24 ნოემბერი, კვირა, 2024

ქალ­თა სა­ხე­ე­ბი და მა­თი პრობ­ლე­მა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში

spot_img

ნინო უგრეხელიძე
სსიპ აკა­კი ჩხენ­კე­ლის სახ. ქ. ხო­ნის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, მა­გის­ტ­რის ხა­რის­ხი

 

 

ქა­ლის, რო­გორც და­უც­ვე­ლი და სუს­ტი არ­სე­ბის, პრობ­ლე­მა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში მე­ტად აქ­ტუ­ა­ლუ­რია, ამი­ტო­მაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ რო­გორ აისა­ხა ქალ­თა სა­ხე­ე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, რო­გო­რე­ბი იყ­ვ­ნენ ისი­ნი კლა­სი­კოს­თა ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში, რა ად­გი­ლი უჭი­რავთ ადა­მი­ან­თა ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში. ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის პირ­ვე­ლი­ვე ძეგ­ლი – „შუ­შა­ნი­კის წა­მე­ბა“ ამ პრობ­ლე­მას ეხე­ბა, სა­კითხი მე­ხუ­თე სა­უ­კუ­ნე­შიც და დღე­საც ერ­თ­ნა­ი­რად აქ­ტუ­ა­ლუ­რია. დე­დო­ფა­ლი შუ­შა­ნი­კი, მო­ძა­ლა­დე ქმრი­სა­გან ნა­ცე­მი და ნა­წა­მე­ბი, თა­ნას­წორ სამ­ყა­რო­ზე ოც­ნე­ბობს, სა­დაც არ იქ­ნე­ბა მი­კერ­ძო­ე­ბა და შეძ­ლებს იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი, თუმ­ცა ასე­თი ად­გი­ლი მხო­ლოდ ზე­ცა­ში ეგუ­ლე­ბა. თხუთ­მეტ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტი გა­ვი­და მას შემ­დეგ და დღე­საც ჩვენ თვალ­წინ კლა­ვენ ძლი­ე­რი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ქა­ლებს, რო­მელ­თა ქმე­დე­ბა სი­სუს­ტე უფ­როა, ვიდ­რე ძლი­ე­რე­ბა.

და­სა­მა­ლი არ არის, რომ ბევ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი შე­დევ­რი მას­კუ­ლი­ნუ­რია და ხელს უწყობს იმ აგ­რე­სი­ას, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა კა­ცებს ჰქონ­დეთ ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ქა­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში იშ­ვი­ა­თა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­გორც თა­ვის­თა­ვა­დი ოდე­ნო­ბა და სი­დი­დე, ქა­ლი ხში­რად აღ­წე­რი­ლია, რო­გორც კა­ცე­ბის პრობ­ლე­მის ნა­წი­ლი. ამ აზ­რის ნა­თელ­სა­ყო­ფად შეგ­ვიძ­ლია გა­ვიხ­სე­ნოთ რამ­დე­ნი­მე ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მელ­შიც ასა­ხუ­ლია ქა­ლის პრობ­ლე­მა, ავ­ტო­რი თა­ნა­უგ­რ­ძ­ნობს მას. იგი არ არის მო­ძა­ლა­დი­სა და ქა­ლის მტრის მხა­რეს, მაგ­რამ ქა­ლის სა­ხე არ არის გახ­ს­ნი­ლი, ნაჩ­ვე­ნე­ბიც კი არ არის რა გა­ნი­ცა­და, რად­გან უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი კა­ცე­ბის რე­აქ­ცია იმა­ზე, რაც მოხ­და. ამ მხრივ, ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სუ­რა­თია, არი­ან მწერ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც იმ ქა­ლებ­ზე ფიქ­რო­ბენ, რომ­ლებ­საც სუ­ლი სტკი­ვათ და არი­ან მწერ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არ ფიქ­რო­ბენ, უბ­რა­ლოდ, სიბ­რა­ლულს გა­მო­ხა­ტა­ვენ მათ მი­მართ.

მა­გა­ლი­თის­თ­ვის გა­ვიხ­სე­ნოთ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის „გლა­ხის ნა­ამ­ბო­ბი“, რო­მელ­შიც აღ­წე­რი­ლია თამ­როს ბე­დუ­კუღ­მარ­თი ის­ტო­რია – მას შემ­დეგ, რაც მას­ზე იძა­ლა­დე­ბენ, ქა­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ვექ­ტორს ცვლის. მარ­თა­ლია, გაბ­რი­ე­ლი შურს იძი­ებს და და­თი­კოს მოკ­ლავს, თუმ­ცა ქა­ლის ბე­დი არა­თუ შემ­სუ­ბუქ­დე­ბა, არა­მედ ცხოვ­რე­ბა ჯო­ჯო­ხე­თად ექ­ცე­ვა… არა იმი­ტიმ, რომ მას­ზე იძა­ლა­დეს, არა­მედ იმი­ტომ, რომ გაბ­რი­ე­ლის­თ­ვის იგი სხვა, მი­უ­ღე­ბე­ლი ქა­ლი გახ­და, რად­გან მის­თ­ვის ქა­ლი, რო­მელ­ზე­დაც იძა­ლა­დეს, გა­ტე­ხი­ლი სხე­უ­ლია, გა­ტე­ხი­ლი ფი­გუ­რაა, აღარ არის მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი. თამ­როს მი­მართ ძა­ლა­დო­ბის უც­ნა­უ­რო­ბა ის არის, რომ გაბ­რი­ე­ლის­თ­ვის ხდე­ბა არას­რულ­ყო­ფი­ლი, გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი კე­დე­ლი, რო­მე­ლიც და­ან­გ­რი­ეს და გა­ტე­ხეს. იმის მა­გივ­რად, რომ გაბ­რი­ელს ჰქო­ნო­და იმ­დე­ნი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ძა­ლა, თა­ვი­სი სიყ­ვა­რუ­ლი და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა, ხე­ლი გა­უშ­ვა და და­ცე­მის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა. თამ­რო, რო­მე­ლიც წმინ­და­ნია, გაბ­რი­ე­ლის­თ­ვის ის თამ­რო აღარ არის, ძა­ლა­დო­ბის შემ­დეგ. ამ ნა­წარ­მო­ე­ბის ტრა­გიზ­მიც ამა­ში მდგო­მა­რე­ობს. ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ქალს, ძი­რი­თა­დად, ორი სა­ხე აქვს მორ­გე­ბუ­ლი – წმინ­და­ნის ან და­ცე­მუ­ლის. იშ­ვი­ა­თია, ქალს ჰქონ­დეს ქა­ლის რო­ლი, არა­სო­დეს არ არის ის, რაც სი­ნამ­დ­ვი­ლე­შია.

წმინ­და­ნო­ბა­ცა და და­ცე­მუ­ლო­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა იყოს ადა­მი­ა­ნის მუდ­მი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა, ერ­თი­ცა და მე­ო­რეც რა­ღაც ეტაპ­ზე მი­იღ­წე­ვა, არა­ვინ იბა­დე­ბა არც მე­ძა­ვად და არც წმინ­და­ნად, ძა­ლი­ან რთუ­ლი გზაა გა­სავ­ლე­ლი თი­თო­ე­ულ მათ­გა­ნამ­დე, არ არის ად­ვი­ლი. ამი­ტო­მაც არ­სე­ბობს ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, ერ­თი მხრივ, შუ­შა­ნი­კი და, მე­ო­რე მხრივ, თამ­რო – ყვე­ლა­სა­გან უარ­ყო­ფი­ლი, გა­თე­ლი­ლი და მო­ძუ­ლე­ბუ­ლი ქა­ლი.

აკა­კი წე­რეთ­ლის პო­ე­მა­ში „გამ­ზ­რ­დე­ლი“ ნა­ზიბ­რო­ლა ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლია, თუმ­ცა მი­სი გრძნო­ბე­ბი, მი­სი ბე­დი ავ­ტორ­საც არ აინ­ტე­რე­სებს, იგი სა­შუ­ა­ლე­ბაა, მა­მა­კა­ცებ­მა ერ­თ­მა­ნეთს უთხ­რან სათ­ქ­მე­ლი. ნა­ზიბ­რო­ლა, თა­ვი­სი პრობ­ლე­მით, თა­ვი­სი შე­უ­რაცხ­ყო­ფით, გან­ზე დარ­ჩა, თით­ქოს ლი­ტე­რა­ტუ­რის გაღ­მა ნა­პირ­ზეა, ავ­ტორს უჭირს თქმა, რომ ქა­ლიც ადა­მი­ა­ნია. ამ მხრივ, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ლი და ბარ­ბა­რე ჯორ­ჯა­ძე, თა­ვი­ან­თი შეგ­ნე­ბით, ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის გაზ­რ­და­სა და დაც­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ, რა­თა ისი­ნი ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ ძლი­ე­რე­ბი და მებ­რ­ძო­ლე­ბი.

ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში აღა­ზა (სტუ­მარ-მას­პინ­ძე­ლი) უიშ­ვი­ა­თე­სი ფი­გუ­რაა, რო­მე­ლიც მოქ­მე­დებს თა­ვი­სი გო­ნე­ბით და არა რო­გორც ჯო­ყო­ლას ცო­ლი, იგი არ არის დე­კო­რა­ცია, ის ქა­ლე­ბის ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რია და არ არის და­ნა­ხუ­ლი რო­გორც „ფეხ­საც­მე­ლი გა­ლი­ა­ში“, აღა­ზა თა­ვი­სუ­ფა­ლია, იგი თა­ვად მოქ­მე­დებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ქარ­თ­ვე­ლი გე­ნი­ო­სის, ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის, ხედ­ვა ქა­ლის მი­მართ. მან თქვა, რომ ქა­ლი მშვე­ნი­ე­რია, რო­გორც სუ­ლი­ე­რი არ­სე­ბა, მან ქალს წა­არ­თ­ვა დე­კო­რა­ტი­უ­ლო­ბა. ლექ­ს­ში „რად ჰყვედ­რი კაც­სა ბა­ნო­ვა­ნო პი­რუმ­ტ­კი­ცო­ბას“ ნათ­ქ­ვა­მია, რომ ქა­ლის სი­ლა­მა­ზე, რო­მე­ლიც ასე აღ­გ­ვაფ­რ­თო­ვა­ნებს, ბათ­ქა­შია, კე­დე­ლია, ფრეს­კაა, რად­გან ამის უკა­ნაა ქა­ლი. გა­რეგ­ნუ­ლი სი­ლა­მა­ზე დაჭ­კ­ნე­ბა, რო­გორც ყვა­ვი­ლი, მა­რა­დი­უ­ლი სი­ლა­მა­ზე მხო­ლოდ სუ­ლის შე­იძ­ლე­ბა იყოს (ოს­კარ უაილ­დ­მა თქვა, რომ ქა­ლი გე­ნი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ხე­ო­ბაა იმი­ტომ, რომ მას გა­გე­ბა არ სჭირ­დე­ბა).

რა თქმა უნ­და, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნიც, რუს­თა­ვე­ლი, იმ აზ­რ­ზეა, რომ ლეკ­ვი ლო­მი­სა სწო­რია. პო­ე­მა­ში ნეს­ტა­ნი არა­ვი­სი დე­კო­რა­ცია არ არის. ნეს­ტა­ნი და თი­ნა­თი­ნი არ არი­ან ლა­მა­ზი კედ­ლის ან მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ფორ­მე­ბის ფუნ­ქ­ცი­ის შემ­ს­რუ­ლებ­ლე­ბი კა­ცე­ბის საქ­მე­ებ­ში.

ჩვენს კულ­ტუ­რა­ში არის გენ­დე­რუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი, მათ შო­რის ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. თუმ­ცა, ახა­ლი თა­ო­ბა ვერ სწავ­ლობს იმ ლი­ტე­რა­ტუ­რას, რომ­ლი­თაც გა­ი­თა­ვი­სებს, რომ ხე­ლი არ უნ­და აღ­მარ­თოს ქალ­ზე. ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში არის პერ­სო­ნა­ჟი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი მთა­ვა­რი სა­ხეა მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ჩვენ მსოფ­ლი­ოს თა­ვი და­ვა­მახ­სოვ­რეთ მა­გი­უ­რი, ფან­ტას­ტი­კუ­რი ქა­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც აღაშ­ფო­თე­ბენ მსოფ­ლი­ოს და ჩვენც, მაგ­რამ ისი­ნი სწო­რედ გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის ქა­ლე­ბი არი­ან, არა­ვის დე­კო­რა­ცი­ე­ბი არ არი­ან, პი­რი­ქით, თვი­თონ არი­ან ინ­ტენ­ცი­ე­ბი, იდე­ე­ბი. ჩვენ კირ­კეს და მე­დე­ას სამ­შობ­ლო ვართ, თუმ­ცა, ძა­ლი­ან ამ­ბი­ვა­ლენ­ტუ­რია და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მე­დე­ას მი­მართ. მან თვი­თონ მი­ი­ღო ყვე­ლა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, მათ შო­რის ისე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც არ უნ­და მი­ე­ღო, მაგ­რამ მე­დეა არ არის არც თა­ვი­სი მა­მის სა­თა­მა­შო, სწო­რედ ეს არის ის, რი­თაც ის გვხიბ­ლავს.

ჩვე­ნი კულ­ტუ­რა ვალ­შია ამ პრობ­ლე­მის წი­ნა­შე – რო­ცა პრობ­ლე­მამ თა­ვი იჩი­ნა, ჩვენ­მა კულ­ტუ­რამ აჩ­ვე­ნა მხო­ლოდ „ცუ­დი კა­ცე­ბი“ და თა­ვი­სი თა­ვის დამ­ც­ვე­ლი ქა­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც შეგ­ვა­ში­ნეს, ჩვენ­მა კულ­ტუ­რამ ვერ გვაჩ­ვე­ნა ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც იბ­რ­ძ­ვი­ან და იმარ­ჯ­ვე­ბენ. ჩვე­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რის ქა­ლე­ბი მარ­ცხ­დე­ბი­ან ამ ბრძო­ლა­ში, ერ­თა­დერ­თი ქა­ლი, რო­მე­ლიც არ და­მარ­ცხ­და (მარ­თა­ლია მოკ­ვ­და), არის აღა­ზა. და­ნარ­ჩენ შემ­თხ­ვე­ვა­ში იყ­ვ­ნენ სა­ში­შე­ბი – და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი კირ­კე, და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი მე­დეა… ჩვენ გვჭირ­დე­ბა ასე­თი სიმ­ბი­ო­ზი: და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი მე­დეა და კე­თილ­შო­ბი­ლი თამ­რო, გვინ­და, რომ შე­უ­რაცხ­ყო­ფას არ მოჰ­ყ­ვეს აუცი­ლე­ბე­ლი გა­დაგ­ვა­რე­ბა, რად­გან შე­უ­რაცხ­ყო­ფა არ არის დი­დი სა­ში­ნე­ლე­ბა, ჩვენ გვინ­და მებ­რ­ძო­ლი ქა­ლე­ბი. გვინ­და ნა­წარ­მო­ე­ბი, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა ქალს რა­ღაც შე­ემ­თხ­ვეს, მაგ­რამ იგი შეძ­ლებს თა­ვის თავ­ში იპო­ვოს ძა­ლა და არ გა­ვი­დეს წი­თე­ლი ხა­ზის გა­რეთ, არა­მედ დარ­ჩეს ძი­რი­თად მე­ინ­ს­ტ­რიმ­ში, იბ­რ­ძო­ლოს და გა­ი­მარ­ჯ­ვოს, რად­გან ადა­მი­ა­ნი არა მარ­ტო გა­უძ­ლებს, არა­მედ გა­უძ­ლებს და გა­ი­მარ­ჯ­ვებს. აი, ასე­თი ლი­ტე­რა­ტუ­რა გვჭირ­დე­ბა დღეს.

ვფიქ­რობ, შე­იქ­მ­ნე­ბა ისე­თი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­იწ­ვევს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში სი­ახ­ლე­ე­ბის შე­ტა­ნას, რაც, ათე­უ­ლი წლის შემ­დეგ, გა­მო­ავ­ლენს თა­ვის შე­დეგს მო­ზარ­დ­თა ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში, მათ ქმე­დე­ბა­ში, რად­გან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და მთელ მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს სამ­კ­ვ­დ­რო-სა­სი­ცოცხ­ლო ბრძო­ლა: ბო­ლოს და ბო­ლოს, ვა­ღი­ა­რებთ თუ არა ჩვენ ერ­თ­მა­ნე­თის უფ­ლე­ბებს, ქა­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბა თუ არა?!

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები