27 ივლისი, შაბათი, 2024

უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის სექტემბერში გარე დაკვირვება გამოცხადდება

spot_img

უფ­რო­სის სტა­ტუ­სის მქო­ნე მას­წავ­ლებ­ლებ­ს, რომ­ლე­ბიც აპი­რე­ბენ წამ­ყ­ვა­ნის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბას და დაგ­რო­ვე­ბუ­ლი აქვთ 15 კრე­დიტ­ქუ­ლა რო­გორც სა­ვალ­დე­ბუ­ლო, ისე და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბით, სექ­ტემ­ბერ­ში, და­მა­ტე­ბით გა­მოცხად­დე­ბა გა­რე­ დაკ­ვირ­ვე­ბა, რი­თაც შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ, სტა­ტუ­სი 2020 წლის­თ­ვის შე­იც­ვა­ლონ, – ამის შესახებ, ჩვენთან საუბრისას,  განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ მანანა რატიანმა: „როგორც შევპირდით, მათ მიეცემათ საშუალება, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (რადგან მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია), გაიარონ გარედაკვირვება. ბუნებრივია, ეტაპობრივად ჩავრთვათ მათ პროცესში, მაგრამ, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ უპირატეს მდგომარეობაში არავის არ ჩავაყენებთ. მნიშვნელობა არ ექნება, თუ ვინ გაივლის პირველად და ვინ ბოლოს – მაისში, სტატუსს ერთდროულად მივანიჭებთ.  ყველას თანაბარ პირობებში ვაყენებთ, უბრალოდ, იმ რაოდენობიდან გამომდინარე, რომელიც გარედაკვირვების პოტენციური მსურველია, ერთდროულად ვერ შევძლებთ გარედაკვირვების პროცესში ჩართვას. თავისთავად, ძალიან სასიხარულოა, რომ ამდენი უფროსი მასწავლებელი ემზადება წამყვანის სტატუსისთვის. ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ყველა შეძლებს გარეედაკვირვების პროცესში ჩართვას და იმედია, სტატუსის ამაღლებასაც. “

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები