12 ოქტომბერი, შაბათი, 2024

უნი­ვერ­სა­ლუ­რი პლატ­ფორ­მა გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად

spot_img

EdCamp Georgia-ს ორ­გა­ნი­ზე­ბით, გა­სულ კვი­რას, ბა­თუმ­ში, მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა, რო­მელ­მაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხი­დან 300-მდე მას­წავ­ლე­ბე­ლი, ექ­ს­პერ­ტი და გა­ნათ­ლე­ბის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გა­ა­ერ­თი­ა­ნა. კონ­ფე­რენ­ცი­ას მო­ნა­წი­ლე­ე­ბი უცხო­ე­თი­და­ნაც ჰყავ­და – გერ­მა­ნი­ი­დან მოწ­ვე­უ­ლი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტი სუ­ზენ კეს­ლე­რი და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მკვლე­ვარ/ექ­ს­პერ­ტი ეგონ რო­თი.

ედ­კემ­პ­მა წელს სკო­ლამ­დე­ლი, სას­კო­ლო და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი მო­იც­ვა და მთლი­ა­ნად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო ინო­ვა­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა­ზე.

კონ­ფე­რენ­ცი­ის ერთ-ერ­თი თა­ნა­ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი კახ­ა გალ­და­ვა, EdCamp Georgia-ს შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას, ამ­ბობს, რომ ედ­კემ­პი წარ­მო­ად­გენს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ან პე­და­გოგ­თა მოძ­რა­ო­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, შე­იქ­მ­ნა სა­დის­კუ­სიო პლატ­ფორ­მა იმ პი­რე­ბის­თ­ვის, რო­მელ­თაც პირ­და­პირ ეხე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა, სწავ­ლე­ბის სა­მი­ვე ეტაპ­ზე – სკო­ლამ­დე­ლი, ზო­გა­დი და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლო პრო­ცე­სე­ბი. „ჩვენ წარ­მო­ვად­გენთ და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ­ლის მი­ზა­ნია, შევ­ქ­მ­ნათ ისე­თი გა­რე­მო, სა­დაც პე­და­გო­გებს, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, სა­ჭი­რო მო­ტი­ვა­ცია მი­ე­ცე­მათ, რა­თა შე­ი­ტა­ნონ სი­ახ­ლე­ე­ბი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, გა­ხა­დონ ის უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო და თან­მიმ­დევ­რუ­ლად, სწო­რად და­ი­ნა­ხონ პე­და­გო­გის რო­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­მავ­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. სა­დის­კუ­სიო ფორ­მა­ტი მას­წავ­ლებ­ლებს თა­ვი­ან­თი იდე­ე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. გარ­და ამი­სა, ისი­ნი იმაღ­ლე­ბენ მო­ტი­ვა­ცი­ას და აახ­ლე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ნა­მედ­რო­ვე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ტენ­დენ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად, კონ­ფე­რენ­ცი­ის შემ­დეგ, პე­და­გო­გი შეძ­ლებს სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერ­გ­ვას და პრაქ­ტი­კა­ში გა­და­ტა­ნას.“

რუს­თა­ვის მე-17 სა­ჯა­რო სკო­ლის ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი თი­ნა­თინ გაგ­ნი­ძე ედ­კემ­პის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მე­ო­რედ მო­ნა­წი­ლე­ობს: 2022 წლის ნო­ემ­ბერ­ში – რო­გორც ექ­ს­პერ­ტი, ხო­ლო წელს – სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო საბ­ჭოს წევ­რი. ამ­ბობს, რომ კონ­ფერ­ენ­ცია ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, აქ­ტუ­ა­ლუ­რი და ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლია, თა­ვი­სი ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

„ედ­კემ­პი სა­უ­კე­თე­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ბა­ნა­კია და თვი­თონ  სა­თა­უ­რიც მიგ­ვა­ნიშ­ნებს მის კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა­ზე. პირ­და­პი­რი გა­გე­ბით, მხო­ლოდ კონ­ფე­რენ­ცი­აც არ არის. მას­წავ­ლებ­ლე­ბი მო­დი­ან სხვა­დას­ხ­ვა თე­მე­ბი­თა და აქ­ტი­ვო­ბე­ბით, რო­მე­ლიც თა­ვი­ანთ პრაქ­ტი­კა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. ამ ყვე­ლა­ფერს კი, ცოცხა­ლი ინ­ტე­რაქ­ცი­ით, სწრა­ფი წარ­დ­გე­ნის დახ­მა­რე­ბით, ერ­თ­გ­ვა­რი რეკ­ლა­მის სა­ხით სთა­ვა­ზო­ბენ კო­ლე­გა მსმე­ნე­ლებს – რო­გორ მი­ი­ზი­დონ ისი­ნი, რა­ტომ არის მა­თი თე­მა სა­ინ­ტე­რე­სო, აქ­ტუ­ა­ლუ­რი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი. მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფორ­მა­ტია, აქ­ტი­უ­რი, დი­ნა­მი­უ­რი და სა­ხა­ლი­სო. პა­რა­ლე­ლურ რეჟიმ­ში, სხვა­დას­ხ­ვა ლო­კა­ცი­ებ­ზე, მომ­ხ­სე­ნებ­ლე­ბი წა­რად­გე­ნენ თე­მებს, წარ­დ­გე­ნი­სას კი, შე­უძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნონ სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რეკ­ლა­მა, ბუკ­ლე­ტი და უამ­რა­ვი რამ, რი­თაც და­ა­ინ­ტე­რე­სე­ბენ კო­ლე­გებს, რომ შეკ­რე­ბა­ზე მი­ვიდ­ნენ.

პე­და­გო­გე­ბი, ძი­რი­თა­დად, ტრა­დი­ცი­ულ კონ­ფე­რენ­ცი­ებს ვართ მიჩ­ვე­უ­ლი, ასე­თი ფორ­მა­ტი კი, თა­ვის­თა­ვად, უცხო და ახა­ლია ჩვენ­თ­ვის. გარ­და იმისა, რომ კო­ლე­გე­ბი ერ­თ­მა­ნეთს გა­მოც­დი­ლე­ბას ვუ­ზი­ა­რებთ, ვე­ლით უკუ­კავ­შირს, შემ­დეგ ბუ­ნებ­რი­ვად მო­დის მათ­გან იდე­ე­ბი. ედ­კემ­პი ხელს უწყობს სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბა-და­ახ­ლო­ე­ბას. „მი­ი­ღე რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი და და წა­ი­ღე რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი“ – ეს მთა­ვა­რი ლო­ზუნ­გია. და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რა­საც აუცი­ლებ­ლად გა­ვუს­ვამ ხაზს, აქ წაშ­ლი­ლია ყო­ველ­გ­ვა­რი სტა­ტუ­სი. ვერ გრძნობ, რომ ვი­ღა­ცას მე­ტი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, ვი­ღა­ცას მე­ტი ან ნაკ­ლე­ბი აქ­ტი­ვო­ბა აქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, ან, უბ­რა­ლოდ, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სტა­ტუ­სი აქვს. ყვე­ლა თა­ნა­ბა­რია და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლას თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში გვი­წევს კო­მუ­ნი­კა­ცია. შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ან­თან მიხ­ვი­დე, გა­ე­სა­უბ­რო და გახ­დე მი­სი თა­ნა­მო­აზ­რე;  შე­გიძ­ლია, ერ­თი სე­სი­ი­დან გა­მოხ­ვი­დე და სხვა სე­სი­ა­ზე შეხ­ვი­დე. აი, ასე­თი მა­ღა­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ც­და და არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ცე­მუ­ლო­ბაა. უკ­ვე  მე­ო­რედ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ედ­კემ­პის შემ­დეგ, ჩვე­ნი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­გან იმ­დე­ნად და­დე­ბი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი და შე­ფა­სე­ბე­ბი მო­დის, რომ ნამ­დ­ვი­ლად ამა­ყი ვარ.

დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბის ხა­რის­ხი, ტო­ლე­რან­ტუ­ლი გან­წყო­ბა,  ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მა, ემ­პა­თი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა ერ­თ­მა­ნეთს გულ­წ­რ­ფე­ლად გა­უ­ზი­ა­რონ გა­მოც­დი­ლე­ბა – აი, ეს არის ედ­კემ­პი. ერთ-ერ­თ­მა კო­ლე­გამ, რო­მე­ლიც ჩე­მი სკო­ლი­დან ეს­წ­რე­ბო­და ამ ღო­ნის­ძი­ე­ბას, უკ­ვე და­ნერ­გა სკო­ლა­ში ნი­ნო ფსუ­ტუ­რის გა­მოც­დი­ლე­ბა.“

ედ­კემ­პის ფეისბუქ­გ­ვერ­დ­ზე, ეტა­პობ­რი­ვად, იტ­ვირ­თე­ბა ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი, ჩა­ნა­წე­რე­ბი და ფო­ტო­კო­ლა­ჟი, მას­წავ­ლე­ბელ­თა დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის მა­გა­ლი­თე­ბი, რა­თა უფ­რო ფარ­თო აუდი­ტო­რი­ის­თ­ვის გახ­დეს ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პლატ­ფორ­მა მხო­ლოდ ორი წლი­საა, საკ­მა­ოდ ბევ­რი მსურ­ვე­ლი შე­მო­იკ­რი­ბა. წლე­ვან­დელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, ერ­თა­მა­ნე­თის გა­მოც­დი­ლე­ბის მოს­მე­ნის გარ­და, ედ­კემ­პ­მა ქარ­თ­ველ პე­და­გო­გებს გერ­მა­ნი­ი­დან მოწ­ვე­უ­ლი ექ­პ­სერ­ტე­ბის გა­მოს­ვ­ლე­ბის მოს­მე­ნი­სა და მა­თი პრაქ­ტი­კის გა­ზი­ა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც მის­ცა. თი­ნა­თინ გაგ­ნი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ერ­თო სე­სი­ის ფორ­მატ­ში, წელს, მსმე­ნელ­მა შეძ­ლო ქალ­ბა­ტონ სი­უ­ზან კეს­ლე­რის მოს­მე­ნა, ინ­კ­ლუ­ზი­ურ სწავ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხებ­ზე. „ეს იყო საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და უცხო მიგ­ნე­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის ერ­თი სა­ა­თი და უკ­მა­რი­სო­ბის გრძნო­ბაც კი დაგ­ვ­რ­ჩა – გვინ­დო­და მე­ტი გაგ­ვე­გო და მოგ­ვეს­მი­ნა უცხო­ე­ლი ექ­ს­პერ­ტის­გან,“ – ამ­ბობს თი­ნა­თინ გაგ­ნი­ძე.

ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ედ­კემ­პი­სად­მი ინ­ტე­რე­სის ზრდას ის ფაქ­ტიც ადას­ტუ­რებს, რომ ფი­ნან­სუ­რი თა­ნად­გო­მაც ძა­ლი­ან ბევ­რ­მა ადა­მი­ან­მა გა­მო­ხა­ტა და რომ არა ასე­თი ინ­ტე­რე­სი და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის უკ­ვე ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვია, წლე­ვან­დე­ლი, რი­გით მე­ო­რე, კონ­ფე­რენ­ცია ასეთ მას­შ­ტა­ბურ სა­ხეს ვერ მი­ი­ღებ­და.

წელს სი­ახ­ლე იყო ისიც, რომ და­ე­მა­ტა პრო­ფე­სი­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი. კონ­ფე­რენ­ცი­ის ერთ-ერ­თ­მა მო­ნა­წი­ლემ, ქუ­თა­ი­სის მე-13 ბა­გა-ბა­ღის დი­რექ­ტორ­მა, აკ. წე­რეთ­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ტრე­ნერ­მა და მოწ­ვე­ულ­მა პე­და­გოგ­მა, მა­კა აბუ­ლა­ძემ სწო­რედ სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე ისა­უბ­რა და ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნ­და კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის, სკო­ლი­სა და უმაღ­ლე­სის ერ­თი­ან, უწყ­ვეტ ჯაჭ­ვად წარ­მოდ­გე­ნა. „კონ­ფე­რენ­ცი­ის მთა­ვარ მე­სი­ჯად და­ვი­ნა­ხე ის, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, უნ­და იყოს ინო­ვა­ტო­რი, ბავშვს ის უნა­რე­ბი და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი უნ­და გა­ნუ­ვი­თა­როს, რაც მას ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­ად­გე­ბა და არა მხო­ლოდ გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად მო­ამ­ზა­დოს. ვფიქ­რობ (და ამა­ში, ალ­ბათ, და­ნარ­ჩე­ნი მსმე­ნე­ლე­ბიც და­მე­თან­ხ­მე­ბი­ან), რომ საკ­მა­ოდ ბევ­რი სი­ახ­ლე მო­ვის­მი­ნეთ და წა­მო­ვი­ღეთ კონ­ფე­რენ­ცი­ი­დან. ჩა­ტარ­და მას­ტერ­კ­ლა­სე­ბი, იყო ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მოხ­სე­ნე­ბე­ბი, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი. სა­ინ­ტე­რე­სო და წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა გაგ­ვი­ზი­ა­რეს მონა­წი­ლე­ებ­მა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ბავ­შ­ვებს ას­წავ­ლო ისე, რომ სწავ­ლა მათ­თ­ვის იყოს არა ტვირ­თი, არა­მედ სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სი და თან, გახ­ვი­დე შე­დე­გებ­ზე, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გვაქვს გან­საზღ­ვ­რუ­ლი.

წელს პირ­ვე­ლად მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ასეთ სა­ინ­ტე­რე­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში და ვი­სურ­ვებ­დი, მო­მა­ვალ­ში, კი­დევ უფ­რო მე­ტად იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მოც­დი­ლე­ბა გაგ­ვი­ზი­ა­რეს უცხო­ელ­მა სპი­კე­რებ­მა, რომ­ლე­ბიც მოწ­ვე­უ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ გერ­მა­ნი­ი­დან. სა­ინ­ტე­რე­სო პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი გა­ა­კე­თეს, თუ რო­გორ ჩა­ვა­შე­ნოთ, რე­ა­ლუ­რად, სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ყე­ნე­ბა; გაგ­ვი­ზი­ა­რეს, სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში თა­ვად რო­გორ იყე­ნე­ბენ ტექ­ნო­ლო­გი­ებს, რო­გორ ას­წავ­ლი­ან კლი­პე­ბის დამ­ზა­დე­ბას, სა­სარ­გებ­ლო რე­სურ­სის, მა­სა­ლის შექ­მ­ნას. მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია გაგ­ვი­ზი­ა­რეს – 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­რე­შე ხომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ბავ­შ­ვი. მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი სწო­რედ იმა­ზე გა­ა­კე­თეს, რო­გორ ვას­წავ­ლოთ სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა – ბავ­შ­ვე­ბი კი არ უნ­და მი­ე­ჯაჭ­ვონ ტექ­ნო­ლო­გი­ებს და მხო­ლოდ თა­მა­შებს, არა­მედ მა­თი სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ყე­ნე­ბა და პრო­დუქ­ტის შექ­მ­ნა ის­წავ­ლონ.“

რო­გო­რია დღეს რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი, არის თუ არა ეფექ­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია სკო­ლამ­დელ და სას­კო­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს შო­რის? მა­კა აბუ­ლა­ძე ამ­ბობს, რომ, ბუ­ნებ­რი­ვია, კავ­ში­რი არის, მაგ­რამ დი­დად ეფექ­ტუ­რი არა. „უფ­რო მე­ტი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბაა სა­ჭი­რო ახ­ლა, რო­ცა ბა­ღე­ბი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცესს გავ­დი­ვართ და თან­და­თან კი­დევ უფ­რო მე­ტად ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით სტან­დარტს. ხელ­შეწყო­ბა­ზე მე­ტად კი, სა­სურ­ვე­ლია, ჩვე­ნი – ამ ორი სის­ტე­მის – თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, ედ­კემ­პ­მა ამის სა­შუ­ა­ლე­ბაც მოგ­ვ­ცა. უკ­ვე დავ­გეგ­მეთ, ახ­ლო მო­მა­ვალ­ში, კონ­ფე­რენ­ცი­ის ერთ-ერთ მო­ნა­წი­ლე სკო­ლას­თან მას­შ­ტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

ამ კონ­ფე­რენ­ცი­ის მი­ზა­ნიც ეს იყო – უწყ­ვეტ ჯაჭ­ვად წარ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და სკო­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა. საკ­მა­ოდ სა­სარ­გებ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ და დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მო­მა­ვალ­ში, კი­დევ უფ­რო მეტ სარ­გე­ბელს მოგ­ვი­ტანს. კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი – რო­გორ ვი­მოქ­მე­დებთ და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის რა ეტაპ­ზე გა­და­ვალთ. ედ­კემპ-მა კი ამის ბიძ­გი ნამ­დ­ვი­ლად მოგ­ვ­ცა“.

Edcamp Georgia, რო­გორც უნი­ვერ­სა­ლუ­რი პლატ­ფორ­მა გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად, არა­ფორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბად იქ­ცა. მი­სი დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი სა­მო­მავ­ლოდ გეგ­მა­ვენ, რომ კი­დევ უფ­რო მეტ მას­წავ­ლე­ბელს მის­ცე­მენ სა­შუ­ა­ლე­ბას გა­ა­ზი­ა­რონ სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კა ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები