26 ნოემბერი, შაბათი, 2022

უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საგნის გამოცდების ტესტის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები

spot_img

2022 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საგნის გამოცდების ტესტის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები

  1. ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტით შემოწმდება:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი მოთხოვნების ცოდნა;
  2. საგნის სწავლებისათვის აუცილებელი ლინგვისტური და ლიტერატურული მასალის ცოდნა;
  3. სხვადასხვა ტიპის ტექსტის გააზრებისა და ანალიზის უნარი;
  4. კრიტიკული აზროვნების უნარი;
  5. წერის კულტურა.

 

  1. ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

 

ესტი ხუთი ნაწილისაგან შედგება:

1) მოსმენილი ტექსტის გაგება და გააზრება;

2) წაკითხული ტექსტის გაგება და გააზრება;

3) წერა;

4) პროფესიული ცოდნა;

5) ქართულ ენაზე მეტყველება.

ქართულის, როგორც მეორე ენის, ტესტით შემოწმდება:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი მოთხოვნების ცოდნა;
  2. პროფესიული ცოდნა (საგნის სწავლებისათვის აუცილებელი ლინგვისტური და ლიტერატურული მასალის ფლობა) და მისი პრაქტიკული გამოყენების უნარი;
  3. შეფასების სხვადასხვა მეთოდის გამოყენება სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად;
  4. მოსმენილი ტექსტის გაგებისა და გააზრების უნარი;
  5. წაკითხული ტექსტის გაგებისა და გააზრების უნარი;
  6. წერის კულტურა;
  7. ქართულ ენაზე მეტყველების უნარი;
  8. კრიტიკული აზროვნების უნარი.

 

  1. ისტორია (საბაზო/საშუალო საფეხური)

საგნის გამოცდაზე ისტორიის ტესტში შეფასდება:

* საგნის სწავლებისათვის აუცილებელი მასალის ცოდნა;

* ისტორიული წყაროების ანალიზის უნარი;

* ლოგიკური მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების უნარი.

ტესტში ყოველი დავალების კონკრეტული შეფასება ხდება წინასწარ შემუშავებული შეფასების სქემის მიხედვით.

  1. სამოქალაქო განათლება (საბაზო/საშუალო საფეხური)

სამოქალაქო განათლების ტესტით მოწმდება გამოსაცდელი პირის საგნობრივი კომპეტენცია

(ცოდნა და უნარები):

  • საპროგრამო მასალის ცოდნა და მისი გამოყენების უნარი (რეპროდუცირება);
  • სხვადასხვა სახით (ტექსტი, რუკა, ფოტო, დიაგრამა) წარმოდგენილი მასალიდან საჭირო ინფორმაციის გამოყოფა (იდენტიფიცირება);
  • ერთი და იმავე ინფორმაციის სხვადასხვა სახით გამოხატვა (ტრანსფორმაცია);
  • საპროგრამო მასალის გააზრების, ანალიზის, განზოგადებისა და ინფორმაციიდან დასკვნის გამოტანის უნარი (პროდუცირება);
  • დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნების უნარი (თავისუფალი პროდუცირება).
  1. ქიმია (საბაზო/საშუალო საფეხური)
  • საგამოცდო პროგრამით განსაზღვრული ფაქტობრივი მასალის ცოდნა და კონკრეტულ ამოცანებში ამ ცოდნის გამოყენების უნარი.
  • გრაფიკებით, სქემებით, ცხრილებითა და დიაგრამებით მოწოდებული ინფორმაციის გაგებისა და ანალიზის უნარი.
  • მოცემული ამოცანის პირობიდან არსებითი მონაცემების შერჩევის უნარი.
  • ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით არასტანდარტული ამოცანის ამოხსნის უნარი.
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერების სფეროში დაგროვილი ცოდნის პრაქტიკული გამოყენება.
  • დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნების უნარი.
  • მეცნიერული ტერმინოლოგიის ადეკვატურად გაგება და გამოყენება.
  1. გეოგრაფია (საბაზო/საშუალო საფეხური)

საგნის გამოცდაზე გეოგრაფიის ტესტით შეფასდება:

  • ფაქტობრივი მასალის ცოდნა;
  • გეოგრაფიული ცნებებისა და ტერმინების ადეკვატური გამოყენება;
  • გეოგრაფიული მოვლენებისა და პროცესების დამახასიათებელი, არსებითი ნიშნების გამოვლენა;
  • გეოგრაფიული მოვლენებისა და პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენა;
  • გეოგრაფიული რუკების კითხვა, მოპოვებული ინფორმაციის ინტერპრეტაცია და ანალიზი;
  • გრაფიკების, ცხრილებისა და დიაგრამების გამოყენებით ინფორმაციის შეჯერება/ ანალიზი და მათი მარტივი ანალოგების შექმნა;
  • გეოგრაფიული მოვლენების ანალიზი, მათი შეფასება; საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირების უნარი (აზრის ლოგიკურად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად ჩამოყალიბება);
  1. ბიოლოგია (საბაზო/საშუალო საფეხური)

სას გამოცდაზე მასწავლებელს ეთხვება:

  • საგამოცდო პროგრამით განსაზღვრული ფაქტობრივი მასალის ცოდნა.
  • ამ ცოდნაზე დაყრდნობით ბუნებაში მიმდინარე არსებითი პროცესების დახასიათება და ანალიზი.
  • გრაფიკებიდან, სქემებიდან, ცხრილებიდან და დიაგრამებიდან საჭირო ინფორმაციის მოპოვება და გამოყენება მოცემული ამოცანის გადასაჭრელად.

ცდო ტესტით მოწმდება:

  • საპროგრამო მასალის ცოდნა და კონკრეტულ ამოცანებში ამ ცოდნის გამოყენების უნარი.
  • გრაფიკებით, სქემებით, ცხრილებითა და დიაგრამებით მოწოდებული ინფორმაციის გაგებისა და ანალიზის უნარი.
  • მოცემული ამოცანის პირობიდან არსებითი (პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელი) მონაცემების შერჩევის უნარი.
  • ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, უცნობი, არასტანდარტული ამოცანის დამოუკიდებლად ამოხსნის უნარი.
  • დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნების უნარი.
  • ბიოლოგიის სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან დაკავშირება.
  • მეცნიერული ტერმინოლოგიის ადეკვატურად გაგება და გამოყენება.
  1. ფიზიკა (საბაზო/საშუალო ეხ)

ჩევითპასუხებიან დავალებაში დასმულია შეკითხვა და მოცემულია ხუთი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. შესაბამისობის პოვნა. უნდა დადგინდეს შესაბამისობა ორ ჩამონათვალში მოცემულ სიდიდეებს ან ობიექტებს შორის. ცხრილი ივსება შემდეგნაირად: ციფრებით დანომრილ თითოეული სიდიდის ან ობიექტისათვის მოიძებნება მისი შესაბამისი ანბანით დანომრილი სიდიდე ან ობიექტი. შედეგი მოინიშნება X_ით ცხრილის სათანადო უჯრაში. გასათვალისწინებელია, რომ ერთი ჩამონათვალის რომელიმე სიდიდეს ან ობიექტს შეიძლება შეესაბამებოდეს ერთი, ერთზე მეტი ან არც ერთი – მეორე ჩამონათვალიდან.

დავალება ფასდება ცხრილის სწორად შევსებული სტრიქონების ან სწორად შევსებული სვეტების რაოდენობის მიხედვით.

ია დავალება.

ვლინდება საკითხის თეორიული ცოდნის გამოყენების უნარი კონკრეტული მრავალსაფეხურიანი დავალების შესრულებისას.

მოითხოვება ამოცანის ამოხსნის ლოგიკურად მწყობრი, გააზრებული გზის წარმოჩენა. ფასდება ამოცანის ამოხსნის თითოეული ეტაპი.

  1. მათემატიკა (საბაზო/საშუალო საფეხური)

ტესტი საგამოცდო პროგრამაზე დაყრდნობით ამოწმებს კანდიდატის საგნობრივი ცოდნის დონეს და კონკრეტულ ამოცანებში ამ ცოდნის გამოყენების უნარს.

თითოეული ნაშრომის შეფასება მოხდება უნიფიცირებული შეფასების სქემის მიხედვით შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  1. მიზნები. აღნიშნული კრიტერიუმი ადგენს, თუ რამდენად ზუსტად და ადეკვატურად გაიგო კანდიდატმა დავალების თითოეულ კომპონენტში დასმული ამოცანა.
  2. ცოდნა და მისი გამოყენება. აღნიშნული კრიტერიუმი ადგენს, თუ რამდენად კარგად

ავლენს კანდიდატი დავალების შესაბამისი კომპეტენციით განსაზღვრული საკითხების ღრმა ცოდნას და პრაქტიკულ სიტუაციებში მათი გამოყენების უნარს.

  1. სისრულე და თანამიმდევრულობა. აღნიშნული კრიტერიუმი ადგენს, თუ რამდენად სრულად, არგუმენტირებულად და ლოგიკურად თანამიმდევრულად არის კანდიდატის პასუხში აღწერილი კონკრეტული დავალების გადაჭრისათვის საჭირო ყველა ნაბიჯი.

 

  1. 1 ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I – IV კლასები)

რთი ენა და ლიტერატურა  (I-VI) ,

ემატიკა (I-VI),

ებისმეტყველება (I-VI)

ესტში წარმოდგენილია შემდეგი ფორმატის დავალებები:

  • დავალებები არჩევითი პასუხებით;
  • დავალებები ღია დაბოლოებით;
  • შესაბამისობის დადგენა;
  • თხზულება (ესე).

ევითპასუხებიან დავალებებში პირობასა თუ შეკითხვასთან ერთად სავარაუდო პასუხებიც არის მოცემული. დავალების შესრულება გულისხმობს ოთხი ან ხუთი სავარაუდო პასუხიდან ერთი სწორი პასუხის არჩევას.

თითოეული არჩევითპასუხებიანი დავალება 1 ქულით ფასდება.

ვალებები ღია დაბოლოებით  მოითხოვს დასმულ შეკითხვაზე პასუხის ჩამოყალიბებას, საკუთარი მსჯელობის გამყარებას სათანადო არგუმენტებით. თითოეული ღიაბოლოიანი დავალება ფასდება სპეციალური სქემის მიხედვით. შესასრულებელი ნაბიჯების გათვალისწინებით, დავალება შეიძლება შეფასდეს 1, 2 ან მეტი ქულით.

ესაბამისობის დადგენის დავალებებში წარმოდგენილია მონაცემთა ორი სვეტი. ერთ სვეტში მოცემულია ე. წ. პირობა (მოვლენები, ფრაზები და ა. შ.), მეორეში კი – სავარაუდო პასუხები (ცნებები, ტერმინები და ა.შ.). დავალების შესრულება გულისხმობს ერთ სვეტში მოცემული ინფორმაციის მისადაგებას მეორე სვეტში მოცემულ ინფორმაციასთან. შესაბამისობის დადგენის თითოეული დავალება 1 ქულით ფასება.

თხულებაში აპლიკანტმა უნდა წარმოაჩინოს საკუთარი პოზიცია, მოსაზრებები შემოთავაზებული საკითხის შესახებ, კონკრეტული არგუმენტებით დაასაბუთოს სათქმელი. თხზულების მაქსიმალური ქულაა 9.

  1. 1 უცხოური ენები

ტესტი ამოწმებს 4 ენობრივ უნარს: მოსმენას, კითხვას, წერას და ლაპარაკს. სირთულის დონე არის B2 (საშუალოზე  მაღალი). დავალებების რაოდენობა, ლაპარაკის  დავალებების ჩათვლით, არის 11. დავალებების გადანაწილება უნარების მიხედვით შემდეგია:

მოსმენა – 2 დავალება (16 ქულა); კითხვა – 4 დავალება (36 ქულა); წერა -2 დავალება (22 ქულა); ლაპარაკი – 3 დავალება (16 ქულა). მოსმენის და კითხვის დავალებები ამოწმებს როგორც მოცემული ტექსტის ზოგადი აზრის, ისე მასში მოცემული ცალკეული დეტალების გაგების უნარს. წერის დავალებები ამოწმებს ოფიციალური წერილის და ესეს წერის უნარებს,  ხოლო ლაპარაკის დავალებები ამოწმებს აზრის გამოხატვის და მსჯელობის უნარს. ტესტის მაქსიმალური ქულა არის 90.

  • კითხვის და მოსმენის ყველა დავალება ფასდება 1 ქულით.
  • ფასდება 6 ქულით; სქემა ჰოლისტურია.
  • ესე ფასდება 16 ქულით. შეფასების კრიტერიუმებია:
  1. დავალებასთან შესაბამისობა;
  2. ლოგიკური და სტრუქტურული თანმიმდევრობა;
  3. ლექსიკური მარაგი;
  4. გრამატიკული სისწორე.
  • კი ფასდება 16 ქულით. შეფასების კრიტერიუმებია:
  1. დავალებასთან შესაბამისობა და გაბმულობა;
  2. ლექსიკური მარაგი;
  3. გრამატიკული სისწორე და მრავალფეროვნება;
  4. წარმოთქმა.

 

  1. 1 სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (დაწყებითი/საბაზო საფეხური)

მასწავლებლის გამოცდაზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტესტში შეფასდება აპლიკანტთა შემდეგი უნარები:

* საგნის სწავლებისათვის აუცილებელი მასალის ცოდნა;

* მასწავლებლის მიერ ელემენტარული პრაქტიკული უნარების გამოყენება, შემოქმედებითი უნარი;

* ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტესტში ექვსი განსხვავებული ტიპის დავალებაა:

  1. დახურული კითხვები, პრაქტიკული სამუშაო (ხატვა), შესაბამისობა, დავალება პასუხით „ჭეშმარიტია-მცდარია“, ქრონოლოგიის განსაზღვრა და ღია კითხვები.
  2. პრაქტიკული სამუშაო

() საშუალებას იძლევა, დადგინდეს აპლიკანტის მიერ მხატვრული ელემენტებისა და პროცედურების პრაქტიკაში გამოყენების საბაზისო უნარი. ეს დავალება დაგვეხმარება გავარკვიოთ, რამდენად შეძლებს პედაგოგი სწორად წარმართოს მოსწავლის მიერ პრაქტიკული სამუშაოს შესრულების პროცესი  და მისცეს სასარგებლო რჩევები.

  1. დავალება პასუხით „ჭეშმარიტია-მცდარია“ გვეხმარება შევაფასოთ, თუ რამდენად კარგად იცნობს აპლიკანტი სახვით ხელოვნებასთან დაკავშირებულ პროფესიულ ტერმინოლოგიას, ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების თავისებურებებს.
  2. ქრონოლოგიის განსაზღვრა დავალების ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც ამოწმებს მასალის ფაქტობრივ ცოდნასა და მისი გამოყენების უნარს.
  3. შესაბამისობის დადგენა ამოწმებს მასალის ფაქტობრივ ცოდნას, გააზრებას და მისი ადეკვატურად გამოყენების უნარს.
  4. ღია დავალება – ხელოვნების ნიმუშის აღწერა ანალიზი ამოწმებს ფაქტობრივი მასალის ცოდნას, მხატვრული ნაწარმოების აღქმის, კონტექსტში გააზრებისა და განხილვის, ანალიტიკური აზორვნების უნარს.
  5. ღია დავალება – დაადგინეთ ხელოვნების ნიმუშის სახვითი და კონტექსტუალური თავისებურებები და მათი ურთიერთმიმართება – ამოწმებს ფაქტობრივი მასალის ცოდნას, მხატვრული ნაწარმოების აღქმის, კონტექსტში გააზრებისა და განხილვის, ანალიტიკური აზროვნების უნარს.

 

  1. 1 ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები/კომპიუტერული ტექნოლოგიები

(აწყებითი/საბაზო საფეხური)

საგნის გამოცდის ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან:

(1) თეორიული ცოდნა (50%)

(2) პრაქტიკული უნარ-ჩვევები (50%)

გამოცდაზე შემოწმდება მასწავლებლის კომპეტენციები ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პროფესიულ სტანდარტთან მიმართებით. საგამოცდო თემატიკა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • კომპიუტერის აგებულება და მასთან დაკავშირებული მოწყობილობები, ინფორმაციის ცნება;

* ოპერაციული სისტემა Windows 10;

* გრაფიკული რედაქტორი;

* ტექსტური რედაქტორი MS Word;

* ელექტრონული ცხრილები MS Excel;

* საპრეზენტაციო პროგრამა MS PowerPoint;

* ლოკალური და გლობალური ქსელები, ინტერნეტი.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების თეორიული ცოდნის შემოწმება ტესტურ დავალებას ეფუძნება. ტესტში ორი განსხვავებული ტიპის დავალებაა:

* დავალება არჩევითი პასუხებით – პირობასა თუ შეკითხვასთან ერთად მოცემულია სავარაუდო პასუხებიც. დავალების შესრულება გულისხმობს ოთხი სავარაუდო პასუხიდან ერთი სწორი პასუხის არჩევას.

ამ ტიპის თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება.

* დავალება ღია დაბოლოებით – ამ ტიპის დავალება მოითხოვს დასმულ შეკითხვაზე პასუხის წერილობით ჩამოყალიბებას, საკუთარი მსჯელობის გამყარებას სათანადო არგუმენტებით. თითოეული დავალება ფასდება სპეციალური სქემის მიხედვით. შესასრულებელი ნაბიჯების გათვალისწინებით, დავალება შეიძლება შეფასდეს 2 ან 3 ქულით.

  1. მუსიკა (დაწყებითი/საბაზო/საშუალო საფეხური)

მასწავლებელთა საგნის გამოცდის ტესტი მუსიკაში შედგება ორი ნაწილისაგან:

  1. მოსმენის დავალებები

ა) დახურული კითხვები

ბ) მუსიკალური ნაწარმოების ანალიზი

გ) მელოდიური კარნახი

  1. დახურული და ღია დავალებები, რომელიც მოსასმენი მასალის გარეშეა წარმოდგენილი

მასწავლებლის გამოცდაზე მუსიკის ტესტში შეფასდება აპლიკანტთა შემდეგი უნარები:

* საგნის სწავლებისათვის აუცილებელი მასალის ცოდნა და გამოყენების უნარი;

* საგნის სწავლებისათვის აუცილებელი პრაქტიკული უნარების გამოყენება;

* ანალიტიკური აზროვნების, ლოგიკური მსჯელობისა და საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირების უნარები

მუსიკის ტესტში ექვსი ტიპის დავალებაა: დახურული კითხვები (არჩევითბოლოიანი დავალება), პრაქტიკული დავალებები, შესაბამისობის დადგენა, დავალება პასუხით „ჭეშმარიტია-მცდარია“, ქრონოლოგიის განსაზღვრა, ღია დავალება.

1.დახურული კითხვები (არჩევითბოლოიანი დავალება) მოცემულია ტესტის I და II ნაწილებში. ისინი ამოწმებს ფაქტობრივი მასალის ცოდნასა და მისი გამოყენების უნარს.

  1. პრაქტიკული დავალებები.

ა) მელოდიური კარნახი მოცემულია ტესტის I მოსმენის ნაწილში. კარნახი, მნიშვნელოვანი სავარჯიშო მუსიკალური სმენისა და მეხსიერებისათვის, ამოწმებს მელოდიის აღქმისა და დამახსოვრების, მარტივი ფორმისა და რიტმული სურათის გააზრების, ბგერების სიმაღლის განსაზღვრისა და ნოტებით დაფიქსირების უნარებს.

ბ) მოცემული ნოტიდან განსაზღვრული ინტერვალის, სამ- და ოთხხმიანი აკორდებისა და კილოს აგება სანოტო სისტემაზე – დავალება მოცემულია ტესტის II ნაწილში. იგი ამოწმებს მუსიკალური ნაწარმოების სტრუქტურის ელემენტების – კილოს, ინტერვალისა და აკორდის ცოდნას და სანოტო სისტემაში მათი აგების უნარს.

  1. შესაბამისობის დადგენა მოცემულია ტესტის II ნაწილში. დავალება ამოწმებს მასალის ფაქტობრივ ცოდნასა და მისი გამოყენების უნარს. შესაბამისობის ჩამონათვალში მოცემულია მუსიკალური მიმდინარეობები, პერიოდები, კომპოზიტორები, მუსიკალური ჟანრები, ნაწარმოებები, თეორიული ცნებები, ტერმინები და სხვ.
  2. დავალება პასუხით „ჭეშმარიტია – მცდარია“ მოცემულია ტესტის II ნაწილში. დავალება ამოწმებს, რამდენად ფლობს აპლიკანტი მუსიკალურ ტერმინოლოგიას და ფაქტობრივ მასალას მუსიკის ისტორიიდან, აგრეთვე, რამდენად ზუსტად განმარტავს იგითეორიულ ცნებას ან ტერმინს.
  3. ქრონოლოგიის განსაზღვრა მოცემულია ტესტის II ნაწილში. ამ ტიპის დავალება ადგენს მასალის ცოდნას, მისი ანალიზისა და გამოყენების უნარებს.
  4. ღია დავალება – მუსიკალური ნაწარმოების ანალიზი მოცემულია ტესტის I მოსმენის ნაწილში. ფაქტობრივი მასალის ცოდნასთან ერთად, დავალება აფასებს აპლიკანტის მიერ საკითხის ინდივიდუალური გააზრების, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების, მუსიკალური ნაწარმოების აღქმისა და ისტორიულ-კულტურულ კონტექსტში განხილვის უნარებს.

 

  1. ფიზიკური აღზრდა და სპორტი (დაწყებითი/საბაზო/საშუალო საფეხურები)

საგნის გამოცდაზე ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ტესტით შემოწმდება:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი მოთხოვნების ცოდნა;
  2. საგნის სწავლებისათვის აუცილებელი მასალის ცოდნა;
  3. პროფესიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარი;
  4. გაკვეთილის დაგეგმვისა და წარმართვის უნარი;
  5. შეფასების სხვადასხვა მეთოდის გამოყენება სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად;
  6. ინკლუზიური სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის უნარი;
  7. სპორტული ტერმინოლოგიის ცოდნის, ადეკვატურად გაგება და გამოყენების უნარი.

ტესტური დავალებების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები

* დავალება არჩევითი პასუხებით – პირობასა თუ შკითხვასთან ერთად მოცემულია სავარაუდო პასუხებიც. დევალების სესრულება გულისხმობს ოთხი სავარაუდო პასუხიდან ერთი სწორი პასუხის არჩევას.

ამ ტიპის თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება.

* შესაბამისობის დადგენის დავალება – წარმოდგენილია მონაცემთა ორი სვეტი. ერთ სვეტში მოცემულია ე. წ. პირობა (აქტივობები, ფრაზები და ა. შ.), მეორეში კი – სავარაუდო პასუხები (ცნებები, ტერმინები და ა. შ.). დავალების შესრულება გულისხმობს ერთ სვეტში მოცემული ინფორმაციის მისადაგებას მეორე სვეტში მოცემულ ინფორმაციასთან.

შესაბამისობის დადგენის თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება.

* დავალება პასუხით „ჭეშმარიტია-მცდარია“ გვეხმარება შევაფასოთ, თუ რამდენად კარგად იცნობს აპლიკანტი სახვით ფიზიკურ აღზრდასა და სპორტთან დაკავშირებულ პროფესიულ ტერმინოლოგიას, ფიზიკური ვარჯიშებისა და აქტივობების ელემენტებისა და დემონსტრირების პრინციპების თავისებურებებს.სწორი პასუხი ფასდება 2 ქულით.

* დავალება ღია დაბოლოებით – ამ ტიპის დავალება მოითხოვს დასმულ შეკითხვაზე პასუხის წერილობით ჩამოყალიბებას, საკუთარი მსჯელობის გამყარებას სათანადო არგუმენტებით. თითოეული დავალება ფასდება სპეციალური სქემის მიხედვით. შესასრულებელი ნაბიჯების გათვალისწინებით, დავალება შეიძლება შეფასდეს 1, 2 ან მეტი ქულით.

იმისათვის, რომ აპლიკანტის პასუხი სრულფასოვნად, ყველა კრიტერიუმის მიხედვით გასწორდეს, ის:

(3) უნდა შეესაბამებოდეს დავალებაში მოცემულ საკითხს _ დავალების პირობა სწორად უნდა იყოს გააზრებული.

(4) არ უნდა წარმოადგენდეს დავალების პირობის პერიფრაზს.

(5) შესრულებული უნდა იყოს გასარჩევი ხელწერით.

თუ რომელიმე ამ პირობებიდან არ იქნება დაცული, ნაწერი შეფასდება 0 ქულით

  1. 1 სომხური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

ი ენის ტესტით შემოწმდება:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი მოთხოვნების ცოდნა;
  2. საგნის სწავლებისათვის აუცილებელი ლინგვისტური და ლიტერატურული მასალისცოდნა;
  3. სხვადასხვა ტიპის ტექსტის გააზრებისა და ანალიზის უნარი;
  4. კრიტიკული აზროვნების უნარი;
  5. წერის კულტურა.

 

  1. 1 აზერბაიჯანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

ერბაული ენის ტესტით შემოწმდება:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი მოთხოვნების ცოდნა;
  2. საგნის სწავლებისათვის აუცილებელი ლინგვისტური და ლიტერატურული მასალის ცოდნა;
  3. სხვადასხვა ტიპის ტექსტის გააზრებისა და ანალიზის უნარი;
  4. კრიტიკული აზროვნების უნარი;
  5. წერის კულტურა.

 

  1. 1 უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა

იმისათვის, რომ გამოსაცდელის პასუხი სრულფასოვნად, ყველა კრიტერიუმის მიხედვით გასწორდეს, ის:

* დავალების პირობა სწორად უნდა იყოს გააზრებული – პასუხობდეს დასმულ შეკითხვას.

* არ უნდა წარმოადგენდეს დავალების პირობის პერიფრაზს.

* შესრულებული უნდა იყოს გასარჩევი ხელწერით.

უ რომელიმე პირობა არ იქნება დაცული, ნაწერი შეფასდება 0 ქულით.

ეფასების სქემა

 

ქულა

 

აღწერა

 

3

 

პასუხში ჩანს საკითხის გააზრებული ცოდნა. მსჯელობა არის სრული, არგუმენტირებული, გამოსაცდელი გასაგებად და ამომწურავად უპასუხებს დავალების ყველა  კითხვას/მითითებას (ასახელებს, აღწერს, განმარტავს, ასაბუთებს).

 

2

 

პასუხში ჩანს საკითხის გააზრებული ცოდნა, თუმცა მსჯელობა არ არის სრული. აკლია დავალების პირობის ერთი რომელიმე კომპონენტი ან, ზოგადად, პასუხი ყველა მითითებაზე სწორია, მაგრამ სქემატური.

 

 

 

1

 

პასუხში ჩანს, რომ გამოსაცდელს აქვს საკითხის არასრული (ზედაპირული) ცოდნა, ან გამოსაცდელი სქემატურად უპასუხებს პირობაში მოცემულ მხოლოდ ერთ კომპონენტს.

 

 

 

0

 

გამოსაცდელი ვერ უპასუხებს დავალების მოთხოვნებს. დავალების პირობა ან/და შეკითხვა სწორად არ არის გააზრებული, პასუხი აცდენილია დასმულ შეკითხვას.

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები