20 აპრილი, კვირა, 2025

უსაფრთხო სასწავლო გარემოს გარანტი მხოლოდ სასკოლო საზოგადოების ვაქცინაციაა

spot_imgspot_img

აქტიურად მიმდინარეობს განათლების სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია  თბილისსა და რეგიონებში. საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში მათთვის დამატებითაა გამოყოფილი ამცრელი კაბინეტები, სადაც სასურველი ვაქცინით აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, ბათუმში, ფაიზერის ვაქცინის მეორე დოზით აიცრა. მან პოზიტიურად შეაფასა ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, პედაგოგთა 46% ვაქცინირებულია და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის თითოეულ მასწავლებელს მადლობა გადაუხადა.

პანდემიის პირობებში უსაფრთხო სასწავლო გარემოს გარანტი მხოლოდ სასკოლო საზოგადოების ვაქცინაციაა, ამიტომ, აუცილებელია, მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ყველა რგოლი ჩაერთოს. ამით თითოეული ჩვენგანი ხელს შევუწყობთ პანდემიის სწრაფად დასრულებას – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

ამას რა ეშ­ვე­ლე­ბა?

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება