27 ივლისი, შაბათი, 2024

ფუნ­ქ­ცი­უ­რი სა­მეტყ­ვე­ლო ქმე­დე­ბის (თხრო­ბის) სწავ­ლე­ბის­თ­ვის

spot_img

ლე­ნა ბი­წა­ძე – სსიპ ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფ. გეზ­რუ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

ერთ-ერ­თი ფუნ­ქ­ცი­უ­რი სა­მეტყ­ვე­ლო ქმე­დე­ბა თხრო­ბაა და ის, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით, ქვე­სა­კითხად ით­ვ­ლე­ბა. თხრო­ბას მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს ზე­პირ და წე­რით მეტყ­ვე­ლე­ბა­ში, რად­გან თით­ქ­მის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მის გა­რე­შე კო­მუ­ნი­კა­ცია. სტრუქ­ტუ­რუ­ლად თხრო­ბა სამ­ნა­წი­ლი­ა­ნია: და­საწყი­სი, შუა ნა­წი­ლი, და­სას­რუ­ლი.

თხრო­ბას, რო­გორც ქვე­სა­კითხს, გვერდს ვერ ავუვ­ლით კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი­სა თუ აქ­ტი­ვო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს. ასე­ვე, თვალ­სა­ჩი­ნოა, რომ მოს­წავ­ლეს, თვით­რეფ­ლექ­სი­ის დროს, ამ ფუნ­ქ­ცი­უ­რი სა­მეტყ­ვე­ლო ქმე­დე­ბის ფლო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა.

ბავ­შ­ვებს მოს­წონთ, რო­ცა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს მოწყ­ვე­ტი­თაც ვას­წავ­ლით (ეს არ გუ­ლის­ხ­მობს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბას). ამ დროს ისი­ნი თვლი­ან, რომ სწავ­ლა სხვა რა­მი­თაც შე­იძ­ლე­ბა და თუ მათ­სა­ვე ცხოვ­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, მე­ტად სა­ხა­ლი­სო და დი­ნა­მი­კუ­რი ხდე­ბა საკ­ლა­სო-სას­წავ­ლო გან­წყო­ბა.

ამ ფუნ­ქ­ცი­ურ სა­მეტყ­ვე­ლო ქმე­დე­ბა­ში გა­წაფ­ვის­თ­ვის, უმ­ჯო­ბე­სია, თუ შე­ვარ­ჩევთ ასა­კის შე­სა­ბა­მის და სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბის გად­მო­ცე­მას. ერთ-ერთ გაკ­ვე­თილ­ზე და­ვიწყოთ სა­უ­ბა­რი ასე: ბავ­შ­ვე­ბო, მო­დი, დღეს წიგ­ნე­ბი გვერ­დით გა­დავ­დოთ, ჩა­მოვ­წერ რამ­დე­ნი­მე სა­თა­ურს და თქვენ შე­არ­ჩი­ეთ, რო­მელ­ზე მო­გინ­დე­ბათ და­წე­რა (ან ზე­პი­რად მო­ყო­ლა). ამის შემ­დეგ და­ფა­ზე ვწერთ შემ­დეგ „სა­თა­უ­რებს“:

♦ ნამცხვრის მომ­ზა­დე­ბა

♦ მუ­რა­ბის მო­ხარ­შ­ვა

♦ ცხო­ვე­ლე­ბის (ძრო­ხა, ძაღ­ლი…) ცხოვ­რე­ბა

♦ ნა­დი­რო­ბა

♦ სახ­ლის და­ლა­გე­ბა

♦ სუფ­რის გაწყო­ბა

♦ სა­ლა­თის მომ­ზა­დე­ბა

♦ თა­ნა­ტო­ლის გა­მას­პინ­ძ­ლე­ბა

♦ მო­ხუ­ცის დახ­მა­რე­ბა

♦  მოს­წავ­ლის ერ­თი დღე

♦  ზო­ო­პარ­კ­ში წას­ვ­ლა

სპექ­ტაკ­ლის ნახ­ვა (თე­მე­ბის ჩა­მოთ­ვ­ლა უსას­რუ­ლოდ შე­იძ­ლე­ბა).

ძი­რი­თა­დად, მოს­წავ­ლე­ებს ვთა­ვა­ზობთ ისეთ თე­მებს, რომ­ლე­ბიც მათ­თ­ვის ნაც­ნო­ბია. შე­მოგ­თა­ვა­ზებთ, საცხოვ­რე­ბე­ლი ლო­კა­ცი­ის მი­ხედ­ვით (სო­ფე­ლი, ქა­ლა­ქი), ორ-ორ მა­გა­ლითს რამ­დე­ნი­მე რე­კო­მენ­და­ცი­ით.

პირ­ველ რიგ­ში, ვთქვათ, სოფ­ლად მცხოვ­რებ ბავ­შ­ვებს ვთა­ვა­ზობთ ორ ასეთ სუ­რათს (სურ. 1.2.)

თუ ბა­ზა ხელს არ გვიწყობს, მა­შინ სიტყ­ვი­ე­რი მი­ნიშ­ნე­ბით შე­მო­ვი­ფარ­გ­ლე­ბით, მაგ­რამ სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ სუ­რა­თე­ბის ჩვე­ნე­ბა სმარ­ტ­ფო­ნი­თაც შე­იძ­ლე­ბა. ასე­ვე ვაწ­ვ­დით ქა­ლაქ­ში მცხოვ­რებ ბავ­შ­ვებს მე­ო­რე რი­გის ორ სუ­რათს (სურ.3.4).

მოს­წავ­ლე­ებს ვთა­ვა­ზობთ არ­ჩე­ვანს. მოს­წავ­ლე­თა ნა­წი­ლი პირ­ვე­ლი ან მე­ო­რე რი­გის რო­მე­ლი­მე სუ­რათს აარ­ჩევს და ვაძ­ლევთ სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბას: მოგ­ვითხ­რონ თა­ვი­ან­თი ფან­ტა­ზი­ით შექ­მ­ნი­ლი ამ­ბა­ვი.

რად­გან პირ­ვე­ლი რი­გის სუ­რა­თე­ბი ზღაპ­რუ­ლი ამ­ბის მო­სათხ­რო­ბად გა­მოდ­გე­ბა, მე­ო­რე უფ­რო არამ­ხატ­ვ­რუ­ლის­თ­ვის, შეგ­ვიძ­ლია, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის იდეა (ზღა­პა­რი ან სა­ინ­ფორ­მა­ციო-შე­მეც­ნე­ბი­თი ტექ­ს­ტე­ბის შექ­მ­ნა) ბავ­შ­ვებს ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე­ბი­ნოთ.

ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩვენ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა თხრო­ბის სამ­ნა­წი­ლი­ან სტრუქ­ტუ­რა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლონ ყუ­რადღე­ბა. ამის­თ­ვის მათ მარ­ტივ რე­კო­მენ­და­ცი­ებს ვაწ­ვ­დით შე­კითხ­ვე­ბის დას­მით:

♦ რით და­ვიწყოთ თხრო­ბა?

♦ რო­გორ გან­ვა­ვი­თა­როთ ამ­ბა­ვი?

♦  რით და­ვას­რუ­ლოთ ამ­ბა­ვი?

რო­ცა მოს­წავ­ლე­ე­ბი შექ­მ­ნი­ან ტექსტს, ამის მე­რე ვა­წო­დებთ შე­სა­ბა­მის უკუ­კავ­შირს და ვაძ­ლევთ უფ­ლე­ბას, შეც­ვა­ლონ ტექ­ს­ტი უკე­თე­სო­ბის­კენ. ბუ­ნებ­რი­ვია, უამ­რა­ვი ნი­უ­ან­სია, რო­მე­ლიც ასეთ დროს არ უნ­და გა­მორ­ჩეს მას­წავ­ლე­ბელს (ლექ­სი­კუ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, სათ­ქ­მე­ლი­სა და თქმუ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა, სიტყ­ვა­თა სწო­რი და­კავ­ში­რე­ბა წი­ნა­და­დე­ბა­ში, დრო­ი­სა და მოქ­მე­დე­ბა­თა მიმ­დევ­რო­ბა…).

კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი, ამა­ვე ტექ­ს­ტებ­ში, აღ­წე­რის ფუნ­ქ­ცი­ურ სა­მეტყ­ვე­ლო ქმე­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის­კენ უბიძ­გებს მოს­წავ­ლე­ებს (ვთქვათ, ზღაპ­რულ ტექ­ს­ტ­ში გა­მო­ვა­ყე­ნე­ბი­ნოთ გა­რეგ­ნო­ბის, ბუ­ნე­ბი­სა და ქმე­დე­ბე­ბის აღ­წე­რა).

ასე­ვე, კარგ შე­დეგს იძ­ლე­ვა თხრო­ბის ან თხრო­ბი­სა და აღ­წე­რის მო­ნაც­ვ­ლე­ო­ბით შექ­მ­ნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის წა­კითხ­ვა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის. ზოგ­ჯერ წა­კითხ­ვის შემ­დეგ მოს­წავ­ლე­ებს სხვა ტი­პის ტექ­ს­ტე­ბი (მულ­ტიპ­ლი­კა­ცი­უ­რი ან მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მე­ბი, მულ­ტი­მე­დია და ა.შ.) უნ­და შევ­თა­ვა­ზოთ. ამ­გ­ვა­რი ტექ­ს­ტე­ბის შემ­დეგ ბავ­შ­ვე­ბი უფ­რო მე­ტად სრულ­ყო­ფენ ფუნ­ქ­ცი­ურ სა­მეტყ­ვე­ლო ქმე­დე­ბებს, უჩ­ნ­დე­ბათ რო­ლუ­რი თა­მა­შის, ჩრდი­ლე­ბის თე­ატ­რი­სა და ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის შექ­მ­ნის სურ­ვი­ლი.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები