6 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

უფასო კონსულტაციის სერვისი

spot_img

პირველად საქართველოში, აზარტულ თამაშებზე და ნარკოდამოკიდებული ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის უფასო კონსულტაციის სერვისი ამოქმედდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვები და მათი ოჯახის წევრები, ცხელი ხაზის – 111-ის დახმარებით, ფსიქოლოგთან და ფსიქოთერაპევტთან უფასო კონსულტაციას გაივლიან. საჭიროების მქონე პირებს აღნიშნული სერვისი მიეწოდებათ როგორც ერთჯერადად, ასევე, სურვილის შემთხვევაში, მრავალჯერადად.

აზარტულ თამაშებზე და ნარკოდამოკიდებული პრობლემის მქონე პირებისთვის განკუთვნილი კონსულტაციის სერვისი უკვე არსებულ, ბავშვთა დახმარების ცხელ ხაზს დაემატა, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით ფუნქციონირებს და არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ ნებისმიერს საკითხს აერთიანებს, იქნება ეს ძალადობა, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური თუ სხვა სახის პრობლემები. 111-ის ოპერატორები, სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით, ბავშვებსა და მათ ოჯახებს სხვადასხვა პრობლემის დაძლევაში ეხმარებიან,” – აცხადებენ უწყებაში.

ბავშვთა უფლებების ცხელი ხაზი, ბავშვის უფლებათა კოდექსის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, გაეროს ბავშთა ფონდის დაფინანსებით და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით შეიქმნა და სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბაზაზე ფუნქციონირებს.

ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი – 111, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, უფასოდ იმუშავებს და განახორციელებს ინდივიდუალური და სიტუაციური რისკების გამოვლენას, შეფასებას და შესაბამის რეაგირებას, სამუშაო დღეებში – 10-დან 19 საათამდე.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები