22 ნოემბერი, პარასკევი, 2024

ფიზიკის ჯგუფის მიერ მომზადებული რჩევები აბიტურიენტებისთვის

spot_img

გთავაზობთ ფიზიკის ჯგუფის მიერ მომზადებულ რჩევებს აბიტურიენტებისათვის

  • გაითვალისწინეთ, რომ გამოცდაზე მოგეთხოვებათ საგამოცდო პროგრამით განსაზღვრული ფაქტობრივი მასალის ცოდნა; ამ ცოდნაზე დაყრდნობით ბუნებაში მიმდინარე არსებითი პროცესების დახასიათება და ანალიზი; აგრეთვე გრაფიკებიდან, სქემებიდან, ცხრილებიდან და დიაგრამებიდან საჭირო ინფორმაციის მოპოვება და გამოყენება მოცემული ამოცანის გადასაჭრელად.
  • ფიზიკურ სიდიდეთა შორის ურთიერთდამოკიდებულება გააზრებული უნდა გქონდეთ. სწორედ ეს დაგეხმარებათ მაღალი ქულის მიღებაში.
  • ღია დავალებების ამოხსნისას პასუხების ფურცელზე მოკლედ, თუმცა ნათლად უნდა აისახოს ამოცანის ამოხსნის თითოეული ეტაპი, ანუ ამოხსნის  თანმიმდევრული ლოგიკური ჯაჭვი, რომელიც გამსწორებელმა მკაფიოდ უნდა დაინახოს. ღია დავალებებში მხოლოდ პასუხი ფასდება ნული ქულით. აუცილებლად უნდა ჩანდეს ის გზა, რომლითაც მიხვედით შედეგამდე.
  • გაითვალისწინეთ, რომ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი, შავ ფურცლებზე მითითებული ინფორმაცია არ იქნება გათვალისწინებული შეფასების დროს.
  • აუცილებლად ამოხსენით წინა წლების ტესტების დავალებები, რომლებიც დევს ცენტრის ვებგვერდზე. შეამოწმეთ, რას უპასუხეთ სწორად და რას ვერა. გამოავლინეთ თქვენი ცოდნისა და უნარების ხარვეზები და შეეცადეთ აღმოფხვრათ ისინი.

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფიზიკის ტესტში იქნება შემდეგი დავალებები:

  • დახურული ტიპის – 35 ერთქულიან დავალებათა ბლოკი;
  • შესაბამისობის ტიპის – 2 ხუთქულიანი დავალება;
  • ღია ტიპის – 4 მრავალქულიანი დავალება. ამ დავალებათა ჯამური ქულა 18-ის ტოლი იქნება.

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფიზიკის ტესტის მაქსიმალური ქულაა 63,  საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი – 3 საათი. 

!!აბიტურიენტს კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები