21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

ფიქ­რე­ბი ნა­თია როს­ტი­აშ­ვი­ლის „სხვა სკო­ლა­ზე“

spot_img

ლე­ი­ლა ხო­ნე­ლი­ძე

სსიპ ილ.ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ ფო­თის №5 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

რამ­დე­ნი­მე დღის წინ შემ­ზა­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას წა­ვაწყ­დი: „ოზურ­გეთ­ში ბავ­შ­ვებ­მა ძაღლს პირ­ში ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ჩა­უ­დეს, პი­რი გა­და­უს­კო­ჩეს და ააფეთ­ქეს, ძაღლს გა­უტყ­და ქვე­და ყბა, და­ემ­ტ­ვ­რა კბი­ლე­ბი, საჭ­მელს ვერ ჭამ­და დიდ­ხანს…“

შევ­ძ­რ­წუნ­დი. არა­ნაკ­ლებ და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და ერ­თი ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის მი­ნა­წე­რიც ამ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე: „ჩე­მი თა­ო­ბის დროს ნამ­დ­ვი­ლად არ ხდე­ბო­და ასე­თი რამ, იმი­ტომ რომ სულ სხვა გა­რე­მო­ში ვიზ­რ­დე­ბო­დით, პე­და­გო­გი გვას­წავ­ლი­და ცხო­ვე­ლე­ბის სიყ­ვა­რულ­სა და მათ დაც­ვას, დღეს? დღეს ბავ­შ­ვებს ეუბ­ნე­ბი­ან, არ გა­ე­კა­როთ ცხო­ველს, და­ა­ვა­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბაო“.

არ ვა­პი­რებ არც იმა­ზე მსჯე­ლო­ბას, რო­გორ ვას­წავ­ლით ახ­ლაც „ცხო­ვე­ლე­ბის სიყ­ვა­რულ­სა და დაც­ვას“, რო­გორ გვეხ­მა­რე­ბა ამა­ში სას­კო­ლო პროგ­რა­მი­დან ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას „შვლის ნუკ­რის ნა­ამ­ბო­ბი“ და არ­ჩილ სუ­ლა­კა­უ­რის „ბი­ჭი და ძაღ­ლი“, ფე­ლიქს ზალ­ტე­ნის „ბემ­ბი“ და ნო­დარ დუმ­ბა­ძის „ძაღ­ლი“; არც სხვა რა­მე­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რადღე­ბას, რად­გან რამ­დე­ნიც არ უნ­და ვი­ლა­პა­რა­კოთ, ფაქ­ტი ფაქ­ტად რჩე­ბა – ყო­ველ­დღე ვის­მენთ, ვკითხუ­ლობთ, ვხე­დავთ უსიყ­ვა­რუ­ლო­ბის, აგ­რე­სი­ის, შუღ­ლის, ბუ­ლინ­გის, ძა­ლა­დო­ბის (და არა მარ­ტო ცხო­ველ­თა მი­მართ!) ამ­ბებს, უფ­რო და უფ­რო იშ­ვი­ა­თად – თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა-თა­ნალ­მო­ბის, სხვა­ზე ზრუნ­ვის, უან­გა­რო სი­კე­თის, უპი­რო­ბო სიყ­ვა­რუ­ლის მა­გა­ლი­თებს.

ჯერ ისევ მომ­ხ­დარ­ზე ვფიქ­რობ­დი, რომ ნა­თია როს­ტი­აშ­ვი­ლის „ახა­ლი სკო­ლა“ გა­მო­ვი­და, „გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ სა­კითხა­ვი“ წიგ­ნე­ბის სე­რი­ი­დან. ნა­თია როს­ტი­აშ­ვილს ჯერ კი­დევ იმ კონ­კურ­სი­დან ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი, ჟურ­ნალ­მა „მას­წავ­ლე­ბელ­მა“ რომ გა­მო­აცხა­და – „სა­უ­კე­თე­სო მოთხ­რო­ბა მას­წავ­ლებ­ლი­სათ­ვის“. სწო­რედ ამ კონ­კურ­სის­თის და­წე­რილ­მა მოთხ­რო­ბამ „ლი­ზი ღმერ­თია“, მახ­სოვს, რო­გორ მოგ­ვ­ხიბ­ლა მე­ცა და ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბიც. ასე რომ, უნ­და ვა­ღი­ა­რო – მო­ლო­დი­ნი დი­დი მქონ­და, არც გამ­ც­რუ­ე­ბია.

წა­კითხ­ვამ­დე წიგ­ნის გა­რე­კანს შე­ვავ­ლე თვა­ლი – ბო­ლო გვერ­დ­ზე ანო­ტა­ცია სწო­რედ ამ კითხ­ვით იწყე­ბო­და: „რო­გო­რია ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის სა­ოც­ნე­ბო სკო­ლა?“

ვინ იცის, რამ­დენ­ჯერ და­მის­ვამს ეს კითხ­ვა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვი­საც და სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვი­საც, რამ­დენ­ნა­ი­რი პა­სუ­ხი მი­მი­ღია, იქ­ნებ ზო­გის­თ­ვის სა­ოც­ნე­ბო სკო­ლაც ამ­გ­ვა­რი ყო­ფი­ლა-ისე­თი, „სა­დაც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი არ არის სა­ჭი­რო და ბევ­რი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის გა­რე­შე ას­წავ­ლი­ან ცხოვ­რე­ბას, წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის გზებს, საფ­რ­თხის მო­გე­რი­ე­ბა­სა და სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბას“. ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მაც ხომ პი­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ამი­ტომ წიგ­ნის მთა­ვა­რი გმი­რის, ლე­ოს, მსგავ­სად მეც უამ­რა­ვი შე­კითხ­ვა გა­მიჩ­ნ­და: „მა­ინც რა უნ­და იყოს ეს ახა­ლი სკო­ლა ამის­თა­ნა? რო­გო­რი წე­სე­ბი უნ­და ჰქონ­დეთ? ან წიგ­ნე­ბის გა­რე­შე რა­ნა­ი­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბი უნ­და იყოს? “

ლე­ოს მსგავ­სად, მეც და­მა­ი­მე­დებ­ლად მეჩ­ვე­ნა ერ­თი რამ, სკო­ლა­ში მი­სულს რომ თვალ­ში მოხ­ვ­და – „მა­გა­რი შე­ნო­ბაა, არც ჩა­მონ­გ­რე­უ­ლია და არც არა­ფე­რი, პი­რი­ქით, ძა­ლი­ა­ნაც აშე­ნე­ბუ­ლია“. „ძა­ლი­ა­ნაც აშე­ნე­ბუ­ლი“ „პრეს­ტი­ჟუ­ლი“ სკო­ლა ასე­თი აღ­მოჩ­ნ­და – „ლი­მო­ნის­ფერ­კედ­ლე­ბა და იასამ­ნის­ფერ­სა­ხუ­რა­ვი­ა­ნი სა­სახ­ლე“ მეც გავ­ყე­ვი ლე­ოს სკო­ლა­ში და გა­ვი­გე, რა ხდე­ბა, რო­გორ და რას ას­წავ­ლი­ან ამ სა­სახ­ლე­ში?

ხე­ლოვ­ნუ­რო­ბის კვალს პა­ტა­რა, გუ­ლი­ა­ნი ბი­ჭი ლეო, მის­თ­ვის­ვე გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად, სკო­ლა­ში პირ­ვე­ლი­ვე ვი­ზი­ტი­სას ამ­ჩ­ნევს: „აქ თით­ქოს რა­ღაც ფილმს ან ზღა­პარს იღე­ბენ და მო­ამ­ზა­დეს, ფოთ­ლე­ბი ფე­რა­დად შე­ღე­ბეს, ლა­მა­ზი ყვა­ვი­ლე­ბი და­აკ­რეს, ბა­ლა­ხი დი­დი სა­ვარ­ცხ­ლით და­ვარ­ცხ­ნეს და ეგე­თე­ბი.“

ლე­ო­სა და მის მშობ­ლებ­თან ერ­თად მეც მი­ტა­რებს, რო­გორც ახალ­მო­სულ მოს­წავ­ლეს, ქალ­ბა­ტო­ნი ნიუ ექ­ს­კურ­სი­ას  სკო­ლის ეზო­ში (რა თქმა უნ­და, უფა­სოდ! – რო­გორც ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს თვი­თონ). შემ­დე­გაც წყა­ლო­ბას იჩენს, სხვა­დას­ხ­ვა ხი­ლით და­ხუნ­ძ­ლულ ბაღ­ში ნე­ბის­მი­ე­რი ერ­თი ხი­ლის და­გე­მოვ­ნე­ბის უფ­ლე­ბას რომ აძ­ლევს (რა თქმა უნ­და, ესეც უფა­სოდ!), ოღონდ მხო­ლოდ მოს­წავ­ლეს – ღმერ­თი არ გა­უწყ­რეს ბი­ჭის დედ-მა­მას და ხე­ლი არ გა­ი­წო­დონ ხის­კენ! (აკი გა­ი­წო­დეს კი­დეც და შერ­ცხ­ვ­ნენ!).

ცხო­ვე­ლე­ბის სახ­ლი­ცაა ამ სკო­ლა­ში (მოვ­ლი­ლი, ფა­ფარ­და­ვარ­ცხ­ნი­ლი ცხე­ნე­ბით, ძაღ­ლე­ბით, კა­ტე­ბით, ზღარ­ბე­ბით, ზა­ზუ­ნე­ბით, რომ­ლებ­საც ისე ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, თა­ვი მგლე­ბი ჰგო­ნი­ათ), აბ­რე­შუ­მის ჭი­ის აპარ­ტა­მენ­ტე­ბიც, სპორ­ტუ­ლი მო­ე­და­ნიც უამ­რა­ვი სა­ვარ­ჯი­შო მოწყო­ბი­ლო­ბი­თა და ბევ­რი ბურ­თით (ყვე­ლა ბავ­შ­ვის ახ­დე­ნი­ლი ოც­ნე­ბა!). ეზო­საც რო­გორ უვ­ლი­ან, საკ­მა­რი­სია, რა­მე ძირს და­აგ­დო და მა­შინ­ვე ეკ­რა­ნი ჩა­ირ­თ­ვე­ბა: „გთხოვთ, და­იც­ვათ სი­სუფ­თა­ვე! ეზოს ნუ და­ა­ნაგ­ვი­ა­ნებთ!“ აქ­ვეა „ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სკო­ლის ბრა­ზი­ა­ნი კა­რის­კა­ცე­ბი­სა­გან“ (ლე­ოს შე­ფა­სე­ბაა!) გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი თეთ­რ­ხელ­თათ­მა­ნი­ა­ნი კა­რის­კა­ცი, ხა­ლი­ჩებ­და­ფე­ნი­ლი დე­რეფ­ნე­ბი, კედ­ლებ­ზე – ფე­რა­დი ნა­ხა­ტე­ბი, ფან­ჯ­რებ­ზე – თეთ­რი ფარ­დე­ბი. კი­დევ უფ­რო მიმ­ზიდ­ვე­ლია სკო­ლის დე­ვი­ზი: „ჩვენს სკო­ლა­ში მთა­ვა­რი ბავ­შ­ვია!“.

თით­ქოს მე­ტი რა უნ­და გინ­დო­დეს, არა?

არა­და, რას ას­წავ­ლი­ან ამ სკო­ლა­ში?

„თავ­დაც­ვას“ – რის­გან? „ყვე­ლას­გან და ყვე­ლაფ­რის­გან, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე შე­გა­ფერ­ხოს, შე­ნი თვით­შე­ფა­სე­ბა ძირს დას­ცეს, გიმ­ტ­როს, და­გამ­ცი­როს, გავ­ნოს!“

„ადეკ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცი­ე­ბის გა­მოწ­რ­თო­ბას“ – ანუ, რო­გორ უნ­და იყოს შე­ნი საქ­ცი­ე­ლი ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ადეკ­ვა­ტუ­რი.

„თა­ნას­წო­რო­ბას“„თა­ნას­წო­რია მდი­და­რი და მდი­და­რი, უმუ­შე­ვა­რი და უმუ­შე­ვა­რი, ხე­ი­ბა­რი და ხე­ი­ბა­რი, ლა­მა­ზი და ლა­მა­ზი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი.“

„სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბას“ – რო­გორ არ უნ­და აირ­ჩიო უამ­რავ ჯან­მ­რ­თელ ლეკვს შო­რის ერ­თა­დერ­თი ხე­ი­ბა­რი (რო­გორც ამ სა­გ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი იტყო­და, „წუნ­დე­ბუ­ლი“) ლეკ­ვი, იმი­ტომ რომ წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი არ­ჩე­ვა­ნით „ხე­ლოვ­ნუ­რად არ შე­იქ­მ­ნა დის­კომ­ფორ­ტი“.

„სარ­გე­ბელს“ – რო­გორ გა­მორ­ჩე რა­ღა­ცას სა­შე­ნოდ ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ი­დან .

ახ­ლა რო­გორ წიგ­ნებს აკითხე­ბენ? 1) რო­გორ მი­ვაღ­წი­ოთ წარ­მა­ტე­ბას; 2) დღის ნა­ყო­ფი­ე­რად და­გეგ­მ­ვა; 3) მო­ტი­ვა­ცი­ის ძა­ლა; 4) მიზ­ნე­ბი და მა­თი მიღ­წე­ვის გზე­ბი; 5) სხვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და გა­მო­ყე­ნე­ბა (ლუ­ლუს მა­მა რომ „გა­მო­ყი­ნულ წიგ­ნებს“ ეძა­ხის).

ერ­თა­დერ­თი ფი­ზაქ­ტის (ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის) მას­წავ­ლე­ბე­ლი არა ჰგავს სხვებს, გულ­წ­რ­ფე­ლია და ნამ­დ­ვი­ლი, სი­ყალ­ბი­სა და ხე­ლოვ­ნუ­რო­ბის ნა­ტა­მა­ლიც კი არ სცხია.

აბა, სად მივ­ლენ ამ „პრეს­ტი­ჟუ­ლი“ სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებ­თან სოფ­ლის სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ზე­ვი­დან გად­მოჰ­ყუ­რე­ბენ და დამ­ცი­ნა­ვად ელა­პა­რა­კე­ბი­ან?

არა­და, სწო­რედ სო­ფიაა ის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­მაც ამ „გა­მო­ყი­ნულ“ ბავ­შ­ვებს ადა­მი­ა­ნუ­რო­ბა უნ­და და­უბ­რუ­ნოს, თავ­დაც­ვის მას­წავ­ლებ­ლი­სა­გან ნას­წავ­ლი ჭი­ე­ბის ფე­ხით გაჭყ­ლე­ტის ნაც­ვ­ლად (დი­ახ, გაჭყ­ლე­ტის, რად­გან თავ­დაც­ვის მას­წავ­ლებ­ლის აზ­რით, „ერ­თი უმ­წეო ჭია არა­ფე­რია, მაგ­რამ ბევ­რი უმ­წეო ჭია ერ­თად-დი­დი ძა­ლა და მტე­რია“, და „სა­ნამ არ აგ­ვ­ცო­ცე­ბია, უნ­და და­ვაჭყ­ლი­ტოთ“ (ჯოი), სო­ფი იმას უხ­ს­ნის ბავ­შ­ვებს, რო­გო­რი კე­თი­ლი ჯა­დოქ­რე­ბი არი­ან ეს აბ­რე­შუ­მის ჭი­ე­ბი, „უკარ­ფან­ჯ­რო სახლს იშე­ნე­ბენ, შიგ­ნით გა­მო­ი­კე­ტე­ბი­ან და მე­რე იქი­დან არც მე­ტი, არც ნაკ­ლე­ბი, პეპ­ლე­ბად გა­დაქ­ცე­უ­ლე­ბი გა­მო­დი­ან“. ამ სას­წა­უ­ლის ჩვე­ნე­ბით კი იმას ას­წავ­ლის ბავ­შ­ვებს, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდ უიმე­დო­ბა­საც არ და­ნებ­დ­ნენ, ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც კი არ და­კარ­გონ უკე­თე­სი მო­მავ­ლის იმე­დი; ცხო­ვე­ლე­ბის სახ­ლ­ში კი სო­ფი, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­ყი­ნუ­ლი გუ­ლე­ბის გა­სათ­ბო­ბად, ამ­გ­ვარ ხერხს მი­მარ­თავს – ხე­ლის­გუ­ლებ­ზე ხორ­ბალს და­აყ­რე­ვი­ნებს ბავ­შ­ვებს და წი­წი­ლებს გა­მო­აკ­ვე­ბი­ნებს, სხვა­ზე ზრუნ­ვას ას­წავ­ლის, ხან თვა­ლებს ახუჭ­ვი­ნებს, ჩი­ტე­ბის ჭიკ­ჭიკს ას­მე­ნი­ნებს და ხან ძაღ­ლის ერ­თ­გუ­ლე­ბა­ზე გა­და­ღე­ბულ ფილმს აყუ­რე­ბი­ნებს, ხე­ი­ბა­რი ლეკ­ვის­თ­ვის დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის ხერ­ხებ­ზე და­ა­ფიქ­რებს, ბა­ლახ­ზეც მათ­თან ერ­თად წვე­ბა და ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებს უყუ­რებს, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი რა­ცაა, იმას ას­წავ­ლის ბავ­შ­ვებს: „ბედ­ნი­ე­რე­ბა იმით კი არ იზო­მე­ბა, გყავს თუ არა მო­სის­ხ­ლე მტე­რი, არა­მედ  იმით – გყავს თუ არა ერ­თ­გუ­ლი მე­გო­ბა­რი“.

და თუ წარ­მა­ტე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი ბავ­შ­ვებს იმას ას­წავ­ლის, ლა­მის და­ხე­იბ­რე­ბუ­ლი (მას­წავ­ლებ­ლის­ვე გა­მო­ი­სო­ბით!) თა­ნაკ­ლა­სე­ლის, ჯო­ის, ამ­ბა­ვი თა­ვი­დან ამო­იგ­დონ და წინ იარონ, რად­გან წარ­მა­ტე­ბის გზა­ზე შეხ­ვედ­რილ­მა მსგავ­ს­მა უსი­ა­მოვ­ნო ამ­ბებ­მა არა­ვინ უნ­და შე­ა­ფერ­ხოს, სო­ფი-პი­რი­ქით, თვი­თონ წა­იყ­ვანს ლე­ოს ჯო­ის სა­ნა­ხა­ვად, ადა­მი­ა­ნის გა­ხა­რე­ბას ას­წავ­ლის – „სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა­ზე დიდ საქ­მეს“, „წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ზე, ფუ­ლის მოგ­რო­ვე­ბა­ზე დიდ­საც“…

თუმ­ცა, ამ­გ­ვარ სკო­ლა­ში სო­ფი მას­წავ­ლებ­ლის ად­გი­ლი არაა და დი­რექ­ცი­აც სწო­რედ ასე იქ­ცე­ვა – სო­ფის გა­უშ­ვებს, რომ ისევ გა­აგ­რ­ძე­ლოს თა­ვის მიზ­ნამ­დე სვლა – „სა­ყი­ნუ­ლის ადა­მი­ა­ნე­ბის“ „დამ­ზა­დე­ბა“ (რო­გორც მახ­ვილ­გო­ნივ­რუ­ლად უწო­დებს ავ­ტო­რი ამ პრო­ცესს).

მი­აღ­წევს თუ არა ეს „პრეს­ტი­ჟუ­ლი“ სკო­ლა ამ მი­ზანს, მო­ა­ხერ­ხებს თუ არა სო­ფი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ან­დერ­სე­ნის გერ­დას მსგავ­სად, კა­ი­ვით გულ­გა­ყი­ნულ, მო­ჯა­დო­ე­ბულ ბავ­შ­ვებს გა­ყი­ნუ­ლი გუ­ლე­ბი გა­ულ­ღოს, და­არ­წ­მუ­ნებს თუ არა იმა­ში, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი ბავ­შ­ვი ერ­თ­მა­ნე­თის თა­ნას­წო­რია, შეძ­ლებს თუ არა, თავ­დაც­ვის მას­წავ­ლებ­ლი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, აბ­რე­შუ­მის ჭი­ებ­ში „დი­დი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ჯა­დოქ­რე­ბი“ და­ა­ნახ­ოს, ამას მკითხ­ვე­ლი უჩე­მო­დაც შე­იტყობს, თუ ამ კარგ წიგნს წა­ი­კითხავს, მე კი,  ერ­თი რი­გი­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ოც­ნე­ბად და­ვი­ტო­ვებ იმას, რომ ქარ­თულ სკო­ლას ბევ­რი სო­ფი მას­წავ­ლე­ბე­ლი ჰყავ­დეს, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ებს თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბას, სიყ­ვა­რულს, სხვა­ზე ზრუნ­ვას, სხვის დახ­მა­რე­ბას, მე­გობ­რო­ბას ას­წავ­ლის, „არ და­კარ­გავს ადა­მი­ან­ში ადა­მი­ანს“, და არ ექ­ნე­ბა მიზ­ნად გრძნო­ბე­ბი­სა­გან დაც­ლი­ლი რო­ბო­ტე­ბის „დამ­ზა­დე­ბა“, რო­ბო­ტე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბი­სა­კენ სა­ვალ გზა­ზე მე­გო­ბარ­საც იმ ჭი­ე­ბი­ვით გას­რე­სენ, თავ­დაც­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი რომ ას­რე­სი­ნებს ბავ­შ­ვებს აბ­რე­შუ­მის ჭი­ის სახ­ლ­ში.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები