი­დევ გვრჩე­ბო­და იმე­დი, რომ იქ­ნებ ისევ გა­ეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა ვარ­ჯი­ში და მე-11 ოლიმ­პი­ა­და­ზეც გა­მო­სუ­ლი­ყო, რი­თაც აბ­სო­ლუ­ტუ­რი რე­კორ­დ­ს­მე­ნი გახ­დე­ბო­და, მაგ­რამ წას­ვ­ლის სა­ბა­ბად ისე­თი მი­ზე­ზი და­ა­სა­ხე­ლა, ვერ შე­ე­და­ვე­ბი – მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მა. ეს ჩვე­უ­ლებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში ხელს არ უშ­ლის, მაგ­რამ სრო­ლა სხვა გან­ზო­მი­ლე­ბაა. ახ­ლა მის წინ ახა­ლი სარ­ბი­ე­ლია – სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო ას­პა­რე­ზი, სა­დაც, გვჯე­რა, ისე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რო­გო­რი სპორ­ტ­ს­მე­ნიც იყო. პირ­ვე­ლი შე­დე­გე­ბი უკ­ვე აქვს – მი­სი კლუ­ბიც წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ობს და ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლის რან­გ­ში, ახალ­გაზ­რ­დებ­შიც, თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მა­ტე­ბე­ბია. წელს ხომ ტრი­უმ­ფით გა­მო­ვიდ­ნენ ევ­რო­პირ­ვე­ლო­ბა­ზე, თუმ­ცა, ბო­ლო წლებ­ში, მუდ­მი­ვად აქვთ გარ­კ­ვე­უ­ლი მიღ­წე­ვე­ბი.

ირაკლი თავაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები