9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

ფუნ­ქ­ცი­ურ-კომ­პო­ნენ­ტუ­რი უნა­რე­ბი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის XXI სა­უ­კუ­ნის საკ­ვან­ძო კონ­ცეფ­ცი­ე­ბის სწავ­ლე­ბა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით

spot_img

გუ­რამ ფარ­ტე­ნა­ძე
ბა­თუ­მის №23 სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა/მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

 

მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა X კლა­სი

მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­სა­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით სწავ­ლე­ბის გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შუ­ა­ლე­დუ­რი სა­სა­წავ­ლო მიზ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­ბი­ჯია კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის პი­რო­ბე­ბის შექ­მ­ნა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მოს­წავ­ლემ უნ­და წარ­მო­ა­ჩი­ნოს ცოდ­ნა/უნა­რე­ბი სა­კითხის/ქვე­სა­კითხის შე­სა­ხებ. მე­ო­რე მხრივ, ამ პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მოს­წავ­ლე­თა ფუნ­ქ­ცი­ურ-კომ­პო­ნენ­ტუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნებ­ზე მუ­შა­ო­ბა გუ­ლის­ხ­მობს რო­გორც ფუნ­ქ­ცი­ურ-კომ­პო­ნენ­ტუ­რი და მე­ტა­კოგ­ნი­ტუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, ისე სა­მიზ­ნე ცნე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნობ­რი­ვი სა­კითხე­ბის და­მუ­შა­ვე­ბას.

მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბა, თუ რო­გორ ვა­ხერ­ხებ ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რე­ბი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის XXI სა­უ­კუ­ნის საკ­ვან­ძო კონ­ცეფ­ცი­ე­ბის სწავ­ლე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბას მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე X კლას­ში.

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა:

დღეს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ბა­დე­ბულ ზეზ­ვა­სა და მზი­ას­თან ერ­თად, და­ვიწყებთ მოგ­ზა­უ­რო­ბას „დრო­ის მა­ტა­რებ­ლით“ მა­თი ის­ტო­რი­უ­ლი პე­რი­ო­დი­დან და გვსურს სხვა ის­ტო­რი­ულ  პე­რი­ოდ­ში და­სახ­ლე­ბა. მა­ტა­რე­ბელს აქვს 4 გა­ჩე­რე­ბა:

  1. ათე­ნი, ჩვენს ერამ­დე VII-V სა­უ­კუ­ნე
  2. რო­მი, ჩვენს ერამ­დე I სა­უ­კუ­ნე
  3. ინ­გ­ლი­სი, XIII სა­უ­კუ­ნე
  4. სა­ქარ­თ­ვე­ლო, 2022 წე­ლი

ზეზ­ვა­სა და მზი­ას სურთ იმ გა­ჩე­რე­ბა­ზე ჩა­მო­ვიდ­ნენ, სა­დაც მა­თი უფ­ლე­ბე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აღი­ა­რე­ბუ­ლი.

კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ექ­ს­პერ­ტე­ბი და ზეზ­ვა­სა და მზი­ას უნ­და მის­ცენ რჩე­ვა, რო­მელ გა­ჩე­რე­ბა­ზე სჯობს ჩა­მოს­ვ­ლა და რა­ტომ?

შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი:

  1. რო­გორ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა ზეზ­ვა­სა და მზი­ას ინ­ტე­რე­სე­ბი (მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა, გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა) თი­თო­ე­ულ გა­ჩე­რე­ბა­ზე? მო­ი­ტა­ნეთ შე­სა­ბა­მი­სი არ­გუ­მენ­ტე­ბი.
  2. სად, რო­მელ გა­ჩე­რე­ბა­ზე იქ­ნე­ბა უკე­თე­სად და­ცუ­ლი მა­თი ინ­ტე­რე­სე­ბი? რა­ტომ ფიქ­რობთ ასე?

მოს­წავ­ლე­ე­ბი იწყე­ბენ ფიქ­რ­სა და მსჯე­ლო­ბას, რო­მე­ლი გა­ჩე­რე­ბა იქ­ნე­ბა ზეზ­ვა­სა და მზი­ას ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სი. ამოქ­მედ­დე­ბა აზ­როვ­ნე­ბი­სა და ანა­ლი­ზის სტრა­ტე­გი­ე­ბი, რო­მელ გა­ჩე­რე­ბა­ზე რა მო­ლო­დი­ნი უნ­და ჰქონ­დეთ მათ, რო­მე­ლი გა­ჩე­რე­ბა პა­სუ­ხობს სრუ­ლად ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის, თა­ნას­წო­რო­ბის, პი­რა­დი ღირ­სე­ბის დაც­ვას, რო­გო­რია მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბი თი­თო­ე­ულ გა­ჩე­რე­ბა­ზე, რა სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი დო­კუ­მენ­ტე­ბით რე­გუ­ლირ­დე­ბა ეს პრო­ცე­სი?

მოს­წავ­ლე­ე­ბი იხ­სე­ნე­ბენ და ერ­თ­მა­ნეთს ადა­რე­ბენ ის­ტო­რი­უ­ლი გა­ჩე­რე­ბე­ბის ძი­რი­თად ნი­შან-თვი­სე­ბებს:

♦ ათე­ნის დე­მოკ­რა­ტია:

ათე­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას ელი­ტა­რუ­ლი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და. დე­მო­სი – უფ­ლე­ბე­ბის გაზ­რ­დის მი­უ­ხე­და­ვად, სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბე­ბით სარ­გებ­ლობ­დ­ნენ მხო­ლოდ ათე­ნის მა­მა­კა­ცი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, სრუ­ლი­ად უუფ­ლე­ბო­ნი რჩე­ბოდ­ნენ ათე­ნე­ლი ქა­ლე­ბი, ბავ­შ­ვე­ბი, მო­ნე­ბი, სხვა პო­ლი­სე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა იზღუ­დე­ბო­და ასა­კობ­რი­ვი ცენ­ზი­თაც.

♦ რო­მი:

გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, წინ გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯი იყო, მო­ქა­ლა­ქე­თა უფ­ლე­ბე­ბის გაზ­რ­დი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე, მაგ­რამ პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბით სარ­გებ­ლობ­და მხო­ლოდ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. რომ­ში მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­რან­ტი იყო, ჰქონ­დათ ხმის მი­ცე­მის, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნი­სა და კა­ნო­ნი­ე­რი ქორ­წი­ნე­ბის უფ­ლე­ბა. მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბის ერთ-ერთ აუცი­ლე­ბელ პი­რო­ბად ით­ვ­ლე­ბო­და სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი. ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბი, მა­მა­კაც­თა უფ­ლე­ბებ­თან შე­და­რე­ბით, საკ­მა­ოდ შეზღუ­დუ­ლი იყო.

♦ ინ­გ­ლი­სი:

1215 წლის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის დი­დი ქარ­ტი­ით, სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ე­ყა­რა ახალ ეტაპს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ქარ­ტი­ის თა­ნახ­მად, მე­ფეს გარ­კ­ვე­უ­ლი უფ­ლე­ბე­ბი უნ­და და­ეთ­მო, კა­ნო­ნი არე­გუ­ლი­რებ­და მო­ქა­ლა­ქე­თა უფ­ლე­ბებ­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბებს, მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­სა და მე­ურ­ვე­ო­ბის, გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­დის სა­კითხებს, გარ­კ­ვე­ულ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას აკის­რებ­და ფუ­ლის გამ­სეს­ხე­ბელ­სა და მსეს­ხე­ბელს. თუმ­ცა ეს დო­კუ­მენ­ტიც არას­რულ­ყო­ფი­ლი და არა თან­მიმ­დევ­რუ­ლი იყო – იცავ­და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს ქო­ნებ­რი­ვი ცენ­ზის მი­ხედ­ვით.

♦ სა­ქარ­თ­ვე­ლო:

მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბა და­ბა­დე­ბით და ნა­ტუ­რა­ლი­ზა­ცი­ით. მო­ქა­ლა­ქის პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი:

მოს­წავ­ლე­ებს არ­გუ­მენ­ტე­ბად მო­აქვთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს 1995 წლის კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის შემ­დე­გი მუხ­ლე­ბი:

მუხ­ლი 32:

32.1.

სა­ქარ­თ­ვე­ლო მფარ­ვე­ლობს სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებს გა­ნურ­ჩევ­ლად მა­თი ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბი­სა;

32.2.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მო­ი­პო­ვე­ბა და­ბა­დე­ბით ან ნა­ტუ­რა­ლი­ზა­ცი­ით;

32.3.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თ­მე­ვა და­უშ­ვე­ბე­ლია.

კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ა­ში და­ცუ­ლია გენ­დე­რუ­ლი ბა­ლან­სი და სხვა სა­ხის თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი:

მუხ­ლი 11:1.

ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი სა­მარ­თ­ლის წი­ნა­შე თა­ნას­წო­რია, აკ­რ­ძა­ლუ­ლია დის­კ­რი­მი­ნა­ცია კა­ნის ფე­რის, რა­სის, სქე­სის, წარ­მო­შო­ბის, ეთ­ნი­კუ­რი კუთ­ვ­ნი­ლე­ბის, ენის, რე­ლი­გი­ის, პო­ლი­ტი­კუ­რი ან სხვა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის, სო­ცი­ა­ლუ­რი კუთ­ვ­ნი­ლე­ბის, ქო­ნებ­რი­ვი ან წო­დებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­ფერ­ხე­ბის გა­რე­შე მოქ­მე­დებს და სა­ხელ­მ­წი­ფო უზ­რუნ­ველ­ყოფს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­ყო­ველ­თაო დეკ­ლა­რა­ცი­ის შემ­დე­გი მუხ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას:

მუხ­ლი 1.

ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი იბა­დე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი და თა­ნას­წო­რი თა­ვი­სი ღირ­სე­ბი­თა და უფ­ლე­ბე­ბით.

მუხ­ლი 3.

ყვე­ლას აქვს სი­ცოცხ­ლის, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და პი­რა­დი ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა.

მუხ­ლი 15

  1. ყვე­ლას აქვს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის უფ­ლე­ბა.
  2. არა­ვის შე­უძ­ლია თვით­ნე­ბუ­რად ჩა­მო­არ­თ­ვას მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ან უფ­ლე­ბა თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შეც­ვ­ლი­სა.

თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნა­ვენ მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჯერ კი­დევ მოქ­მე­დებს და სა­ხე­ზეა გარ­კ­ვე­უ­ლი გენ­დე­რუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი – ქა­ლე­ბი ჯერ კი­დევ ნაკ­ლე­ბად იკა­ვე­ბენ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღებ თა­ნამ­დე­ბო­ბებს, იკ­ვე­თე­ბა სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი სა­ო­ჯა­ხო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბიც.

„გა­ჩე­რე­ბე­ბის“ ძი­რი­თა­დი, არ­სე­ბი­თი ნი­შან-თვი­სე­ბე­ბის გახ­სე­ნე­ბი­სა და ამოც­ნო­ბის შემ­დეგ, მოს­წავ­ლე­ე­ბი იწყე­ბენ ფიქ­რ­სა და მსჯე­ლო­ბას, შე­და­რე­ბა-შე­პი­რის­პი­რე­ბას, მსგავ­სი და გან­მას­ხ­ვა­ვე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბის (კონ­ტ­რას­ტი) გა­მო­ყო­ფას გა­მოთ­ქ­მუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი­სა თუ თე­ზი­სე­ბის ირ­გ­ვ­ლივ, ფაქ­ტე­ბი­სა და მოვ­ლე­ნე­ბის მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი კავ­ში­რე­ბის დად­გე­ნას, მო­საზ­რე­ბა­თა და­ლა­გე­ბა­სა და კლა­სი­ფი­ცი­რე­ბას პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის მი­ხედ­ვით, რე­ლე­ვან­ტუ­რი და არა­რე­ლე­ვან­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას, რის ბა­ზა­ზეც გარ­კ­ვე­ულ კა­ნონ­ზო­მი­ე­რებებს აღ­მო­ა­ჩე­ნენ და გა­ნა­ზო­გა­დე­ბენ, სხვა­დას­ხ­ვა არ­გუ­მენ­ტებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ასა­ბუ­თე­ბენ, აფა­სე­ბენ სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მარ­თე­ბუ­ლო­ბას, რაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მთა­ვა­რი ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რის – კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს.

მოს­წავ­ლე­თა მი­ერ აღ­მო­ჩე­ნი­ლი გარ­კ­ვე­უ­ლი დას­კ­ვ­ნე­ბი და კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბე­ბი პირ­და­პირ თან­ხ­ვედ­რა­შია XXI სა­უ­კუ­ნის ევ­რო­კავ­ში­რის ისეთ საკ­ვან­ძო კომ­პე­ტენ­ცი­ას­თან, რო­გო­რი­ცაა: რა­ო­დე­ნობ­რი­ვი წიგ­ნი­ე­რე­ბა – კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და მო­დე­ლი­რე­ბა ახალ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან მი­მარ­თე­ბით.

მოს­წავ­ლე­ებს, მსჯე­ლო­ბი­სა და ანა­ლი­ზის პე­რი­ოდ­ში, შე­ვაშ­ვე­ლებ ბიძ­გი­სა და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის, ღი­ა­ო­ბი­სა და კე­თილ­გან­წყო­ბის, თვით­რეფ­ლექ­სია-უკუ­კავ­ში­რის, თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა და თვი­თე­ფექ­ტუ­რო­ბის ამაღ­ლე­ბის სწავ­ლის სტრა­ტე­გი­ებს, რაც მოს­წავ­ლე­ებს შე­მა­ტებს ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბა­სა და სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის რწმე­ნას:

⇒ რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვთ ზეზ­ვა­სა და მზი­ას, რომ მი­ი­ღონ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა?

⇒ თქვე­ნი აზ­რით, რის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იძ­ლე­ბა მი­ე­ნი­ჭოთ მათ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა? რა­ტომ ფიქ­რობთ ასე?

⇒ ეკუთ­ვ­ნით თუ არა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და­ბა­დე­ბით?

⇒ რო­გორ იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი მა­თი უფ­ლე­ბე­ბი?

⇒ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბის რო­მელ წესს აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ ზეზ­ვა და მზია?

კლა­სის ექ­ს­პერ­ტე­ბის დას­კ­ვ­ნა ზეზ­ვას და მზი­ას:

თქვე­ნი მო­ცე­მუ­ლო­ბა არ იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი იმი­სათ­ვის, რომ მო­ი­პო­ვოთ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ან ქვე­შევ­რ­დო­მო­ბა პირ­ველ სამ „გა­ჩე­რე­ბა­ზე“.

გულ­და­საწყ­ვე­ტიც არა­ფე­რია:

რად­გან თქვენ ბრუნ­დე­ბით ის­ტო­რი­ულ სამ­შობ­ლო­ში, აქ ყვე­ლა­ზე მე­ტად იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი და გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი თქვე­ნი უფ­ლე­ბე­ბი და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი, შე­გიძ­ლი­ათ ჩა­მოხ­ვი­დეთ „მეოთხე გა­ჩე­რე­ბა­ზე“ და, სხვებ­თან ერ­თად, სა­კუ­თა­რი წვლი­ლიც შე­ი­ტა­ნოთ ახალ­გაზ­რ­და ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბა­ში.

ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი კითხ­ვე­ბი­თა და მათ­ზე პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მით მოს­წავ­ლე­ებს უყა­ლიბ­დე­ბათ თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­როვ­ნე­ბის, ახა­ლი იდე­ე­ბის გა­ჩე­ნი­სა და გე­ნე­რი­რე­ბის, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პა­სუ­ხე­ბის ძი­ე­ბი­სა და პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბის უნა­რი, რაც თავს იყ­რის და ფო­კუ­სირ­დე­ბა მოს­წავ­ლე­თა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის კავ­ში­რი XXI სა­უ­კუ­ნის საკ­ვან­ძო კომ­პე­ტენ­ცი­ებ­თან:

⇒ წიგ­ნი­ე­რე­ბა და ციფ­რუ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბა

⇒ კონ­ს­ტ­რუქ­ტი – მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის მი­ნი­ჭე­ბა

⇒ მოს­წავ­ლემ შეძ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­აზ­რე­ბა, სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბით მი­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა/გაღ­რ­მა­ვე­ბა

⇒ ნა­რა­ტი­ვი: ინ­ფორ­მა­ცი­ის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბა:

ინ­ფორ­მა­ცი­ის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბა/ნა­რა­ტი­ვად გარ­დაქ­მ­ნა, სა­კუ­თა­რი ნა­რა­ტი­ვის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.

ფუნ­ქ­ცი­ურ უნა­რებ­ზე მუ­შა­ო­ბა არ ხდე­ბა ერ­თ­ბა­შად, ერთ გაკ­ვე­თილ­ზე ან სხვა სა­კითხე­ბის­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლად. მი­სი გან­ვი­თა­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ყვე­ლა გაკ­ვე­თილ­ზე და კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბის დროს. ფუნ­ქ­ცი­ურ-კომ­პო­ნენ­ტუ­რი უნა­რე­ბი სა­კითხის ღრმად და სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად გა­აზ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს, თუმ­ცა თა­ვად სა­კითხი მე­ტა­კოგ­ნი­ტუ­რი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ეფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მია.

რა აქ­ტი­ვო­ბებს ვი­ყე­ნებ მე­ტა­კოგ­ნი­ცი­ის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის?

1) სას­წავ­ლო სტრა­ტე­გი­ე­ბის მო­დე­ლი­რე­ბა:

⇒ რო­მე­ლი სტრა­ტე­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა აჯო­ბებს და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად?

⇒ და­აკ­ვირ­დით და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბას და გა­არ­კ­ვი­ეთ რას მო­ითხოვს ის თქვენ­გან?

⇒ ხომ არ აქვს და­ვა­ლე­ბას თან­მ­ხ­ლე­ბი მა­სა­ლა – ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი, პოს­ტე­რე­ბი, სქე­მე­ბი, დი­აგ­რა­მე­ბი, რა ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­ც­ვე­ლია ეს მა­სა­ლა?

⇒ გაქვთ თუ არა სა­თა­ნა­დო ცოდ­ნა-უნა­რე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბა და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად?

⇒ სწავ­ლის რო­მელ სტრა­ტე­გი­ას შეც­ვ­ლი­დით და რა­ტომ.?

2) წინ­მ­ს­წ­რე­ბი მე­ტა­კოგ­ნი­ტუ­რი პა­უ­ზა (და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბამ­დე და­ფიქ­რე­ბა და მსჯე­ლო­ბა):

⇒ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ან ჯგუ­ფუ­რად აღ­წე­რენ და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის ეტა­პებს

⇒ სას­წავ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი და სტრა­ტე­გი­ე­ბის შერ­ჩე­ვა

⇒ სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბის, მო­საზ­რე­ბე­ბის წარ­მოდ­გე­ნა

⇒ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბის წარ­მოდ­გე­ნა

3) მე­ტა­კოგ­ნი­ტუ­რი პა­უ­ზა:

და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­ფიქ­რე­ბა და მსჯე­ლო­ბა გა­დად­გ­მულ ნა­ბი­ჯებ­ზე:

⇒ რა სტრა­ტე­გი­ე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს მუ­შა­ო­ბის დროს?

⇒ რა გა­უ­ჭირ­დათ და რა გა­უ­ად­ვილ­დათ?

⇒ ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი

⇒ რო­მე­ლი სტრა­ტე­გი­ე­ბის მო­დე­ლი­რე­ბა გახ­და სა­ჭი­რო და რა­ტომ?

⇒ რა სტრა­ტე­გი­ებს აირ­ჩევ­დით, და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ხე­ლახ­ლა რომ და­გეწყოთ?

კავ­ში­რი ევ­რო­კავ­ში­რის XXI სა­უ­კუ­ნის კომ­პე­ტენ­ცი­ებ­თან:

პერ­სო­ნა­ლუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი და სწავ­ლა სწავ­ლის კომ­პე­ტენ­ცია:

♦ სტრა­ტე­გი­ე­ბის შერ­ჩე­ვა სა­კითხის შე­სას­წავ­ლად ან და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად;

♦ მე­ტა­კოგ­ნი­ცია;

♦ სწავ­ლი­სა და ქცე­ვის თვით­რე­გუ­ლა­ცია.

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა მოს­წავ­ლე­ებ­ში ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რის — მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.

სო­ცი­ო­ე­მო­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბი:

♦ შემ­თხ­ვე­ვე­ბის/ქე­ი­სე­ბის ანა­ლი­ზი და დი­ლე­მე­ბი, მო­მავ­ლის სა­ხე­ლოს­ნო, მორ­ფო­ლო­გი­უ­რი ყუ­თი, ღია წრე, რა­ტომ, რა­ტომ ჯაჭ­ვი და სხვ.

სტრა­ტე­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მოს­წავ­ლე­ე­ბი ეუფ­ლე­ბი­ან:

♦ ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის, გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბე­ბი­სად­მი შემ­წყ­ნა­რებ­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის, უზე­ნა­ე­სი ეთი­კის პრინ­ცი­პებს.

♦ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას, კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის მარ­თ­ვას, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის და­ფა­სე­ბას, ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სად­მი და თა­ნა­შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბას.

კავ­ში­რი XXI სა­უ­კუ­ნის კომ­პე­ტენ­ცი­ებ­თან

სა­მო­ქა­ლა­ქო კომ­პე­ტენ­ცია:

♦ მო­ქა­ლა­ქემ/მოს­წავ­ლემ გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს, რა გავ­ლე­ნას ახ­დენს მის მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ და პი­როვ­ნულ მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბა­ზე შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნა.

 

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:
  1. ნ. ტა­ლა­ხა­ძე, ნ. კა­პა­ნა­ძე, მ. შა­ვა­ძე, „მოს­წავ­ლის წიგ­ნი“ – „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა“ I ნა­წი­ლი. 2022წ;
  2. გზამ­კ­ვ­ლე­ვი – სა­გა­ნი „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა“, მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით, 2022წ;
  3. ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის გზამ­კ­ვ­ლე­ვი (სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რი) 2022წ;
  4. სა­ქარ­თ­ვე­ლოს 1995 წლის კონ­ს­ტი­ტუ­ცია;
  5. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­ყო­ველ­თაო დეკ­ლა­რა­ცია, 1948წ.

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები