3 დეკემბერი, შაბათი, 2022

ფარ­თოვ­დე­ბა იმ პირ­თა წრე, რომ­ლებ­საც სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლად და­საქ­მე­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ

spot_img

გა­სულ კვი­რას გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტეტ­მა „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბა­ზე იმ­ს­ჯე­ლა. კონ­კ­რე­ტუ­ლად, ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც კა­ნონ­პ­რო­ექ­ტ­შია ასა­ხუ­ლი, მიზ­ნად ისა­ხავს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. არ­სე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის წრე ფარ­თოვ­დე­ბა. რას გუ­ლის­ხ­მობს ცვლი­ლე­ბა? რო­გორც კო­მი­ტეტ­ში გა­მარ­თულ სხდო­მა­ზე ით­ქ­ვა, სპეც­მას­წავ­ლებ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტან­დარ­ტი­ზა­ცი­ი­თა და რეგ­ლა­მენ­ტი­რე­ბით ამაღ­ლ­დე­ბა მა­თი კვა­ლი­ფი­კა­ცია.

კონ­კ­რე­ტულ ცვლი­ლე­ბებ­სა და მიზ­ნებ­ზე სა­უბ­რი­სას, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ, ვა­ლე­რი­ან გობ­რო­ნი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­ნათ­ლე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის საკ­მა­რი­სი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო სა­ფუძ­ვ­ლე­ბი გაჩ­ნ­დე­ბა და შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სის­ტე­მა­ში ჩარ­თუ­ლი, გა­მოც­დი­ლი პი­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა; ამ ცვლი­ლე­ბით, და­ზუს­ტ­დე­ბა რო­გორც სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის დად­გე­ნი­ლი მოთხოვ­ნე­ბი, ასე­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლი­სა და სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მის გან­მარ­ტე­ბა.

რო­გორც პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვი­სას აღი­ნიშ­ნა, ცვლი­ლე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­მართ არ­სე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დახ­ვე­წის სა­ჭი­რო­ე­ბამ გა­მო­იწ­ვია. შე­სა­ბა­მი­სად, კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის გა­ნათ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, ზუს­ტ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის დად­გე­ნი­ლი მოთხოვ­ნე­ბი და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შე­საძ­ლო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე მე­ტი პი­რი, რო­მელ­საც უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა გახ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი. კერ­ძოდ, კა­ნო­ნის ძა­ლა­ში შეს­ვ­ლის შემ­დეგ, არ­სე­ბუ­ლი მო­დე­ლის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ფსი­ქო­ლო­გის ან ოკუ­პა­ცი­უ­რი თე­რა­პევ­ტის აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხის მქო­ნე პირს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მა, და­საქ­მ­დეს სკო­ლებ­ში სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლად. ასე­ვე, იგეგ­მე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტი­ა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის ამოქ­მე­დე­ბაც, რო­მე­ლიც უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში აისა­ხე­ბა. პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, პირს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა, და­საქ­მ­დეს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამის გარ­და, სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ან გა­ნათ­ლე­ბის აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხის (დოქ­ტო­რის ხა­რის­ხის) მო­პო­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ­კი ნაშ­რო­მი შე­ე­ხე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბას, პირს მი­ე­ცე­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, იმუ­შა­ოს სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლად. „ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, ფარ­თოვ­დე­ბა იმ პირ­თა წრე, რომ­ლებ­საც სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლად და­საქ­მე­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ. ასე­თი ტი­პის გა­ფარ­თო­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა კი, სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ­მა პრაქ­ტი­კამ გვიჩ­ვე­ნა – ფსი­ქო­ლო­გე­ბი, ოკუ­პა­ცი­უ­რი თე­რა­პევ­ტე­ბი ის პი­რე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც რამ­დე­ნი­მე წე­ლია შე­მო­სუ­ლი არი­ან სის­ტე­მა­ში და ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რად არ­თ­მე­ვენ თავს მათ­ზე და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვაძ­ლევთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, გა­ი­ფარ­თო­ონ თა­ვი­ან­თი კვა­ლი­ფი­კა­ცია,“ – აღ­ნიშ­ნა ვა­ლე­რი­ან გობ­რო­ნი­ძემ.

სკო­ლებ­ში ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის შეს­ვ­ლას ემ­სა­ხუ­რე­ბა უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ში, მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მის ანა­ლო­გი­უ­რი, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მის შე­თა­ვა­ზე­ბაც და 300-კრე­დი­ტი­ან სა­ბა­კა­ლავ­რო-სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა­ში 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მის ინ­ტეგ­რი­რე­ბა, რაც გუ­ლის­ხ­მობს იმას, რომ შე­სა­ბა­მი­სი მო­დე­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის უნ­და ჩა­შენ­დეს 300-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მებ­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში“ ცვლი­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ცვლი­ლე­ბა „უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­შიც“ აისა­ხე­ბა, რაც ბუ­ნებ­რი­ვი, თან­მ­დე­ვი პრო­ცე­სია,

პირ­ველ მოს­მე­ნა­ზე, რო­მელ­ზეც კო­მი­ტეტ­მა კა­ნონ­პ­რო­ექტს მხა­რი და­უ­ჭი­რა, გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარ­მა კი­დევ ერ­თი ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­ახ­მო­ვა­ნა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის ცვლი­ლე­ბებს და­ე­მა­ტოს: „შე­საძ­ლე­ბე­ლია, ვი­მუ­შა­ოთ მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მის ისეთ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზეც, რო­გო­რიც გვაქვს ბა­კა­ლავ­რ­დამ­თავ­რე­ბულ­თათ­ვის. რამ­დე­ნი­მე თვის წინ შე­ვი­და ცვლი­ლე­ბა კა­ნონ­ში, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სტუ­დენ­ტებს მი­ვე­ცით შე­საძ­ლებ­ლო­ბა, პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­ი­ა­რონ მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა. ალ­ბათ, აქაც ლო­გი­კუ­რია – თუ ის და­ვუ­შვით ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, სპეც­მას­წავ­ლებ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­შიც შე­იძ­ლე­ბა და­ვა­მა­ტოთ ასე­თი ცვლი­ლე­ბა. მეს­მის, რომ 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა ცალ­კე უნ­და არ­სე­ბობ­დეს, იმი­ტომ, რომ შე­იძ­ლე­ბა, ბაკ­ალავ­რი­ა­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გა­უჩ­ნ­დეს პირს სურ­ვი­ლი, რომ გა­ი­ა­როს მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა. ამი­ტომ, ბუ­ნებ­რი­ვია ეს კა­რი არ უნ­და ჩა­ვუ­კე­ტოთ, მაგ­რამ მათ­თ­ვის, ვინც ახ­ლა სწავ­ლობს და აქვს სურ­ვი­ლი, გა­დად­გას ეს ნა­ბი­ჯი, ალ­ბათ, ლო­გი­კუ­რი იქ­ნე­ბა ასე­ვე და­ვუშ­ვათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა და იმ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც იარ­სე­ბებს სპეც­მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა, მივ­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად გა­ი­ა­რონ. სწო­რი იქ­ნე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზეც ვიმ­ს­ჯე­ლოთ და შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბა მი­ვი­ღოთ კა­ნონ­ში“.

პრო­ექ­ტის წარ­დ­გე­ნი­სას ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვილ­და კი­დევ ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან დე­ტალ­ზე, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს იმ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­სა და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თ­ვის მიზ­ნით მი­ე­ნი­ჭე­ბა.

კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, იგუ­ლის­ხ­მე­ბა სკო­ლა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი უსაფ­რ­თხო­ე­ბის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვის, მწვა­ვე ქცე­ვი­თი სირ­თუ­ლე­ე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის დაძ­ლე­ვა. რო­გორც მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ გა­ნაცხა­და, ეს პრო­ცე­დუ­რე­ბი დღე­საც არ­სე­ბობს სკო­ლებ­ში, სა­დაც ჩარ­თუ­ლია ფსი­ქო­ლო­გი, სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი, ასე­ვე მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი, თუმ­ცა, კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, შე­იქ­მ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­იდ­ლა­ი­ნი, რომ წი­ნას­წარ გა­წე­რი­ლი პრო­ტო­კო­ლის მი­ხედ­ვით იმოქ­მე­დოს პირ­მა, რა­თა სწრა­ფად, მი­ნი­მა­ლუ­რი ზი­ა­ნი­თა და მაქ­სი­მა­ლუ­რი სარ­გებ­ლით მოხ­დეს სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტ­ვა.

ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტით და­ზუს­ტ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლი­სა და სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მის ცნე­ბის გან­მარ­ტე­ბა; ასე­ვე გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა ტერ­მი­ნი ტრან­ზა­ცია, რაც გუ­ლის­ხ­მობს პი­რის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე მორ­გე­ბულ პრო­ცესს, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში წარ­მა­ტე­ბულ ინ­ტეგ­რა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

რო­გორც ვა­ლე­რი­ან გობ­რო­ნი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ხელს უწყობს სა­მარ­თ­ლი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, სა­დაც ყვე­ლა ინ­დი­ვი­დი და­ფა­სე­ბუ­ლია. მი­სი­ვე თქმით, გა­ნათ­ლე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე პი­რებს, სრუ­ლად მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში, და­საქ­მ­დ­ნენ, ჩარ­თუ­ლი იყ­ვ­ნენ კულ­ტუ­რულ, სპორ­ტულ, სო­ცი­ა­ლურ თუ პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. „სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის აკა­დე­მი­უ­რი, ფუნ­ქ­ცი­უ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში დიდ როლს თა­მა­შობს სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი და ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რაც ხელს უწყობს სკო­ლის კულ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას არა მარ­ტო სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­ში, არა­მედ ნე­ბის­მი­ე­რი მოს­წავ­ლის სო­ცი­ა­ლურ თუ პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში“.

ცხა­დია, აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის საკ­მა­რი­სი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო სა­ფუძ­ვ­ლე­ბი გაჩ­ნ­დე­ბა და შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სის­ტე­მა­ში ჩარ­თუ­ლი გა­მოც­დი­ლი, სხვა­დას­ხ­ვა სპე­ცი­ა­ლო­ბის მქო­ნე პი­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, თუმ­ცა, ძა­ლი­ან დი­დი დრო დას­ჭირ­და იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას, რომ ფსი­ქო­ლო­გე­ბი და სხვა მო­მიჯ­ნა­ვე სპე­ცი­ა­ლო­ბის მქო­ნე პი­რე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე სპე­ცა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დ­ნენ სკო­ლებ­ში სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან, სა­უ­კე­თე­სო რე­სურ­სია იმი­სათ­ვის, რომ სის­ტე­მა­ში შექ­მ­ნი­ლი სპეც­მას­წავ­ლებ­ლის დე­ფი­ცი­ტი და­იძ­ლი­ოს.

„რო­დე­საც ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვა და­იწყო სკო­ლებ­ში, პირ­ვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ვინც შე­ვიდ­ნენ სკო­ლებ­ში და სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლე­ბად მუ­შა­ობ­დ­ნენ, სწო­რედ ფსი­ქო­ლო­გე­ბი იყ­ვ­ნენ. მე­ტიც, ის გარ­კ­ვე­უ­ლი მიღ­წე­ვე­ბი, რაც იმ დრო­ის­თ­ვის სკო­ლებ­ში იყო, უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მა­თი დამ­სა­ხუ­რე­ბაა,“ – გვე­უბ­ნე­ბა 157-ე სკო­ლის ფსი­ქო­ლო­გი თა­მარ ჩო­ჩიშ­ვი­ლი. ფსი­ქო­ლო­გი იხ­სე­ნებს, წლე­ბის წინ, სპეც­მას­წავ­ლებ­ლის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ, რო­გორ და­ტო­ვა სის­ტე­მამ ისი­ნი პრო­ცე­სებს მიღ­მა და ამ­ბობს, რომ ეს იყო შეც­დო­მა, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რ­მა მის­მა კო­ლე­გამ, კვა­ლი­ფი­ცი­ურ­მა კად­რ­მა და­ტო­ვა სკო­ლა.

რა გა­მო­იწ­ვია ამან რე­ა­ლუ­რად? „გა­მო­იწ­ვია ის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც რე­ა­ლუ­რად აქვთ ბავ­შ­ვის კოგ­ნი­ტუ­რი, აკა­დე­მი­უ­რი თუ ემო­ცი­უ­რი უნა­რე­ბის შე­ფა­სე­ბის ძა­ლი­ან კარ­გი კომ­პე­ტენ­ცია, ამ პრო­ფე­სი­ის მიღ­მა დარ­ჩ­ნენ. იმავ­დ­რო­უ­ლად, სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბად მუ­შა­ო­ბა შე­ეძ­ლო ნე­ბის­მი­ე­რი საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელს. ისიც ხომ უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ მიდ­გო­მე­ბი სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან უკეთ იცი­ან კო­ლე­გებ­მა (ფსი­ქო­ლო­გებ­მა), ვიდ­რე საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც არ არი­ან ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი. მდგო­მა­რე­ო­ბას ისიც ამ­წ­ვა­ვებს, რომ სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სკო­ლებ­ში ყო­ველ­წ­ლი­უ­რად იც­ვ­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, იზ­რ­დე­ბა მოთხოვ­ნა სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლებ­ზე. საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბად გა­და­ვიდ­ნენ, ფაქ­ტია, რომ საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნ­და – სის­ტე­მა მოთხოვ­ნას ვე­ღარ პა­სუ­ხობს. ისიც სა­ყუ­რადღე­ბოა, რომ მათ­გან უმ­რავ­ლე­სო­ბას, ასე ვთქვათ, ახ­ლი­დან უწევს სწავ­ლა, რო­გორ მი­უდ­გეს სსსმ მოს­წავ­ლე­ებს – რო­გორ შე­ა­ფა­სოს სწო­რად, რო­გორ ჩარ­თოს სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში; ზო­გა­დად, მათ ნაკ­ლე­ბად იცი­ან ქცე­ვის მარ­თ­ვის სტრა­ტე­გი­ე­ბიც, მა­გა­ლი­თად, რო­გორ მო­იქ­ც­ნენ, რო­დე­საც მოს­წავ­ლეს რთუ­ლი ქცე­ვა აქვს და ა.შ. ესეც პრობ­ლე­მაა, იმას­თან ერ­თად, რომ სის­ტე­მა რა­ო­დე­ნობ­რი­ვად ვე­ღარ პა­სუ­ხობს მოთხოვ­ნას, ანუ მოთხოვ­ნა აჭარ­ბებს მი­წო­დე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, ის ფაქ­ტი, რომ გა­ნი­ხი­ლე­ბა კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი, რომ­ლის დამ­ტ­კი­ცე­ბის შემ­დე­გაც ფსი­ქო­ლო­გებს და ოკუ­პა­ცი­ურ თე­რა­პევ­ტებს ან მო­მიჯ­ნა­ვე სპე­ცი­ა­ლის­ტებს ამ პრო­ფე­სი­ა­ში მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ, ჩე­მი აზ­რით, მხო­ლოდ და­დე­ბი­თად წა­ად­გე­ბა სფე­როს. ერ­თია, რომ და­ნაკ­ლისს შე­ვავ­სებთ და სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ადეკ­ვა­ტუ­რი იქ­ნე­ბა სკო­ლებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და მე­ო­რე, კი­დევ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი – იქ­ნე­ბი­ან კად­რე­ბი, რომ­ლებ­მაც უკ­ვე იცი­ან ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბი – ემო­ცი­უ­რი, კოგ­ნი­ტუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი და, შე­სა­ბა­მი­სად, საკ­მა­ოდ კარ­გად გა­არ­თ­მე­ვენ ამ მო­ვა­ლე­ო­ბას თავს.

იმ­დე­ნად გა­ი­წე­ლა დრო­ში კა­ნო­ნის მი­ღე­ბა, რო­მელ­მაც სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლე­ბელს მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა, რომ სის­ტე­მამ, ამ მო­ლო­დინ­შიც, უკ­ვე ბევ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი და­კარ­გა.

რე­ა­ლუ­რად, კა­ნონ­მა მას­წავ­ლებ­ლე­ბი ასე­თი არ­ჩე­ვ­ნის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა – ან საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლო­ბა, ან სპეც­მას­წავ­ლებ­ლო­ბა. ერთ-ერ­თი უნ­და აგერ­ჩია. ბევ­რ­მა არ­ჩე­ვა­ნი საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლო­ბის სა­სარ­გებ­ლოდ გა­ა­კე­თა და ამას თა­ვი­სი ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბიც ჰქონ­და. რო­დე­საც ამ არ­ჩე­ვანს აკე­თებ­დ­ნენ, ასე­თი მო­ცე­მუ­ლო­ბა ჰქონ­დათ: სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის ძა­ლი­ან და­ბა­ლი ანაზღა­უ­რე­ბა და წინ­ს­ვ­ლის არა­ნა­ი­რი პერ­ს­პექ­ტი­ვა (არც სქე­მა იყო დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი, არც გა­მოც­დე­ბი), საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბი კი, გა­ცი­ლე­ბით უკე­თეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ – გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი ანაზღა­უ­რე­ბი­თა და წინ­ს­ვ­ლის პერ­ს­პექ­ტი­ვით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოხ­და ის, რაც მოხ­და და ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ვიც­ნობ­დი და ძა­ლი­ან დამ­წყ­და გუ­ლი, ამ სფე­რო­დან რომ წა­ვი­და – გა­და­ვი­და საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლად.

ამ ფაქ­ტე­ბის გა­მო, რაც ჩა­მოვ­თ­ვა­ლე, მა­შინ სის­ტე­მამ მარ­თ­ლა ბევ­რი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი და­კარ­გა. ამის შემ­დე­გაც, კად­რე­ბის გა­დი­ნე­ბა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, მუდ­მი­ვად ხდე­ბო­და. რო­გორც იქ­ნა, დამ­ტ­კიც­და სქე­მა, გა­მოც­დე­ბიც და­იწყო, მარ­თა­ლია ჯერ წამ­ყ­ვა­ნის არ არის, მაგ­რამ უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­და უკ­ვე მე­ო­რე წე­ლია ტარ­დე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­ლე პორ­ტ­ფო­ლი­ოს წარ­მო­ე­ბაც დამ­ტ­კიც­დე­ბა და ნელ-ნე­ლა სპეც­მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია უფ­რო მიმ­ზი­დე­ვე­ლი გახ­დე­ბა. თუმ­ცა, ის კად­რე­ბი, რო­მელ­თა გა­დი­ნე­ბაც მოხ­და, აღარ მგო­ნია უკან დაბ­რუნ­დ­ნენ. მათ თა­ვი­ანთ სა­გან­ში, რო­მელ­საც ას­წავ­ლი­ან, წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს და თა­ვი და­იმ­კ­ვიდ­რეს, ანუ ნუ­ლი­დან აღარ და­იწყე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, ერ­თა­დერ­თი სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, არ­სე­ბულ მოთხოვ­ნას რომ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბით ვუ­პა­სუ­ხოთ, ჩე­მი აზ­რით, სის­ტე­მა­ში ფსი­ქო­ლო­გე­ბის, ოკუ­პა­ცი­უ­რი თე­რა­პევ­ტე­ბი­სა და მო­მიჯ­ნა­ვე პრო­ფე­სი­ე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბად და­საქ­მე­ბის დაშ­ვე­ბაა.“ – ამბობს თამარ ჩოჩიშვილი.

გა­მო­ი­ყე­ნებს თუ არა სკო­ლის მოქ­მე­დი ფსი­ქო­ლო­გი კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბის ასახ­ვის შემ­დეგ გა­ჩე­ნილ ალ­ტერ­ნა­ტი­ვას, თა­მა­რი ამ­ბობს, რომ არ­ჩე­ვანს ისევ ფსი­ქო­ლო­გო­ბა­ზე გა­ა­კე­თებს, რად­გან სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის გრა­ფი­კის მი­ხედ­ვით, მის­თ­ვის უფ­რო მი­სა­ღე­ბია. „არ­ჩე­ვანს ვა­კე­თებ მხო­ლოდ იმის გა­მო, რომ ამის გარ­და სხვა სამ­სა­ხუ­რე­ბიც მაქვს და სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც სა­ა­თობ­რი­ვად მე­ტია, ფი­ზი­კუ­რად ვერ შე­ვი­თავ­სებ. ამის გარ­და, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­თან ვმუ­შა­ობ კოგ­ნი­ტურ უნა­რებ­ზე, რაც ჩემ­თ­ვის, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის­თ­ვის, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.“ თუმ­ცა, ამ­ბობს, რომ მის გარ­შე­მო არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, საკ­მა­ოდ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ფსი­ქო­ლო­გე­ბი, რომ­ლებ­მაც იცი­ან სსსმ ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კა, რო­გორ გა­უმ­კ­ლავ­დ­ნენ ქცე­ვით სირ­თუ­ლე­ებს, ასე­ვე, კოგ­ნი­ტუ­რი უნა­რე­ბის შე­ფა­სე­ბა, გან­ვი­თა­რე­ბა და სურ­ვი­ლი აქვთ, და­საქ­მ­დ­ნენ სკო­ლებ­ში სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბად. თუ­კი კა­ნო­ნი ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს, ფიქ­რობს, რომ ბევ­რი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რი შე­ე­მა­ტე­ბა სკო­ლებს სპეც­მას­წავ­ლე­ბ­ლების სა­ხით.

ცვლი­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტით დად­გე­ნილ მოთხოვ­ნებს და ერთ-ერთ შემ­დეგ მოთხოვ­ნას:

ა) უნ­და ჰქონ­დეს მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სა­ბა­კა­ლავ­რო-სა­მა­გის­ტ­რო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის ან მა­გის­ტ­რა­ტუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბის შე­დე­გად მი­ნი­ჭე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მა­გის­ტ­რის ან მას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი (ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სა­ფე­ხუ­რის საგ­ნის/საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბის უფ­ლე­ბის მი­თი­თე­ბით) და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ჰქონ­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით გან­საზღ­ვ­რუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­და ან მო­პო­ვე­ბუ­ლი ჰქონ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის დაძ­ლე­ვის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტი;

ბ) უნ­და ჰქონ­დეს მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სა­ბა­კა­ლავ­რო-სა­მა­გის­ტ­რო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბის შე­დე­გად მი­ნი­ჭე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მა­გის­ტ­რის ან მას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი და ამ პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში გავ­ლი­ლი უნ­და ჰქონ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის მო­დუ­ლი;

გ) უნ­და ჰქონ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ან გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის (ნაშ­რო­მი უნ­და ეხე­ბო­დეს ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბას) დოქ­ტო­რის აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი;

დ) უნ­და ჰქონ­დეს სულ მცი­რე ბა­კა­ლავ­რის ან მას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი და გავ­ლი­ლი უნ­და ჰქონ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა ან ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ჰქონ­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით გან­საზღ­ვ­რუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­და ან მო­პო­ვე­ბუ­ლი ჰქონ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის დაძ­ლე­ვის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტი;

ე) უნ­და ჰქონ­დეს მას­წავ­ლებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით ან, სულ მცი­რე, ფსი­ქო­ლო­გის ბა­კა­ლავ­რის ან ოკუ­პა­ცი­უ­რი თე­რა­პევ­ტის აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ჰქონ­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით გან­საზღ­ვ­რუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­და ან მო­პო­ვე­ბუ­ლი ჰქონ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის დაძ­ლე­ვის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტი.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

საქართველოს პარლამენტმა, 20 ოქტომბერს პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონებში შესატან ცვლილებებს.

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები