14 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

ფუ­ფუ­ნე­ბა – 4 პირ­ველკ­ლა­სე­ლი

spot_img

სხვა სკო­ლე­ბის მსგავ­სად, 16 სექ­ტემ­ბერს ახა­ლი სას­წავ­ლო წე­ლი ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზე­მო­ხე­თის არას­რულ სა­ჯა­რო სკო­ლა­შიც და­იწყო. ოღონდ ეს სას­წავ­ლო წე­ლი ამ სკო­ლის­თ­ვის და ამ სოფ­ლის­თ­ვის გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­მოდ­გა – ერ­თ­ბა­შად 4 პირ­ველ­კ­ლა­სე­ლი მი­ი­ღეს, ამ­დე­ნი ახა­ლი მოს­წავ­ლე კი, რო­გორც გვა­რი­ა­ნი კვლე­ვა-ძი­ე­ბის შემ­დეგ გა­ვარ­კ­ვი­ეთ, ბო­ლოს 20 წლის წინ ჰყავ­დათ! ბო­ლო წლებ­ში აქ თი­თო-ორო­ლა ბავ­შ­ვი თუ შე­დი­ო­და პირ­ველ კლას­ში, ან სა­ერ­თოდ არ ჰყავ­დათ.

სკო­ლის კა­რი წელს პირ­ვე­ლად შე­ა­ღეს ლუ­კა შა­მუ­გი­ამ, კა­ტო თა­ვა­ძემ, გი­ორ­გი თევ­ზა­ძემ და ნია შო­ში­ტაშ­ვილ­მა. სკო­ლა მა­თაც და ახალ სას­წავ­ლო წელ­საც ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბით შეხ­ვ­და, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თა­ვად პირ­ველ­კ­ლა­სე­ლებ­მაც მი­ი­ღეს ამ დღის­თ­ვის სა­გან­გე­ბოდ შერ­ჩე­უ­ლი ლექ­სე­ბით. ახალ მოს­წავ­ლე­ებს სა­ჩუქ­რად სას­წავ­ლო ლეპ­ტო­პე­ბი გა­და­ე­ცათ, და­უ­რიგ­დათ წიგ­ნე­ბი, ხო­ლო ად­გი­ლობ­რივ­მა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბამ ასე­ვე ტრა­დი­ცი­უ­ლად და­ა­სა­ჩუქ­რა – სოფ­ლის გამ­გე­ბელ­მა სერ­გო კოტ­რი­კა­ძემ და დე­პუ­ტატ­მა ზა­ურ ზარ­ბა­ზო­ი­ამ სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის ფა­სი­ა­ნი სა­ჩუქ­რე­ბი, ძი­რი­თა­დად სას­კო­ლო ნივ­თე­ბი გა­დას­ცეს პირ­ველ­კ­ლა­სე­ლებს.

ისე კი მა­თი უმ­რავ­ლე­სო­ბის­თ­ვის სკო­ლის ატ­მოს­ფე­რო უცხო არაა, რად­გან შარ­შა­ნაც და­დი­ოდ­ნენ სკო­ლა­ში – ზო­გი სკო­ლის თა­ნამ­შ­რო­მელ მშო­ბელს დაჰ­ყ­ვე­ბო­და, ზო­გიც – უფ­როს  და-ძმას და გაკ­ვე­თი­ლებ­საც ეს­წ­რე­ბოდ­ნენ. ეს იმი­ტომ, რომ სო­ფელ­ში სხვა გა­სარ­თო­ბი, სხვა სივ­რ­ცე, სა­დაც თა­ნა­ტო­ლებ­თან, მათ­სა­ვით უმ­ც­რო­სი ასა­კის ბავ­შ­ვებ­თან გარ­თო­ბას შეძ­ლებ­დ­ნენ, უბ­რა­ლოდ, არ არ­სე­ბობს – სა­ბავ­შ­ვო ბაღ­მა ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ზე ბევ­რად ად­რე მოგ­ვ­ჭა­მა ჭი­რი იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მა­შინ ბავ­შ­ვ­თა კონ­ტი­გენ­ტი ბევ­რად დი­დი იყო; მის აღ­დ­გე­ნა­ზე ოც­ნე­ბაც არაა, 2 წ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ისიც ვერ მო­­ხერ­ხდა, რომ ეს 4-5 ბავ­შ­ვი 3 კი­ლო­მეტ­რ­ში, სა­ჭა­მი­ა­სერ­ში გა­და­ე­ნა­წი­ლე­ბი­ნათ სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში. მა­ნამ­დე 1-2 წე­ლი­წა­დი კი ატა­რეს, რო­ცა ზე­მო­ხე­თი­დან სა­ჭა­მი­ა­სე­რის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ბავ­შ­ვე­ბი და­დი­ოდ­ნენ, მაგ­რამ რო­ცა ეს კონ­ტი­გენ­ტი აღარ იყო, არც სკო­ლამ­დე­ლებ­ზე უზ­რუ­ნია ვინ­მეს, არა­ერ­თი მოთხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად. არა­და, ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ნამ­დ­ვი­ლად ბევრს ნიშ­ნავ­და სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ძა­ლი­ან ად­რე უწევ­დათ ად­გო­მა-გამ­გ­ზავ­რე­ბა, მე­რე კი იქ, ად­გილ­ზე ლო­დი­ნი ბაღ­ში სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის დაწყე­ბამ­დე. ერთ-ერ­თი აღ­საზ­რ­დე­ლი ლუ­კა შა­მუ­გია ხში­რად ეკითხე­ბო­და დე­დას, ბაღ­ში რო­დის მივ­დი­ვარ­თო…  სა­მა­გი­ე­როდ, 16 სექ­ტემ­ბ­რის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მას სხვა საზ­რუ­ნა­ვი მი­ე­ცა. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სკო­ლის ატ­მოს­ფე­რო ნაც­ნო­ბი იყო მის­თ­ვის, – მა­ინც სულ­მო­უთ­ქ­მე­ლად ელო­და სწავ­ლის დაწყე­ბას, რო­ცა ამ დღის­თ­ვის სა­გან­გე­ბოდ გა­მოწყო­ბი­ლი, ჩან­თით ხელ­ში, შე­ა­ღებ­და კარ­გად ნაც­ნო­ბი ეზოს ჭიშ­კარს და უკ­ვე მოს­წავ­ლის სტა­ტუ­სით შე­ა­ბი­ჯებ­და სკო­ლა­ში. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სხვე­ბიც იმა­ვე დღე­ში იყ­ვ­ნენ – ეს გრძნო­ბა ხომ ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის­თ­ვის ნაც­ნო­ბია, ყვე­ლას გა­მოგ­ვიც­დია ის სი­ხა­რუ­ლი და გუ­ლის ფან­ც­ქა­ლი, რაც სწავ­ლის დაწყე­ბას და სკო­ლის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბას ახ­ლ­და თან.

ახა­ლი სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბა არა მხო­ლოდ ამ 4 პირ­ველ­კ­ლა­სე­ლის­თ­ვის, არა­მედ მთელი სოფ­ლის­თ­ვის იქ­ცა ერ­თ­გ­ვა­რ მოვ­ლე­ნად. მიგ­რა­ცი­ით და­ლახ­ვ­რუ­ლი სო­ფე­ლი ხომ ში­შით შეჰ­ყუ­რებს მო­მა­ვალს. მის­თ­ვის ყვე­ლა­ზე დი­დი იმე­დი და გზა მო­მავ­ლის­კენ სკო­ლაა – ვიდ­რე მი­სი ზა­რი თუნ­დაც ერ­თი მოს­წავ­ლის­თ­ვის რე­კავს, სო­ფელს გა­დარ­ჩე­ნის იმე­დი აქვს, სკო­ლის ზა­რის და­დუ­მე­ბი­დან ნა­სოფ­ლა­რად ქცე­ვამ­დე კი რამ­დე­ნი­მე მო­ხუ­ცის სი­ცოცხ­ლე­ღაა დარ­ჩე­ნი­ლი… სევ­დი­ა­ნი რექ­ვი­ე­მია, მაგ­რამ ბევ­რ­ჯერ ნა­ნა­ხი და მოს­მე­ნი­ლი ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით – მთის სოფ­ლებ­ში. სწო­რედ ამ იმე­დის გა­მო ახა­ლი სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბას სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბაც და­ეს­წ­რო. თუმ­ცა მათ და­სამ­შ­ვი­დე­ბე­ლი ბევ­რი მა­ინც არა­ფე­რი აქვთ – ახ­ლა კი მი­ი­ღეს 4 პირ­ველ­კ­ლა­სე­ლი, მაგ­რამ სო­ფელ­ში სკო­ლამ­დე­ლი ასა­კის ამ­დე­ნი ბავ­შ­ვი ერ­თად აღა­რაა…

 

წლე­ულს კი ზე­მო­ხე­თის სკო­ლას 10 ბავ­შ­ვი ეყო­ლე­ბა – ბო­ლო წლე­ბის­თ­ვის ესეც უჩ­ვე­უ­ლოდ ბევ­რია. რო­გორც სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა, ვა­სილ ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა გვითხ­რა, ახალ სას­წავ­ლო წელს მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი შეხ­ვ­დ­ნენ. კად­რე­ბის თუ მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზის დიდ და­ნაკ­ლისს არც ად­რე განიც­დიდ­ნენ, წლე­ულს კი და­ი­მა­ტეს 2 მას­წავ­ლე­ბე­ლი და ორი­ვე სა­ხე­ლოვ­ნე­ბო კუთხით – სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის და მუ­სი­კის. ამას­თან, სკო­ლა­ში და­მონ­ტაჟ­და ცენ­ტ­რა­ლუ­რი გათ­ბო­ბის ახა­ლი სის­ტე­მა.

მი­უ­ხე­და­ვად მცი­რე კონ­ტი­გენ­ტი­სა, სკო­ლას წი­ნა წლებ­ში ყო­ველ­თ­ვის ჰქონ­და წარ­მა­ტე­ბე­ბი სას­წავ­ლო-შე­მეც­ნე­ბი­თი თუ სპორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით: მი­სი მოს­წავ­ლე­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნობ­რი­ვი ოლიმ­პი­ა­დე­ბის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბიც კი გამ­ხ­და­რან ან გა­სუ­ლან დას­კ­ვ­ნით, რეს­პუბ­ლი­კურ ფი­ნა­ლურ ტურ­ში, შარ­შან კი მა­გი­დის ჩოგ­ბურ­თ­ში რა­ი­ო­ნის პირ­ვე­ლო­ბა მო­ი­გეს.

უფ­რო ად­რინ­დელ წარ­სულს თუ გა­დავ­ხე­დავთ, ამ სკო­ლას დი­დი ტრა­დი­ცი­ე­ბი ჰქონ­და შე­სა­ნიშ­ნა­ვი პე­და­გო­გე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით. იმე­დია, წლე­ულ­საც წარ­მა­ტე­ბით გა­აგ­რ­ძე­ლე­ბენ ამ ტრა­დი­ცი­ას, ასე­ვე კარ­გი პედ­კო­ლექ­ტი­ვის მე­ცა­დი­ნე­ო­ბით.

ირაკ­ლი თა­ვა­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები