29 ოქტომბერი, პარასკევი, 2021

უფ­რო­სე­ბო, მო­უს­მი­ნეთ შვი­ლებს, ანუ თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი პან­დე­მია

spot_img
წერილი მეორე

წი­ნა სტა­ტი­ა­ში გან­ვი­ხი­ლეთ, თუ რო­გორ შეც­ვა­ლა კო­რო­ნა­ვი­რუ­სის პან­დე­მი­ამ მო­ზარ­დე­ბის ცხოვ­რე­ბა, თუ რო­გორ გა­და­ი­ნაც­ვ­ლა მე­გობ­რო­ბამ და ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ „ონ­ლა­ინ ჩა­ტებ­სა“ და ვი­დეო ზა­რებ­ში. ცვლი­ლე­ბას­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა ყვე­ლას გა­უ­ჭირ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მშობ­ლებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს. გა­მოქ­ვეყ­ნ­და უამ­რა­ვი სტა­ტია, ჩა­ტარ­და შეხ­ვედ­რე­ბი ფსი­ქო­ლო­გებ­თან (თა­მარ გა­გო­ში­ძის — თე­მა­ზე: „მშობ­ლე­ბი­სა და მოზარდების ურთიერთობა სტრესულ გა­რე­მო­ში“, მაია ცი­რა­მუ­ას — „მოზარდებთან მოლაპარაკების ხელოვნება“, ნა­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის — „მშობ­ლო­ბა პან­დე­მი­ის დროს“ და ა.შ. ), თუმ­ცა მო­ზარ­დებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­მოჩ­ნ­და, რომ ისი­ნი მა­ინც უფ­რო­სე­ბის ყუ­რადღე­ბის მიღ­მა რჩე­ბი­ან… გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლით წე­რენ: „სა­ღა­მოა, დი­დად არა­ფე­რი ხდე­ბო­და. მთე­ლი ოჯა­ხი ვი­ყა­ვით მი­სა­ღებ ოთახ­ში, მაგ­რამ იყო სა­ო­ცა­რი სი­ჩუ­მე. ყვე­ლა­ნი ვი­ყა­ვით ჩარ­გუ­ლე­ბი ტე­ლე­ფო­ნებ­ში ან კომ­პი­უ­ტე­რებ­ში. ბე­ბოც კი უყუ­რებ­და რა­ღაც რე­ცეპ­ტებს youtube-ზე. ჩვე­ნი სი­ჩუ­მის ფონ­ზე იყო ჩარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზო­რი. ამ­ბე­ბი გა­დი­ო­და, თუ რამ­დე­ნი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი იყო მაგ მო­მენ­ტ­ში“…

რა ვურ­ჩი­ოთ უფ­რო­სებს, რა მო­ვი­მოქ­მე­დოთ რა­თა და­ვეხ­მა­როთ მათ. ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვე­ნი სტა­ტი­აც.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მოს­წავ­ლე­ებს, ზო­გა­დად, უყ­ვართ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, აქვთ კო­ლა­ბო­რა­ცი­ის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა, ახა­სი­ა­თებთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მა­თი თა­ნა­მო­აზ­რე­ო­ბა ნე­ბის­მი­ერ სა­კითხ­ში. ამი­ტომ, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მო­ვუს­მი­ნოთ და ვე­სა­უბ­როთ რო­გორც თა­ნა­ტო­ლებს, თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ებს, თა­ნამ­ზ­რახ­ვე­ლებს. მათ­თან ერ­თად შე­ვა­თან­ხ­მოთ დღის გრა­ფი­კი და გეგ­მა, რად­გან ისი­ნი უფ­რო­სებ­ზე უკეთ უხა­მე­ბენ საგ­ნობ­რივ კომ­პე­ტენ­ცი­ას ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე წვდო­მას, ეხ­მა­რე­ბი­ან ერ­თ­მა­ნეთს და მას­წავ­ლე­ბელს, აწ­ვ­დი­ან მა­სა­ლებს, ჩა­ნა­წე­რებს, უყ­ვართ სტრა­ტე­გი­ე­ბი­სა და აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­გეგ­მ­ვა, უყ­ვართ „ოქ­როს წე­სე­ბის“ გა­მო­გო­ნე­ბა და დაც­ვა. ჩვენ­გან მხო­ლოდ კო­მუ­ნი­კა­ცია სჭირ­დე­ბათ და ახ­ლა, რო­დე­საც ისი­ნი უმე­ტე­სად სახ­ლ­ში არი­ან, გუ­ლი­თა­დი სა­უბ­რე­ბის­თ­ვის სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაქვს. მა­თი სი­ზარ­მა­ცი­სა და დეპ­რე­სი­ის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი კი დაღ­ლი­ლო­ბაა, რად­გან თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლეს მთე­ლი დღე მა­ინც უფ­რო­სე­ბის მი­ერ აქვს გა­წე­რი­ლი — ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლე­ბი, ვარ­ჯი­ში, მე­გობ­რებ­თან სა­უ­ბა­რი და ა.შ. თა­ნაც, ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­ჩა­კე­ტილ სივ­რ­ცე­ში. რაც მე­ტი ასა­კი­საა მოს­წავ­ლე, მით უფ­რო მკაც­რია მი­სი გრა­ფი­კი, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა და­ღა­ლოს და სი­ზარ­მა­ცის მი­ზე­ზად იქ­ცეს. თუ ხე­დავთ, რომ თქვე­ნი შვი­ლი თავს არი­დებს და­მა­ტე­ბი­თი და­ვა­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას, და­ფიქ­რ­დით, ძა­ლი­ან ხომ არ გა­და­იტ­ვირ­თა? მო­ზარ­დის გან­რიგ­ში, რა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნიც არ უნ­და იყოს მი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი, დას­ვე­ნე­ბის დრო უნ­და იყოს. მა­ში­ნაც კი, თუ იგი უბ­რა­ლოდ ტახ­ტ­ზე წევს, არ უნ­და გა­ი­კიცხოს, მას არ უნ­და „გა­ვაგ­დე­ბი­ნოთ“ კომ­პი­უ­ტე­რი და და­ვა­ძა­ლოთ წიგ­ნის კითხ­ვა. ნუ შე­უ­რაცხ­ყოფთ და დას­ცი­ნით მას. თუ თქვენ მას მუდ­მი­ვად მო­იხ­სე­ნი­ებთ, რო­გორც უქ­ნა­რას, ის მო­ირ­გებს კი­დეც ამ როლს. მო­ტი­ვა­ცია არის ადა­მი­ა­ნის წარ­მა­ტე­ბის გა­სა­ღე­ბი ნე­ბის­მი­ერ საქ­მე­ში. ამი­ტომ, და­ეხ­მა­რეთ მო­ზარდს აკე­თოს ის, რაც მას აინ­ტე­რე­სებს. ზოგ­ჯერ მო­ზარ­დის სი­ზარ­მა­ცის უკან წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის ში­შია ჩა­ბუ­დე­ბუ­ლი — მას ეში­ნია წა­გე­ბის, ვერ­გამ­კ­ლა­ვე­ბის, ურ­ჩევ­ნია უბ­რა­ლოდ არა­ფე­რი აკე­თოს. მი­ი­ღეთ დახ­მა­რე­ბა მათ­გან, ვინც თქვე­ნი შვი­ლის­თ­ვის ავ­ტო­რი­ტე­ტია. მო­უ­ყე­ვით მარ­ცხის სარ­გე­ბელ­ზე. კა­ცობ­რი­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა­ში, წარ­მა­ტე­ბას აღ­წევს არა ის, ვინც ყვე­ლა­ზე ნაკ­ლებ შეც­დო­მას უშ­ვებს, არა­მედ ის, ვი­საც შეც­დო­მე­ბის არ ეში­ნია. არც ერ­თი შე­კითხ­ვა, არც ერ­თი მო­საზ­რე­ბა, სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მით გა­მო­ხა­ტუ­ლი, არც ერ­თი „საპ­რო­ტეს­ტო გან­ცხა­დე­ბა“ არ არის უკუ­საგ­დე­ბი. მო­ვუს­მი­ნოთ აქ­ტი­უ­რად, და­ვუს­ვათ შე­კითხ­ვე­ბი, ჩა­ვე­ძი­ოთ: შე­ნი აზ­რით, რა შე­იძ­ლე­ბო­და უკე­თე­სად ყო­ფი­ლი­ყო? მათ მო­საზ­რე­ბებს მშვი­დად მო­ვუს­მი­ნოთ და თუ ჩვენ­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ეს მო­საზ­რე­ბა, ვი­ფიქ­როთ იმა­ზე, თუ რა­ტომ გა­უჩ­ნ­დათ მათ ეს აზ­რი. ვიმ­ს­ჯე­ლოთ ერ­თად მოვ­ლე­ნებ­ზე, შევ­ხე­დოთ სხვა­დას­ხ­ვა რა­კურ­სით, სხვა­დას­ხ­ვა ადა­მი­ა­ნის პერ­ს­პექ­ტი­ვით. მო­ვი­ძი­ოთ სან­დო წყა­რო­ე­ბი­დან ინ­ფორ­მა­ცია, წა­ვი­კითხოთ, გან­ვი­ხი­ლოთ სე­რი­ო­ზუ­ლად, მო­ნა­ცე­მე­ბი­სა და ფაქ­ტე­ბის ანა­ლი­ზით. და­უშ­ვე­ბე­ლია: მო­ზარ­დე­ბის პი­როვ­ნე­ბის ნე­გა­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბა: „თქვე­ნი თა­ო­ბა სულ ხე­ლი­დან წა­ვი­და“… „ამის ნაც­ვ­ლად გაკ­ვე­თი­ლე­ბი გეს­წავ­ლა, არ სჯობ­და?“ მო­ზარ­დე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ რა­ი­მეს გა­კე­თე­ბას აზ­რი არ აქვს… „რა აზ­რი აქვს?“ — ფრა­ზას იყე­ნებს ყო­ველ­დღი­ურ აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თ­ვის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად და ეს რა­ი­მე ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ცვლი­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ცვლი­ლე­ბას, ან სკო­ლის დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბის ფორ­მატ­ში გა­ნახ­ლე­ბას. თუ „რა აზ­რი აქვს?“ გან­წყო­ბა დიდ­ხანს გრძელ­დე­ბა და ვეჭ­ვობთ, რომ მის მიღ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი სი­ტუ­ა­ციაა, მა­შინ აუცი­ლებ­ლად ჩავ­რ­თოთ სპე­ცი­ა­ლის­ტი. გვახ­სოვ­დეს, რომ დეპ­რე­სია მო­ზარ­დებ­ში საკ­მა­ოდ ხში­რია და შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბაა სა­ჭი­რო, თუმ­ცა შეგ­ვიძ­ლია გა­მო­სა­ვა­ლიც მო­ვი­ფიქ­როთ. მა­გა­ლი­თად, მოვ­ძებ­ნოთ ისე­თი აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც მშობ­ლე­ბის­თ­ვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა და მო­ზარ­დე­ბის­თ­ვი­საც, შე­იძ­ლე­ბა მოვ­ძებ­ნოთ ისე­თი ად­გი­ლი, სა­დაც ყვე­ლას უხა­რია სე­ირ­ნო­ბა. ერ­თად იარეთ სა­ყიდ­ლებ­ზე… ხან­და­ხან თქვენს სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ებ­ში ჩა­ა­ხე­დეთ, ან უთხა­რით, რომ პრობ­ლე­მა გაქვთ და და­იხ­მა­რეთ, მი­სი რჩე­ვა მო­ის­მი­ნეთ… მშო­ბე­ლიც გა­მოთ­ქ­ვამს თა­ვის აზრს, გა­მო­ხა­ტავს ემო­ცი­ას და მო­ზარ­დიც. მო­საზ­რე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ გა­მო­ხატ­ვის ფორ­მე­ბი აუცი­ლებ­ლად ურ­თი­ერ­თ­მი­სა­ღე­ბი. სწო­რედ ამ­გ­ვარ ურ­თი­ერ­თო­ბას შეგ­ვიძ­ლია ვუ­წო­დოთ ჰარ­მო­ნი­უ­ლი და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და არა იმას, რო­მე­ლიც რო­მე­ლი­მეს უპი­რო­ბო მორ­ჩი­ლე­ბით (რო­გორც მეტყ­ვი…) და მხო­ლოდ ერ­თ­მა­ნე­თი­სათ­ვის მო­სა­წო­ნი ქცე­ვით (რო­გორც გინ­და…) სრულ­დე­ბა. ბავ­შ­ვის რე­აქ­ცი­ა­თა გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია მშობ­ლის რე­აქ­ცი­ებ­ზე და ცხა­დია, რომ მო­ზარ­დი მით მე­ტად არის ტრავ­მი­რე­ბუ­ლი, რამ­დე­ნა­დაც მე­ტად ტრავ­მი­რე­ბუ­ლია მშო­ბე­ლი, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­მო მხარ­და­ჭე­რით ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს მას. აჩ­ვე­ნეთ, რომ ნამ­დ­ვი­ლად გა­ინ­ტე­რე­სებთ მი­სი ცხოვ­რე­ბა.

და თუ მა­ინც ვე­რა­ფე­რი მო­ი­ფიქ­რეთ, იქ­ნებ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი და­გეხ­მა­როთ. გა­მო­სავ­ლის მო­სა­ძე­ბნად სწო­რედ ლი­ტე­რა­ტუ­რა მი­მაჩ­ნია. ლი­ტე­რა­ტუ­რა სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბას ქმნის მოვ­ლე­ნა­თა ამოც­ნო­ბი­სა და ახალ-ახალ კონ­ტექ­ს­ტ­ში გა­აზ­რე­ბი­სათ­ვის. მო­ზარდს შე­უძ­ლია მხატ­ვ­რუ­ლი მწერ­ლო­ბის სქე­მე­ბი და მო­დე­ლე­ბი უნი­ვერ­სა­ლუ­რად აღიქ­ვას და მას­ზე და­ფუძ­ნე­ბით გა­ნი­ვი­თა­როს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ინ­ტუ­ი­ცია, ჩა­მო­ი­ყა­ლი­ბოს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, გა­მო­ი­მუ­შა­ოს რეს­პექ­ტა­ბე­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საგ­ნე­ბი­სა და მოვ­ლე­ნე­ბი­სად­მი, და­ა­ფა­სოს ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი, გა­ნი­ვი­თა­როს მად­ლი­ე­რე­ბის კულ­ტუ­რა, ის­წავ­ლოს სი­ცოცხ­ლის გაფ­რ­თხი­ლე­ბა.

ჩეს­ტერ­ფილ­დის „წე­რი­ლე­ბი ვა­ჟიშ­ვილს“ ეხე­ბა სწავ­ლის, აღ­ზ­რ­დის, ზნე­ო­ბი­სა და ეთი­კის სა­კითხებს. წე­რი­ლე­ბი გან­კუთ­ვ­ნი­ლი იყო მხო­ლოდ ჩეს­ტერ­ფილ­დის ვა­ჟის­თ­ვის. ის არ შექ­მ­ნი­ლა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის და გა­სა­გე­ბია, რომ მათ­ში ხში­რია ისე­თი სა­ხის რჩე­ვა-და­რი­გე­ბა­ნი, რომ­ლე­ბიც ბევ­რის­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლია, მაგ­რამ წე­რი­ლე­ბი 1774 წელს გა­მოქ­ვეყ­ნ­და და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თა­ნა­ვე დი­დი წარ­მა­ტე­ბა ხვდა წი­ლად. XVIII სა­უ­კუ­ნის ბო­ლომ­დე იგი 26-ჯერ გა­მო­ი­ცა. ფრან­გი მწე­რა­ლი და ფი­ლო­სო­ფო­სი ვოლტერი წერ­და: „ეს სა­სარ­გებ­ლო წიგ­ნია და მარ­თ­ლაც, ყვე­ლას სჯობს, რაც კი ოდეს­მე და­წე­რი­ლა აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბით თე­მა­ზე“. ჩეს­ტერ­ფილ­დის თა­ნა­მედ­რო­ვე კრი­ტი­კო­სი, დოქ­ტო­რი ჯონ­სი, წე­რი­ლებს ამ სიტყ­ვე­ბით აფა­სებ­და: „ეს წე­რი­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა ხელ­ში მივ­ცეთ ყვე­ლა ყმაწ­ვილს“. ასე­ვე, სა­ინ­ტე­რე­სოა ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის, ჯონ სტე­ინ­ბე­კის წე­რი­ლი შვი­ლი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლის თა­ო­ბა­ზე. 1958 წელს უფ­როს­მა ვაჟ­მა, ტომ­მა, მის­წე­რა მა­მას, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო. ჯონ სტე­ინ­ბე­კი მთე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბით მო­ე­კი­და ბი­ჭის პირ­ველ გრძნო­ბას და მის­მა სიბ­რ­ძ­ნით, სი­ნა­ზი­თა და წინ­და­ხე­დუ­ლო­ბით სავ­სე პა­სუხ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა. წე­რი­ლი დღე­საც არ კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას და გზავ­ნი­ლია ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, ვი­საც უყ­ვარს ან ჰყვა­რე­ბია.

ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რელ­მა ოტია იოსე­ლი­ან­მაც შვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ზღაპ­რე­ბით და­იწყო. წე­რი­ლებს კი მას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სწერ­და. მწე­რა­ლი კრე­ბულ­ში „წერილები და­ჩის“ თით­ქ­მის ყვე­ლა იმ თე­მას შე­ე­ხო, რომ­ლე­ბი­თაც ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა. შე­საძ­ლოა ამ წიგნს ეპის­ტო­ლა­რუ­ლი რო­მა­ნიც კი ვუ­წო­დოთ. ადა­მი­ა­ნის უმ­თავ­რეს თვი­სე­ბად ოტია იოსე­ლი­ანს ერ­თ­გუ­ლე­ბა მი­აჩ­ნია, რომ­ლის გა­რე­შე ვერც ჭეშ­მა­რი­ტი მორ­წ­მუ­ნე­ო­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი და ვერც მა­მუ­ლიშ­ვი­ლო­ბა. მწიგ­ნობ­რო­ბა, გა­ნათ­ლე­ბა, ცოდ­ნის შე­ძე­ნა კი ერ­თა­დერთ სა­შუ­ა­ლე­ბად ესა­ხე­ბა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია გვაქ­ცი­ოს თა­ნა­მედ­რო­ვედ და მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის გან­ვ­ლი­ლი გზის თა­ნა­ზი­ა­რად.

სა­ყუ­რადღე­ბოა მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის „ჩვე­ნი დრო­ის ათი მცნე­ბა“, რო­მე­ლიც დიდ­მა მწე­რალ­მა თა­ვის ქა­ლიშ­ვილს — ქე­თე­ვანს ჩა­უ­წე­რა უბის წიგ­ნაკ­ში, ერ­თი ძვირ­ფა­სი ფრა­ზაც კი საკ­მა­რი­სია ამ ტექ­ს­ტი­დან: „შენ ხარ მა­რა­დი­უ­ლი, გა­ნუყ­რე­ლი და ერ­თ­გუ­ლი წევ­რი და მსა­ხუ­რი შე­ნი მშო­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­სი“.

ეს წიგ­ნე­ბი თუ წე­რი­ლე­ბი ნამ­დ­ვილ, მა­რა­დი­ულ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, რომ­ლებ­შიც ჩანს რო­გორც შვი­ლე­ბი­სად­მი ნდო­ბი­თა და პა­ტი­ვის­ცე­მით აღ­სავ­სე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ისე თა­ვად მა­თი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მრწამ­სიც, ბუ­ნე­ბაც და მის­წ­რა­ფე­ბე­ბიც. თუმ­ცა, ვფიქ­რობ, მთა­ვა­რი მა­ინც ის ხი­დია, რო­მე­ლიც მა­თი ნა­წე­რე­ბით ორ თა­ო­ბას შო­რის გა­ი­დო.

ერ­თად ვცა­დოთ თა­ო­ბა­თა ხი­დის გამ­თე­ლე­ბა.

წარ­მა­ტე­ბას გი­სურ­ვებთ!

ერ­მა­ლო ლან­ჩა­ვა

ქუ­თა­ი­სის აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გია-ფი­ლო­სო­ფი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ფსი­ქო­ლო­გი

ლია გო­გო­ხია

ვლა­დი­მირ კო­მა­რო­ვის თბი­ლი­სის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, მენ­ტო­რი

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები