4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

ფოკუს-ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილების გაზიარება

spot_img

ვაგრძელებთ ფუნქციურ უნარებთან დაკავშირებით ფოკუს-ჯგუფებთან სამუშაო კითხვარების შემოთავაზებას (საგნები: მუსიკა და ხელოვნება).

ფუნქციური უნარი – თანამშრომლობა

ერთადა მუშაობა:

პირისპირ და ტექნოლოგიების გამოყენებით იდეებისა და რესურსების გაზიარების გზით

  1. ერთად მუშააობა როგორ გირჩევნიათ, პირისპირ თუ ინტერნეტის გამოყენებით?
  2. რა დროს იქნება აუცილებელი ტექნოლოგიის გამოყენებით იდეებისა და რესურსების გაზიარება?

საერთო პასუხისმგებლობა:

საერთო მიზანი

  1. რა მიზანი შეიძლება გქონდეთ მუსიკასა და ხელოვნებაში?
  2. როგორ შეიძლება განვსაზღვროთ, დასახულ მიზანს მივაღწევთ თუ ვერა?

ანგარიშვალდებულება შედეგთან მიმართებით

  1. თუ წარმატებული აღმოჩნდა გუნდური ნამუშევარი, როგორ შეაფასებდი შენს როლს ამ ნაშრომში?
  2. თუ წარმატებული აღმოჩნდა გუნდური ნამუშევარი, როგორ შეაფასებდი თანაკლასელის როლს ამ ნაშრომში?
  3. თუ წარუმატებელი აღმოჩნდა გუნდური ნამუშევარი, როგორ შეაფასებდი შენს როლს ამ ნაშრომში?
  4. თუ წარუმატებელი აღმოჩნდა გუნდური ნამუშევარი, როგორ შეაფასებდი თანაკლასელის როლს ამ ნაშრომში?

არსებითი გადაწყვეტილებები (შინაარსი, პროცესი, პროდუქტი):

წინარე ცოდნის გამოყენება გადაწყვეტილებების მიღების მიზნით

  1. რამდენად გეხმარებათ წინარე ცოდნა გადაწყვეტილებების მიღებაში?
  2. ყოფილა თუ არა შემთხვევა, როცა წინარე ცოდნა ბუნდოვანია და გეხმარება კლასელი?

როლებისა და პასუხისმგებლობების განაწილება

  1. რომელი როლის (ინფორმაციის შემგროვებელი, ინფორმაციის სისტემაზიტორი, პრეზენტატორი…) შესრულება გეხერხება საერთო დავალების შესრულებისას?

პროდუქტის დიზაინი, ბუნება და გამოყენებითობა

  1. თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს პროდუქტისთვის (პროექტული დავალების შემთხვევაში) დიზაინს? ბუნება-შინაარსს? გამოყენების სიხშირეს?

ურთიერთდამოკიდებულობა (ანგარიშვალდებულების ორი დონე – ინდივიდუალური და ჯგუფური

  1. თქვენი აზრით, ერთობლივად დავალების შესრულების დროს რას აქვს უფრო მეტი მნიშვნელობა, ანგარიშვალდებულებას, ურთიერთპატივისცემას თუ მიზნის შესრულების მოთხოვნილებას?
  2. როდის უფრო უკეთ გამოგდით ნაშრომი, მარტო თუ გუნდური მუშაობის დროს?

ფუნქციური უნარი – მოქალაქეობა

უზენაესი ეთიკის პრინციპები:

ადამიანის ღირსება

  1. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია სხვისი ღირსებისადმი პატივისცემით გამსჭვალვა?

გაურკვევლობებისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება

  1. ვთქვათ, თქვენმა თანატოლმა თქვენთვის არასასურველი მელოდიის მოსმენა დაიწყო, რას მოიმოქმედებით ასეთ დროს?
  2. თანატოლმა აღნიშნა, რომ ავანგარდული ხელოვნება მისთვის ფასეული არ არის. რას ეტყოდით მას?

ანგარიშვალდებულება საზოგადოებისადმი და თანაშემოქმედებითობა:

პასუხისმგებლობა

  1. თქვენ ხართ საზოგადიოებრივი თავშეყრის ადგილას. გსურთ მოისმინოთ კლასიკური მუსიკა. როგორ მოიქცეოდით ყველაზე უკეთეს შემთხვევაში და რატომ ამდაგვარად?
  2. თუ გადაწყვეტს ვინმე საქველმოქმედო მიზნით შემოქმედებითი პროდუქციის შექმნასა და რეალიზაციას, რით და როგორ დაუდგებით გვერდით?

კონფლიქტების მართვა

  1. კლასში მომხდარი კონფლიქტის დროს როგორ მოიქცეოდი? რას გააკეთებდი იმისთვის, რომ მოდავე მხარეებისთვის დაგენახვებინათ კონფლიქტის არასასურველი შედეგები?

კანონის უზენაესობის დაფასება

  1. ხშირად არღვევენ კანონს ადამიანები. ისაუბრეთ იმაზე, თუ რა ნეგატივი მოაქვს კანონდარღვევებს?

თემის პრიორიტეტების გააზრება:

ლოკალური თემისთვის აქტუალური პრობლემები

  1. რომელ ადგილობრივ (ლოკალურ) მნიშვნელოვან პრობლემას დაასახელებდით? რატომაა ეს პრობლემა აქტუალური?

ქვეყნისთვის აქტუალური პრობლემები

  1. ქვეყნისთვის რომელ მნიშვნელოვან პრობლემას დაასახელებდით? რატომაა ეს პრობლემა აქტუალური?

მსოფლიოს ცოდნა და შემეცნება

  1. რომელ ცოდნასა და უნარს თვლით ყველაზე მნიშვნელოვნად ამ დროისთვის?

ფუნქციური/კომპონენტური უნარი  ხასიათი, ნებისყოფა/ნებელობა

იდენტობა:

საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების გაცნობიერება (ვინ ვარ მე)

  1. მოგვიყევი საკუთარი თავის შესახებ.

გადაწყვეტილების მიღება თვითრეალიზაციისთვის (რასთან ვაფილირდები)

  1. როგორ ხარჯავ დროს?
  2. თვლი, რომ აკეთებ იმას, რისი გაკეთებაც შეგიძლია?

თვითრეგულაცია:

მიზნების დასახვა

  1. როგორ ვისახავ მიზანს?
  2. რა მიზნები განვახორციელე უკვე?

დაგეგმვა

  1. როგორ დაეხმარები თანატოლს დღის დაგეგმვაში?
  2. გსურს თუ არა, რომ გაკვეტილების დაგეგმვაშიც მიიღო მონაწილეობა? რა ფორმით ჩაერეოდი გაკვეთილის დაგეგმვასი?

თვითეფექტურობის განცდა

  1. გაიხსენეთ ფაქტი, როცა შენი ნაშრომით დარჩი კმაყოფილი.

სწავლის სტრატეგიები

  1. გაიხსენე, როგორ ისწავლე გაკვეთილი ან შეასრულე დავალება, რომელიც კარგად შეგიფასეს.

მონიტორინგი და შეფასება

  1. თუ შეგიფასებია შენი ქმედებები?

დახმარებისთვის სხვებისთვის მიმართვა

  1. წარმოადგინე მარტივი სცენარი, როცა ერთი პირი მეორეს მიმართავს დახმარებისთვის ისე, რომ ღირსება შენარჩუნებული იყოს მთხოვნელის პოზიციის მქონე ადამიანისთვის.

თვითაქტუალიზაცია

  1. გქონია ისეთი შემთხვევა, როცა შენივე თავი გაგემხნევებინოს? რა შედეგი მოგიტანა თვითგამხნევებამ?

ხათუნა გურული, სოფიო ქავთარაძე

სსიპ თერჯოლის №1 საჯარო სკოლის მკვლევარი მასწავლებლები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები