16 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2025

ფი­ზი­კა ჩვენ გარ­შე­მო

გა­თენ­და. მზის სხი­ვე­ბი პირ­და­პირ ჩემს სა­წოლ­ზე გა­ჩერ­და. ჯერ კი­დევ მე­ზა­რე­ბო­და ად­გო­მა, მაგ­რამ სამ­ზა­რე­უ­ლო­დან მო­მა­ვა­ლი გემ­რი­ე­ლი სუ­ნი შე­ვიგ­რ­ძე­ნი – ბე­ბო სა­უზ­მეს ამ­ზა­დებ­და. დე­დამ მტვერ­სას­რუ­ტი ჩარ­თო და და­იწყო ოთა­ხე­ბის და­სუფ­თა­ვე­ბა. ეს უკ­ვე ჩე­მი ოჯა­ხის დი­ლის რუ­ტი­ნაა. ავ­დე­ქი და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­ვე­დი.

– დი­ლა მშვი­დო­ბი­სა ბე­ბო.

– დი­ლა მშვი­დო­ბი­სა! წა­დი წყა­ლი მო­ი­ტა­ნე ეზო­დან! – მა­შინ­ვე და­იწყო ბრძა­ნე­ბე­ბი ბე­ბომ.

გუ­შინ თით­ქ­მის ორი სა­ა­თი ფი­ზი­კას ვსწავ­ლობ­დი და ახ­ლაც მიტ­რი­ა­ლებს თავ­ში ყვე­ლა წე­სი. გა­მახ­სენ­და მე­ქა­ნი­კუ­რი მუ­შა­ო­ბა, რო­მელ­საც ახ­ლა ვას­რუ­ლებ­დი – ძა­ლა­საც ვი­ყე­ნებ­დი და რა­ღაც მან­ძილ­საც გავ­დი­ო­დი. მე­ქა­ნი­კუ­რი მუ­შა­ო­ბაა, დე­და რომ მტვერ­სას­რუ­ტით ოთა­ხებს ასუფ­თა­ვებს. დე­და იღ­ლე­ბა – ძა­ლას ხარ­ჯავს. ეს ნიშ­ნავს, რომ მუ­შა­ობს.

წყა­ლი რომ მო­ვი­ტა­ნე, ბე­ბომ მითხ­რა:

– მთლად სიმ­ძ­ლავ­რის მწვერ­ვა­ლი ხარ! არც კი გიწ­ვა­ლია. – გა­ე­ცი­ნა. მეც გა­მე­ცი­ნა. თა­ვი ამა­ყად ვიგ­რ­ძე­ნი – თურ­მე მუ­შა­ო­ბაც ყო­ფი­ლა სა­ინ­ტე­რე­სო, რო­ცა ფი­ზი­კის სა­ხე­ლით ას­რუ­ლებ.

სა­უზ­მე­ზე ბე­ბო ჩა­ის ადუ­ღებ­და. გაზ­ქუ­რა­ზე ცეცხ­ლ­მა ჩა­ი­დანს გა­უთ­ბო ძი­რი, წყა­ლი აადუ­ღა – და აი, ეს არის ში­ნა­გა­ნი ენერ­გია. გა­რე­დან არა­ფე­რი იც­ვ­ლე­ბა, მაგ­რამ შიგ­ნით ბევ­რი რამ ხდე­ბა: წყა­ლი ში­ში­ნებს, ორ­თ­ქ­ლი ამო­დის და მე­რე ყვე­ლა­ფე­რი ყა­ვის­ფერ ფინ­ჯ­ნებ­ში ივ­სე­ბა.

ბე­ბო წა­მოდ­გა, რომ გაზ­ქუ­რა გა­მორ­თოს და უცებ ფე­ხი აუც­და. პირ­და­პირ მის­კენ გა­ვე­ქა­ნე და წა­მო­ვა­ყე­ნე.

– ვაა, დღეს ძა­ლი­ან ენერ­გი­უ­ლი ხარ – მითხ­რა მან. გაზ­ქუ­რა გა­მოვ­რ­თე და სა­ნამ გემ­რი­ე­ლად მი­ვირ­თ­მევ, ოთახ­ში შე­მო­ვი­და ჩე­მი ძაღ­ლი. ის მოძ­რა­ობს, ხტე­ბა, მორ­ბის ჩემ­კენ – სულ ენერ­გი­ით სავ­სეა. მას აქვს კი­ნე­ტი­კუ­რი ენერ­გია, რომ­ლის სი­დი­დე გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა იმ მუ­შა­ო­ბით, რო­მელ­საც სხე­უ­ლი გა­ჩე­რე­ბამ­დე ას­რუ­ლებს. მას და არა მარ­ტო მას, ყვე­ლას გვაქვს პო­ტენ­ცი­უ­რი ენერ­გია, რო­მე­ლიც ახა­სი­ა­თებს სხე­უ­ლის ან სხე­ულ­თა სის­ტე­მის მი­ერ მუ­შა­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის უნარს.

მოვ­რ­ჩი სა­უზ­მო­ბას და ისევ ფი­ზი­კის სწავ­ლა და­ვიწყე. ყვე­ლა­ზე ად­ვი­ლად რაც და­ვი­მახ­სოვ­რე და მივ­ხ­ვ­დი, რომ ბევრ სამ­ს­ჯე­ლო თე­მა­ში დამ­ჭირ­დე­ბა, არის ენერ­გი­ის მუდ­მი­ვო­ბი­სა და გარ­დაქ­მ­ნის კა­ნო­ნი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ჩემ მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი ენერ­გია (საკ­ვე­ბის სა­ხით), გარ­და­იქ­მე­ბა სით­ბურ ენერ­გი­ად, მე­ქა­ნი­კურ ენერ­გი­ად, ში­ნა­გან ენერ­გი­ად და სხვა. შემ­დეგ ბა­ბუ­ამ მაჩ­ვე­ნა მი­სი ძვე­ლი რკი­ნის კა­რი. მითხ­რა, რომ მას ცა­ლი ხე­ლი­თაც აღებ­და, თუ სა­ხე­ლურს სწო­რად და­ა­ჭერ­და.

– აი, ეს არის ძა­ლის მაბ­რუ­ნე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბა – რო­ცა ერ­თი პა­ტა­რა შე­ხე­ბით კა­რი მოძ­რა­ობს – მითხ­რა მან და გა­მი­ღი­მა. მეც გავ­ბე­დე და ვცა­დე. მო­ვა­ხერ­ხე!

ბავ­შ­ვე­ბი ეზო­ში, სა­ქა­ნე­ლებ­ზე, ე.წ. აიწო­ნა-და­ი­წო­ნა­ზე ერ­თო­ბოდ­ნენ. ერთ მხა­რეს მე დავ­ჯე­ქი, მე­ო­რე მხა­რეს – ჩე­მი მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც ჩემ­ზე მძი­მეა. გავ­შიფ­რე, რო­გორ მუ­შა­ობს წო­ნას­წო­რო­ბა – ვის მხა­რე­საც არის მე­ტი ძა­ლა, იქ იხ­რე­ბა. მე­რე ისე გა­დავ­ჯე­ქით, რომ ჭო­ჭო­ნა­ქი გა­ჩერ­და – და­ვა­ბა­ლან­სეთ წო­ნას­წო­რო­ბა.

შე­მოდ­გო­მა იყო. უკ­ვე შე­შაა სა­ჭი­რო და შე­სა­ბა­მი­სად, მა­მა და მე­ზობ­ლე­ბი აქ­ვე ახ­ლოს, ტყე­ში, შე­შის მო­სა­ტა­ნად გა­ვიდ­ნენ. მე ვუ­ყუ­რებ­დი, რა­საც აკე­თებ­დ­ნენ. და­ვი­ნა­ხე, რომ მან­ქა­ნა­ზე იყო პა­ტა­რა მოწყო­ბი­ლო­ბა, მას­ზე თო­კია დახ­ვე­უ­ლი და სწო­რედ მი­სი დახ­მა­რე­ბით აჰ­ქონ­დათ მან­ქა­ნა­ზე დი­დი ზო­მი­სა და მა­სის ხე­ე­ბი. დი­დი ზო­მის ხე­ე­ბი კი დატ­ვირ­თეს, მაგ­რამ, ამ დროს, ეს ჭო­ჭო­ნა­ქი გა­ფუჭ­და, ამი­ტომ გა­მო­ი­ყე­ნეს დახ­რი­ლი სიბ­რ­ტყე – ორ­მა კაც­მა ად­ვი­ლად ააგო­რა შე­შა მან­ქა­ნა­ზე. რო­ცა მა­მა ამ თე­მებ­ზე მე­სა­უბ­რა, ძა­ლი­ან ბევ­რი მა­გა­ლი­თი მო­მიყ­ვა­ნა და ისიც მითხ­რა, რომ ჭო­ჭო­ნა­ქი და დახ­რი­ლი სიბ­რ­ტყე ბერ­კე­ტის სა­ხე­ე­ბია და ბერ­კე­ტის დახ­მა­რე­ბით სპი­ლოს აწე­ვაც კი შე­მიძ­ლია. ამ შემ­თხ­ვე­ვაში არ მჭირ­დე­ბა დი­დი ძა­ლა, მაგ­რამ მჭირ­დე­ბა დი­დი მან­ძი­ლი.

ზაფხუ­ლი მთა­ში სულ სხვა შეგ­რ­ძ­ნე­ბაა – ჰა­ე­რი სუფ­თაა, ცა ღია ლურ­ჯი, მზის სხი­ვე­ბი თით­ქოს მხარ­ზე გე­ხე­ბი­ან და ამ­ბო­ბენ: „დღეს თავ­გა­და­სა­ვალს გპირ­დე­ბი“. მე, დე­და, მა­მა, ბე­ბო, ბა­ბუ და ჩე­მი დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი ბე­ბოს ეზო­ში დი­ლი­დან შე­ვიკ­რი­ბეთ.

– მდი­ნა­რე­ზე წა­ვი­დეთ! – შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა ბა­ბუმ და ყვე­ლა დავ­თან­ხ­მ­დით. დი­ლით წყა­ლი ისე­თი ცი­ვი იყო, თით­ქოს მთის გუ­ლი­დან ახ­ლა­ხან გა­მო­სუ­ლი ყი­ნუ­ლი ჩა­ეღ­ვა­რა. მაგ­რამ სა­ა­თე­ბის შემ­დეგ, რო­ცა ისევ შე­ვე­დი, წყა­ლი უკ­ვე თბი­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო იყო.

ბე­ბომ, რო­მელ­საც ხელ­ში კა­ლა­თა ეჭი­რა, ღი­მი­ლით მითხ­რა:

– ხე­დავ, მზემ ზე­და­პირ­ზე წყა­ლი გა­აცხე­ლა, თბი­ლი ზე­მოთ ავი­და და ცი­ვი ქვე­ვით ჩა­მო­ვი­და. ეს კონ­ვექ­ციაა – ბუ­ნე­ბის გზა, რომ სით­ბო გა­ავ­რ­ცე­ლოს.

ნა­პი­რი­დან რომ ამო­ვე­დით, მზის ქვეშ გავ­წე­ქით. თვა­ლე­ბი დავ­ხუ­ჭე და ვგრძნობ­დი, რო­გორ აღ­წევ­და სით­ბო პირ­და­პირ კან­ში, თით­ქოს უხი­ლა­ვი თი­თე­ბით მე­ხე­ბო­და. ბა­ბუ­ამ ხმა­მაღ­ლა თქვა:

– აი, ესაა გა­მოს­ხი­ვე­ბა – მზის სხი­ვე­ბი ჰა­ერ­ში არც ჩერ­დე­ბი­ან და არც ბრუნ­დე­ბი­ან უკან, პირ­და­პირ შე­ნამ­დე მო­დი­ან.

სა­ღა­მოს, რო­ცა მზე ჩა­ვი­და, ეზო­ში სა­სე­ირ­ნოდ გა­ვე­დი. ცხელ ქვი­შა­ზე და­ვა­ბი­ჯე და შევ­ხ­ტი:

– უი, რა ცხე­ლია!

ბე­ბომ გა­მი­ცი­ნა:

– ეს უკ­ვე თბო­გამ­ტა­რო­ბაა – ქვი­შამ მთე­ლი დღე მზის სით­ბო შე­ი­ნა­ხა და შენს ფე­ხე­ბამ­დე მო­ი­ტა­ნა.

მთელ­მა დღემ ისე ჩა­ი­ა­რა, თით­ქოს ფი­ზი­კის წიგ­ნ­ში ვსე­ირ­ნობ­დი, ოღონდ, ფურ­ც­ლე­ბის ნაც­ვ­ლად, ბუ­ნე­ბის ფე­რებ­ში… და ახ­ლა ვი­ცი, რომ სით­ბო ყველ­გა­ნაა – შე­იძ­ლე­ბა მო­დი­ო­დეს მზის­გან, მოგ­ზა­უ­რობ­დეს წყალ­ში ან ჩუ­მად, ხე­ლი­დან ხელ­ში, ნივ­თე­ბი­დან გად­მო­დი­ო­დეს შენ­ში.

სა­ღა­მოს აცივ­და. ბე­ბომ ბუ­ხა­რი და­ან­თო და ყვე­ლა შე­მო­ვუს­ხე­დით. დე­დამ, რო­ცა ხე­ლებს ით­ბობ­და, ბე­ჭე­დი, რო­მე­ლიც თით­ზე ეკე­თა, ვე­ღარ მო­იძ­რო, არა­და დი­დი ჰქონ­და. რო­ცა ვკითხე ეს რო­გორ ხდე­ბა-მეთ­ქი, მითხ­რა, გათ­ბო­ბი­სას სხე­უ­ლე­ბი ფარ­თოვ­დე­ბაო, მაგ­რამ გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც არი­სო, მაგ.: წყა­ლი 00C-იდან 400C-მდე გათ­ბო­ბი­სას იკუმ­შე­ბა, შემ­დეგ გათ­ბო­ბი­სას ფარ­თოვ­დე­ბაო და ამას წყლის ანო­მა­ლია ჰქვიაო. მოკ­ლედ, ყვე­ლა წვრილ­მან­ში დი­დი სა­ი­დუმ­ლო იმა­ლე­ბა.

მე­ო­რე დღეს ბე­ბომ გვითხ­რა: – დღეს პიკ­ნი­კი გვექ­ნე­ბა ტყე­ში, მდი­ნა­რის პი­რას და ხა­ჭა­პუ­რი და კომ­პო­ტი წა­ვი­ღოთ.

მზე ჯერ კი­დევ ათ­ბობ­და არე­მა­რეს, რო­ცა ბა­ბუმ ბენ­ზინ­ზე მო­მუ­შა­ვე პა­ტა­რა ღუ­მე­ლი მო­ი­ტა­ნა. მან აგ­ვიხ­ს­ნა:

– რო­ცა საწ­ვავს ვწვავთ, ის გა­მო­ყოფს სით­ბოს. თი­თო­ე­ულ საწ­ვავს თა­ვი­სი საწ­ვა­ვის წვის კუთ­რი სით­ბო­ტე­ვა­დო­ბა აქვს, ანუ რამ­დე­ნი ენერ­გია გა­მო­ი­ყო­ფა, რო­ცა მი­სი ერ­თი კი­ლოგ­რა­მი იწ­ვის. ბენ­ზი­ნი, მა­გა­ლი­თად, ბევრ სით­ბოს იძ­ლე­ვა, ამი­ტომ წყალს სწრა­ფად აადუ­ღებს.

ღუ­მელ­ზე ალუ­მი­ნის ჩა­ი­და­ნი დავ­დ­გით. ბე­ბომ იცო­და, რომ ერ­თი და იმა­ვე რა­ო­დე­ნო­ბის წყალს სხვა­დას­ხ­ვა ჭურ­ჭელ­ში სხვა­დას­ხ­ვა დრო დას­ჭირ­დე­ბო­და გა­საცხე­ლებ­ლად:

– ეს იმი­ტომ, რომ ნივ­თებს აქვთ კუთ­რი სით­ბო­ტე­ვა­დო­ბა – ზო­გი სწრა­ფად ხურ­დე­ბა, ზო­გი – ნე­ლა. ალუ­მი­ნი სით­ბოს სწრა­ფად ატა­რებს, ამი­ტომ წყა­ლი მა­ლე ადუღ­დე­ბა.

რო­ცა წყა­ლი ადუღ­და, ზე­და­პირ­ზე პა­ტა­რა ბუშ­ტუ­კე­ბი გაჩ­ნ­და.

– აი, ესაა დუ­ღი­ლი – მითხ­რა დე­დამ – რო­ცა წყა­ლი თა­ვის დუ­ღი­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რას მი­აღ­წევს, იწყე­ბა ორ­თ­ქ­ლის სწრა­ფად მზარ­დი ბუშ­ტუ­ლე­ბის წარ­მოქ­მ­ნა, სითხის ზე­და­პირ­ზე ამოს­ვ­ლა და გას­კ­დო­მა.

ბა­ბუმ შე­მომ­ხე­და და მკითხა:

– გახ­სოვს, რა არის აორ­თ­ქ­ლე­ბა?

– კი, – ვუ­პა­სუ­ხე – ესაა, რო­ცა სითხის ღია ზე­და­პი­რი­დან სითხე ორ­თ­ქ­ლად გა­და­იქ­ცე­ვა.

– სწო­რია! – გა­ე­ღი­მა ბა­ბუს – და რო­ცა ორ­თ­ქ­ლი ისევ გა­ცივ­დე­ბა და წვე­თე­ბად გა­და­იქ­ცე­ვა, ამას კონ­დენ­სა­ცია ჰქვია. ნა­ხე, რო­გორ ჩნდე­ბა წვე­თე­ბი ჩა­იდ­ნის სა­ხუ­რავ­ზე.

შემ­დეგ ბე­ბომ პა­ტა­რა ჭი­ქა­ში შო­კო­ლა­დი ჩა­ყა­რა და ცეცხ­ლ­ზე დად­გა. შო­კო­ლა­დი ნე­ლა დარ­ბილ­და და მთლი­ა­ნად სითხედ გა­და­იქ­ცა.

– ესაა დნო­ბა – მითხ­რა მან – რო­ცა მყა­რი ნივ­თი­ე­რე­ბა სითხედ იქ­ცე­ვა.

სა­ღა­მოს კი, რო­ცა შო­კო­ლა­დის ნარ­ჩე­ნე­ბი უკ­ვე გა­ცივ­და, ისევ გა­მაგ­რ­და.

– და ესაა გამ­ყა­რე­ბა – სითხე ისევ მყა­რად იქ­ცა, რად­გან სი­ცი­ვე მო­ლე­კუ­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბას ამ­ცი­რებს.

იმ დღეს მივ­ხ­ვ­დი, რომ ფი­ზი­კა მხო­ლოდ წიგ­ნებ­ში არ ცხოვ­რობს – ის ჩვენს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, მდი­ნა­რე­ზე, ეზო­ში და თუნ­დაც შო­კო­ლა­დის ჭი­ქა­შია.

და რო­ცა სამ­ყა­როს ისე უყუ­რებ, რო­გორც ბე­ბო და ბა­ბუ, ყო­ვე­ლი დღე ახალ აღ­მო­ჩე­ნად იქ­ცე­ვა.

ელე­ნე ბა­სი­ლა­ძე, თა­მუ­ნა ჩხე­ი­ძე

ქე­დის მუნიციპალიტეტის სოფ. ზვა­რეს სა­ჯა­რო სკო­ლის IX კლა­სის მოს­წავ­ლეები

მოთხ­რო­ბა და­წე­რი­ლია VIII კლა­სის ფი­ზი­კის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს მი­ხედ­ვით

მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

„წი­თე­ლი 70“

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება