12 ოქტომბერი, შაბათი, 2024

ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის­თ­ვის მებ­რ­ძო­ლი

spot_img

 

 

კატო მიქელაძე 

 

„მსურს, დროს წარ­ვ­ტა­ცო შენ­გან გან­ვ­ლი­ლი, მრა­ვა­ლი წე­ლი მწარ-ნაღ­ვ­ლი­ა­ნი და სი­ჭა­ბუ­კის სი­ცოცხ­ლის ძა­ლა, მა­რად ცეცხ­ლ­მ­ფ­რ­ქ­ვე­ვი იმე­დი­ა­ნი. ორი­ვე ერ­თად მსურს და­გიბ­რუ­ნო ძვირ­ფას სიცოცხ­ლის სადღეგ­რ­ძე­ლებ­ლად, მით ხნო­ვა­ნე­ბის ჩა­მოგ­ხ­ს­ნა ტვირ­თი, ძი­ლის და ღო­ნის შე­სა­ზა­ვებ­ლად. რომ ჩვენს სამ­შობ­ლოს შენ ტურ­ფა სატ­რ­ფოს, ბრძო­ლის ველს ჰყავ­დე მაშ­ვე­ლად, კი­დევ და კი­დევ ნა­ღა­რა სცა­დე მის ტყვე­ო­ბი­დან გა­მო­სახ­ს­ნე­ლად.“

ლექსი წარმოთქმული აკაკი წერეთლის სტუდენტებთან შეხვედრაზე

 

♦ ♦ ♦

„რო­ცა შეტყო­ბა უნ­დათ წი­ნას­წარ ამინ­დის, ბა­რო­მეტრს დად­გა­მენ ხოლ­მე. რო­მე­ლი­მე ერის, ხალ­ხის გაც­ნო­ბა თუ გვინ­და, ჯერ ქა­ლე­ბი უნ­და გა­ვიც­ნოთ, რო­გორც ეროვ­ნე­ბის ბა­რო­მეტ­რი. რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო თა­ვის სი­მაღ­ლე­ზე იდ­გა, მა­შინ ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლიც, რო­გორც ცო­ლი, რო­გორც დე­და და რო­გორც მო­ქა­ლა­ქე, გან­თ­ქ­მუ­ლი იყო იმ სა­უ­კუ­ნე­ში. რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო დას­ცეს, ეს დაკ­ნი­ნე­ბა ქა­ლებს უფ­რო და­ეტყოთ – დღეს ბევრ ქალს ნა­ხავთ ჩვენ­ში, რომ და­ვიწყე­ბუ­ლი ჰქონ­დეს მი­სი წმი­და­თაწ­მი­და და ქარ­თუ­ლად ვერ ახერ­ხებს ლა­პა­რაკს… ამის შემ­ხე­და­ვი იმედ­მიხ­დი­ლი ვი­ყა­ვი ამ სი­ბე­რის დროს, მაგ­რამ ახალ­მა მოძ­რა­ო­ბამ სხვა და­მა­ნა­ხა. ახალ­გაზ­რ­და ქა­ლე­ბი მზად იყ­ვ­ნენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის სამ­ს­ხ­ვერ­პ­ლოდ თა­ვი და­ედ­ვათ… დღე­ვან­დელ­მა ქა­ლებ­მა ძვე­ლი დე­დე­ბის სუ­ლი გა­მო­ი­ჩი­ნეს… გი­სურ­ვებთ ამ უცხო, თა­ვი­სუ­ფალ ქვე­ყა­ნა­ში წარ­მა­ტე­ბას, რომ სა­სურ­ვე­ლად და­უბ­რუნ­დეთ სამ­შობ­ლოს,“ – ამ სიტყ­ვე­ბით მი­მარ­თა აკა­კი წე­რე­თელ­მა 1909 წელს, პა­რიზ­ში, მის პა­ტივ­სა­ცე­მად შეკ­რე­ბილ ქარ­თ­ველ სტუ­დენ­ტებს და ფეხ­ზე ად­გო­მით, პერ­სო­ნა­ლუ­რად შეს­ვა ახალ­გაზ­რ­და პო­ე­ტი ქა­ლის, კა­ტო მი­ქე­ლა­ძის სადღეგ­რ­ძე­ლო.

ბუ­ნებ­რი­ვია, აკა­კის იგი შემ­თხ­ვე­ვით არ გა­მო­ურ­ჩე­ვია და­ნარ­ჩე­ნი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­გან, მაგ­რამ ვიდ­რე კა­ტოს შე­სა­ხებ მო­გიყ­ვე­ბით, მინ­და მი­სი პა­სუ­ხიც გა­გაც­ნოთ: „დი­დო მგო­სა­ნო! დღეს ჩვენ­თ­ვის უცხო­ე­თის ცი­ვი თუ უჩ­ვე­უ­ლო ატ­მოს­ფე­რო თბი­ლი და სა­ამ­ტ­კ­ბი­ლო გრძნო­ბით შე­იც­ვა­ლა. ის, რაც ბავ­შ­ვო­ბი­დან სატ­რ­ფი­ა­ლო, საყ­ვა­რე­ლი იყო ჩვენ­თ­ვის, აქ გვყავს იგი – ჩვე­ნი ერის ბურ­ჯი, სა­თაყ­ვა­ნო აღ­მ­ზ­რ­დე­ლი. 50 წე­ლი იბ­რ­ძო­დით ჩვე­ნი ტან­ჯუ­ლი სამ­შობ­ლოს გა­მო­სახ­ს­ნე­ლად, ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბის ასა­ღორ­ძი­ნებ­ლად. ამ ნი­ა­დაგ­ზე ერ­თხე­ლაც არ შე­გიწყ­ვე­ტია არც შე­ნი უკ­ვ­და­ვი ჩან­გის ჟღე­რა და არც მა­მა-შვი­ლუ­რი ბრძო­ლა, რომ სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლი და მი­ძი­ნე­ბუ­ლი ერის­თ­ვის ძი­ლი და­გეფ­რ­თხო და კვლავ სა­სი­ცოცხ­ლო გმი­რუ­ლი სუ­ლი შთა­გე­ბე­რა… გთხოვთ, მი­ი­ღოთ, დი­დო მგო­სა­ნო, ჩვე­ნი გუ­ლი­თა­დი მად­ლო­ბა იმ მა­მუ­ლიშ­ვი­ლო­ბი­სა და ფა­ქი­ზი გრძნო­ბე­ბი­სათ­ვის, რო­მელ­საც გვიღ­ვი­ძებ­და შე­ნი უკ­ვ­და­ვი ჩან­გის სიმ­თა ჟღე­რა, რო­გორც ადა­მი­ანს და რო­გორც ქარ­თ­ველს. მო­გი­ლო­ცავ რა სა­სურ­ვე­ლად დაგ­ვირ­გ­ვი­ნე­ბულს დიდ მიღ­წე­ვებს, სა­სო­ე­ბით ვსვამ შენს სადღეგ­რ­ძე­ლოს და გი­სურ­ვებ მრა­ვალ წელს გვყავ­დე თავ­მო­სა­წო­ნე­ბელ ნი­მუ­შად, ჩვე­ნო სი­ა­მა­ყევ, ჩვე­ნო დი­დე­ბავ…“

კა­ტო მი­ქე­ლა­ძის სადღეგ­რ­ძე­ლოს არ სჭირ­დე­ბა რა­ი­მე კო­მენ­ტა­რი, მხო­ლოდ იმას გეტყ­ვით, რომ იგი ამ დროს მხო­ლოდ 21 წლის სტუ­დენ­ტია სორ­ბო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის.

ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ცო­ტა რამ მოს­წონ­და ამ ქვეყ­ნად – ასე ახა­სი­ა­თებ­დ­ნენ მი­სი თა­ნა­მედ­რო­ვე მწერ­ლე­ბი კა­ტო მი­ქე­ლა­ძეს.

„არა­ვის­თან არა­ფე­რი ჰქონ­და სა­ფა­რი­სევ­ლო, ბუ­ნე­ბით ამა­ყი, სა­ოც­რად პრინ­ცი­პუ­ლი იყო, კე­თი­ლი და უბ­რა­ლო, მეტყ­ვე­ლი, ჭკვი­ა­ნი თვა­ლე­ბით“, „სათ­ნო და მიმ­ზიდ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­და ქა­ლი“…

კი­დევ ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­თეტს წა­აწყ­დე­ბით მის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი და­საწყის­ში­ვე მო­გახ­სე­ნეთ.

ახ­ლა კი თა­ვი­დან და­ვიწყოთ. ჩვენ, ძი­რი­თა­დად, ქარ­თ­ველ გან­მა­ნათ­ლე­ბელ ქა­ლებ­ზე გიყ­ვე­ბით ხოლ­მე. კა­ტო მი­ქე­ლა­ძე მათ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იმი­თაა, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მოღ­ვა­წე­ო­ბის გარ­და, ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის აქ­ტი­უ­რი დამ­ც­ვე­ლი იყო. პო­ე­ტუ­რი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბულ ახალ­გაზ­რ­და ქალს ინ­ტე­რე­სი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მას შემ­დეგ გა­უჩ­ნ­და, რაც პა­რიზ­ში ყოფ­ნი­სას (ბრი­უ­სე­ლის სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ პა­რიზ­ში და­სახ­ლ­და) სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად გა­ეც­ნო ქალ­თა მოძ­რა­ო­ბის ევ­რო­პულ გა­მოც­დი­ლე­ბას.

კა­ტო და­ვი­თის ასუ­ლი მი­ქე­ლა­ძე 1878 წლის 18 სექ­ტემ­ბერს და­ი­ბა­და სო­ფელ კუ­ლა­ში (ქუ­თა­ი­სის მაზ­რა), აზ­ნა­უ­რის ოჯახ­ში. დე­დის ად­რე გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მი­სი აღ­ზ­რ­და ნათ­ლი­ამ იკის­რა, რო­მე­ლიც მე­ზო­ბელ სო­ფელ­ში ცხოვ­რობ­და; დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა წმ. ნი­ნოს სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­ი­ღო, თუმ­ცა, მი­სი ერ­თა­დერ­თი ჭი­რი­სუფ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­მო, მან სას­წავ­ლე­ბე­ლი მი­ა­ტო­ვა და თბი­ლის­ში ნა­თე­სავ­თან გად­მო­ვი­და საცხოვ­რებ­ლად. სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა­ზე მე­ოც­ნე­ბე გო­გო­ნა ბევრს კითხუ­ლობ­და თვით­გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. 1900 წელს წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა სა­ბე­ბიო ინ­ს­ტი­ტუ­ტი და სა­მუ­შა­ოდ ცხინ­ვალ­ში გა­ემ­გ­ზავ­რა. ამ დრო­ი­დან იწყე­ბა მი­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და უფ­ლე­ბა­დამ­ც­ვე­ლო­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა. იქა­ურ­მა გა­უ­საძ­ლის­მა და არა­ა­და­მი­ა­ნურ­მა ყო­ფამ, და­ბე­ჩა­ვე­ბუ­ლი, გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი დახ­მა­რე­ბის სურ­ვილ­მა და­აწყე­ბი­ნა ახალ­გაზ­რ­და კა­ტო მი­ქე­ლა­ძეს მათ­ზე ფიქ­რი და ზრუნ­ვა, რა­საც მა­ლე­ვე მოჰ­ყ­ვა კონ­კ­რე­ტუ­ლი საქ­მე­ე­ბიც – და­ა­არ­სა ბიბ­ლი­ო­თე­კა, სცე­ნის მოყ­ვა­რულ­თა წრე, დგამ­და უფა­სო წარ­მოდ­გე­ნებს და, რო­გორც თა­ვად წერ­და, „სი­ნათ­ლე შეჰ­ქონ­და ხალ­ხ­ში“. აქ იგი მე­სა­მე­და­სე­ლებ­საც და­უ­ახ­ლოვ­და და ეხ­მა­რე­ბო­და კი­დეც მათ არა­ლე­გა­ლუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის გავ­რ­ცე­ლე­ბა­ში, ირო­დი­ონ ევ­დოშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბით გა­ზეთ „ბრძო­ლა­ში“ აქ­ვეყ­ნებ­და რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ხა­სი­ა­თის ლექ­სებს.

კა­ტო მი­ქე­ლა­ძე აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი იყო წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის იდე­ე­ბი­სა და საქ­მე­ე­ბის. ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვილ­თან, ნა­ტო გა­ბუ­ნი­ას­თან, მა­რი­ამ დე­მუ­რი­ას­თან… სწო­რედ მა­თი დამ­სა­ხუ­რე­ბი­სა და დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვის შე­დე­გია, რომ კა­ტოს ცხოვ­რე­ბა, მი­სი სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბი­სა და შემ­დ­გომ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მოღ­ვა­წე­ო­ბის იმ­დ­რო­ინ­დე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის ასე სა­ჭი­რო გზა მან ისე გან­ვ­ლო, რომ დი­დი მოღ­ვა­წე­ე­ბის გვერ­დით დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად და­იმ­კ­ვიდ­რა ად­გი­ლი.

ჯერ კი­დევ 25 წლის კა­ტოს, მა­რი­ამ დე­მუ­რი­ა­სა და ნა­ტო გა­ბუ­ნი­ას რე­კო­მენ­და­ცი­ით, წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მოს­კოვ­ში გზავ­ნის პე­და­გო­გი­ურ კურ­სებ­ზე სას­წავ­ლებ­ლად. სწო­რედ აქე­დან გა­ემ­გ­ზავ­რა იგი ევ­რო­პა­ში (3 წლის შემ­დეგ), სო­ფიო ამი­რე­ჯი­ბი­სა და ალექ­სან­დ­რე ხა­ხა­ნაშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბით. 1916 წელს კი, სამ­შობ­ლობ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი იწყებს თა­ნა­მო­აზ­რე­თა შე­მოკ­რე­ბას და ქა­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო-პო­ლი­ტი­კუ­რი უფ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლას. ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა რე­გი­ო­ნუ­ლი ქსე­ლი „ქალ­თა ლი­გა“, გა­მოს­ცემ­და და რე­დაქ­ტო­რობ­და გა­ზეთს „ხმა ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლი­სა“, სა­დაც თავ­მოყ­რი­ლი იყო ქალ­თა გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბის და­სავ­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა და ქარ­თუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მთე­ლი პა­ლიტ­რა. „არ­სე­ბულ უსა­მარ­თ­ლო­ბას­თან საბ­რ­ძოლ­ვე­ლად სა­ჭი­როა ქა­ლე­ბი­სათ­ვის არა მა­მა­კა­ცე­ბის კუდ­ში დევ­ნა, არა­მედ თა­ვი­ან­თი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რომ პო­უ­ლობ­დ­ნენ სუ­ლი­ერ კმა­ყო­ფი­ლე­ბას თა­ვი­ან­თი პი­როვ­ნუ­ლი სი­მაღ­ლით, რა­თა ორ­თა­ვე სქე­სის აზ­როვ­ნე­ბი­სა და აქ­ტი­უ­რო­ბის გან­ვი­თა­რე­ბით შე­საძ­ლო იყოს იმ სი­ცა­რი­ე­ლის აღ­მოვ­სე­ბა, რო­მე­ლიც ერ­თი სქე­სის გო­ნებ­რივ­მა და სუ­ლი­ერ­მა მოქ­მე­დო­ბამ წარ­მოშ­ვა… ჩვენ ვებ­რ­ძ­ვით არა ადა­მი­ანს მა­მა­კა­ცის სა­ხით, არა­მედ იმ ტრა­დი­ცი­ულ უსა­მარ­თ­ლო­ბას, რო­მე­ლიც მა­მა­კაც­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას შე­უთ­ვი­სე­ბია და რო­მელ­საც მიჰ­ყავს ერის ნა­ხე­ვა­რი ნა­წი­ლი გო­ნებ­რივ და სუ­ლი­ერ გა­მო­ფი­ტუ­ლო­ბამ­დე. ჩვენ არ გვსურს ამ დუხ­ჭირ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში კვლავ დარ­ჩე­ნა და, რაც არ უნ­და მოხ­დეს, თა­ვი უნ­და გა­ვი­თა­ვი­სუფ­ლოთ მის­გან… ჩვენ მო­ვითხოვთ სა­მარ­თალს და არა შუ­რის­ძი­ე­ბას…“ (გა­ზე­თი „ხმა ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლი­სა“, 1918, 32).

რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, კა­ტო მი­ქე­ლა­ძეს მჭიდ­რო საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­ტივს სცემ­და ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ლის მოღ­ვა­წე­ო­ბას, მის ამაგს ქალ­თა ემან­სი­პა­ცი­ი­სა და მა­თი გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის საქ­მე­ში, ისი­ნი ხში­რად თათ­ბი­რობ­დ­ნენ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ქალ­თა მოძ­რა­ო­ბის გასა­ფარ­თო­ებ­ლად. რო­გორც მა­თი მი­წერ-მო­წე­რი­დან ირ­კ­ვე­ვა, ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვილ­მა კა­ტოს ნა­წარ­მო­ე­ბიც მოს­თხო­ვა ქალ­თა მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ გა­მო­საქ­ვეყ­ნებ­ლად, რა­ზეც იგი პა­სუ­ხობს, რომ მას ასე­თი ნა­წარ­მო­ე­ბი არ აქვს: „მე მაქვს სიტყ­ვა, მომ­ზა­დე­ბუ­ლი „ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლის სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ძველ­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“, რო­მე­ლიც ქალ­თა მოძ­რა­ო­ბას სრუ­ლი­ა­დაც არ შე­ე­ხე­ბა“, და ხსნის, რა­ტომ არ არის ის ეკ. გა­ბაშ­ვი­ლის „ქა­ლებ­თან“… „ეს ჯგუ­ფი არ სდგას დღე­ვან­დე­ლის მო­მენ­ტის შე­სა­ფერ ნი­ა­დაგ­ზე… მე მათ­თან მუ­შა­ო­ბა არ შე­მიძ­ლია, რად­გან არც ერ­თი მათ­გა­ნი არც გუ­ლის­წ­ვას და არც ინ­ტე­რესს არ იჩენს ნა­ხე­ვა­რი კა­ცობ­რი­ო­ბის ადა­მი­ა­ნუ­რი ღირ­სე­ბი­სა და ცხოვ­რე­ბი­სად­მი. ეს ჯგუ­ფი ლა­პა­რა­კობს, რომ ის პო­ლი­ტი­კის გა­რე­შე სდგას და ემ­სა­ხუ­რე­ბა წმინ­და ხე­ლოვ­ნე­ბას… გა­ნა ხე­ლოვ­ნე­ბა­ში არ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ხა­ტოს ის, რაც გუ­ლით გწა­დია და რა­საც ელ­ტ­ვი?“

კი­დევ ერ­თი წე­რი­ლი, უკ­ვე სხვა ხა­სი­ა­თი­სა და სუ­ლის­კ­ვე­თე­ბის, რო­მელ­საც კა­ტო მი­ქე­ლა­ძე ეკ. გა­ბაშ­ვი­ლი­სად­მი გა­მო­ხა­ტავს, ასე იწყე­ბა: „ჩვე­ნო საყ­ვა­რე­ლო დი­დო დე­დავ, კა­ტო!“ იგი მად­ლი­ე­რია, რომ მი­სი უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი, თა­ნა­მებ­რ­ძო­ლი და თა­ნა­მო­აზ­რე, წე­რილ­თან ერ­თად, სა­კუ­თარ მოთხ­რო­ბას აახ­ლებს კა­ტოს. ვრცელ წე­რილ­ში კა­ტო მი­ქე­ლა­ძე ისევ ქალ­თა უფ­ლე­ბებ­ზე სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, რომ  „ვე­რა­ვი­თა­რი ზე­მო­დან ბო­ძე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა ჩვენ ვერ გვიხ­ს­ნის, თუ თვით ქა­ლე­ბი არ მო­ვინ­დო­მებთ ჩვე­ნი ადა­მი­ა­ნუ­რი პი­როვ­ნე­ბის აღ­დ­გე­ნას… ჩვენ უნ­და შევ­ქ­მ­ნათ ნამ­დ­ვი­ლი სუ­ლი­ე­რი კავ­ში­რი, რომ არა­ვი­თარ­მა წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბამ არ შეგ­ვა­ში­ნოს და არ გაგ­ვა­ცალ­კე­ოს… სა­ჭი­რო არ არის სიმ­რავ­ლე ხალ­ხი­სა. ძა­ლა ერ­თო­ბა­შია და არა –  რიცხ­ვ­ში. პირ­ვე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი 12 კა­ცი იყო და მათ გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მო­ახ­დი­ნეს… ქა­ლე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ბე­დუ­ლე­ბას უნ­და მი­ეჩ­ვი­ონ…“

და­სას­რულ, კა­ტო მი­ქე­ლა­ძის ერთ პი­როვ­ნულ შტრიხ­ზეც უნ­და ით­ქ­ვას. მწე­რა­ლი გი­ორ­გი ქავ­თა­რა­ძე იხ­სე­ნებს, რო­გორ გა­იც­ნეს იგი ახალ­გაზ­რ­დებ­მა მა­რი­ამ გა­რი­ყუ­ლის სახ­ლ­ში და დას­ძენს: „ახ­ლა ჩვენ­თან მო­ვა მწე­რა­ლი კა­ტო მი­ქე­ლა­ძე. ფრი­ად გან­ს­წავ­ლუ­ლი ქა­ლია… უბ­რა­ლო რა­მე არ გე­გო­ნოს, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილ­თან და ნი­კო მარ­თან უკა­მა­თია“. მას დი­დი ავ­ტო­რი­ტე­ტი ჰქონ­და, ზო­გა­დად, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. სა­ო­ცა­რი მზრუნ­ვე­ლი და ყუ­რადღე­ბი­ა­ნი იყო ახა­ლაგ­ზ­რ­დე­ბის მი­მართ. დღე არ გა­ვი­დო­და, რომ მი­სი პა­ტა­რა საცხოვ­რე­ბე­ლი ოთა­ხი (რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის უკან) სავ­სე არ ყო­ფი­ლი­ყო ახალ­გაზ­რ­და მწერ­ლე­ბი­თა და პო­ე­ტე­ბით: ან­დ­რო თევ­ზა­ძე, შალ­ვა ამი­სუ­ლაშ­ვი­ლი, სერ­გო ჟღენ­ტი, ლა­დო ასა­თი­ა­ნი… დი­დი ამა­გი დას­დო სა­ფო მგე­ლა­ძეს — რომ არა კა­ტო, არც სა­ფო მგე­ლა­ძის რო­მა­ნი „ლიანა ლორ­დია“ ექ­ნე­ბო­და ქარ­თ­ველ მკითხ­ველს. იგი ბო­ლომ­დე აგ­რ­ძე­ლებ­და ურ­თი­ერ­თო­ბას მის ქა­ლიშ­ვი­ლებ­თან.

 

ეფემია მესხი, საფო მგელაძე, კატო მიქელაძე, ნატო მესხი. დაბა წვერი, 1918

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, უკ­ვე ასა­კო­ვა­ნი, პენ­სი­ი­თა და ფრან­გუ­ლი ენის კერ­ძო გაკ­ვე­თი­ლე­ბით ირ­ჩენ­და თავს. მის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბულ მზრუნ­ვე­ლო­ბას იჩენ­და გი­ორ­გი ქავ­თა­რა­ძე, რო­მელ­საც კა­ტო შვი­ლო­ბი­ლად მო­იხ­სე­ნი­ებ­და: „ჩე­მო ძვირ­ფა­სო გი­ორ­გი, დი­დი მად­ლო­ბა ძღვე­ნი­სათ­ვის, ლა­მა­ზი გრძნო­ბე­ბი­სათ­ვის… მე შენ დღე­ი­დან ისე გი­ყუ­რებ, რო­გორც სა­კუ­თარ შვილს და ყო­ვე­ლი ღო­ნი­თა და სურ­ვი­ლით მო­ვინ­დო­მებ შენს სი­კე­თე­სა და წარ­მა­ტე­ბას“.

კა­ტო მი­ქე­ლა­ძე 1943 წლის 1 იან­ვარს გარ­და­იც­ვა­ლა და, რო­გორც გი­ორ­გი ქავ­თა­რა­ძე წერს, მის და­საფ­ლა­ვე­ბას მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მწე­რა­ლი და მი­სი პი­რა­დი მე­გო­ბა­რი და­ეს­წ­რო. სამ­წუ­ხა­როდ, საფ­ლა­ვი და­კარ­გუ­ლია.

მა­სა­ლა მომ­ზა­დე­ბუ­ლია ლე­ლა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის სა­ავ­ტო­რო პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით 

განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები (webbreeze.net)

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები