ვაგრძელებთ ფუნქციურ უნარებთან დაკავშირებით ფოკუს-ჯგუფებთან სამუშაო კითხვარების შემოთავაზებას (საგნები: მუსიკა და ხელოვნება).
ფუნქციური უნარი – თანამშრომლობა
ერთადა მუშაობა:
პირისპირ და ტექნოლოგიების გამოყენებით იდეებისა და რესურსების გაზიარების გზით
- ერთად მუშააობა როგორ გირჩევნიათ, პირისპირ თუ ინტერნეტის გამოყენებით?
- რა დროს იქნება აუცილებელი ტექნოლოგიის გამოყენებით იდეებისა და რესურსების გაზიარება?
საერთო პასუხისმგებლობა:
საერთო მიზანი
- რა მიზანი შეიძლება გქონდეთ მუსიკასა და ხელოვნებაში?
- როგორ შეიძლება განვსაზღვროთ, დასახულ მიზანს მივაღწევთ თუ ვერა?
ანგარიშვალდებულება შედეგთან მიმართებით
- თუ წარმატებული აღმოჩნდა გუნდური ნამუშევარი, როგორ შეაფასებდი შენს როლს ამ ნაშრომში?
- თუ წარმატებული აღმოჩნდა გუნდური ნამუშევარი, როგორ შეაფასებდი თანაკლასელის როლს ამ ნაშრომში?
- თუ წარუმატებელი აღმოჩნდა გუნდური ნამუშევარი, როგორ შეაფასებდი შენს როლს ამ ნაშრომში?
- თუ წარუმატებელი აღმოჩნდა გუნდური ნამუშევარი, როგორ შეაფასებდი თანაკლასელის როლს ამ ნაშრომში?
არსებითი გადაწყვეტილებები (შინაარსი, პროცესი, პროდუქტი):
წინარე ცოდნის გამოყენება გადაწყვეტილებების მიღების მიზნით
- რამდენად გეხმარებათ წინარე ცოდნა გადაწყვეტილებების მიღებაში?
- ყოფილა თუ არა შემთხვევა, როცა წინარე ცოდნა ბუნდოვანია და გეხმარება კლასელი?
როლებისა და პასუხისმგებლობების განაწილება
- რომელი როლის (ინფორმაციის შემგროვებელი, ინფორმაციის სისტემაზიტორი, პრეზენტატორი…) შესრულება გეხერხება საერთო დავალების შესრულებისას?
პროდუქტის დიზაინი, ბუნება და გამოყენებითობა
- თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს პროდუქტისთვის (პროექტული დავალების შემთხვევაში) დიზაინს? ბუნება-შინაარსს? გამოყენების სიხშირეს?
ურთიერთდამოკიდებულობა (ანგარიშვალდებულების ორი დონე – ინდივიდუალური და ჯგუფური
- თქვენი აზრით, ერთობლივად დავალების შესრულების დროს რას აქვს უფრო მეტი მნიშვნელობა, ანგარიშვალდებულებას, ურთიერთპატივისცემას თუ მიზნის შესრულების მოთხოვნილებას?
- როდის უფრო უკეთ გამოგდით ნაშრომი, მარტო თუ გუნდური მუშაობის დროს?
ფუნქციური უნარი – მოქალაქეობა
უზენაესი ეთიკის პრინციპები:
ადამიანის ღირსება
- თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია სხვისი ღირსებისადმი პატივისცემით გამსჭვალვა?
გაურკვევლობებისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება
- ვთქვათ, თქვენმა თანატოლმა თქვენთვის არასასურველი მელოდიის მოსმენა დაიწყო, რას მოიმოქმედებით ასეთ დროს?
- თანატოლმა აღნიშნა, რომ ავანგარდული ხელოვნება მისთვის ფასეული არ არის. რას ეტყოდით მას?
ანგარიშვალდებულება საზოგადოებისადმი და თანაშემოქმედებითობა:
პასუხისმგებლობა
- თქვენ ხართ საზოგადიოებრივი თავშეყრის ადგილას. გსურთ მოისმინოთ კლასიკური მუსიკა. როგორ მოიქცეოდით ყველაზე უკეთეს შემთხვევაში და რატომ ამდაგვარად?
- თუ გადაწყვეტს ვინმე საქველმოქმედო მიზნით შემოქმედებითი პროდუქციის შექმნასა და რეალიზაციას, რით და როგორ დაუდგებით გვერდით?
კონფლიქტების მართვა
- კლასში მომხდარი კონფლიქტის დროს როგორ მოიქცეოდი? რას გააკეთებდი იმისთვის, რომ მოდავე მხარეებისთვის დაგენახვებინათ კონფლიქტის არასასურველი შედეგები?
კანონის უზენაესობის დაფასება
- ხშირად არღვევენ კანონს ადამიანები. ისაუბრეთ იმაზე, თუ რა ნეგატივი მოაქვს კანონდარღვევებს?
თემის პრიორიტეტების გააზრება:
ლოკალური თემისთვის აქტუალური პრობლემები
- რომელ ადგილობრივ (ლოკალურ) მნიშვნელოვან პრობლემას დაასახელებდით? რატომაა ეს პრობლემა აქტუალური?
ქვეყნისთვის აქტუალური პრობლემები
- ქვეყნისთვის რომელ მნიშვნელოვან პრობლემას დაასახელებდით? რატომაა ეს პრობლემა აქტუალური?
მსოფლიოს ცოდნა და შემეცნება
- რომელ ცოდნასა და უნარს თვლით ყველაზე მნიშვნელოვნად ამ დროისთვის?
ფუნქციური/კომპონენტური უნარი – ხასიათი, ნებისყოფა/ნებელობა
იდენტობა:
საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების გაცნობიერება (ვინ ვარ მე)
- მოგვიყევი საკუთარი თავის შესახებ.
გადაწყვეტილების მიღება თვითრეალიზაციისთვის (რასთან ვაფილირდები)
- როგორ ხარჯავ დროს?
- თვლი, რომ აკეთებ იმას, რისი გაკეთებაც შეგიძლია?
თვითრეგულაცია:
მიზნების დასახვა
- როგორ ვისახავ მიზანს?
- რა მიზნები განვახორციელე უკვე?
დაგეგმვა
- როგორ დაეხმარები თანატოლს დღის დაგეგმვაში?
- გსურს თუ არა, რომ გაკვეტილების დაგეგმვაშიც მიიღო მონაწილეობა? რა ფორმით ჩაერეოდი გაკვეთილის დაგეგმვასი?
თვითეფექტურობის განცდა
- გაიხსენეთ ფაქტი, როცა შენი ნაშრომით დარჩი კმაყოფილი.
სწავლის სტრატეგიები
- გაიხსენე, როგორ ისწავლე გაკვეთილი ან შეასრულე დავალება, რომელიც კარგად შეგიფასეს.
მონიტორინგი და შეფასება
- თუ შეგიფასებია შენი ქმედებები?
დახმარებისთვის სხვებისთვის მიმართვა
- წარმოადგინე მარტივი სცენარი, როცა ერთი პირი მეორეს მიმართავს დახმარებისთვის ისე, რომ ღირსება შენარჩუნებული იყოს მთხოვნელის პოზიციის მქონე ადამიანისთვის.
თვითაქტუალიზაცია
- გქონია ისეთი შემთხვევა, როცა შენივე თავი გაგემხნევებინოს? რა შედეგი მოგიტანა თვითგამხნევებამ?
ხათუნა გურული, სოფიო ქავთარაძე
სსიპ თერჯოლის №1 საჯარო სკოლის მკვლევარი მასწავლებლები