27 ივლისი, შაბათი, 2024

ფარნავაზ მეფე და ქართული დამწერლობა

spot_img
სასწავლო პროექტის გეგმა

პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი:

სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის პე­და­გო­გი: ნა­ნა სი­რა­ძე

ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­და­გო­გი: კე­სო ქო­ბა­ლია

სკო­ლა: სსიპ ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დარ­ჩე­ლის №1 სა­ჯა­რო

პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ნი: III-IV კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი

პრო­ექ­ტის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა: ერ­თი თვე

პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი/სწავ­ლის შე­დე­გე­ბი:

♦ მოს­წავ­ლე­ებს შე­ექ­მ­ნე­ბათ ზო­გა­დი წარ­მოდ­გე­ნა ფარ­ნა­ვაზ მე­ფე­ზე;

♦ გა­ი­გე­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე ან­ბა­ნის დამ­კ­ვიდ­რე­ბამ­დე გან­ვ­ლილ ეტა­პებს;

♦ მო­ი­ძი­ე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფარ­ნა­ვაზ მე­ფე­სა და ქარ­თულ დამ­წერ­ლო­ბა­ზე;

♦ გა­აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ ქარ­თუ­ლი ენის როლს ადა­მი­ან­თა ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში;

♦ კვლე­ვი­სა და ანა­ლი­ზის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ად­გე­ნენ ძვე­ლი და ახა­ლი დამ­წერ­ლო­ბის მსგავ­სე­ბა-გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას;

პრო­ექ­ტის აქ­ტუ­ა­ლო­ბა:

ამ სა­კითხის სიღ­რ­მი­სე­უ­ლი შეს­წავ­ლა ხელს შე­უწყობს მოს­წავ­ლე­ებ­ში მა­ღა­ლი სა­აზ­როვ­ნო უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ს. კერ­ძოდ:

♦ სა­ღი მსჯე­ლო­ბა და აღ­ქ­მა;

♦ ინ­ფორ­მა­ცი­ის კლა­სი­ფი­კა­ცია, ანა­ლი­ზი და სინ­თე­ზი­რე­ბა პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად;

♦ წყვილ­ში/ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ეფექ­ტუ­რი მუ­შა­ო­ბის უნა­რის დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბა;

♦ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი რო­ლე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის ადაპ­ტი­რე­ბა;

♦ შე­მეც­ნე­ბი­თი და მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი ინ­ტე­ლექ­ტი;

♦ ეროვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ფა­სე­ბა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, ტრან­ს­ფე­რის, მსჯე­ლო­ბის უნა­რი;

მოს­წავ­ლე­ე­ბი:

♦ გა­ი­გე­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის გან­ვ­ლილ სა­ფე­ხუ­რებს;

♦ ინ­ტერ­ნე­ტი­სა და ენ­ციკ­ლო­პე­დი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­აგ­რო­ვე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფარ­ნა­ვაზ მე­ფე­სა და ძვე­ლი ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბის შე­სა­ხებ;

♦ მო­ამ­ზა­დე­ბენ ელ. პრე­ზენ­ტა­ცი­ას, შექ­მ­ნი­ან ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის ორ­ნა­მენ­ტებს და და­ამ­ზა­დე­ბენ ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის პოს­ტე­რებს;

♦ გა­ი­აზ­რე­ბენ ანი­მა­ცი­უ­რი ვი­დე­ორ­გო­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას: „იცო­დე შე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რია“ /„ფარ­ნა­ვა­ზი და ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბა“/

♦ მხატ­ვ­რუ­ლად წა­ი­კითხა­ვენ აკა­კი წე­რეთ­ლის ლექსს: „ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი“

♦ შექ­მ­ნი­ან ელექ­ტ­რო­ნულ წიგნს: „მხი­ა­რუ­ლი ან­ბა­ნი“

ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი (მი­საღ­წე­ვი) შე­დე­გე­ბი:

ქართუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სტან­დარ­ტი  – I-IV კლა­სე­ბი

მე-4 კლა­სის სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვი სტან­დარ­ტის შე­დე­გე­ბი და მა­თი შე­ფა­სე­ბის ინ­დი­კა­ტო­რე­ბი
სახ­ვით­სა და გა­მო­ყე­ნე­ბით ხე­ლოვ­ნე­ბა­ში

პრო­ექ­ტის მსვლე­ლო­ბა (ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნე­ბი):

♦ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის იდე­ის მი­წო­დე­ბა;

♦ პრო­ექ­ტის სა­ვა­რა­უ­დო გეგ­მა­ზე მუ­შა­ო­ბა;

♦ სა­ბო­ლოო ვა­რი­ან­ტის დამ­ტ­კი­ცე­ბა;

♦ მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გაც­ნო­ბა-გა­აზ­რე­ბა, სა­მუ­შა­ოს გან­საზღ­ვ­რა, ფუნ­ქ­ცი­ა­თა გა­და­ნა­წი­ლე­ბა;

♦ ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბა სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, დად­გე­ნი­ლი გეგ­მის შე­სა­ბა­მისად;

♦ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გარ­ჩე­ვა (ანა­ლი­ზი-კვლე­ვა) და საპ­რე­ზენ­ტა­ციო მა­სა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა;

♦ ანი­მა­ცი­უ­რი ვი­დე­ორ­გო­ლის გა­აზ­რე­ბა/მსჯე­ლო­ბა;

♦ ან­ბა­ნის ორ­ნა­მენ­ტე­ბის და პოს­ტე­რე­ბის შექ­მ­ნა;

♦ ელ. პრე­ზენ­ტა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბა;

https://www.microsoft.com/en-us/microsoft-365/powerpoint

♦ ელ. წიგ­ნის შექ­მ­ნა/ https://www.storyjumper.com/book/read/167679811/659c55d54575b

♦ პრე­ზენ­ტა­ცია, პრო­ექ­ტის დას­კ­ვ­ნი­თი ნა­წი­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა;

♦ პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­თა შე­ფა­სე­ბა და უკუ­კავ­ში­რი.

პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბი:

წყვი­ლე­ბის მუ­შა­ო­ბა, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი სწავ­ლე­ბა, სწავ­ლა ძი­ე­ბი­თა და აღ­მო­ჩე­ნე­ბით, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­მუ­შაო. პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას უმ­თავ­რე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა მოს­წავ­ლე­თა წყვი­ლებ­ში და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მუ­შა­ო­ბას. ამ პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი მას­წავ­ლებ­ლის დახ­მა­რე­ბით თა­ვად ირ­ჩე­ვენ ძი­ე­ბი­სა და სწავ­ლის მე­თო­დებს. პრე­ზენ­ტა­ცი­ას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ წყვი­ლებ­ში და ასე­ვე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად.

პრო­ექ­ტის მო­ნი­ტო­რინ­გი და შე­ფა­სე­ბა:

გეგ­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს პრო­ექ­ტის მო­ნი­ტო­რინ­გის, შე­ფა­სე­ბის სტრა­ტე­გი­ი­სა და წარ­მა­ტე­ბის გა­სა­ზომ კრი­ტე­რი­უ­მებს, რო­მე­ლიც სრუ­ლად იძ­ლე­ვა პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სა და პრო­დუქ­ტის შე­ფა­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. მას­წავ­ლე­ბე­ლი აკ­ვირ­დე­ბა მოს­წავ­ლე­თა მუ­შა­ო­ბას ყო­ველ ეტაპ­ზე და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეხ­მა­რე­ბა მათ. გან­რი­გე­ბის მი­ხედ­ვით მო­ეწყო­ბა სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი.

პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე მოს­წავ­ლე­თა შე­ფა­სე­ბა:

გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი /ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მი­ე­ცე­მათ რჩე­ვე­ბი და მი­თი­თე­ბე­ბი/

გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კე­ბი:

პრე­ზენ­ტა­ცია

მოს­წავ­ლე­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბა­ში გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი:

  1. თა­ნამ­შ­რომ­ლობს წყვი­ლებ­ში მუ­შა­ო­ბის დროს;
  2. გა­მო­ხა­ტავს პა­ტი­ვის­ცე­მას გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მი­მართ;
  3. მე­გობ­რუ­ლია და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი [თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა];
  4. მო­ნა­წი­ლე­ობს დის­კუ­სი­ებ­ში, ასა­ბუ­თებს სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას;
  5. ბევრ კითხ­ვას სვამს, მა­ძი­ე­ბე­ლია. აქვს სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ე­ბი [კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა];
  6. ახა­რის­ხებს სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით მო­პო­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას;
  7. ახერ­ხებს მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის და­კავ­ში­რე­ბას კონ­კ­რე­ტულ სა­კითხებ­თან;
  8. ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია, იცავს დრო­ის ლი­მიტს, აფა­სე­ბას და ნათ­ლად და გა­სა­გე­ბად გად­მოსცემს სათ­ქ­მელს;
  9. ამ­ყა­რებს კონ­ტაქტს აუდი­ტო­რი­ას­თან.

სას­წავ­ლო პრო­ექ­ტის­თ­ვის სა­ჭი­რო რე­სურ­სე­ბი:

♦ მე-3 და მე-4 კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი;

♦ წიგ­ნე­ბი სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან;

♦ თა­ბა­ხის ფურ­ც­ლე­ბი, ფორ­მა­ტე­ბი, ფე­რა­დი ფან­ქ­რე­ბი, მარ­კე­რე­ბი;

♦ კო­მპი­უ­ტე­რი, ინ­ტერ­ნე­ტი, პრო­ექ­ტო­რი, ფო­ტო­ა­პა­რა­ტი (ან ტე­ლე­ფო­ნი შე­სა­ბა­მი­სი ფუნ­ქ­ცი­ით), ელ. პროგ­რა­მა;

♦ სა­ბეჭ­დი და სკა­ნე­რი.

პრო­ექ­ტის და­სას­რულს შევა­ჯა­მეთ ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბა. შე­ვავ­სეთ შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კა:

სას­წავ­ლო პრო­ექ­ტის რეფ­ლექ­სია

დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე (III-IV კლა­სი) გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ სას­წავ­ლო პრო­ექ­ტი, სა­ხელ­წო­დე­ბით: „ფარ­ნა­ვაზ მე­ფე და ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბა“.

თავ­და­პირ­ვე­ლად მოს­წავ­ლე­ებს მი­ვა­წო­დეთ იდეა, გა­ვა­ცა­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ეტა­პე­ბი, შემ­დეგ შე­ვი­მუ­შა­ვეთ გეგ­მა, გან­ვ­საზღ­ვ­რეთ მი­საღ­წე­ვი შე­დე­გე­ბი და შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა. გეგ­მის ნა­წი­ლებს ვას­რუ­ლებთ ეტა­პობ­რი­ვად, დად­გე­ნილ ვა­დებ­ში. მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბის მი­ხედ­ვით გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, წყვი­ლებ­ში და, ამა­ვე დროს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად დაგ­ვე­მუ­შა­ვე­ბი­ნა შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი (მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით).

პრო­ექ­ტის აქ­ტუ­ა­ლო­ბა. მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მე­ტად აქ­ტუ­ა­ლუ­რია თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლებ­ში, რად­გან მოს­წავ­ლე­ებ­ში აღ­ძ­რავს ინ­ტე­რესს არა მარ­ტო თე­მა­ტი­კი­თა და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბით, არა­მედ უვი­თა­რებს მა­ღა­ლ სა­აზ­როვ­ნო უნა­რე­ბს, კერ­ძოდ: საღ მსჯე­ლო­ბას და აღ­ქ­მას, ინ­ფორ­მა­ცი­ის კლა­სი­ფი­კა­ცი­ას, ანა­ლიზ­სა და სინ­თეზს, ეფექ­ტუ­რი მუ­შა­ო­ბის უნა­რის (წყვი­ლებ­ში, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად) დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბას, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი რო­­ლე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის ადაპ­ტი­რე­ბას, შე­მეც­ნე­ბით და მრა­ვალ­მ­ხ­რივ ინ­ტე­ლექტს, ეროვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ფა­სე­ბას, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, ტრან­ს­ფე­რის უნარს სა­განთ შო­რის კავ­შირს, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი თუ სხვა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი მიღ­წე­ვე­ბის ეფექ­ტი­ა­ნად გა­მო­ყე­ნე­ბას. ეს ყო­ვე­ლი­ვე კი და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს მოს­წავ­ლე­თა წინ­ს­ვ­ლა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე და აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბა­ზე.

პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი ჩა­მო­ყა­ლიბ­და დაწყე­ბის­თა­ნა­ვე. იგი იყო ნა­თე­ლი, კონ­კ­რე­ტუ­ლი და გა­ზომ­ვა­დი, სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და პრო­ექ­ტის აქ­ტუ­ა­ლო­ბას, და­სა­ხე­ლე­ბულ სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და, ზო­გა­დად, გა­ნათ­ლე­ბის მიზ­ნებ­სა და ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას.

პრო­ექ­ტის მიზ­ნე­ბი:

♦ მოს­წავ­ლე­ებს შე­ექ­მ­ნე­ბათ ზო­გა­დი წარ­მოდ­გე­ნა ფარ­ნა­ვაზ მე­ფე­ზე;

♦ გა­ი­გე­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე ან­ბა­ნის დამ­კ­ვიდ­რე­ბამ­დე გან­ვ­ლილ ეტა­პებს;

♦ მო­ი­ძი­ე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფარ­ნა­ვაზ მე­ფე­სა და ქარ­თულ დამ­წერ­ლო­ბა­ზე;

♦ გა­აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ ქარ­თუ­ლი ენის როლს ადა­მი­ან­თა ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში;

♦ კვლე­ვი­სა და ანა­ლი­ზის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ად­გე­ნენ ძვე­ლი და ახა­ლი დამ­წერ­ლო­ბის მსგავ­სე­ბა-გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას.

მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბი:

პრო­ექ­ტის მი­საღ­წე­ვი შე­დე­გე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს მე-3 და მე მე-4 კლა­სების მოს­წავ­ლის­თ­ვის ესგ-ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ შე­დე­გებს, სა­გ­ნებს შო­რის კავ­შირს, ტრან­ს­ფე­რის უნარ­სა და აქ­ტი­უ­რად ჩარ­თ­ვას სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში, რაც ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რია. გეგ­მა­ში ჩანს პრო­ექ­ტის შე­დე­გე­ბის მდგრა­დო­ბა. ამას ადას­ტუ­რებს მოს­წავ­ლე­თა მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში და ისიც, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც სი­ა­მოვ­ნე­ბით იხ­სე­ნე­ბენ სხვა­დას­ხ­ვა ეტაპს, გა­ტა­ცე­ბუ­ლი არი­ან პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შეს­წავ­ლი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბით. ვთვლით, რომ შე­დე­გი მიღ­წე­უ­ლია, რად­გან მოს­წავ­ლე­ებ­მაც გა­ი­აზ­რეს და გა­ი­თა­ვი­სეს მო­ცე­მუ­ლი სა­კითხე­ბი. პრო­ექ­ტი მდგრა­დია და მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რ­ძე­ლებს მუ­შა­ო­ბას.

პრო­ექ­ტის მო­ნი­ტო­რინ­გი და შე­ფა­სე­ბა

მოს­წავ­ლე­თა მუ­შა­ო­ბას ყო­ველ ეტაპ­ზე ვაკ­ვირ­დე­ბო­დით და, სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვეხ­მა­რე­ბო­დით კი­დეც. ასე­ვე, ეტა­პობ­რი­ვად, კონ­სულ­ტა­ციას ვუ­წევ­დით შე­სა­ბა­მი­სი სა­კითხე­ბის გა­აზ­რე­ბა­სა და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა­ში. დას­კ­ვ­ნით ეტაპ­ზე მოს­წავ­ლე­ებ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ავ­ლი­ნეს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

გან­რი­გის მი­ხედ­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი.

პრო­ექ­ტ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ მო­ნა­წი­ლე­თა გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნე, ასა­კი, ინ­ტე­რე­სე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბა – ისი­ნი შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­თა შე­საძ­ლებ­ლო­ბებს; პრო­ექ­ტით და­სა­ხულ მიზ­ნებ­სა და გან­საზღ­ვ­რულ შე­დე­გებს. მოს­წავ­ლე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლე­ბი რო­გორც პრო­ექ­ტის იდე­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ასე­ვე პრო­ექ­ტის და­გეგ­მ­ვის, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის და შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­ში. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებ­დ­ნენ მას­წავ­ლებ­ლის მი­თი­თე­ბებს, აფა­სებ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნე­თის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს.

პრო­ექ­ტ­ში ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და დას­კ­ვ­ნი­თი ნა­წი­ლი – პრე­ზენ­ტა­ცია. პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მი­ი­ღეს აშ­კა­რა სარ­გე­ბე­ლი. სა­განთაშო­რის კავ­შირ­მა კი­დევ უფ­რო ნათ­ლად და­ა­ნა­ხა მათ, რომ პრო­ექ­ტი წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. ტრან­ს­ფე­რის გან­ვი­თა­რე­ბა ოც­და­მე­ერ­თე სა­უ­კუ­ნის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და აუცი­ლე­ბე­ლი უნა­რია, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ებს დაწყე­ბით კლა­სე­ბი­დან­ვე უნ­და გა­ნუ­ვი­თარ­დეთ, რომ შემ­დეგ უფ­რო მარ­ტი­ვად შეძ­ლონ და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

მოს­წავ­ლე­ებ­მა შე­ის­წავ­ლეს წყვი­ლებ­ში, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პე­ბი, აიმაღ­ლეს ზო­გა­დი ინ­ტე­ლექ­ტი. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­მა­ტე­ბა და/ან მო­დი­ფი­ცი­რე­ბა არ მომ­ხ­და­რა, ყვე­ლა­ფე­რი წა­რი­მარ­თა გეგ­მის მი­ხედ­ვით. მო­მა­ვალ­ში, მსგავს პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, აუცი­ლებ­ლად წი­ნას­წარ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ სხვა ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ის მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბას, რა­თა მათ­თ­ვი­საც სა­სარ­გებ­ლო, სა­ინ­ტე­რე­სო და აქ­ტუ­ა­ლუ­რი გავ­ხა­დოთ ეს სა­კითხე­ბი.

პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­თა შე­ფა­სე­ბა: გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი (ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი რჩე­ვე­ბი და მი­თი­თე­ბე­ბი).

შე­ფა­სე­ბა­ში გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ მოს­წავ­ლე­თა გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა, მი­ვე­ცით სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვე­ბი, მი­თი­თე­ბე­ბი. სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და უკუ­კავ­ში­რიც. სა­ბო­ლო­ოდ აზ­რი გა­მოთ­ქ­ვეს მოს­წავ­ლე­ებ­მა, მას­წავ­ლებ­ლებ­მა და პო­ზი­ტი­უ­რად შე­ა­ფა­სეს ჩვე­ნი ერ­თ­თ­ვი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გი.

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები