3 ნოემბერი, კვირა, 2024

უმ­თავ­რე­სი ძი­რი კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სა ენაა – ლუ­არ­საბ ბოც­ვა­ძე

spot_img

ლუ­არ­საბ გე­რა­სი­მეს ძე ბოც­ვა­ძე და­ი­ბა­და 1865 წლის 16 იან­ვარს  სამ­ტ­რე­დი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნო­ღა­ში. პა­ტა­რა ლუ­არ­სა­ბი პირ­ვე­ლად მშობ­ლებ­მა ქუ­თა­ი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­ა­ბა­რეს, სა­დაც ის დი­დი­ხანს არ დარ­ჩე­ნი­ლა, მა­მამ ხო­ნის სა­ოს­ტა­ტო სე­მი­ნა­რი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნა, რო­მე­ლიც ლუ­არ­საბ­მა წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა 1888 წელს და მა­ლე­ვე და­ი­ნიშ­ნა სო­ფელ წყალ­ტუ­ბოს სა­მი­ნის­ტ­რო სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლად. სა­მი წლის და­უ­ღა­ლავ­მა საქ­მი­ა­ნო­ბამ თვალ­სა­ჩი­ნო ნა­ყო­ფი გა­მო­ი­ღო, ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ შე­იყ­ვა­რა და და­ა­ფა­სა რო­გორც სას­წავ­ლე­ბე­ლი, ისე მი­სი დი­დად მო­ჭირ­ნა­ხუ­ლე ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლე­ბე­ლი.

წყალ­ტუ­ბო­ში ლუ­არ­საბ ბოც­ვა­ძე არა მარ­ტო კარ­გი მას­წავ­ლებ­ლის სა­ხე­ლით იყო ცნო­ბი­ლი, არა­მედ მი­სა­ბაძ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წედ იქ­ნა აღი­ა­რე­ბუ­ლი. „თა­ვის დღე­ში არ და­მა­ვიწყ­დე­ბა, – წერს მო­გო­ნე­ბა­ში ცნო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე და პე­და­გო­გი ალექ­სან­დ­რე მი­ქა­ბე­რი­ძე, – ერ­თი მე­ტად და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ფაქ­ტი ლურ­სა­ბი­სა და ჩე­მი ცხოვ­რე­ბი­დან.

ეს იყო დრო, რო­ცა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, პირ­ვე­ლად, რუ­სეთ­ში მი­ვემ­გ­ზავ­რე­ბო­დი. გან­ს­ვე­ნე­ბულს მა­შინ არ ვიც­ნობ­დი, თუმ­ცა, წყალ­ტუ­ბო, სა­დაც ლუ­არ­სა­ბი ამ დროს მას­წავ­ლებ­ლობ­და, ჩე­მი სამ­შობ­ლო სოფ­ლის მე­ზობ­ლად მდე­ბა­რე­ობს.

რუ­სეთ­ში გამ­გ­ზავ­რე­ბის რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე, ჩე­მი სოფ­ლის ეკ­ლე­სი­ის გა­ლა­ვან­ში, ნაც­ნობ­მა წე­რი­ლი და 25 მა­ნე­თი გად­მომ­ცა და მითხ­რა, წყალ­ტუ­ბოს მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­მო­გიგ­ზავ­ნაო. ჯერ კი­დევ გა­უც­ნო­ბე­ლი ლუ­არ­სა­ბი მწერ­და: „მიიღეთ ჩემ­გან ეს 25 მა­ნე­თი, თუმ­ცა მცი­რე­დია, მაგ­რამ სუ­ლით და გუ­ლით მოძღ­ვ­ნი­ლია, რო­ცა სწავ­ლას და­ამ­თავ­რებთ, ვი­მე­დოვ­ნებ, თქვენ სხვას გა­უ­წევთ დახ­მა­რე­ბას და ამ­რი­გად გა­და­ვიხ­დით ერ­თი­მე­ო­რის ვალ­საო“. მე ვერ ვიტყ­ვი რამ­დე­ნად გა­ვა­მარ­თ­ლე გან­ს­ვე­ნე­ბუ­ლის იმე­დი, ხო­ლო ის კი აშ­კა­რაა, რომ ლუ­არ­სა­ბი მა­ში­ნაც კი, რო­ცა თვი­უ­რად იღებ­და არა უმე­ტეს ოცი მა­ნე­თი­სა, ლუკ­მა-პურს იკ­ლებ­და და მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რ­დო­ბას იშ­ვი­ათ მზრუნ­ვე­ლო­ბას უწევ­და. ეს ფაქ­ტი კი, მე­ტად სა­გუ­ლის­ხ­მო და და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია გან­სა­კუთ­რე­ბით ლუ­არ­სა­ბის სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ო­ბის და­ფა­სე­ბის დროს“.

წყალ­ტუ­ბო­დან ლუ­არ­საბ ბოც­ვა­ძე ილია წი­ნამ­ძღ­ვ­რიშ­ვი­ლის მი­ერ და­არ­სე­ბულ წი­ნამ­ძღ­ვ­რი­ან­თ­კა­რის სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სკო­ლა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს მას­წავ­ლებ­ლად, ხო­ლო ერ­თი წლის შემ­დეგ, 1982 წელს, კავ­კა­ვის ქარ­თუ­ლი სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლად მი­იწ­ვი­ეს, რო­მე­ლიც „ქარ­თ­ველ­თა შო­რის წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ“ გახ­ს­ნა 1888 წელს, ცნო­ბი­ლი პე­და­გო­გი­სა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის, მი­ხე­ილ ზა­ა­ლის ძე ყი­ფი­ა­ნის მე­ცა­დი­ნე­ო­ბით. ფარ­თოდ გა­ი­შა­ლა ლუ­არ­საბ ბოც­ვა­ძის პე­და­გო­გი­ურ-სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მუ­შა­ო­ბა და მან სა­მარ­თ­ლი­ა­ნად და­იმ­სა­ხუ­რა საყ­ვა­რე­ლი პე­და­გო­გის სა­ხე­ლი იქა­ურ ქარ­თ­ველ­თა შო­რის.

ლუ­რა­საბ ბოც­ვა­ძე მა­ღა­ლი პე­და­გო­გი­უ­რი შეგ­ნე­ბით, ცოდ­ნი­თა და დაკ­ვირ­ვე­ბით ას­წავ­ლი­და ქარ­ლ­თულ ენას. მას რუ­სუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის საქ­მეც მა­ღალ დო­ნე­ზე ჰქონ­და და­ყე­ნე­ბუ­ლი კავ­კა­ვის ქარ­თულ სკო­ლა­ში. „ქარ­თუ­ლი ენის ცოდ­ნა ხომ სა­უცხოო ჰქონ­დათ მის მო­წა­ფე­ებს, რუ­სულ ენა­საც სა­გან­გე­ბოდ ას­წავ­ლი­და ლურ­სა­ბი,“ – აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი ნა­თა­ძე თა­ვის მო­გო­ნე­ბა­ში. რე­ა­ლუ­რი სას­წავ­ლებ­ლის პე­და­გო­გი­უ­რი საბ­ჭოს სხდო­მა­ზე, ერ­თხელ, კავ­კა­სი­ის სას­წავ­ლო ოლ­ქის მზრუნ­ველს, ზა­ვად­ს­კის უთ­ქ­ვამს: გა­მაკ­ვირ­ვა ქარ­თუ­ლი სკო­ლის მო­წა­ფე­თა რუ­სუ­ლი ენის კარ­გად ცოდ­ნა­მო. თერ­გის ოლ­ქის სკო­ლე­ბის დი­რექ­ტო­რი გრუ­შევ­ს­კი სუსტ მოს­წავ­ლე­ებს ეტყო­და ხოლ­მე „Идите в грузинскую школу, поучитесь у учителя Боцвадзе“.

ლუ­არ­საბ­მა 14 წე­ლი დაჰ­ყო კავ­კავ­ში. კავ­კა­ვის ქარ­თუ­ლი სკო­ლა, მი­სი შრო­მი­თა და უნა­რით, დიდ სას­წავ­ლო-კულ­ტუ­რულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბად გა­და­იქ­ცა. სკო­ლის კე­თილ­დღე­ო­ბი­სათ­ვის და­უშ­რე­ტელ­მა მოღ­ვა­წე­ო­ბამ ისე­თი დი­დი ნა­ყო­ფი გა­მო­ი­ღო, რომ ბო­ლოს „კავ­კა­ვის ქა­ლა­ქის გამ­გე­ო­ბამ, რო­გორც გი­ორ­გი ნა­თა­ძე გად­მოგ­ვ­ცემს, კავ­კა­ვის ქარ­თ­ვე­ლებს მის­ცა ქა­ლა­ქის სა­უ­კე­თე­სო მაღ­ლობ­ზე საკ­მა­ოდ დი­დი ფარ­თო­ბი მი­წი­სა“. აქ აშენ­და გრან­დი­ო­ზუ­ლი შე­ნო­ბა. ზაფხუ­ლო­ბით ლუ­არ­სა­ბი, დას­ვე­ნე­ბის მა­გი­ერ, თვალ­ყურს ადევ­ნებ­და ამ სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბას, სა­დაც ქარ­თუ­ლი სკო­ლის გარ­და მო­თავ­სე­ბუ­ლი იყო საკ­რე­დი­ტო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, თე­ატ­რი და ჭრა-კერ­ვის პრო­ფე­სი­უ­ლი სკო­ლა. ხალ­ხი ამ­ბობ­და, „ამ შე­ნო­ბის კედ­ლე­ბი ლუ­არ­სა­ბის ფილ­ტ­ვე­ბით არის გა­მომ­შ­რა­ლიო“.

ლუ­არ­საბ ბოც­ვა­ძის მი­ერ კავ­კავ­ში მოწყო­ბი­ლი საკ­ვი­რაო სკო­ლის სამ­ხატ­ვ­რო-სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო დი­ლა-სა­ღა­მო­ე­ბი­სა და წარ­მოდ­გე­ნე­ბის გა­მარ­თ­ვა ყვე­ლას უდი­დეს კმა­ყო­ფი­ლე­ბას ჰგვრი­და.

კავ­კა­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, პე­და­გო­გი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის 25 წლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ლუ­არ­საბ ბოც­ვა­ძეს ასე­თი წე­რი­ლით მი­მარ­თა: „სა­უ­კე­თე­სო ცხოვ­რე­ბი­სა და უმე­ტე­სი დრო თქვე­ნი სა­სარ­გებ­ლო მოღ­ვა­წე­ო­ბი­სა კავ­კა­ვის ქარ­თ­ვე­ლებ­ში გა­ა­ტა­რეთ. თქვენ თოთხ­მე­ტი წე­ლი­წა­დი ეწე­ო­დით მძი­მე უღელს მას­წავ­ლებ­ლო­ბი­სას კავ­კა­ვის ქარ­თულ სკო­ლა­ში. იმ დროს ის იყო კავ­კა­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლე­ბი გა­მო­დი­ოდ­ნენ თავ­და­ვიწყე­ბის ბუ­რუ­სი­დან, მა­შინ ჯერ კი­დევ სუს­ტად გრძნობ­დ­ნენ გა­ნათ­ლე­ბი­სა და დე­და-ენის სა­ჭი­რო­ე­ბა­სა და მდა­ბიო ხალ­ხ­ში, მა­მუ­ლიშ­ვი­ლურ გრძნო­ბებს. თქვე­ნი მხნე­ო­ბი­თა და მე­ცა­დი­ნე­ო­ბით შე­იყ­ვა­რა კავ­კა­ველ­მა ქარ­თ­ველ­მა ქარ­თუ­ლი სკო­ლა, დე­და-ენა და ქარ­თუ­ლი წიგ­ნი. თქვენ მო­ა­გო­ნეთ და შე­აყ­ვა­რეთ კავ­კა­ველ ქარ­თ­ვე­ლებს და­ვიწყე­ბუ­ლი სამ­შობ­ლო. ჩვე­ნი პა­ტა­რა სკო­ლა თქვენ თვალ­წინ და თქვე­ნი დი­დი ღვაწ­ლით გა­და­იქ­ცა დიდ ეროვ­ნულ-გან­მა­ნათ­ლე­ბელ საქ­მედ. თქვენს დროს ჩა­ი­ყა­რა პირ­ვე­ლი სა­ძირ­კ­ვე­ლი ჩვე­ნი სკო­ლის სა­კუ­თა­რი შე­ნო­ბი­სა და თქვე­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ეს შე­ნო­ბა   გა­ი­ზარ­და, გა­ფარ­თოვ­და და გა­და­იქ­ცა აქა­უ­რი ქარ­თ­ვე­ლე­ბის სა­ერ­თო ეროვ­ნულ კე­რად“.

1906 წლის სექ­ტემ­ბერ­ში და­ტო­ვა ლუ­არ­საბ ბოც­ვა­ძემ კავ­კა­ვი და გად­მო­ვი­და მას­წავ­ლებ­ლად თბი­ლი­სის ქარ­თულ გიმ­ნა­ზი­ა­ში. თა­ვი­სი პე­და­გო­გი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბით, მო­წა­ფე­თა შო­რის, პა­ტი­ო­სან და ადა­მი­ა­ნურ გრძნო­ბებს აღ­ძ­რავ­და და სამ­შობ­ლოს აყ­ვა­რებ­და. ამას ადას­ტუ­რებს ლუ­არ­საბ ბოც­ვა­ძის ყო­ფი­ლი მო­წა­ფის, აკა­დე­მი­კოს ნი­კო კეცხო­ვე­ლის მო­გო­ნე­ბა. „ის იყო გა­ნათ­ლე­ბუ­ლი პე­და­გო­გი, – წერს ნი­კო კეცხო­ვე­ლი, – გა­ნუწყ­ვე­ტე­ლი ექ­ს­კურ­სი­ე­ბის ჩამ­ტა­რე­ბე­ლი. მან წაგ­ვიყ­ვა­ნა ბე­თა­ნი­ას, სა­გუ­რა­მოს, კრწა­ნისს. აქ გვათ­ქ­მე­ვი­ნა ლექ­სე­ბი. აქ გვი­ამ­ბო სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტრა­გე­დი­ის ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი ფურ­ც­ლე­ბი. მან შეგ­ვაყ­ვა­რა სამ­შობ­ლო და აგ­ვი­ხი­ლა თვა­ლი.

ერთ დღეს ლუ­არ­საბ­მა კლას­ში შე­მო­ი­ტა­ნა ხე­ლით და­წე­რი­ლი რამ­დე­ნი­მე ფურ­ცე­ლი და და­უ­რი­გა ხუთ­სა თუ ექვს მო­წა­ფეს. „ეს ლექ­სე­ბი ის­წავ­ლეთ“. ლექ­სე­ბი ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის „ბე­დი ქარ­თ­ლი­სას“ ნაწყ­ვე­ტე­ბი იყო.

მე­ო­რე თუ მე­სა­მე დღეს ლუ­არ­საბ­მა და­ვა­ლე­ბა ჩა­ი­ბა­რა. ყვე­ლამ ძა­ლი­ან კარ­გად იცო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ე­წო­ნა იმ მო­წა­ფის კითხ­ვა, ვი­საც და­ვა­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და „დაჰ­კ­რეს ნა­ღა­რა, გუ­ლი შე­ზა­რა“ და ერეკ­ლეს მი­მარ­თ­ვა: „ამ დროს აღ­მოჩ­ნ­და სამ­ხ­რე­თით მტე­რი“, „მწყემ­სო კე­თი­ლო“.

10 სექ­ტემ­ბერს გა­მოგ­ვიცხა­და, რომ ხვალ წიგ­ნებს ნუ მო­ი­ტანთ, ცოტ-ცო­ტა სა­უზ­მე ჩა­ი­დეთ ჯი­ბე­ში და ისე გა­მოცხად­დი­თო. მე­ო­რე დღეს ე.ი. 11 სექ­ტემ­ბერს, ჩვე­ნი ძვირ­ფა­სი ლუ­არ­სა­ბი უკ­ვე გიმ­ნა­ზი­ის ეზო­ში იდ­გა. გაგ­ვამ­წ­კ­რი­ვა და გვითხ­რა: აბა, წყნა­რად იყა­ვით, კრა­წა­ნის­ში უნ­და წა­ვი­დე­თო.

ყო­ფი­ლი ერევ­ნის მო­ედ­ნამ­დე, ვგო­ნებ, ტრამ­ვა­ით წაგ­ვიყ­ვა­ნა, იქი­დან კი – ფე­ხით. შეგ­ვა­ჩე­რა სი­ო­ნის ტა­ძარ­თან, ცო­ტა­ო­დე­ნი გვე­სა­უბ­რა. უფ­რო დიდ­ხანს ვი­ყა­ვით ნა­რი­ყა­ლას ცი­ხეს­თან და ბევ­რი რამ გვი­ამ­ბო მის შე­სა­ხებ. მე­ტე­ხის ხიდ­თა­ნაც შეგ­ვა­ჩე­რა. ჩა­ვე­დით კრწა­ნის­ში. მშვე­ნი­ე­რი დღე იყო, შეგ­ვიყ­ვა­ნა ერთ ბაღ­ში, რომ­ლის პატ­რო­ნი ქედ­მოხ­რი­ლი და პირ­ზე ღი­მი­ლით შეგ­ვ­ხ­ვ­და. მშვე­ნი­ერ მწვა­ნე­ზე მიგ­ვი­თი­თა: აი, ბალ­ღე­ბო, აქ მო­ის­ვე­ნეთ და ხილს მო­გი­ტან­თო. მშვე­ნი­ე­რია შე­მოდ­გო­მით კრწა­ნი­სი, მი­სი ბა­ღე­ბი ათას­ნა­ი­რი ხი­ლით თვალ­წარ­მ­ტა­ცი. ჩვენ­მა მას­პინ­ძელ­მა მოგ­ვი­ტა­ნა ხი­ლი: ლეღ­ვი, ატა­მი და სხვა. ცო­ტა რო­დი იყო, ან რა ცო­ტა გვე­ყო­ფო­და! 50 მო­წა­ფე­ზე მე­ტი ვი­ყა­ვით… დი­დი ჟი­ვილ-ხი­ვი­ლი შეგ­ვექ­მ­ნა. ლუ­არ­სა­ბიც ჩვენ­ში ტრი­ა­ლებ­და, გვე­სა­უბ­რე­ბო­და.

ბალ­ღებ­მა რომ გუ­ლი ვი­ჯე­რეთ, გვითხ­რა: ახ­ლა დას­ხე­დით და ყუ­რი მიგ­დე­თო. ჩვენც პირ­და­პირ მი­წა­ზე, ხის მო­რებ­ზე თუ სხვა რა­მე­ზე მო­ვეწყ­ვეთ და ყუ­რე­ბი ვცქვი­ტეთ. მან პა­ტა­რა წიგ­ნი ამო­ი­ღო და და­იწყო… „მწყემ­სო კე­თი­ლო, შენს წმინ­და სამ­წყ­სოს“ და სხვა.

გა­ვი­ნა­ბეთ, სმე­ნად გა­და­ვი­ქე­ცით. ნე­ლა და დინ­ჯად ის­მო­და მას­წავ­ლებ­ლის ხმა, სა­ნამ ის კითხუ­ლობ­და, კრინ­ტი არა­ვის და­უძ­რავს, არ მახ­სოვს ბო­ლომ­დე წაგ­ვი­კითხა, თუ მხო­ლოდ პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი. მახ­სოვს კი, რომ გუ­ლი ბავ­შ­ვუ­რი სევ­დით აივ­სო.

– იცით დღეს რა დღეა? 11 სექ­ტემ­ბე­რია, ამ დღეს აიღო თბი­ლი­სი აღა-მაჰ­მად-ხან­მა… – და გვი­ამ­ბო სა­ქარ­თ­ვე­ლოს მა­შინ­დე­ლი ამ­ბა­ვი – აი, ეს ის მი­წაა, სა­დაც 300 არაგ­ვე­ლი და­ი­ღუ­პა, სა­დაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის ჩვე­ნი მა­მა-პა­პა­თა სის­ხ­ლი იქ­ცე­ო­და.

– აბა, პავ­ლე ბი­ჭო, შე­ნე­ბუ­რად წაგ­ვი­კითხე შე­ნი ლექ­სი.

აქ პავ­ლემ თქვა „მწყემ­სო კე­თი­ლო“, მე­ო­რემ – „დაჰ­კ­რეს ნა­ღა­რა“ და სხვა.

და­ვი­ა­რეთ მთე­ლი კრწა­ნი­სი. ფეხს ფრთხი­ლად ვად­გამ­დით, თით­ქოს არ გვინ­დო­და მე­ტად შეგ­ვე­წუ­ხე­ბი­ნა ის მი­წა, რო­მელ­მაც ამ­დე­ნი უბე­დუ­რე­ბა გა­და­ი­ტა­ნა“.

სამ­წერ­ლო-პე­და­გო­გი­ურ ას­პა­რეზ­ზე ლუ­არ­საბ ბოც­ვა­ძე 1893 წლი­დან გა­მო­ვი­და. მი­სი პე­და­გო­გი­უ­რი წე­რი­ლე­ბი თა­ვი­დან­ვე იუწყე­ბო­და, რო­გო­რი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ჩვენ­ში სწავ­ლა-აღ­ზ­რ­დის საქ­მე, რომ ქარ­თ­ველ მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რ­დო­ბას სკო­ლე­ბი­დან ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­სა­დე­გი ცოდ­ნა და გა­ნათ­ლე­ბა გა­მო­ე­ტა­ნა.

ლუ­არ­სა­ბის პირ­ვე­ლი წე­რი­ლი „პე­და­გო­გი­უ­რი შე­ნიშ­ვ­ნე­ბი სამ­რევ­ლო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­ყუ­რადღე­ბოდ (პირ­ვე­ლი დღე სკო­ლა­ში)“ და­ი­ბეჭ­და 1893 წელს ჟურ­ნალ „მწყემ­ს­ში“. 1895 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­ზეთ „ივე­რი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნ­და მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო ფე­ლე­ტო­ნი: „მეთ­ვალ­ყუ­რის შე­ნიშ­ვ­ნე­ბი (ზო­გი­ერ­თი ჩვე­ნი კრი­ტი­კო­სე­ბი), ბ-ნი ბალ­თა­ზა­რი – „მში­შა­რა მას­წავ­ლებ­ლე­ბი“ და მა­თი აზ­რი ბ-ნ გო­გე­ბაშ­ვი­ლის ან­ბან­სა და დე­და-ენის შე­სა­ხებ“.

თუმ­ცა იგი მხო­ლოდ „ივე­რი­ა­სა“ და „მწყემ­ს­ში“ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით არ კმა­ყო­ფილ­დე­ბო­და. 1896-97 წლე­ბის „მო­ამ­ბე­ში“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა წე­რი­ლი „პე­და­გო­გი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბა სრუ­ლი­ად რუ­სე­თის გა­მო­ფე­ნი­სა ნიჟ­ნი-ნოვ­გო­როდ­ში“. სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლა ჩვენ­ში არც ერ­თი, ცო­ტად თუ ბევ­რად სა­ინ­ტე­რე­სო, სას­კო­ლო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­კითხი, რომ ლუ­არ­სა­ბის კა­ლა­მი არ შე­ხე­ბო­და. მას არც საყ­მაწ­ვი­ლო ჟურ­ნა­ლე­ბი ავიწყ­დე­ბო­და, ხში­რად იხი­ლავ­და და არ­ჩევ­და სხვა­დას­ხ­ვა ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბის ფურ­ც­ლებ­ზე „ჯე­ჯილ­სა“ და „ნა­კა­დულს“.

1908 წელს და­ა­არ­სა სა­მეც­ნი­ე­რო-პე­და­გო­გი­უ­რი და სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ჟურ­ნა­ლი „გა­ნათ­ლე­ბა“, რომ­ლის რე­დაქ­ტორ-გა­მომ­ცე­მე­ლი თვი­თონ­ვე იყო. სა­კუ­თა­რი პე­და­გო­გი­უ­რი პრინ­ცი­პი შემ­დეგ­ნა­ი­რად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ჟურ­ნა­ლის პირ­ვე­ლი ნომ­რის მო­წი­ნა­ვე­ში: „უმ­თავ­რე­სი ძი­რი კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სა ენაა. სამ­შობ­ლო ენა ის ნი­ა­და­გია,რო­მელ­ზე­დაც აღ­მო­ცენ­დე­ბა ნორ­მა­ლუ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი ზრდა და გან­ვი­თა­რე­ბა ხალ­ხი­სა. ამი­ტომ სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა ხალ­ხი­სა უსა­თუ­ოდ სამ­შობ­ლო ენა­ზე უნ­და იყოს მოწყო­ბი­ლი. ეს აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა, რომ­ლის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია გან­მა­ნათ­ლე­ბელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­თა მოქ­მე­დე­ბა და ამას­თან, ძი­რი­თა­დი მოთხოვ­ნი­ლე­ბაა იმ დრო­ის და თუ გნე­ბავთ, ყვე­ლა დრო­ის პე­და­გო­გი­ი­სა“.

ლუ­არ­სა­ბის წე­რილს „დე­და-ენა, რო­გორც სა­ფუძ­ვე­ლი სწავ­ლე­ბი­სა“, შემ­დე­გი სიტყ­ვე­ბი აქვს ეპიგ­რა­ფად წამ­ძღ­ვა­რე­ბუ­ლი: „არც ერთ სა­განს, რა­საც სკო­ლე­ბი ას­წავ­ლი­ან, არა აქვს იმა­ზე მე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, რო­გორც სამ­შობ­ლო ენას“. 1908 წელს კი წერ­და: უეჭ­ვე­ლია, მა­ლე დად­გე­ბა დრო, რომ მშობ­ლი­ურ ენას ყვე­ლა სკო­ლებ­ში მი­ე­ნი­ჭე­ბა უპირ­ვე­ლე­სი და ღრმა აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბაო.

♦ ♦ ♦

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლუ­არ­საბ ბოც­ვა­ძის აღ­ზ­რ­დილ­თა დი­დი უმ­რავ­ლე­სო­ბა (თბი­ლი­სის ქარ­თუ­ლი გიმ­ნა­ზი­ის მოს­წავ­ლე­ე­ბი) და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ემიგ­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, რო­მელ­თაც რუ­სე­თის მი­ერ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ანექ­სი­ის შემ­დეგ ევ­რო­პის სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში მო­უ­წი­ათ ცხოვ­რე­ბა.

350-მდე პე­და­გო­გი­უ­რი ნაშ­რო­მი, სტა­ტია და კვლე­ვა დაგ­ვი­ტო­ვა ღვაწ­ლ­მო­სილ­მა პე­და­გოგ­მა. მი­სი ახა­ლი სკო­ლის პრინ­ცი­პე­ბი, გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ყვე­ლა­ზე ახ­ლო­საა ევ­რო­პუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის კონ­ცეფ­ცი­ას­თან. ამი­ტო­მაც ახ­სე­ნე­ბენ ასე ხში­რად მი­სი თა­ნა­მედ­რო­ვე­ე­ბი წე­რი­ლებ­სა და მო­გო­ნე­ბებ­ში, ჟან შარ­დე­ნის ქარ­თულ-ფრან­გუ­ლი აკა­დე­მი­ის არ­ქი­ვებ­შიც ხში­რად შეგ­ხ­ვ­დე­ბათ სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლე­ბი ლუ­არ­საბ ბოც­ვა­ძის მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ; 1890 წლი­დან გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე (1919 წლის 24 ივ­ნი­სი) იყო ქარ­თ­ველ­თა შო­რის წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­სა­ჩი­ნო წევ­რი.

გარ­და­იც­ვა­ლა 53 წლის ასაკ­ში, დაკ­რ­ძა­ლუ­ლია მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში, მე­უღ­ლეს­თან, ასე­ვე პე­და­გოგ, ნი­ნო ბაქ­რა­ძეს­თან ერ­თად.

წყარო:

სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953.

ჰუ­მა­ნიზ­მი და ხალ­ხუ­რო­ბა ჩე­მი პე­და­გო­გი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის სა­ფუძ­ვე­ლია

 ლუ­არ­საბ ბოც­ვა­ძე

 

ცნო­ბი­ლი პე­და­გო­გი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ალ.მი­ქა­ბე­რი­ძე თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში აღ­ნიშ­ნავს: „ქ.შ.წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბელ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჩე­მი მდივ­ნო­ბის დროს, იაკობ გო­გე­ბაშ­ვილ­მა ერ­თხელ ლა­პა­რა­კი ჩა­მო­მიგ­დო ქარ­თ­ვე­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ და სხვა­თა შო­რის შემ­დე­გი მო­საზ­რე­ბა გა­მოთ­ქ­ვა: „ჩვენ­და სა­სი­ხა­რუ­ლოდ ჯერ კი­დევ მოგ­ვე­პო­ვე­ბა სოფ­ლად სა­ხალ­ხო მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბას აწარ­მო­ე­ბენ და რამ­დე­ნა­დაც კი შე­უძ­ლი­ათ, ცდი­ლო­ბენ სა­მოს­წავ­ლო უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ან­ტი­პე­და­გო­გი­ურ გან­კარ­გუ­ლე­ბებს არ და­ე­მორ­ჩი­ლონ და მედ­გა­რი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა გა­უ­წი­ონ. …ჩე­მის ღრმა რწმე­ნით ამ მებ­რ­ძოლ მას­წავ­ლე­ბელ­თა შო­რის თვალ­სა­ჩი­ნო ად­გი­ლი უჭი­რავს კავ­კა­ვის სკო­ლის აწინ­დელ ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს და გამ­გეს ლუ­არ­საბ ბოც­ვა­ძეს.“

ლუ­არ­საბ ბოც­ვა­ძე იზი­ა­რებ­და და წარ­მა­ტე­ბით იყე­ნებ­და პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ევ­რო­პი­სა და რუ­სე­თის წარ­მა­ტე­ბულ პე­და­გოგ­თა პროგ­რე­სულ შე­ხე­დუ­ლე­ბებს სწავ­ლა-აღ­ზ­რ­დის საქ­მე­ში. მან სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა დი­დი პე­და­გო­გის, იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის აღ­ზ­რ­დის ხალ­ხუ­რო­ბის პრინ­ცი­პი, რო­მე­ლიც სწავ­ლე­ბის ხალ­ხუ­რო­ბის იდე­ა­ში ნათ­ლად ხე­დავ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მშრო­მე­ლი ხალ­ხის ეკო­ნო­მი­ურ, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ და კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინ­ტე­რესს. „მარ­თა­ლია, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­უ­რი სიძ­ლი­ე­რის წყა­რო ბევ­რი რამ არის, მაგ­რამ ამ წყა­რო­თა შო­რის ხალ­ხის გა­ნათ­ლე­ბას ერთ-ერ­თი სა­პა­ტიო ად­გი­ლი უჭი­რავ­სო,“ – წერ­და ლუ­არ­საბ ბოც­ვა­ძე.

მი­სი მიდ­გო­მა აღ­ზ­რ­და-გა­ნათ­ლე­ბი­სად­მი, ხალ­ხუ­რო­ბის გარ­და, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ჰუ­მა­ნიზ­მის პრინ­ცი­პებ­ზე იყო დამ­ყა­რე­ბუ­ლი, რაც ან­ტი­კუ­რი პე­რი­ო­დი­დან მოს­დევს აღ­ზ­რ­დის პრო­ცესს. მას მი­აჩ­ნ­და, რომ მას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც ჰუ­მა­ნუ­რო­ბას კარ­გავს, ვერ და­ვარ­ქ­მევთ პე­და­გოგს და ასე­თებს აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბით და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­შიც ად­გი­ლი არ უნ­და ჰქონ­დე­თო.

ცნე­ბა „პე­და­გო­გი“, თა­ვის­თა­ვად, ჰუ­მა­ნურს ნიშ­ნავს.

„ბავშვს მა­შინ შე­უყ­ვარ­დე­ბა მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­ცა ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი სიყ­ვა­რუ­ლით ეპყ­რო­ბა მას. ბევრს ჩვენს სა­ხალ­ხო სკო­ლა­ში (და სხვა სას­წავ­ლებ­ლებ­ში­აც) მას­წავ­ლე­ბელ­თა და მო­წა­ფე­თა შო­რის არ არის სუ­ლი­ე­რი კავ­ში­რი. მას­წავ­ლე­ბე­ლი ვერ იც­ნობს მო­წა­ფე­თა სულ­სა და გულს; ეს ძლი­ერ აფერ­ხებს სწავ­ლის საქ­მეს“.

ასეთ მას­წავ­ლებ­ლებს პე­და­გო­გებს ვერ ვუ­წო­დებ­თო, აღ­ნიშ­ნავ­და ლუ­არ­საბ ბოც­ვა­ძე.

ბავ­შ­ვ­თა ჰუ­მა­ნუ­რი აღ­ზ­რ­დის ძი­რი­თად კე­რად ოჯა­ხი მი­აჩ­ნ­და, სა­დაც ოჯა­ხის წევ­რ­თა ჰარ­მო­ნი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დიდ სა­სი­კე­თო გავ­ლე­ნას ახ­დენს პა­ტა­რებ­ზე, რაც სწავ­ლი­სად­მი მის­წ­რა­ფე­ბებ­საც უღ­ვი­ვებთ. მი­სი აზ­რით, ცოლ-ქმარს შო­რის ჭეშ­მა­რი­ტი სიყ­ვა­რუ­ლით გაჟ­ღენ­თი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის და­დე­ბით ოჯა­ხობ­რივ ატ­მოს­ფე­როს ქმნის და ბავ­შ­ვიც ასეთ ოჯახ­ში უან­გა­რო სიყ­ვა­რუ­ლის გრძნო­ბე­ბით იჟ­ღინ­თე­ბა.

ბავ­შ­ვე­ბი­სად­მი უსაზღ­ვ­რო სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ჰუ­მა­ნუ­რი გრძნო­ბე­ბის გამ­ჟ­ღავ­ნე­ბა­ში თვით იყო ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი რო­გორც სკო­ლა­ში, ისე ოჯახ­ში­აც. ლუ­არ­საბ ბოც­ვა­ძის მე­უღ­ლე, ორ­გ­ზის ლე­ნი­ნის ორ­დე­ნო­სა­ნი, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გი ნი­ნო ბოც­ვა­ძე, თა­ვის წიგ­ნ­ში „ნორჩ მე­გობ­რებ­თან ერ­თად“, ასეთ შემ­თხ­ვე­ვას იხ­სე­ნებს:

„ერ­თხელ სა­დი­ლად ვის­ხე­დით. სო­სო, უფ­რო­სი შვი­ლი, უკ­ვე ნა­სა­დი­ლე­ვი იყო და ოთა­ხებ­ში და­ცან­ცა­ლებ­და. უც­ბად ბავ­შ­ვის მხი­ა­რუ­ლი ხმა მოგ­ვეს­მა. სო­სო ჩვენ­კენ მორ­ბო­და, სა­ხე­ზე დი­დი კმა­ყო­ფი­ლე­ბა ეხა­ტე­ბო­და. ხელ­ში რა­ღაც ჰქონ­და მაგ­რა ჩაბღუ­ჯუ­ლი. მო­ირ­ბი­ნა მა­მას­თან, ხე­ლი გა­მო­ა­წე­ვი­ნა და სი­ხა­რუ­ლით მის­ცა ოთხად გა­ხე­უ­ლი ოც­და­ხუთ­თუმ­ნი­ა­ნი.

– აი, ოთხი ფუ­ლი. ახ­ლა უფ­რო ბევ­რია, – უთხ­რა ბავ­შ­ვ­მა მა­მას.

– ლუ­არ­სა­ბი ჯერ და­აც­ქერ­და შვი­ლის ამ მო­უ­ლოდ­ნელ „საჩუ­ქარს“, მე­რე მიხ­ვ­და ყვე­ლა­ფერს და ჰკითხა:

– სად იყო, შვი­ლო, ეს ფუ­ლი?

– აი, აქ, შენს მა­გი­და­ზე, – მი­უ­გო ბავ­შ­ვ­მა და ხე­ლი მა­მის კა­ბი­ნე­ტი­სა­კენ გა­იშ­ვი­რა.

– მე­რე რად და­ხიე?

– ერ­თი ფუ­ლი იყო, ახ­ლა ბევ­რია, – აუხ­ს­ნა სო­სომ მა­მას.

– არა, ჩე­მო სო­სო, ფუ­ლი არ უნ­და და­ხიო იმი­ტომ, რომ გა­ხე­უ­ლი ფუ­ლი აღარ ვარ­გა.

ბავ­შ­ვი ჩა­ფიქ­რ­და.

– ახ­ლა ხომ უფ­რო ბევ­რია? – ცდი­ლობ­და სო­სო თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლის გა­მარ­თ­ლე­ბას, – ერ­თი იყო, – ას­წია სა­ლო­კი თი­თი, – ახ­ლა ოთხია.

ლუ­არ­სა­ბი ძლივს იკა­ვებ­და სი­ცილს.

– წა­დი, გე­ნაც­ვა­ლე, ითა­მა­შე, მხო­ლოდ ჩემს ოთახ­ში ნუ­ღარ შეხ­ვალ.“

სტუმ­რად მყო­ფი ნა­თე­სა­ვი გა­ოც­და. რო­ცა ბავ­შ­ვი სხვა ოთახ­ში გა­ვი­და, ჰკითხა:

– მე­გო­ნა, ძა­ლი­ან გა­უ­ჯავ­რ­დე­ბო­დი ბავშვს, – გაკ­ვირ­ვე­ბას ვერ მა­ლავ­და.

– რა­ტომ უნ­და გავ­ჯავ­რე­ბო­დი? ჩვენ ვართ დამ­ნა­შა­ვე და ჩვე­ნი გა­უფ­რ­თხი­ლებ­ლო­ბა ბავ­შ­ვის­თ­ვის უნ­და მეზღ­ვე­ვი­ნე­ბი­ნა? ვე­რა ნა­ხეთ, რა სი­ხა­რუ­ლით მორ­ბო­და ჩვენ­კენ, რა დი­დი სურ­ვი­ლი ჰქონ­და, ჩვენ­თ­ვის ესი­ა­მოვ­ნე­ბი­ნა. ჩვენ კი გა­ჯავ­რე­ბით უნ­და ჩაგ­ვეკ­ლა მის გულ­ში ეს კე­თი­ლი სურ­ვი­ლი“.

ხალ­ხუ­რო­ბა და ჰუ­მა­ნიზ­მი თა­ვი­სი პე­და­გო­გი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის ძი­რი­თად ქვა­კუთხე­დად მი­აჩ­ნ­და ლუ­არ­საბ ბოც­ვა­ძეს.

ზუ­რაბ ბოც­ვა­ძე

პრო­ფე­სო­რი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები