14 აპრილი, კვირა, 2024

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ევ­რო­პუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის (ENQA) წევ­რე­ბის ფო­რუ­მი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­ტარ­და

spot_img

ლა­შა ზივ­ზი­ვა­ძე

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის და­გეგ­მ­ვის, კვლე­ვი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი

 

სსიპ – გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 2022 წელს, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ევ­რო­პუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის (ENQA) მმარ­თ­ვე­ლი საბ­ჭოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, სსიპ – გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი შე­ირ­ჩა და სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნებს შო­რის, მას მი­ე­ნი­ჭა პრი­ო­რი­ტე­ტი, რომ 2023 წლის, 20-21 აპ­რილს, მას­პინ­ძ­ლო­ბა გა­ე­წია ENQA-ს წევ­რე­ბის ყო­ველ­წ­ლი­უ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მის­თ­ვის. ფო­რუ­მის ჩა­ტა­რე­ბა და­ი­გეგ­მა ქა­ლაქ თბი­ლის­ში.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს, ევ­რო­პის 30-ზე მე­ტი ქვეყ­ნი­დან, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებ­მა და თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა, ევ­რო­პის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის რე­ეს­ტ­რის (EQAR), ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის (EUA), ევ­რო­პის სტუ­დენ­ტ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის (ESU), ბო­ლო­ნი­ის პრო­ცე­სის სა­მუ­შაო ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებ­მა და მათ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, სულ, ჯამ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 110-მა მო­ნა­წი­ლემ.

უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ 2023 წლის 20 აპ­რილს, ფო­რუ­მის გახ­ს­ნით ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მი­სა­სალ­მე­ბე­ლი სიტყ­ვით მი­მარ­თეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა, გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარ­მა, სსიპ – გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა, თა­მარ მა­ხა­რაშ­ვილ­მა, ENQA-ს პრე­ზი­დენ­ტ­მა, დუგ­ლას ბლექ­ს­ტოკ­მა და ENQA-ს დი­რექ­ტორ­მა, ანა გო­ვერ­მა.

ყო­ველ­წ­ლი­ურ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუმ­ზე, მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გა­ნი­ხი­ლეს ევ­რო­პუ­ლი სივ­რ­ცის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კას­თან და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კითხებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კითხი და მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი, მათ შო­რის:

⇑⇓ ციფ­რუ­ლი ტრან­ს­ფორ­მა­ცია და ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პრო­ცე­დუ­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. ნი­შა­დობ­ლი­ვია, რომ ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ევ­რო­პუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი მუდ­მი­ვად მუ­შა­ო­ბენ თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, მათ შო­რის, ში­და სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­სა და მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, რომ­ლებ­საც გა­აჩ­ნი­ათ მა­თი საქ­მი­ა­ნო­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის გაზ­რ­დის პო­ტენ­ცი­ა­ლი, რომ უკეთ გა­მო­ი­ყე­ნონ მო­ნა­ცე­მე­ბი და ანა­ლი­ტი­კა და მხა­რი და­უ­ჭი­რონ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას და ჩარ­თუ­ლო­ბას. ფო­რუ­მის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გაც­ვა­ლეს და გა­ა­ზი­ა­რეს მო­საზ­რე­ბე­ბი ციფ­რუ­ლი ტრან­ს­ფორ­მა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე და შე­თან­ხ­მ­დ­ნენ, რომ სა­მო­მავ­ლო­დაც გა­აგ­რ­ძე­ლე­ბენ აღ­ნიშ­ნულ სა­კითხებ­ზე მსჯე­ლო­ბას, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ციფ­რულ­მა ტექ­ნო­ლო­გი­ებ­მა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პრო­ცე­დუ­რე­ბი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

⇑⇓ ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და კვლე­ვა. კვლე­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის ხა­რის­ხის შე­ფა­სე­ბა ერთ-ერ­თი ის მი­მარ­თუ­ლე­ბაა, რო­მელ­საც სა­ა­გენ­ტო­ე­ბი მი­მარ­თა­ვენ თა­ვი­ან­თი გა­რე შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სებ­ში. ფო­რუ­მის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გა­ნი­ხი­ლეს, თუ რა რო­ლი აკის­რი­ათ სა­ა­გენ­ტო­ებს კვლე­ვის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მხარ­და­სა­ჭე­რად, მა­თი კომ­პე­ტენ­ცი­ი­სა და არ­სე­ბუ­ლი კონ­ტექ­ს­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

⇑⇓ ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ევ­რო­პუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ალი­ან­ს­ში. უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა ჩარ­თუ­ლია ევ­რო­პის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სხვა­დას­ხ­ვა ალი­ან­ს­ში. რამ­დე­ნა­დაც მე­ტი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ალი­ან­სი გეგ­მავს მდგრად თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე გა­დას­ვ­ლას და კი­დევ უფ­რო მეტ კო­ორ­დი­ნა­ცი­ას, მა­თი ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კითხი კი­დევ უფ­რო აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­დე­ბა სა­მო­მავ­ლოდ.

⇑⇓ გზა ტი­რა­ნა­ში გა­სა­მართ მი­ნის­ტე­რი­ა­ლამ­დე: ENQA-ს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ბო­ლო­ნი­ის პრო­ცეს­ში. ფო­რუმ­ზე გა­ნი­ხი­ლეს ENQA-ს პო­ზი­ცია და წვლი­ლი ბო­ლო­ნი­ის პრო­ცეს­ში გან­ხი­ლულ ძი­რი­თად სა­კითხებ­ში, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ევ­რო­პუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა ელო­დე­ბა და­გეგ­მილ მი­ნის­ტ­რ­თა კონ­ფე­რენ­ცი­ას, რო­მე­ლიც გა­ი­მარ­თე­ბა ქა­ლაქ ტი­რა­ნა­ში, 2024 წლის გა­ზაფხულ­ზე. უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ამ­ჟა­მად სსიპ – გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი ბო­ლო­ნი­ის პრო­ცე­სის ხუთ სა­მუ­შაო ჯგუფ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი და აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს ხუ­თი­ვე ჯგუფ­ში, ესე­ნია: კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს გან­ვი­თა­რე­ბის თე­მა­ტუ­რი სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, ლი­სა­ბო­ნის აღი­ა­რე­ბის კონ­ვენ­ცი­ის შე­სა­ხებ თე­მა­ტუ­რი სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის თე­მა­ტუ­რი სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის სა­მუ­შაო ჯგუ­ფი და სო­ცი­ა­ლუ­რი გან­ზო­მი­ლე­ბის სა­მუ­შაო ჯგუ­ფი. ამას­თან, ხა­ზი უნ­და გა­ეს­ვას იმ ფაქტს, რომ ბო­ლო­ნი­ის პრო­ცე­სის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს გან­ვი­თა­რე­ბის თე­მა­ტუ­რი ექ­ს­პერ­ტუ­ლი ჯგუ­ფის (TPG A on QF) ფარ­გ­ლებ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო წარ­მოდ­გე­ნი­ლია, რო­გორც თა­ნა­თავ­მ­ჯ­დო­მა­რე ქვე­ყა­ნა.

⇑⇓ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­მო­მავ­ლო სა­კითხე­ბის გან­ხილ­ვა. ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სწრაფ­მა გან­ვი­თა­რე­ბამ და ChatGPT-ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ამ მრა­ვა­ლი კითხ­ვა გა­ა­ჩი­ნა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, მათ შო­რის, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მი­სი გავ­ლე­ნა შე­ფა­სე­ბის პრაქ­ტი­კა­ზე და აკა­დე­მი­ურ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა­ზე. ამას­თან, ფო­რუმ­ზე, გან­ხი­ლულ იქ­ნა უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის რო­ლი მათ მხარ­და­ჭე­რა­ში და პო­ტენ­ცი­უ­რი ზე­გავ­ლე­ნა ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე.

⇑⇓ ფო­რუ­მის ფარ­გ­ლებ­ში, სხვა­დას­ხ­ვა სე­სი­ა­ზე, ასე­ვე, გან­ხი­ლულ იქ­ნა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხე­ბი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მათ შო­რის, ში­და ხა­რის­ხის სის­ტე­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბა – ახა­ლი ხედ­ვა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, აკ­რე­დი­ტა­ცი­ი­სა და რე­აკ­რე­დი­ტა­ცი­ის გა­მოც­დი­ლე­ბა ლი­ბა­ნის კონ­ტექ­ს­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მდგრა­დო­ბა და მოქ­ნი­ლო­ბა სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და სხვა გა­და­უ­დე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის პი­რო­ბებ­ში, სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში და ასე­ვე, მდგრა­დო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

⇑⇓ ფო­რუ­მის ბო­ლო დღეს, გა­ი­მარ­თა გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბ­ლეა ENQA-ს წევ­რებს შო­რის.

ENQA-ს მმარ­თ­ვე­ლი საბ­ჭოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს და სსიპ – გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენტრს მას­პინ­ძ­ლო­ბა გა­ე­წია ყო­ველ­წ­ლი­უ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მის­თ­ვის, კი­დევ ერ­თხელ, იმის და­დას­ტუ­რე­ბაა, რომ ბო­ლო პე­რი­ოდ­ში უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ევ­რო­პუ­ლი სივ­რ­ცის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სტან­დარ­ტებ­თან და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო პრინ­ცი­პებ­თან (ESG 2015). ფო­რუ­მის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბა კი­დევ უფ­რო შე­უწყობს ხელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ცნო­ბა­დო­ბის ზრდას უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის მი­მარ­თუ­ლე­ბით, გა­აძ­ლი­ე­რებს სსიპ – გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ას, მე­ტად და­აახ­ლო­ებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან და და­აჩ­ქა­რებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2023 წლის 11 მა­ისს ცენ­ტ­რ­მა მი­ი­ღო ENQA-ს პრე­ზი­დენ­ტის, დუგ­ლას ბლექ­ს­ტო­კის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მად­ლო­ბის წე­რი­ლი, რომ­ლი­თაც იგი ცენ­ტ­რ­სა და მის თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შ­რო­მელს მად­ლო­ბას უხ­დის ფო­რუ­მის მა­ღალ დო­ნე­ზე ორ­გა­ნი­ზე­ბის­თ­ვის. წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ფო­რუ­მი, რო­გორც ლო­გის­ტი­კუ­რი, ისე შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თვალ­საზ­რი­სით, შე­სა­ნიშ­ნა­ვად იყო და­გეგ­მი­ლი და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. პერ­სო­ნა­ლუ­რად ENQA-ს პრე­ზი­დენ­ტი და ფო­რუ­მის თი­თო­ე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი დარ­ჩა ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­თა და საქ­მი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით. მად­ლო­ბის წე­რილ­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის ეფექ­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია ENQA-ს სამ­დივ­ნოს­თან და ფო­რუ­მის მო­ნა­წი­ლე­ებ­თან.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები