27 დეკემბერი, პარასკევი, 2024

სკოლებში სწავლა ჰიბრიდული მოდელით გაგრძელდება

spot_img

„სწავლა გაგრძელდება იმ ფორმატში, რა ფორმატშიც ახლა მიმდინარეობს. სკოლები კარგად არიან მომზადებული, რომ ეს პროცესი მართონ“,  – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

„იცით მთავარი სლოგანი, რომელსაც მე პირადად ვეთანხმები – პანდემიების პერიოდში სწავლა უნდა შეჩერდეს ყველაზე ბოლოს და უნდა გაიხსნას ყველაზე ადრე, – აცხადებს  დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გაყრელიძე,  – „გეთანხმებით, რომ ინფიცირების პროცენტი აბსოლუტურ რიცხვში გაზრდილია, რადგან 24 000 შემთხვევა გვაქვს, მაგრამ პროცენტულად, წილობრივად, ბავშვებში ინფიცირება გაზრდილი არ არის, არც მასწავლებლებში არ არის წილობრივად გაზრდილი. იცით მთავარი სლოგანი, რომელსაც მე პირადად ვეთანხმები – პანდემიების პერიოდში სწავლა უნდა შეჩერდეს ყველაზე ბოლოს, ანუ როცა.წ. შეზღუდვები წესდება და უნდა გაიხსნას ყველაზე ადრე. ეს გვაჩვენა ამ 2 წლის გამოცდილებამაც, აღნიშნულმა გარდა ჯანმრთელობის დაზიანებისა, გარდა ეკონომიური ზიანისა, უზარმაზარი ზიანი მოუტანა ჩვენს ბავშვებს, განსაკუთრებით, სასკოლო განათლებას. ამიტომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის, გაერო-ს ბავშვთა ფონდისთვის ეს სლოგანი არის მთავარი, რომელსაც ჩვენ მივყვებით.

 

შეგახსენებთ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, 29 იანვარს განვრცელებული ინფორმაციის თანხმად, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სრულად დისტანციურ სწავლებაზე 201 სკოლა და 304 ცალკეული კლასი იმყოფება. რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 125-მა მასწავლებელმა გამოთქვა.

ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებელთა 2,7%-ს და მოსწავლეების 0,9%-ს დაუდასტურდა.

ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%.

სკოლებში უსაფრთხო გარემოს მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ორჯერადად აცრილი ან კოვიდგადატანილი მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი – კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენტესტით.

 

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები