იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც საქართველოში სწავლის გაგრძელების მიზნით, 20 აგვისტოს ჩათვლით, დარეგისტრირდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ტესტირება 2 სექტემბერს 11:00 საათზე ჩატარდება.
მისამართი: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ე. მინდელის N9.
⇒ საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად აპლიკანტი 10:00 საათზე უნდა გამოცხადდეს და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი. დაგვიანების შემთხვევაში, გამოსაცდელი ტესტირებაზე აღარ დაიშვება.
⇒ ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში აპლიკანტს ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამისი კალმითა და სხვა საჭირო ნივთებით.
ტესტირების ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი. ტესტირებაზე დაცული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.
ზოგადი უნარების ტესტის დავალებათა ნიმუშები
გაითვალისწინეთ, რომ წარმოდგენილ ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან:
√ წაკითხულის გააზრება – 7 დავალება;
√ ლოგიკური მსჯელობა – 7 დავალება;
√ რაოდენობრივი მსჯელობა – 7 დავალება.
⇒ გამოცდაზე თითოეულ ნაწილში შესასრულებელი გექნებათ 15 დავალება. ტესტი შედგება 45 არჩევითპასუხებიანი ტესტური დავალებისაგან. თითოეულ დავალებას აქვს 5 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის სწორი. თითოეულ ტესტურ დავალებაზე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი – 0 ქულით.
⇒ გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას.
დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის პროცედურებისა და საგამოცდო პროცესის შესახებ იხ. ბმულზე